RSS

Category Archives: თსუ

ლევან ბუთხუზი – “აფრიკის შვილობილი”

ველური ბუნების მოყვარული, დახვეწილი იუმორის პატრონი, ენერგიული და  კონტაქტური… თითქმის ყველა თემაზე  შეუძლია ლაპარაკი. შეუძლია და უყვარს კიდეც. ამიტომ ხუმრობით  მეგობრები „ლოგონევროზიანსაც“ ეძახიან. ამბობენ, რომ ზოგჯერ მისი გაჩერებაც კი ჭირს. თუმცა, თხრობის დიდებული მანერისა და მრავალფეროვანი ისტორიების გამო, გაჩერების სურვილი არც უჩნდებათ.

ლაპარაკი ბავშვობაშიც უყვარდა. ადრეც დაიწყო. როგორც დედა ამბობს, უპრობლემო ბავშვი იყო და ეს დიდობამდე გამოჰყვა. ეგ არის, სკოლაში ცელქობდა. დამრიგებელი ჯავრდებოდა, მიცვალებულს რომ დაუსვა, აალაპარაკებსო.

მგელთან ერთად - ფეისბუქის პროფაილის ფოტო.

მგელთან ერთად. ფეისბუქ პროფაილის ფოტო.

ჩემი პორტრეტის გმირი ლევან ბუთხუზია, პროფესიით ბიოლოგი. სახასიათო იმიჯი აქვს: ბლანჟე და გადაპარსული თავი, წლებია, მისი განუყოფელი ნაწილია. 41 წლის გახლავთ. ძაღლთან – ბელონასთან – ერთად ცხოვრობს, დროდადრო დედას სტუმრობს  ვერაზე და დღეებს მასთან ატარებს. მუშაობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ”ნაკრესში“, რომლის ერთ-ერთი დამაფუძნებელიც თავად არის. ბედნიერია იმ გუნდით, ვისთანაც მუშაობს.  კარგი ატმოსფეროს შექმნა უყვარს და ადამიანებთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ნაკრესი“, პროექტები, დონორების მოზიდვა, ”ფეისბუქი”,  კვირაში ერთხელ სატელევიზიო გადაცემა, საღამოს მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარი ან რესტორანი – ეს მისი ყოველდღიურობაა.

ლევანს დედა ნაკლად უთვლის იმას, რომ დაოჯახების სურვილი არ აქვს. თუმცა, ამას მისი  თავისუფლების სიყვარულით ხსნის.

„არ უყვარს ჩარჩოებში ყოფნა. თავისუფლებაზე გიჟდება. როცა უნდა მიდის-მოდის, მეუღლე რომ ჰყავდეს, დილის 4-5 საათზე მომსვლელი ქმარი არავის უყვარს. დადის და დროს ატარებს,“ – ამბობს ქალბატონი გიული.

არატიპურ ქართველ კაცად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისი აზროვნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებში ჯდება. მეგობრების თქმით, ლევანს მიაჩნია, რომ ყველას თავისი წარსული აქვს. შესაბამისად, ქალსაც უნდა ჰქონდეს წარსული და გამოცდილება. თუმცა, ამას ისე არ ამბობს, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.

შრომისმოყვარეობას უქებენ. პასუხისმგებლობასაც. იმასაც, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. რაც მთავარია, ერთი საქმის გასაკეთებლად, არასოდეს აფუჭებს მეორეს.

„ვთქვათ, გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი და  უნდა წასულიყო დაბადების დღეზე. აუცილებლად წავიდოდა, მაგრამ შინ დაბრუნებული  თავის საქმეს გააკეთებდა, სულ რომ დილამდე მჯდარიყო,“ – ამბობს დედამისი.

ნაცნობებს არ ახსოვთ, რომ ლევანს დანაპირები არ შეესრულებინოს, თუმცა, საქმის ბოლო წუთისთვის მოტოვებაც არ ყოფილა მისთვის უცხო.

საკურსოს აგვიანებდა და სულ ვეკითხებოდი – როდის გააკეთებ-მეთქი.  პასუხი იყო – დღეს-ხვალ. ბოლოს გავბრაზდი და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მეკითხა.  საბოლოო ჯამში, გააკეთა ძალიან ნორმალური, ოღონდ, ბოლო წუთებში, – ეს ლევანის ყოფილი ლექტორის, ნათია კოპალიანის სიტყვებია.

კაცთმოყვარეობას,  სიკეთესა და ხელგაშლილობას უწონებენ. ამას  მრავალი მაგალითითაც  ამყარებენ. თავად არ უყვარს საკუთარ სიკეთეებზე ლაპარაკი და არც ლაპარაკობს. სხვისგან თუ გაიგებ შემთხვევით.

„ზოგი ხომ დაიწუწუნებს, იმან  ეს მთხოვა, ის მთხოვაო… ლევანისგან მასეთს ვერ მოისმენ. გეგონება, კაციშვილი არაფერს სთხოვს ან არავის ეხმარება.  მერე სხვისგან ვიგებთ – ლევანმა ეს გამიკეთა, ლევანმა  ის გააკეთა…“ – ამბობს მისი მეგობარი ნინო ქურიძე.

ჯაბა გერსამიამ ლევანთან ერთად სამი დღე გაატარა – როცა იგი ლექციას კითხულობდა ზუგდიდში.  სწორედ იქ ნახეს ჯაბას ნაცნობი, რომელსაც  მძიმე დაავადება – თავის სიმსივნე აქვს. სოციალურად დაუცველისთვის დაზღვევა  შეუჩერებიათ.  ლევანმა ჯაბას უთხრა, რომ   ფინანსურად დახმარება შეეძლო,  თუმცა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ  მისი სახელი არ გამოჩენილიყო.

„ფულს დაგიტოვებ და თბილისში რომ წავალ, მაშინ გადაეციო. ვერ დავითანხმე, რომ ერთად მივსულიყავით. ჩემი მიღწევა ის იყო, რომ თავად დაიმალა და მე მივუტანე იმ კაცს ფული.  არასოდეს დამავიწყდება, ბანკნოტსა და ჩემს თითებს ერთად როგორ მოუჭირა ხელი… ორი თუ სამი თვის წინ დამირეკა იმ ბიჭმა და მეგრულად მკითხა, ის ღვთიური კაცი როგორ არისო?“ – ყვება ჯაბა.

მას ახასიათებენ, როგორც ემოციურ, თუმცა, არაკონფლიქტურ ადამიანს. დიპლომატობას უქებენ. ამბობენ, რომ თავშეკავებულია და მისი გაბრაზება ადვილი არ არის. როგორც კარგ მენეჯერს, შეუძლია მარტივად დაალაგოს არეული სიტუაცია. გაგა გობრონიძე, მისი მამიდაშვილი, ამბობს, რომ ლევანის გაბრაზება საზარელი საყურებელია, თავად, ამის მნახველი, შეშინებულა კიდეც.

სხვა  სულ  რომ ღრიალებს, შეჩვეული ხარ. მშვიდი ლევანისგან კი  მოულოდნელია.  კორექტულად ლაპარაკობს, მაგრამ მკაცრი ტონი. პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე  – სხვებისგან საწინააღმდეგო ქცევებს ვერ იტანს,“ – შენიშნავს გაგა.

დედას სულ ორჯერ ახსოვს ძალიან გაბრაზებული ლევანი და ამბობს, რომ ასეთ დროს ერიდება კიდეც მას. ქალბატონი გიული იხსენებს, თავიანთ ახლობელთან როგორ მოიხსენია მცირედ ხელაკვრით  ამავე ახლობლის ძმა. თან, ამ ქალბატონს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ტრავმაგადატანილი იყო.

