RSS

„საბჭოთა ბავშვი“

25 თებ

ქვემოთმდებარე ნოუთის წერა რამდენიმე თვის წინ დავიწყე, მაშინ, როცა აკაკი ბაქრაძის „მწერლების მოთვინიერებას“ ვკითხულობდი. მაგრამ ძალიან გამეწელა, მრავალფეროვანი  ინფო-დოკუმენტაციის ჩადება მინდოდა წიგნებიდანაც, საქმე კი, ბევრი მქონდა, მოკლედ, ვერ დავასრულე. დღეს, საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავზე, ფეისბუქზე რამდენიმე ფრენდმა „დააშეარა“ კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“:

“თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

და ისევ გამახსენდა აკაკი ბაქრაძე, მისი მოთვინიერებული და პირიქით, მოუთვინიერებელი მწერლებიც და მასთან ერთად, ეს არქივში „დადრაფტული“ , დაუსრულებელი ჩანაწერიც. სამსახურიდან  შინ რომ დავბრუნდი, მოვძებნე, თუმცა, არ დავასრულე,  მინიმუმამდე შევამცირე და მხოლოდ ძირითადი წუხილი დავტოვე.

„რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერებას და გულზე ვსკდებოდი. რა მხეთქავდა გულზე, ალბათ, ადვილი მისახვედრია. მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი მაცოფებდა – ეს მოთვინიერებული მწერლები თავიანთი იდეოლოგიური ნაღვაწით რამხელა გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე. (ნუ, „უმწიფარებზე“ და მოზარდებზე მაინც.) სიმართლე რომ ვთქვა, არავის განსჯას არ ვაპირებ. ალბათ, საბჭოთა კავშირის  ტერორს ვერ გაუძლეს, მაგრამ მე უბრალოდ,  ბავშვობა გამახსენდა და ის, თუ რამხელა გავლენას ახდენდა ჩემს ცნობიერებაზე „მოთვინიერებული ლიტერატურის“ კითხვა.

კითხვა ძალიან ადრე დავიწყე. სკოლაში შესვლამდე უკვე „წასერიოზულო“ წიგნებს ვკითხულობდი – დეტექტივებს, ისტორიულს თუ სათავგადასავლოს, პრინციპში,  არც ვარჩევდი. რაც მხვდებოდა, ეგრევე ვშთანთქავდი. ედმუნდო დე ამიჩისის „გულში“ ერთი ბიჭია, რომელიც ძირს ნაპოვნ გაზეთის ფურცელსაც არ ტოვებს წაუკითხავს – ხარისხიანს და უხარისხოს არ უყურებს –  მეც დაახლოებით ასე ვიყავი.  მაგრამ „ჰოი, საშინელებავ“, მხოლოდ ‘გაცნობიერებულმოზრდილობაში’ აღმოვაჩინე, რომ ჩემი წაკითხული წიგნების ( განსაკუთრებით, „შინმდებარე“) უდიდესი ნაწილი, სწორედ მოთვინიერებული მწერლების და მათი მსგავსების შემოქმედება იყო. ორი წიგნი ვერ წავიკითხე ბავშვობაში და ცუდად დამრჩა მეხსიერებაში. ალექსი მირცხულავას „პარტიული მშენებლობა საქართველოში 1921-1928 წლები“ და ამავე სახელწოდების ”დამხმარე სახელმძღვანელო”, ასევე, „ახალგაზრდობის შრომის პრობლემები საქართველოში , რომელსაც ლენინის ორდენოსან ახალგაზრდებს უძღვნიდნენ.  ახლა მიდევს გვერდით და ვათვალიერებ, ვფიქრობ, დავუთმო თუ არა, ჩემი ცხოვრების რამდენიმე საათი.

ამის წერა რატომ დავიწყე, იმიტომ, რომ აღმოვაჩინე – მე საბჭოთა მენტალიტეტით გაჯერებული ბავშვი ვყოფილვარ. როცა ვკითხულობდი ოსტროვსკის ”როგორ იწრობოდა ფოლადი” – ვფიქრიბდი, რა მაგარი იყო პავკა კორჩაგინი. როცა ვკითხულობდი  ვალენტინა ოსეევას ”დინკას”, მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი რევოლუციონერ ნიკოლოზს და თავად დინკას მამას. რამდენი ქართველი მწერლისა თუ პოეტის  სულისკვეთებით ანთებულს მეგონა, რომ წითლები ”ჩვენები” იყვნენ. ბოლშევიკები –  მაგრები ”ვიყავით”, მენშევიკები „ის ცუდები, ბოროტები“.  პატარა ვიყავი, რომ მასწავლეს იოსებ ნონეშვილის – ”შენ სამშობლოს შუქმა გზარდა” –  ზოაია კოსმონდემიასკაიასადმი მიძღვნილი ლექსი და სკამზე შემართებით ვჭექდი – „მე ვარ თვითონ ატამანი, იყო შენი პასუხი“ და სხვები.

