ხვალ მაგისტრატურაზე სწავლა მეწყება და პირველკლასელივით ვარ. 1 სექტემბერი მგონია. ის მახსენდება, სკოლაში რომ უნდა წავსულიყავი და გახსნაზე მოსაყოლ ლექსს რომ ვიმეორებდი, მასწავლებლისთვის მისატან ყვავილებს და „ბანბანერკას“ ( ოღჩ – რა მარაზმი იყო) მაგიდაზე რომ დავაწყობდი, სკამზე „ზიზიებს“ ( რომელსაც მაქსიმუმ, ერთი კვირისთვის ვყიდულობდით ) და ჩანთას რომ მოვათავსებდი და ძილშიც ნერვიულობას რომ განვაგრძობდი.
ნუ, ნერვიულობა რა, უბრალოდ, აგერ უკვე ერთი სემესტრი გავიდა , არაფერი მისწავლია. გადავეჩვიე ლექციის ფორმატში ცხოვრებას, ის კი არა, უნივერსიტეტშიც, ბოლო წელი ძალიან მიჭირდა აუდიტორიაში გაჩერება. ( ნუ, მაშინ მიზეზები მქონდა.). ახლა ვნერვიულობ იმაზეც, რომ სრულიად ახალი პროფესიის შესწავლას ვიწყებ ახალ უნივერსიტეტში ( ორი წელი ვოცნებობდი ილიაუნის სტუდენტობაზე :D)
„პოლიტიკის ანთროპოლოგია“ – ყოველი ხუთიდან, ვისაც კი ეს სახელწოდება ესმის, ოთხი მისი შინაარსის ახსნას მთხოვს. მეც ვიწყებ, რომ აქ შევისწავლი პოლიტიკის აგებულებას, ძალაუფლების ფორმირების პროცესებს, ძალაუფლებისა და კულტურის, ძალაუფლებისა და რელიგიის ურთიერთმიმართებას და ატც.
– ააა, მერე სად უნდა იმუშაო? რა უნდა გამოხვიდე?
ნუ, არ ვიცი. ჯერჯერობით, ჟურნალისტიკის მიტოვებას არ ვაპირებ. ისე კი, ამ პროფესიით მაქვს შანსი ( იდეაში) დავსაქმდე „საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში“.
პრინციპში, ეს სამაგისტრო პროგრამა უმეტესად ზოგადი/დამატებითი განათლებისთვის+კარგი ლექტორები – ავირჩიე და არა პროფესიის შესაცვლელად. თუმცა, გამორიცხული ცხოვრებაში ხომ არაფერია. (იქნება, ორი დიპლომით მეც დავიწყო ტაქსაობა).
ამ სემესტრში სიამოვნებით ვიწავლი „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს“, „ქრისტიანულ ეკლესიას და ევროპის დაბადებას“, „ანტიკურ თეტრსა და მის რეცეფციას“, „სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს“ და… დამტანჯავს სტატისტიკა. [ბაკალავრიატის გამოცდილება].
განსაკუთრებით კი, კარგი ლექტორები მიხარია. ახლა ნოდარ ლადარია, ზურაბ კიკნაძე და ქეთი გურჩიანი მეყოლება. ამბობენ, რომ თამარ ბრეგვაძე და ნიკა მაღლაფერიძეც კარგები არიან. შევხედოთ, ამას რა სჯობს :დ
ჰო, სხვა რამეზეც ვნერვიულობ. სამსახური – უნივერსიტეტის შეწყობა-ვერშეწყობისდა გამო. პრინციპში, მე ხომ ყველაფერზე ვნერვიულობ. ოდნავი საბაბი და უკვე პანიკას ვტეხ. ცოტათი, ჩემი თანამშრომელი და ყოფილი კურსელი, მაგდა მამშვიდებს ხოლმე – მასაც ხვალ ეწყება სწავლა და მასაც მაგისტრატურაზე – მოვასწრებთ „ხსუნაო“, ( :D) ამბობს ხოლმე და გულს ეფონება :D.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხვალიდან „ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება იქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.