RSS

“ანთროპოლოგიასთან მეგობრობის დასაწყისი”

04 ოქტ

გუშინ, მეორე სემესტრის პირველი ლექცია მქონდა – კულტურულ ანთროპოლოგიაში. როგორც მოველოდი, ძალიან საინტერესო კურსია – ლექციებით, ვიდეოლექციებით, თეორიის და კვლევის კომპონენტებით.

ქეთიმ (ლექტორმა) გვითხრა, რომ ეს ერთადერთი კურსი იქნება, რასაც ანთროპოლოგიაში ვისწავლით და მოგვიწევს კვლევის ჩატარებაც. ამან ცოტა დამაფრთხო, მერე დამაინტერესა და მერე მომინდა კიდეც. აი, რის კვლევას გადავწყვეტ, ამაზე კი, კარგი ფიქრი მომიწევს – უნდა შევარჩიოთ რამე კულტურა ან სუბკულტურა.. ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება, თუმცა, გამოხატულად და მკვეთრად არაფერი მახსენდება.
(ახლა ჩემს თანამშრომელს ვეუბნებოდი, ფეისბუქში საკუთარ პოსტებს თავადვე რომ ალაიქებთ, რა არის, ცალკე სუბკულტურა ხართ მეთქი? საკვლევია ესეც, აბა, რა არის 🙂

ანთროპოლოგთა საკვლევი თემები ვნახეთ მაგალითებად, ძალიან მაგარია, ვთქვათ, ”შეხუმრებული დამოკიდებულებები ბიძა-დისშვილებს შორის” და მსგავსი.

ჰო, ვისწავლით სხვადასხვა თეორიას, მერე შევარჩევთ ერთს და მის ჭრილში განვიხილავთ საკუთარ კვლევას. პირველი ლექცია ევოლუციონიზმის თეორიაზე იყო – გადმონაშთების იდეა, ჯეიმს ფრეზერი, ედუარდ ბერნეტ ტაილორი, დარვინის თეორიები, სწორხაზოვანი ევოლუცია, კაცობრიობის სულიერი ერთიანობა, პრიმიტიული სექსუალური თავისუფლება, განვითარების საფეხურები. კულტურების დეგენერაცია, პროგრესივიზმი და სხვ. მოკლედ, ”ჩვენში დარჩეს” და მეინტერესება.

ქეთი თავის მაგალითს გვიყვებოდა სხვადასხვა კულტურაში ”გამჯდარ” წესჩვეულებებსა და ”სადაც მიხვალ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიფაროს” ’ინსტიტუტზე’. მაგალითად, გერმანიაში მისალმებასა და სტუმრის არგაცილებაზე. ლექცია რომ დაგვიმთავრდა, მე და ჩემი ჯგუფელი ანა გამოვდიოდით, დერეფანში, გასასვლელთან, უცხოელი სტუდენტი ბიჭი შეგვხვდა, კარი გამოაღო, გაგვატარა და შემდეგ შევიდა თავად.
”ამან ქართული კულტურა შეითვისა და აქაური ქუდი დაიფარა, თორემ ალბათ, თავის ქვეყანაში ასე არ უთმობს გზას ქალებს” – თქვა ანამ. მართალია :დ

ჰო, კვლევის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია პორტფოლიოს წარმოებაც – რას ვისწავლით, რა პროგრესი გვექნება, ეს ყველაფერი უნდა ’აღვნუსხოთ’. პორტფოლიოც არ გამიკეთებია არასდროს და ბარემ, ბლოგზეც ხომ არ ’ვღნუსხო’ მეთქი, ვფიქრობ.

ხვალ მორიგი ლექცია მაქვს, უკვე ანალიზურ ჟურნალისტიკაში. აი, ხუთშაბათ-პარასკევს კი, უმძიმესცხრილიანი დღეები მელის.

 
8 Comments

Posted by on ოქტომბერი 4, 2011 დუიმი ილიაუნი

 

ტეგები: , ,

8 responses to ““ანთროპოლოგიასთან მეგობრობის დასაწყისი”

  1. რუსა

    ოქტომბერი 13, 2011 at 9:34 PM

    ფბ-ზე – საკუთარ სტატუსებს, ბლოგზე – საკუთარ პოსტებს… 🙂

     
  2. rusabuski

    ოქტომბერი 13, 2011 at 9:35 PM

    ჰო, მისალმება დამავიწყდა მარუს:))

     
    • Mari Akhsiashvili

      ოქტომბერი 20, 2011 at 7:07 PM

      სალამ 😀 ხო რავიცი, მარა ვერ ვქაჩავ ბლოგზე, ფბ-ზე იმდენს ვწერ, რომ ბლოგზე რა დავწერო, აღარ ვიცი :)))

       
  3. rusabuski

    ოქტომბერი 21, 2011 at 2:19 PM

    მე უფეისბუქობა მირჩევნია :))

     
    • Mari Akhsiashvili

      ოქტომბერი 21, 2011 at 3:17 PM

      ხო, ამასწინ აღმოგაჩინე, რომ არ იყავი :)))

       
      • rusabuski

        ოქტომბერი 21, 2011 at 3:28 PM

        სამაგიეროდ აქ ვარ – შემომირბინე ხოლმე ხანდახან 🙂

         
  4. rusabuski

    ოქტომბერი 21, 2011 at 3:27 PM

    წელს მთლიანობაში 2-3 თვე ვიყავი ალბათ :დ

     

Leave a reply to Mari Akhsiashvili კომენტარის გაუქმება