მოზრდილ კლასებამდე,  „ძია სტალინი“ საუკეთესო ადამიანი მეგონა. პრინციპში, ბევრი გარეშემომყოფიც აღვივებდა ამ აზრს. ”როგორი კარგი ცხოვრება იყო მაშინ, ყველა მუშაობდა, ყველას ბინებს აძლევდნენ, პური ხუთი კაპიკი ღირდა, სტალინს და ლენინს ვუყვარდით…  და ა.შ. მწარედ მახსოვს, მეორე კლასის ბოლოს ექსკურსიაზე ვიყავით – წიწამურსა და საგურამოში. ილიას სახლ-მუზეუმი ვნახეთ. ჰოდა, ჩემი დამრიგებელი ნინო მამუჩიშვილი ილიას ღვაწლზე გვიყვებოდა. მე მივედი მასწავლებელთან და  ჩუმად ვუთხარი – ილია ხომ ცუდი კაცი იყო, ის ხომ ღარიბებს მტრობდა მეთქი. ( არ მახსოვს, სად წავიკითხე ეგეთი წერილი თუ მოთხრობა.). მხოლოდ მასწავლებლის გაოგნებული სახე მახსოვს.

ნუ, მადლობა ღმერთს, წამოვიზარდე. ბიბლიოთეკიდან არასაბჭოური წიგნების გამოტანაც დავიწყე, სათავგადასავლოზე მეტად „ჩავიციკლე“ და საყვარელ ძია სტალინზე ფიქრსაც შევეშვი,  მაგრამ  ზოგჯერ მაინც მიტივტივდება ხოლმე ის განცდა, როგორი გაბიაბრუებული ვიყავი ზოგიერთი მოთვინიერებული მწერლის მეშვეობით.

 

ტეგები: , , , ,

5 responses to “„საბჭოთა ბავშვი“

  1. stary,stary night...

    თებერვალი 25, 2011 at 10:29 PM

    მეც მაქვს ეგ წიგნები წაკითხულიი, და რატომ არ ვიცი, ეხლა რომ მომკლა ვერც ერთს ვერ ავიღებ ხელში, მაგრამ იგივე ღრმა ბავშვობაში მეც საინტერესოდ მიმაჩნდა, თუმცა რატომღაც ყოველთვის მიკონტროლებდნენ რას ვკითხულობდი და მაგიტომაა რომ საბჭოთა მოთვინიერებული წინების გვერძე თავისუფალ ლიტერატურასაც მაძლევდნენ, თუმცა დასკვნები გვიან გამოვიტანე:)
    კარგი პოსტია:)ისე გამახსენა ჩემი თავი, თუმცა რატომღაც მაინც არ ვნანობ მაგ წიგნების წაკითხვას, ერთი მარქსი და ენგელსი ვერ დავამთავრე:)

     
    • mariakhsiashvili

      თებერვალი 26, 2011 at 11:26 AM

      ხო, წაკითხვას მეც არ ვნანობ, უბრალოდ, რამხელა იდეოლოგიაა თქო :))) მე არავი არაფერს არ მიკონტროლებდა, აქეთ ვუკონტროლებდი სახლში :0)) უი, მარქსი მეც წასაკითხი მაქვს ერთი :)0

       
  2. dakarguli

    თებერვალი 25, 2011 at 10:37 PM

    ვაიმე დდდ როგორ იწრთობოდა ფოლადი და ეგეთი რაღაცეები მეც მაქვს წაკითხული… ეხლა სახელები აღარ მახსოვს პერსონაჟების და თვითონ ნაწარმოებებისაც… როგორი ღირებულებაც ჰქონდათ, ისე დამამახსოვრდა დდდ არადა, 25 წლის ვარ… საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პირმშო დდდდ მანეთიც მახსოვს და კალინკა, მალინკას რომ უკრავდა ეგეთი გიტარაც დდდ მამას ჩამოჰქონდა ჩემთვის… უი, რა ტკბილად მახსენდება თურმე დდდდ საინრეტესოა. მეც დავწერ ცემს მოგონებებზე)) არამგონია, დათუნია შოკოლადებს გავცდე, მაგრამ მაინც))
    მე დუმბაძემ გამაცნობიერებია, რა საშილენება იყო საბჭოური სისტემა… 37 წელი… სიმბოლოები, რაც ამ გენიალურ ავტორს აქვს ჩადებული თავის რომანებში თუ მოთხრობებში…. მიუხედავად მცირე ასაკისა, სულ მქონდა ენით აუწერელი პროტესტი ამ სისტემის მიმართ. როცა სიმბოლისტების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი და საზოგადო მოღვაწეების გული სასინლად მტკიოდა ხოლმე…
    მოკლედ, გავაოფე ეხლა მე დდდდ
    საინერესო ხარ და შენი პოსტებიც მომეწონა ))))

     
    • mariakhsiashvili

      თებერვალი 26, 2011 at 11:29 AM

      ჰო, დუმბაძე მაგარია.. ბაქრაძეს მოუთვიერებელ და პირიქით, ‘გადამრჩენელ’ მწერლებში, ეგ და მისი მარადისობის კანონი აქვს განხხილული.. დაწერე შენი მოგონებებიც, ველით :)))

      ჰო, მადლობა :))

       
  3. Marry Poppins

    თებერვალი 27, 2011 at 5:50 AM

    ძალიან ზუსტად გაქვს გადმოცემული ჩემი სათქმელი. ისღა დამრჩენია, გითხრა – “ერთ ბედქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ…” 🙂

    P.S. პავლიკ მოროზოვს არ დასტიროდი ხოლმე?

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: