ჩემს ცხოვრებაში მეორე ისტორიული ჟამი დადგა. პირველი ისტორიული ჟამი მაშინ იყო, როდესაც ”სადიპლომოსდედლაინმოახლოებულმა” , ერთი კვირით გავთიშე ”ფეისბუქი”.
ახლა, ახლა რაღა ჯანდაბის დედლაინი მომაწვა? ის, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა დედლაინს, ყველა თარიღს გადააბიჯა, გადაალაჯა, გადაახტა – არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო – და ცოცხალი თავით არ დებს სამაგისტრო გრანტების განაწილების სიას. ანუ 8 ივლისსგამოცდაჩაბარებულმა სტუდენტებმა დღემდე არ ვიცით – გრანტი გვაქვს თუ არა.
– 14-ში იქნება, მაქსიმუმ 15-ში.
– 20-ში იქნება.
– 22-დან დაიწყება.
– 24-ში უსიკვდილოდ.
– 25-ში, რა თქმა უნდა.
– ამ კვირაში უცილობლად.
– არა, ამ კვირაშიც შეიძლება დაიდოს, მაგრამ ორშაბათს უფრო რეალურია.
– არა, ამ კვირაში არაფერს არ ელოდოთ, იმ კვირაში იქნება.
– ალბათ, დეკემბრის პირველ რიცხვებში..
ბოლო ინფორმაცია იყო გასაგიჟებელ-გადასარევი – ბაზებს ვანახლებთ და როცა მოვრჩებით – დავდებთო. კითხვას – მაინც როდის ველოდოთ-ს – ასე უპასუხეს – ჩვენ რავიცით, როცა განახლდება მაშინო.
კარგით რააა, ბარემ თქვით – რომ არ მოგატყუოთ, საერთოდ არ იქნებაო და ერთი გვარიანი ”ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ” – დააყოლეთ.
მოკლედ, მას შემდეგ, რაც შევატყვე, რომ დღეში 20პოსტზე მეტს ვდებდი ფეისბუქზე და ყველა ერთად თუ თითოეული ცალ-ცალკე – ეძღვნებოდა ნაეკს და მასზე გოდებას, მივხვდი, რომ ერთი – ჩემი ნერვები დგებოდა საეჭვო მდგომარეობაში და მეორე – ჩემი ფრენდების. ჩემს ნერვებს ვინ ჩივის და ვერაფერს ვერ ვუშველი – ისევ ისე მაქვს, როგორც ფბ-გაუქმებამდე, შეიძლება ცოტა უარესად. მაგრამ:
ა) ფრენდებს ავაცილე წუწუნა სტატუს-პოსტების კითხვის ”ბედნიერება”;
ბ) ვერ ავიტანდი, მათ რომ ვერ აეტანათ ეს პოსტ-სტატუსები და დავეჰაიდ-დავებლოკე (თუ უკვე დაგვიანებული არ არის).
დავდე პირობა, (არც ვისთან) რომ სანამ ნაეკი შედეგებს არ დადებს – ფბ-ში არ შევალ.
( თითქოს ტანჯვა მაკლდეს ნაეკისგან – მაზოხისტისმაილი.:-D
დღეს მეგობარი მეუბნება – ეს, ერთგვარი შიმშილის ფორმა აირჩიეო. მართალია ნუ, პარლამენტის წინ რომ სხედან და შიმშილობენ – თავისუფლება ამას და იმასო ( ან სხვა) , მეც უნდა დავჯდე გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ და – თავისუფლება მაგისტრანტების გრანტებს მეთქი – ვიყვირო. მივიტან ლეპტოპს (იმედია, ვინმე მათხოვებს ან ვიქირავებ თავისი ფლეშკა-ნეტით), გავხსნი ”ფეისბუქს” და არ შევალ. ხოდა, ” უფეისბუქობის პირველი დღე”, ”უფეისბუქობის მეცხრე დღე”,, ”უფეისბუქობის მერვე წელი” – ისე წელავენ ყოველდღიურად და ისეთებს მეუბნებიან ნაეკის ცხელ ხაზზე, რომ მეშინია, სულ უფეისბუქოდ არ დავრჩე 😀
იმედია, ნაეკი დროზე (სადღაა დროზე) მოიღებს მოწყალებას და არ მაიძულებს – პირობა დავარღვიო 😀
tanjuli
ნოემბერი 27, 2010 at 8:12 PM
მთელი სამაგისტრო საზოგადოების გრანტის მომლოდინე ნაწილი შენთანაა,მარი…მაგრად იდექი, შენს პრინციპებს არ უღალატო…:)))
“მაზოხისტისმაილი” მაგარი იყოოო….:))))
ანელი
ნოემბერი 30, 2010 at 10:30 AM
მარი, შენ გვერდით ვარ. მაგრად ვიხაკისე ამ პოსტის კითხვისას.
“იმედია, არ მაიძულებს ნაეკი პირობის დარღვევასო” – მაგრად მომეწონა. უშენოდ ფბ ცარიელია, დაგვიბრუნდი :–)
mari
ნოემბერი 30, 2010 at 12:51 PM
ანელიკო ❤
დღე-ხვალ უნდა ყოფილიყო პასუხები, დღეს თქვეს ცხელ ხაზზე – მინისტრთან არის უკვე სიები და ხელს მოაწერს თუ არა, გამოვაქვეყნებთო, მაგრამ ახლა გავიგე, რომ შაშკინი კახეთშია მთელი კვირაო :((( იმედია, ოდესმე დავბრუნდები ფბ-ზე