„იქ არაფერი მითხრა, შინ კი, კატეგორიულად და ხმამაღლა გამომიცხადა – ძალიან გთხოვ, ამ გაუბედურებულ ქალთან მის ძმაზე აუგს ნუღარ იტყვი, უყვარს  ის  და თუ არ შემოგეპასუხა, არ ნიშნავს, რომ  გულში ხინჯად არ დარჩაო. მე მივხვდი, რომ ლევანი მართალი იყო და მოვიბოდიშე,“ – დასძენს  დედა.

განიცდის მისდამი უსამართლო დამოკიდებულებას და მოტყუებას.  მაგრამ  როგორც გარშემომყოფები ამბობენ, გულში არ იხვევს,  ამაზე ლაპარაკი უნდა, თუ არ თანხმდები,  წერილს მოგწერს და  ბოლომდე გაარჩევს საკითხს. პრობლემას არ ტოვებს. უკირკიტებს, რომ  როგორმე გადაწყდეს და პოულობს კიდეც გამოსავალს. მიიჩნევს, რომ ქრონიკული პრობლემა მდორედ მიდის, ამიტომ, მედიცინასა და ბიოლოგიაში გავრცელებული მეთოდის მსგავსად, მწვავე მოქმედებაში გადაჰყავს,  რომ მკურნალობას დაუქვემდებაროს.

”ბავშვობიდან ნიჭიერი” – ასე ახასიათებენ ნაცნობები. ლევანის ბავშვობის ახლობელი, ნენე კვინიკაძე ჰყვება ამბებს, რომლებიც, თავისივე შეფასებით, მითებს ჰგავს.

„ხუმრობასავით დადიოდა, რომ  წლინახევრის ლევანი „მერანს“ თავიდან ბოლომდე გამოთქმით, ძალიან სერიოზულად  ამბობდა. მამიდაჩემი იხსენებდა, პეტერბურგში,   ერმიტაჟში რომ შევიდნენ,  3 წლის ლევანმა კატალოგებიდან თეორიულად იცოდა, რომელ ოთახში რა იყო და ეს ბავშვი მიუძღვოდა ამხელა ქალებს გიდივით. თავად ძალიან არ უყვარს, ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ  ეს  დადასტურებული ფაქტი იყო,“ – ამბობს ნენე.

„ბუასი“ და „გუდიანი კაცის“, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, არ ეშინოდა. აი, მამამისის დახატული მიკი-მაუსისა – კი. მამის შექმნილ პასტერნაკის პორტრეტისაც. სწორედ მათი მუქარით აჭმევდნენ საჭმელს.

ბავშვობიდან ზოოლოგობას აპირებდა,  მე-9 კლასში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. ვერ ჩააბარა, ოცნების პროფესიას დაუბრუნდა და დაეუფლა კიდეც. მის მამიდაშვილს  კი ეგონა, რომ თეატრალურში ჩააბარებდა, რადგან  მიბაძვის ნიჭი ჰქონდა, ყველაფერს აჯავრებდა, ხმასა და მიმიკებს იცვლიდა. ეს უკანასკნელი ახლაც გამოჰყვა.

რასაც იტყვის, აუცილებლად ასრულებს. მაგალითად, კენიაში არ შეუშვეს –  საქართველო არასტაბილურ ქვეყანათა სიაში გვყავსო. სხვა გზებით, სხვა ქვეყნებით შეეცადა, ბრიტანეთის საელჩო დაიხმარა ვიზების აღებაში და მაინც წავიდა. ფიქრობს, რომ ყველაფერი ადამიანის ხელშია და მიუღწეველი არაფერია.

კოორდინაცია შენს ხელთაა, გააჩნია, რა გინდა. თუ 60 მილიონი ადამიანის ამოწყვეტა გსურს, მიაღწევ. ვიღაც ამერიკელს კოსმოსში გაფრენა უნდოდა.  არ ყოფილა კოსმონავტი. გადაიხადა 20 მილიონი და გაფრინდა. რეალურად შესაძლებელი ყოფილა. ის მილიონერი იმიტომ გახდა, რომ გაფრენილიყო. ბლოკს აქვს ფრაზა – “თუ რაღაც გინდა, აუცილებლად ახდება”.  თუ არ ასრულდა, დიდი სურვილი არ გქონია, თუ სხვა რამ აგისრულდა, იმედგაცრუება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან ასრულდა სწორედ ის, რაც გინდოდა“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლევანის ოპტიმიზმზე ოჯახის წევრებიც საუბრობენ.  უფასებენ, რომ არასოდეს ეშინია და  სულ წინ იყურება.

გვქონია მატერიალური სიდუხჭირეც, თუმცა სულ მეუბნებოდა,  ნუ გეშინია, მე დამატებით ვიმუშავებ, თარგმანებს შევასრულებ და არ გაგვიჭირდებაო. მართლა ასე იყო, ათენებდა ღამეს და რაღაცებს აკეთებდა. შრომის უნარი აქვს ძალიან დიდი, ზარმაცი არ არის,“ – ესეც დედამისის სიტყვებია. თან წუხს, რომ ქება გამოსდის; ლევანი შავ დღეს დამაყრისო, ხუმრობს და შვილის უარყოფით თვისებებსაც ეძებს. პოულობს კიდეც: სიჯიუტე. მაგალითად, რომ სთხოვო, ტელეფონი  აქეთ გადამიდგიო, თუ არ სურს ამის გაკეთება, დაგისაბუთებს კიდეც, რატომ არ სურს და არაფრით არ გააკეთებს. დედა ამას  მთიულის ხასიათსაც აბრალებს.  უწესრიგობასაც უწუნებს –  სადაც დებს, ყველაფერს იქვე ტოვებსო. ამას ლევანიც აღიარებს და, ამ მხრივ, თავს მოუწესრიგებელ კაცად მიიჩნევს. ნივთებთან  ისედაც საკრალური ურთიერთობა აქვს. ბავშვობაში სჯეროდა, რომ ისინიც სულიერები იყვნენ და უჭირდა მათი  გადაყრა.

სათამაშოებიდან დაწყებული, დაძონძილი  მაისურით დამთავრებული, მიჭირდა შელევა და მუდამ ჩხუბი მქონდა სახლში. ეს ჩვევა შემრჩა და ახლაც, ამ ოთახშიც იმდენ უაზრო ნივთს იპოვი, რომელსაც არც ესთეტური დატვირთვა არ აქვს და არც შინაარსობრივი,”  – იცინის და მაგიდას ათვალიერებს, ქაღალდების შეკვრას იღებს და ხსნის.

–         აი, ამერიკიდან ჩამოვედი ცოტა ხნის წინ და ეს არის  ჩემი საჭმლის ჩეკები, რომელიც არაფერში არ მჭირდება.  უამრავი სავიზიტო ბარათი ისეთი ადამიანებისა, რომლებიც არც ვიცი, ვინ არიან. აი, ბილეთები, რა ქვეყნისაა, არ ვიცი და როდინდელია, არ ვიცი. ყველაფერი ქაოტურად ყრია.

ლევანი კონვერტს ხსნის და იქვე „იგებს“, რომ 2009 წელს 15-დან 29 სექტემბრამდე  სტრასბურგში ყოფილა. ტუმბოდან ”ნაკრესის” ლოგოიან მაისურს იღებს და იზომავს.

–         ათი წლის წინანდელი მაიკაა,  ფაქტობრივად, ძონძია, ყველა მეუბნება რომ გადააგდეო, მაგრამ იყოს რა.

არ უყვარს ფულის ხარჯვა ტანსაცმელში. „შოპინგს“ ვერ იტანს. ამბობს, რომ მეგობრები სულ ეჩხუბებიან – გარდერობი გამოცვალეო. თუ მათთან ერთად მიდის უცხოეთში, სწორედ ისინი ურჩევენ და აცმევენ, ისიც, დიდი ომის შემდეგ. სამაგიეროდ, სიამოვნებით ხარჯავს ქეიფებში, ოღონდ არა  ქართული გაგებით – რომ ოცი კაცი დაპატიჟოს. ძალიან უყვარს საზღვარგარეთ  სიარული და  ყოველთვის აგროვებს ფულს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, რომელიმე  ქვეყანაში წავიდეს დასასვენებლად. სუვენირების ყიდვაც უყვარს და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ცდილობს,  ყველას რაღაც ჩამოუტანოს, რაც საბოლოო ჯამში, დიდ თანხას შეადგენს.

„ერთდოლარიანი ნივთიც რომ იყოს, ანიშნებს იმას, რომ 1000 კმ-ის იქით მე შენზე ვფიქრობდი. ერთია, როცა მეგობარს ეუბნები – გამახსენდი სადღაც, მაგრამ ეს ყალბი შეიძლება გახდეს თუ ამ გახსენებას რაღაც მატერიალური არ ახლავს,“ – მეუბნება ლევანი და თავის მაგიდაზე მიმოფანტულ ნივთებს მათვალიერებინებს.

ღორი, მისი საყვარელი ცხოველი; აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიძღვნილი სპილო; ხოჭოები პატარა ყუთში, რომელიც კობა კოსტავამ სახეობის გასარკვევად მიუტანა, მან კი სუვენირად დაიტოვა; ეგვიპტური მზის სიმბოლო და ეგვიპტურივე პერგამენტი; კალამი, რომლითაც მხოლოდ ხელს აწერს. კალამს გიშერი აქვს თავზე და მეგობარმა, რომელმაც აჩუქა,  უთხრა, რომ ეს ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერისას მნიშვნელოვანია.  ამბობს, რომ ეს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც „დარიგებისამებრ“ მოქმედებს; ჩინური ბურთებიც უწყვია, რომლებიც ისე უნდა ატრიალო ხელში, რომ ზარის ხმა არ ისმოდეს. როგორც ამბობს, კონცენტრაციას უწყობს ხელს, მაგრამ ნერვები არასდროს ჰყოფნის ამისთვის. ოთახში მაგიდის გარშემოც და შემოსასვლელის კედელზეც თაბახის ფურცლები აქვს გაკრული – ფრანგული ზმნები უწერია. ამბობს, რომ მე-3 ჯგუფის ზმნა  წესის მიხედვით არ იუღლება და სულ იზეპირებს.

მაგიდაზე 9×13-ზე დაბეჭდილი ძველი ფოტოებიც უდევს. 15-20 წლის წინანდელებიც და შედარებით ახლებიც – მეგობრებთან: გიგი თევზაძესთან, ირაკლი მაჭარაშვილთან, ბეჟან ლორთქიფანიძესთან, ლაშა ბაბუაძესთან ერთად გადაღებული.

– ეშ ნიკოლოჟია, ჩემი ნათლული, შაყვარელი – იჩლიქავს ენას და ღიმილით დაჰყურებს ბავშვის ფოტოს.

კარადის თავზე პლუშის ლეოპარდი აქვს შემოდებული. კოლექცია ჰქონდა, თუმცა, ერთი სათამაშოღა შემორჩა. ბავშვები რომ შედიოდნენ, მოსწონდათ და უარს ვერ ეუბნებოდა.

ბავშვს ვერ ეტყვი, რომ იცი რა, 40 წლის კაცის კოლექციაა და ხელი გაუშვიო, ამიტომ ვჩუქნიდი,“ – ასე ხსნის თავის საქციელს.

ლეოპარდი მისი ტოტემია. დარწმუნებულია, რომ ან წინა ცხოვრებაში იყო ლეოპარდი, ან შემდეგში იქნება, რადგან შინაგანად ეს ცხოველია. სიცოცხლის მოტრფიალე – თავის აფრიკულ ჩანაწერებში, რომელიც მეგობრებისთვის მიძღვნილი წერილის სახით დაიბეჭდა – წერს, რომ თუ ოდესმე მაინც მოუნდება სიკვდილი, ისურვებდა, რომ ის სწორედ ლეოპარდის სახით მივიდეს მასთან.

„ სხვანაირი სიკვდილი არ მინდა. როცა დავბერდები და ფეხზე ძლივს ვიდგები, მოვკიდებ ხელს ჩემს ჯოხს, ვიყიდი ბილეთს, შვილებს დავუწერ მოკლე წერილს, არ მეძებოთ, სახლში წავედი-მეთქი და აქ ჩამოვალ. დავიქირავებ ერთ დანჯღრეულ მანქანას, ძლივს გავატარებ სადმე სავანაში, ვიპოვი აკაციის ტოტზე გაწოლილ ლეოპარდს, ნელა გავაჩერებ მანქანას და გადმოვალ. ახლოს რომ მივალ, ცოტას წავიბანალურებ, რომ ეფექტურად წავიდე და ცოტა თავიც შემეცოდოს; მზის სათვალეს მოვიხსნი და, ჯოხთან ერთად, გვერდზე მივაგდებ. ხელებს გავშლი, ძია რადიარდის სიტყვებს მოვიშველიებ და ზემოდან თვალებში მაყურებელს ვეტყვი: “ლეო, შენთან დასარჩენად მოვედი, we be of one blood! Thou and I – ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ! მე და შენ!“.

ბევრს მოგზაურობს – ცხოველებზე დაკვირვება მისი სტიქიაა. დიდი ხანია, ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.  თავგადასავლებიც მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.  ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ველურ ბუნებას უკავშირებს. აფრიკაში პირველი ჩასვლა და ზოოპარკში, იასონ ბადრიძის მგლებთან პირველი ურთიერთობა – ორივე ახდენილი ოცნება იყო. ”ნაკრესის” ჩამოყალიბების შემდეგ,  პროექტი დაუფინანსეს და აფრიკაში წავიდა საკვლევად. ამ საოცნებო ჰარმონიულ მიწაზე  ჩასვლა მიზნად ჰქონდა დასახული და აიხდინა კიდეც, თუმცა თავიდან უტოპიაც ეგონა. ფიქრობს, რომ ეს გარდატეხა იყო – ცხოვრების ერთი  ეტაპი  დაასრულა და სხვა განზომილებაში გადავიდა. ადამიანის წარმოშობის ადგილს თავის ბიოლოგიურ სამშობლოს უწოდებს. პერიოდულად აქვს  ნოსტალგიური შემოტევები იმ სავანასი, რომელიც სულ იხმობს.

სავანის ეს ძახილი  აუტანელი რომ ხდება, ვტოვებ ყველაფერს და იქ მივდივარ. რომ ჩავდივართ, მეგობრები დამცინიან ახლა დაწვება.  მართლაც, პირველი გასვლისას გადმოვდივარ მანქანიდან და ვწვები მიწაზე. მთელი ზურგით ვეხები და ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მაშინ ვგრძნობ – I’ve come home at last!. იქ რომ ვწვები, რაღაც მაგიური მოდის სამშობლოსგან. საქართველო სოციალური სამშობლო.  აქ რომ ჩამოვდივარ, სხვა განცდა მაქვს. აქ მყოფი ადამიანები რომ იგრძნო, ეხუტები და კოცნი. შეხება მნიშვნელოვანი, გრძნობ, რომ სამშობლოში ხარ. იქაური სოციუმი და საზოგადოება ჩემთვის არაფერია, სამაგიეროდ,  ის ადგილები ადამიანის სამშობლო და როგორ უნდა შეიგრძნო, თუ არ გაწექი მიწაზე და შეეხე. რასაც დაქალებთან და ძმაკაცებთან გამოხატავ ჩახუტებით, იქ – იმ მიწასთან გადახვევით. როგორც შენი ძმაკაცისგან, დაქალისგან თუ დედისგან გადაკოცნის დროს სითბოსა და მაგიურ ძალას გრძნობ, ისე, იქ რომ დაწვები, გრძნობ სითბოსა და მაგიურ ძალას” – ამბობს ლევანი. ექსპედიციის გუნდის შეკრებას კი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისეთ ადამიანებთან ერთად დადის, ვინც, მაგალითად, ნასესხებ ფულს არ დაუბრუნებს და ამის გამო მასთან  ურთიერთობისა არ მოერიდება,  ახლობლური ლექსიკონით გააგრძელებს ურთიერთობას. თავად რომ არ შეეცვლება მის მიმართ დამოკიდებულება, დარწმუნებულია. ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობის მქონე ადამიანთან  ერთად ჯუნლებში წასვლაც შეიძლება.

თხრობის უნარს უქებენ. ამბობენ, რომ შესაძლოა, ისე არც იყოს ამბავი, როგორც ჰყვება, თუმცა, გარწმუნებს. ყოფილი „ნაკრესელი“ ნათია კოპალიანი ტანზანიაში ვიზიტს იხსენებს, სადაც თავად, თავისი ქმარი, ირაკლი შავგულიძე და ლევანი იყვნენ. ტერიტორია,  სადაც კარავი დასცეს, დიდი პარკივითაა, საერთო დგუშებით და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. მათ  კარავთან  მამა-შვილს დაებანაკებინა, ორივე დაღვრემილი ჩანდა.

„ჩვენ ბედნიერები ვიყავით ტანზანიაში ყოფნით და ესენი – მოწყენილები. ლევანი მოვიდა და მაგათი ამბავი არ იციო? მოყვა, რომ შვილს მამასთან ჰქონია კონფლიქტი, სამი წელია, წასულია სახლიდან, მამამ არ იცოდა შვილის შესახებ არაფერი, არ ეგონა ცოცხალი და ბოლოს შვილმა  გადაწყვიტა რომ დაბრუნებულიყო.  მამამ კი, დიდი შერიგების ნიშნად, მოაწყო ეს ტური აფრიკაში. პატარა ნოველა დაწერა ერთ წუთში, თან თავად ხატოვნად ჰყვებოდა. იმდენად კომუნიკაბელურია, რომ ჩასვლისთანავე  ყველას  მეგობარი ხდებოდა, იცოდა დეტალური ამბები მათზე, მერე გვიყვებოდა ეს იქ მუშაობს, ეს იმისი შეყვარებულია, ყველაფერი 5 წუთში. ამიტომ არ გაგვკვირვებია. ორი დღე გვეგონა, რომ ყველაფერი ასე იყო. ჩავუვლი ამ ტიპებს, საინტერესოები გახდნენ ჩემთვის და ორი დღის შემდეგ თქვა ლევანმა – მოვიგონე ყველაფერი, საერთოდ არ ვიცნობ ამათო. სამ კაცს ეჭვი  არ შეგვპარვია, რომ შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო“.

ბევრ განსხვავებულ სოციალურ წრეს ერგება, შეუძლია თან საოცრად მეცნიერული იყოს, თან „ფეისბუქში“ სრულიად გასაგებად ილაღოს. საკუთარ მრავალმხრივ განათლებას კი ყველგან იშველიებს. მოგზაურობა, ლიტერატურა, ბიოლოგია, მუსიკა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია – ყველაფერზე შეუძლია საუბარი ფეხბურთის გარდა, რაც მის „რუსთავი 2-ელ“ თანამშრომელს, დიმა ობოლაძეს მოსწონს კიდეც, რადგან მშვიდად საუბარს ახერხებენ. მისი ფოტოები ცალკე თემაა: ჩახუტებული მგელთან, აფთართან, ლომთან.. „We love each other deeply“ – ამ წანამძღვარს უკეთებს ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. საკუთარ ალბომებს კი, სადაც მხოლოდ ველური არსებები ჰყავს გადაღებული – My Life – My Animals“- უწოდებს.

–         ძაღლს ჩავკეტავ, თორემ ცუდი ამბავი დატრიალდება – მეუბნება და რამდენიმე წუთში სახლში მეპატიჟება.

ძაღლთან მისი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია. „მას რომ ენა ჰქონდეს, ყველაზე მეტს მოგიყვებოდა ლევანზეო,“ – მეუბნებიან. დიდი და სხვებისთვის მონსტრი ბელონა – ლევანის ჩემოდანს რომ ხედავს,  მიდის და თავისთვის წვება.  არც ემშვიდობება, რომ ეძახის.  ჩამოსვლის დღეს კი ხალისიანია.

„ბელონა ახალგაზრდა როცა იყო, შემოსულ ლევანს ახტებოდა და ლოკავდა, გული  ისეთ დღეში ჰქონდა, მეშინოდა,  ინფარქტი არ დამართნოდა. ახლა  ვეღარ ახტება, იწყებს კანკალს და ლევანი ეხუტება – აქ ვარ ბელონა, ნუ კანკალებ, ნუ კანკალებ..  მას კი გული უცემს.. „ – ამბობს ლევანის დედა.

როგორც ამბობენ, მისთვის ცხოველი მთელი ცხოვრებაა – გიჟდება გორილებზე და მათ არაფრით არ განასხვავებს ბავშვებისგან. ახალდაბადებულ ბევრ ბავშვს რომ ნახავ და აღფრთოვანებული მოყვები მათ საყვარლობაზე, აურასა და სუნზე,  დაახლოებით, ასე ჰყვება გორილებზე.

პოლიტიკური თანამდებობის დაკავების ინტერესი არასოდეს ჰქონია და, როგორც ამბობს, არასოდეს ექნება. კმაყოფილია საკუთარი საქმით და ცდილობს დატკბეს. ყველაფერში ერთვება, მაგალითად, ვიკიპედიაში „უგვანი“ სტატიის განხილვაც არ ეზარება და ფაქტობრივ უზუსტობებსა და არააკადემიურ ქართულს უსწორებს ავტორს.

ბავშვებთანაც პოულობს საერთო ენას, მათი ტოლი ხდება. ამას ერთი ზუგდიდური ეპიზოდიც მოწმობს.

„ორ დღეს კითხულობდა ლექციებს. ცაიშში ზრდასრული ადამიანები უსმენდნენ. ზოოლოგიური ტერმინებით ისაუბრა. მეორე დღეს, ჯვარში უნდა წაეკითხა იგივე ლექცია. ისე მოხდა, რომ სკოლის ბავშვებიც შემოიყვანეს, მათთან კი, მეცნიერულად ვერ ისაუბრებდი. ამხელა კაცი გახდა ბავშვი და ისე ჩანდა, რომ ბავშვი უკითხავდა ბავშვებს ლექციას. დიალოგში შემოიყვანა, ელაპარაკებოდა დათვებზე, მგლებზე.  ვუყურებდი და მეცინებოდა, რადგან იმავე ლექციას ვუსმინე წინა დღეს, იყო სულ სხვანაირი და ახლა ჰყვებოდა ბავშვების დონეზე.  მულტფილმებზე ლაპარაკობდნენ. როლში შევიდა, უხსნიდა ძალიან გასაგები, მარტივი მაგალითებით. ვთქვათ, „ახლა გორილა და ჯაბა რომ იყვნენ“  და სხვა…“ – ამბობს ჯაბა გერსამია.

ლევანი „რუსთავი 2-შიც“ მუშაობს. გადაცემა „შუადღეს“ ერთერთი თანაწამყვანია. სკანდალური თემებითაც გამოირჩევა. ორგაზმსა თუ – სექსზე ორსულობის პერიოდში – ხშირად არ ლაპარაკობენ, მითუმეტეს, დღის საათებში. მისი პროდიუსერი ნენე კვინიკაძე ფიქრობს, რომ რითიც შეიძლება გადაცემამ იამაყოს, ლევან ბუთხუზია.

„მას შეუძლია ის, რასაც ტელესივრცეში ძალიან  ბევრი გამოცდილი ვერ  შეძლებს. ლევანს არ ზღუდავს და არ უშლის ხელს ის, რომ პროფესიით ბიოლოგი, პირიქით, ყველაზე მეტი რესურსი აღმოაჩნდა, რომ  ყველაზე სპეციფიკური თემებიც კი, გასაგები და საინტერესო გახადოს რიგითი მაყურებლისთვის,“ – ამბობს ის.

„შუადღეს“ წამყვანი, დიმა ობოლაძე ლევანს არაორდინალურ გიჟს უწოდებს და იქვე შენიშნავს, რომ ხუთშაბათი (ლევანის გადაცემის დღე) ყველაზე საინტერესოა – თოფებიც მიუტანია, ეთერშიც უსროლიათ,  მონადირეები და ძაღლებიც მიუყვანია, თუმც, პრობლემა არასოდეს შექმნიათ.

„კვერცხუჯრედები გააკეთა პლასტელინით და მოიტანა – უნდა ავუხსნა ხალხს ადვილად – ეს რა არის, როგორ ნაყოფიერდებაო. რაღაცები  შეუშვა – სპერმატოზოიდებიაო, მერე მოკუჭა.. ეთერიდან გამომდინარე რაღაცებისგან თავს იკავებს ხოლმე მაინც, მაგრამ მთლიანობაში თავის სათქმელს  ამბობს.  გადაცემის მზადების პროცესში კი პედანტია. უნდა, რომ მთელი გადაცემა ბოლომდე გავიაროთ და თავის მონოლოგებს რეპეტიციაზე ბოლომდე კითხულობს,“ – ყვება დიმა ობოლაძე.

ადაპტური და შემგუებელია, თუმცა, ცდილობს, სიტუაცია მოირგოს და არა – მიერგოს.

„გოსტიბეში გვქონდა ბანაკი. დამავიწყდა საძილე ტომრის ქვეშ დასაგები თხელი ნოხი, რეზინის მასალაა. მის გარეშე, იატაკზე უნდა დადო საძილე ტომარა, რაც მოუხერხებელია წესიერი ძილისთვის. გია თოდუას ჩაეძინა, მე ვფოჩიხობ, ერთ ამბავში ვარ.  ავიღე ტანსაცმელი, დავაგე, ერთი საათი მივუძღვენი ამას და გია მეუბნება – გარემოს სიტუაციას ისე ირგებ, როგორც შენ გინდაო. ეგრეა ანუ სიტუაციას ვერგები, მაგრამ ჩემი კომფორტით. მაგალითად, თქეშში ხელებს კი არ ჩამოვყრი და გავაგრძელებ გზას, იმ წუთას დავიწყებ ქოხის აშენებას, რომ შევეგუო, მაგრამ კორექტივები შევიტანო. მოულოდნელი ცვლილებები ძალიან მიყვარს და თუ საკითხი ვინმეს ჯანმრთელობას არ ეხება, პრობლემებიც მიყვარს. მათი გადაჭრა ჩემი სტიქიაა. სპორტული ინტერესი მიჩნდება ამ სიტუაციის ბოლომდე დაძლევის,“ – ამბობს ლევანი.

ღმერთის არ სწამს, ბიბლიას კი კარგად იცნობს. ამბობს, რომ ათეისტობა არასოდეს დაუმალავს და ფარისევლობა იქნებოდა ეთქვა, რომ სწამს.

„ყველაფრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ ფარისევლობას ვერ ვეგუები. როდესაც ჩემი ზოგიერთი მორწმუნე მეგობარი მეუბნება, რელიგიას დასცინიო, მე ვპასუხობ – რელიგიას არა, შენ დაგცინი, როცასამარხვო ხაჭაპურს ჭამ მეთქი. თუ მას მართლა სწამს და მისდევს რელიგიურ ცხოვრებას, მაშინ კარგად უნდა იცოდეს, რომ მარხვა ჭმუნვაა და ამ დროს მარტო ხორცეულზე კი არ უნდა თქვას უარი, არამედ ზოგადად სიამოვნებაზე. უნდა ილოცოს, იაროს ეკლესიაში, მოიშოროს ფუფუნების ატრიბუტები, მოინანიოს, ღვთის ჭვრეტით იყოს დაკავებული…“

ნებისმიერი საყვარელი საქმის კეთებას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან აიგივებს. იხსენებს რადიოდანიშვნის მეთოდს, რომლის დროსაც, მის ქცევაზე დასაკვირვებლად, ცხოველს აძინებენ და სპეციალურ აპარატს ყელზე აცვამენ:

„შენ გაქვს მიმღები, ის იჭერს ყელზე მიბმული აპარატის ტალღებს, განსაზღვრავს, სად არის იმ კონკრეტულ დროს დათვი და სვამს რუკაზე წერტილს. თავიდან  არის აბრაკადაბრა, რაღაც ხაზები, წერტილები.. მაგრამ ნელ-ნელა ამ ქაოსიდან ხვდები, რას აკეთებს ცხოველი. აქ რომ გაჩერდა 20 წუთით –  ჭამდა, 5 წუთი რომ გაჩერდა და  გაიქცა, ფერმაა და ალბათ, ძაღლებმა დაუყეფეს.. აქ რომ გაჩერდა, მეორე დათვი იყო. ამეებს რომ ალაგებ, დათვის ერთი დღეა ანუ ქაოსიდან მოწესრიგებული ამბავი დგება. პირველად რომ აღმოვაჩინე, ჰგავდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას, სადაც რამდენიმე წამს არის სრული კაკაფონია და მერე ჰარმონია იწყება.  გენიალური მიგნებაა. როცა კაიფობ საქმეზე, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჯერ ქაოსია და მერე შენ ძერწავ და ქმნი რაღაცას, ხედავ პროდუქტს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია –  დასაწყისი ქაოსიდან და შემდეგ უკვე აპოთეოზი – უჰარმონიულესი რამ“.

ვერ იტანს სხვის წუწუნსა და ტრაგიკულობის განცდას. არც თავად უყვარს დარდის გამოხატვა. როგორც ახლობლები ამბობენ, თავისთვის იკეტება, არ იმჩნევს წუხილს, იმიზეზებს, დაღლილი ვარო. ალბათ, ამ დროს, ისევ იმაზე ფიქრობს, რომ „კოორდინაცია თავის ხელთაა“ და პრობლემიდან გამოსავალს ეძებს.

 

ტეგები: , , , , ,

მარკიც მე დამცინის!!!

კვირა ღამეს, ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და ”ფეისბუქი” უკვე მეოთხედ დავტოვე. საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ეს გამოცდების გამო გავაკეთე, თუმცა, მგონია, რომ უბრალოდ, დავიღალე და რაღაცებისგან დასვენება მომინდა. გამოცდას ალბათ, ფბ-ის გაუქმების გარეშეც დავწერდი, ერთი რეფერატი მაქვს ბოლოსდაბოლოს დარჩენილი ( თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მგონი, ყველა საგნის გამოცდაზე ერთდროულად არ მიწვალია ასე, არ მიკითხავს ამდენი წიგნი და სხვ).

მოკლედ, გავაუქმე ”ფეისბუქი”, ჩემი აზრით, ათი დღით.  თუმცა, მარი ბჭობდა და მარკი იცინოდა. არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ გუშინწინ დილით მომივიდა მაილზე წერილი ფეისბუქისგან – 24 საათი ვერ შეხვალთ ფეისბუქზეო. ვერ შევალ, ნუ შევალ – მაინც არ ვაპირებდი მეთქი, გავივლე გულში. მაგრამ ჰოი უბედურებავ, დღეს ისევ შევედი მაილზე და თქვენ ვერ დაბრუნდებით ფეისბუქზე 5 დღე და 12 საათიო. ცოტა არ იყოს და მეშინია, კიდევ არ მოუნდეთ გადაწევა და ახალი ექაუნთის გახსნა არ დამჭირდეს. ჩემი ნალოლიავები ფრენდები, ფოტოები, ნოუთები , ვიდეოები, მოკლედ ჩემი პროფილი რა!!!

ისე კი, მგონი, არ მიჭირს უფეისბუქოდ. უფრო ზუსტად, ცოტა ხნით უინტერნეტობა-უკომპიუტერობა მინდა, რასაც ვერ ვახერხებ გამოცდების და ცხადია, სამსახურის გამო. ბოლოსდაბოლოს, თვალები მტკივა უკვე და საშინლად სუსტად ვარ, პლუს, დედაჩემს აქვს რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოკლედ, რაღაც ფეისბუქის ხასიათზე ვერ ვარ ხოლმე, რადგან მასში მთლიანად, ბოლომდე ჩართვა , თავფეხიანად მიყვარს გადაშვება ( ისე, როგორც ბავშვობაში ვხტებოდი ხოლმე ძირულაში ქვიდან).

მაგრამ მაინც მენატრება ხოლმე და დავაკვირდი, რომ მაშინ, როცა რაღაცის გაზიარება მინდა ხოლმე, როცა ვეღარ ვიტევ სათქმელს და მინდა, სრულიად საფრენდეთს გავაგებინო. რამე საინტერესოს რომ ვაწყდები ქუჩაში, მაშინვე ტელეფონისკენ მიმირბის ხელები, მინდა, რომ სტატუსი გავგზავნო. როცა ძალიან ვიღლები და წუწუნი მინდება, გული და ხელი ფეისბუქისკენ მიიჩქარის. ფრენდებიც მომენატრნენ, ნენე, ლევანი, ჯაბა, გოგა, რუსა, ლადო, ნუ ვინ ჩამოთვლის, იმდენნი არიან 😀 მოკლედ, იმედია, მარკი ოდესმე მომხსნის შეზღუდვას, მეც დავბრუნდები და ერთს გულიანად ვიწუწუნებ ამ ცხოვრების გამო 😀

 
7 Comments

Posted by on ივნისი 23, 2011 დუიმი თსუ

 

ტეგები: , ,

Aliquando praeterea rideo, jocor, ludo, homo sum – როცა ვიცინი, ვთამაშობ, ვხუმრობ, ადამიანი ვარ

„გინახავთ ადგილი, სადაც ღმერთი მოხერხებულად გრძნობს თავს?“ – ეს ფრაზა უმბერტო ეკომ უილიამ ბასკერვილელს ათქმევინა  რომანში, „ვარდის სახელით“.  წიგნი გუშინ დავამთავრე, უფრო ზუსტად, მისი მეორედ კითხვა. რომ ვთქვა, უბრალოდ მომეწონა მეთქი, მოვიტყუები, ეს ალბათ, მოწონებაზე მეტიც იყო.

სიმართლე რომ ვთქვა, ეკოსი აქამდე არაფერი მქონდა წაკითხული, მხოლოდ რამდენიმე სტატია. როდესაც ჩემმა ლექტორმა ნოდარ ლადარიამ დანტეს კლუბში, ლექციაზე ბენედიქტელთა და ფრანცისკელთა ორდენები ახსენა, შემდეგ კი მოაყოლა – „თუ მეტად გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ უმბერტო ეკოს „ვარდის სახელით“-ო, წიგნის უსიკვდილოდ მოძიება განვიზრახე.

”გუგლში”  ვნახე, რომ ქართულად უთარგმნია ”დიოგენეს”, თუმცა, 29 ლარი  მაინც მეძვირა. მეც ”ფეისბუქზე” დავასტატუსე, კეთილი ადამიანი – ნოდარ მენიც მალე გამოჩნდა და სუუუულ ახალთახალი, ჯერწაუკითხავი  ”ვარდის სახელით”  „ჩამახუტა“.



მოზრდილი წიგნია.  850 გვერდამდე. კაი ხანს ვიკითხე, დაახლოებით, ორი კვირა მოვანდომე – ძირითადად, ტრანსპორტსა და სამსახურში ვახერხებდი. თარგმანი კარგია – ადვილად გასაგები, კარგი ენით ნაწერი, იმის მიუხედავად, რომ  ეკოს შუასაუკუნეების სტილით უწერია,  ერთობ სასიამოვნოდ და მუსიკალურად მიდის. ფონტის ზომაც და სტრიქონებს შორის ადგილიც თვალისთვის კარგად არის  აღსაქმელი. მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა –  ბერს, რომელიც ამბავს ყვება, ქართულ თარგმანში ჰქვია „ადსო“, ხოლო ორიგინალში ყოფილა „ადსონი“ – ეს შეცდომა კი, შერლოკ ჰოლმსის უოტსონთან პარალელებს ოდნავ, მაგრამ მაინც ასუსტებს. ამას გარდა, ”ხორხეც” შემოკლებული სახით არის გადმოტანილი ქართულ თარგმანში. ჩემმა ლექტორმა ქეთი გურჩიანმა მითხრა, რომ ორიგინალში გვარიც აქვს და ერთიანად  – ბორხესის სახელს და სახეს გვაგონებს.

ჰო, თავად წიგნზე მინდოდა საუბარი. „ვარდის სახელით“ არის რომანი, არის ისტორიული რომანი, არის დეტექტიური რომანი, არის  შუასაუკუნეების ერთი ეტაპის მემატიანე, არის ეკლესიის ისტორიის ერთგვარი სახელმძღვანელოც და ცხადია, პოსტმოდერნული ლიტერატურის ერთერთი უმაღლესი წერტილიც. დეტექტიურ სიუჟეტში შერწყმულია დიდი ფაქტობრივი ინფორმაცია მედიევისტიკის და თეოლოგიის ძალზე საინტერესო საკითხებზე.  განსაკუთრებით, დამწყებთათვის 😀

სიუჟეტი მიმდინარეობს  1327 წლის ნოემბრის მიწურულს ერთერთ მონასტერში შვიდი დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც გაცილებით მეტად გეჩვენება ადამიანს. ალბათ იმიტომ,  რომ ინფორმაციულად ძალიან დატვირთული 7 დღეა. აღმაფრთოვანა არქიტექტურულმა ძიებებმა. ავტორს  შენობებს შორის მანძილიც კი ”გაზომილი” აქვს. დასასრულს, თავად ეკო ამბობს, რომ  დიალოგის წერისას მონასტრის გეგმა ედო წინ და როცა მისი პერსონაჟები დანიშნულების ადგილას მიდიოდნენ, საუბარს სწორედ მაშინ ამთავრებდნენ.

მონასტერში ჩადიან  უილიამ ბასკერვილელი (მისი გვარი მაშინვე ასოციაციას აჩენს შერლოკ ჰოლმსთან) და მისი მოწაფე ადსონი. უილიამს სპეციალური დავალება აქვს,  მან მონაწილეობა უნდა მიიღოს  პაპის გაგზავნილ დელეგაციასა და ფრანცისკანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

თუმცა, ჩასვლისთანავე, მონასტერის წინამძღვარი მას ერთობ საინტერესო დავალებას აძლევს. სთხოვს, გამოიძიოს მონასტერში მომხდარი ფაქტი – ბერი ადელმუსის მკვლელობა/თვითმკვლელობა, რასაც მომდევნო შვიდი დღის მანძილზე  უილიამი მოწაფესთან ერთად ცდილობს. მაგრამ კვანძი როგორც კი თითქოს გახსნისკენ მიდის, უფრო იხლართება – მკვლელობა მკვლელობას მოსდევს, თუმცა, ყველა გზა ბიბლიოთეკას უკავშირდება. ”გამოძიებას” კი,  ფონად გასდევს იაონეს ” გამოცხადების” შვიდი საყვირი, რადგან  მკვლელობები სწორედ ამ წინასწარმეტყველების მიხედვით ხდება.

ბოლოს ვიგებთ, რომ ეს მხოლოდ ერთგვარი მახეა, მსხვერპლთა ნაწილი ერთმანეთს კლავს ეჭვიანობის გამო ( ჰომოსექსუალიზმი მონასტერში), ხოლო ნაწილს აკრძალული წიგნის შხამით გაჟღენთილი ფურცლები წამლავს. აკრძალული წიგნი კი, არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ნაწილია, სადაც ფილოსოფოსი სიცილზე წერს. ხოლო სიცილს  უხუცესი ბერი, ყოფილი ბიბლიოთეკარი და მოქმედ ბიბლიოთეკარსა და წინამძღვარზე ”ზემოქმედი” – ხორხე ეწინაღმდეგება. მას ცოდვად და ფუჭსიტყვაობად მიაჩნია სიცილი და ხუმრობა და ამის თაობაზე  უილიამთან მუდმივი კონფლიქტიც აქვს.

წიგნში გამუდმებით გვხვდება შუასაუკუნეების თუ ანტიკური დროის სწავლულთა მოსაზრებები და ციტატები, უმრავლესად ლათინურ ენაზე, რაც გაიძულებს მეტად გაისარჯო და განმარტებები ეძებო. ხშირად გუგლისთვისაც მიმიკითხებია უფრო ვრცელი დეფინიციების საპოვნელად. შედეგად, ამ ზაფხულს ბევრი წასაკითხი დამიგროვდა – მედიევისტიკა ჩემი სამაგისტრო სპეციალობის ერთერთი მიმართულებაა, ეკომ კი,  ამ სფეროში მეტი ცოდნის დაგროვების მცდელობისკენ მიბიძგა.

უილიამის მოყვანილი ციტატებიდან ერთი დამამახსოვრდა, აბატ ბუკუას -„შეიძლება ადამიანს ჯერ წაუკითხავი წიგნების ხილვაც ეწვიოს“, ალბათ იმიტომ,  რომ ბავშვობაში სულ მესიზმრებოდა უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც უთვალავი წიგნი იყო და რომელშიც შევდიოდი წასაკითხად, დავეძებდი სასურველ წიგნს, მაგრამ ჭექა-ქუხილი ტყდებოდა, შუქი ქვრებოდა, (მაშინ, შუქი სწორედაც რომ სიზმარში უნდა გენახა) ყველაფერი ნადგურდებოდა, მე კი კვლავ წიგნების გარეშე ვრჩებოდი.

სწორედ ასე სრულდება „ვარდის სახელით“. ყოფილი ბიბლიოთეკარი  ხორხე ცეცხლს მისცემს მთელ ბიბლიოთეკას და  მთელ მონასტერსაც.  კითხვისას, ცხადია, ვიცოდი, რომ არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ტომი დაკარგულია ან არც დაწერილა, მაგრამ მაინც ხელებმომუჭული და გულაჩქარებული  ვნატრობდი, უილიამს ემარჯვა, არ დაენებებინა წიგნი ხორხესთვის, არ შეეჭმევინებინა შხამით გაჟღენთილი ფურცლები ( ხორხე წიგნის დაგლეჯვას და ჭამას იწყებს მისი და საკუთარი თავის განადგურების მიზნით, არ სურს, რომ წიგნმა დღის სინათლე იხილოს და სხვამ წაიკითხოს) და როგორმე ჩაექრო ცეცხლი, რაც ანადგურებდა უზარმაზარ ბიბლიოთეკას. მაგრამ  ეკო ბჭობდა და მე სულ არ მეცინებოდა..

რაც შეეხება პერსონაჟებს, ხშირად, უხერხულად ვგრძნობდი თავს, როცა ავტორი მოულოდნელად ანაფორებს ახსენებდა , რადგან მეძნელებოდა უილიამის და ადსონის წარმოდგენა ბერის შავ, კაპიუშონიან ტანსაცმელში.  მე უკვე ვხედავდი მოსახერხებელ პიჯაკში გამოწყობილ უილიამს, რომელსაც სიგარაღა აკლდა, ხოლო ადსო ”სპორტულტანსაცმელმორგებულ”  ცნობისმოყვარე ბიჭად მესახებოდა.  დიდად არც უილიამის გარეგნობა  მიგითითებს მაინცდამაინც შავი სამღვდელოებისკენ:

„საშუალოზე მაღალი იყო და სიგამხდრისგან კიდევ უფრო მაღალი ჩანდა. მახვილი, გამჭოლი მზერა ჰქონდა, თხელი, კეხიანი ცხვირი კი, მის სახეს მარად ფხიზელ გამომეტყველებას სძენდა. ნიკაპიც ურყევ ნებისყოფაზე მიუთითებდა“ –  თქვენი არ ვიცი და მე ამ აღწერილობამაც გამახსენა შერლოკ ჰოლმსი.

ცალკე შემთხვევაა უილიამ ბასკერვილელის იუმორის გრძნობა. არ შეიძლება, არ გაგეღიმოს, როცა ფრანცისკელთა ორდენის საპატიო წევრი მერლინის წვერს იფიცებს.   ან პასუხზე, როცა ადსონს  სამზარეულოში ლამპრის მოძიებას ავალებს,

–         მოვიპარო?

–         ითხოვე ღვთის სადიდებლად.

მაშინაც, როდესაც ძალზე მოწადინებული უხსნის მორჩილს ლაბირინთიდან გამოსვლის ერთადერთ წესს, ხოლო ადსონის კითხვაზე – რამდენად დაეხმარებათ ეს შეღწევაში, პასუხობს – ამ წესს ჯერ არავისთვის უშველია, მაგრამ მაინც ვცდით. ანდაც მიმართვა ადსონისდამი – “სულიწმინდას ცოტა ტვინიც მოეცა შენთვის შვილო ჩემო”  და სხვა.

ასევე, ძალიან საინტერესო ტიპაჟია სალვატორე თავისი  ბაბილონური ენით – ყველა ენა იცის და არც ერთი კარგად.

და ბოლოს, ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის ქალის რაობა ანუ რას ფიქრობენ შუასაუკუნეებში მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე.  ფაქტობრივად, ყველა ამბობს, რომ ქალია ყველაფრის საცთური, ქალი ბილწი, ქალი უბედურება.. თუმცა, საინტერესოა უილიამის მსჯელობა, როვა ადსოს ეუბნება, რომ არის რამდენიმე ფაქტი, რაც ქალს უფრო ”მაღლად” წარმოაჩენს.

„ღმერთმა მამაკაცი ამ მუხთალ სამყაროში შექმნა, თანაც ტალახისგან. ქალი კი, შემდეგ სამოთხეში კეთილშობილური ადამიანური მასალისგან გამოძერწა, თანაც – ადამის ფეხების ან შიგნეულისგან კი არა, ნეკნისგან..  უფალს ყოვლისშემძლეს, ხომ შეეძლო პირდაპირ მამაკაცად გარდასახულიყო რაიმე სასწაულებრივი გზით, მან კი, ქალის მუცლად ყოფნა არჩია, რაც იმის ნიშანია, რომ ქალი არც ისე ბილწია, მკვდრედით აღდგომის შემდეგ კი, იესო სწორედ ქალს გამოეცხადა და დასასრულ, ზეციურ სასუფეველში მამაკაცი კი არ იმეფებს, არამედ დედოფალი, ქალი, რომელსაც არასოდეს შეუცოდავს”..

 სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. წიგნზე პირველად დავწერე. სულ მიმაჩნდა, რომ მასზე  ”დიდებს” უნდა ეწერათ, მე მხოლოდ მეკითხა. ახლა ძალიან მომინდა და მკაცრადაც ნუ გამნსჯით 🙂

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 14, 2011 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , , , , , , , , , ,

ჩემი ბავშვობის ახალი წლები ანუ „კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო“?

დღეს, რომ გავიღვიძე, ჩემს დას უკვე მოვლილი ჰქონდა „ბაზარი“  და სამზარეულოშიც „ფუსფუსებდა“. მე  თხილის დამტვრევა დამავალა. ვტეხდი და თან ვუსმენდი – რა და როგორ იყიდა და გააკეთა. მერე რაღაცები გავახსენე სიცილით –  ბუშტებს რომ ვყიდულობდით და ვკიდებდით მეთქი. – მე ახლაც ვაპირებდი, რა იყოვო. გამეცინა და  მომახალა – რა უხალისო ადამიანი გახდი, მაშინ იყავი კარგი და სიცოცხლით სავსე, ამეებს რომ აკეთებდიო.  ხოდა, ხმა ვერ ამოვიღე :)))  გამახსენდა, როგორ მიყვარდა ხოლმე ახალი წელი.

  • იმდენად მიყვარდა, რომ სექტემბრიდან  კალენდარს ვაკეთებდი   რვეულში  და ყოველდღე თითო უჯრას ვხაზავდი ახალ წლამდე.
  • ჩემს დასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად, დავაარსე „კლუბი დელფინი“ ( არ მახსოვს, სახელის წარმოშობა. უფროსი კი, მე ვიყავი :)), ხოდა, ორი რვეული მქონდა სავსე. სადაც კი რამე საახალწლო ლექსი და დადგმა არსებობდა – ყველაფერი მეწერა როლების და დროის განაწილებით. დიალოგიან ლექსებს და მოთხრობებს „პიესებად“ ვაკეთებდით.  ჩვენც ვიგონებდით.   რეპეტიციებს ორი თვით ადრე ვიწყებდით  და 31 დეკემბრის საღამოს, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულები დედაჩემს და მეზობლის უფროსებს წარვუდგენდით ხოლმე ჩვენს მომზადებულ პროგრამას. გვქონდა „ლუარსაბი და დარეჯანი“, „წითელქუდა“,  „ფიფქია“, „ახალი წელი პრაღაში“ ( იოსებ ნონეშვილის გავლენა ეტყობოდა ყოველთვის ჩემს ბავშვობას ::)) და სხვა მრავალი.
  • მე და ჩემი და ორი თვით ადრე ვიწყებდით ფულის შეგროვებას  ნახევარლიტრიან მოხუფულ ქილაში.  დედაჩემი რომ პურის ფულს გვიტოვებდა, 10-20 თეთრი რჩებოდა ხოლმე ხურდა. ლიმონათის ფულს თუ მოგვცემდა ხანდახან, არ ვყიდულობდით. პლუს მეზობლის მოხუცები  გვგზავნიდნენ ხოლმე მაღაზიაში და ჩვენი დამიჭი-გამიშვის მიუხედავად, „მზესუმზირის ფულს“  მაინც  გვაძლევდნენ ხოლმე J)) ხოდა, ამეებს ვაგროვებდით და ვაგროვებდით. სადღაც 20 დეკემბრისკენ გავხსნიდით ამ ყულაბას და ამოვყრიდით ჩვენი მოგროვილი თეთრებიდან გადაქცეულ ლარებს.  ვყიდულობდით 20-30 ცალ ფერად-ფერად ბუშტს ( ხუთი თეთრი ღირდა ცალი), ასაფეთქებლებს ( და ახლა როგორ  ვერ ვიტან, მაგრამ მხოლოდ 31-ში ვაფეთქებდით ხოლმე :))) ჩვენ გვერდით მაღაზიაში იყიდებოდა  ყვითელ და ლურჯქაღალდიანი „პავიდლოიანი“ კანფეტები ცალობით ( ორი ცალი – ხუთი თეთრი ღირდა და კგ – 2.25. ). ცოტა მოგვიანებით, „ოლივიეს“ მასალის ნაწილზეც გვყოფნიდა ფული და 30-ში გამოვუჩენდით ხოლმე დედაჩემს :)))
  • ხო, ერთი თვით ადრე ვწერდით სიას – რა უნდა გვქონოდა ახალ წელს, ნუ მართალია, ეს სია 10-20ჯერ იკვეცებოდა, მაგრამ ხო გვიხაროდა :))
  • მთელ სახლს ვრთავდით ბუშტებით, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ-დაწებებული ჯაჭვებით, საახალწლო წვიმებით და შრომის გაკვეთილზე ნასწავლ-შინგაკეთებული „ფიფქებით“.
  • რადგან დედაჩემი 25 დეკემბრამდე ნაძვის ხეს არ გვადგმევინებდა და ჩვენ კი მოუთმენლობა გვჭირდა, 15 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღე, ე.წ სხვენიდან ( თუ განჯინიდან) ჩამოვიღებდით ნაძვის ხეს თავისი ატრიბუტიკით, ავაწყობდით, მოვრთავდით, ჩავიცვამდით ჩვენც ფორმებს ( თოვლის ბაბუას ფორმისთვის, რაღაც წითელი კაბა მივჭერ-მოვჭერ-დავკერე :)) და  ცხოვრება გვიხაროდა.  საღამოს, დედაჩემის დაბრუნების ჟამი რომ დგებოდა, დავშლიდით ამ ძლივსაწყობილ ნაძვის ხეს და ავაფართხუნებდით ისევ ზემოთ.
  • ახალ წელს კიდევ ის ჰქონდა დადებითი, რომ 31-1-2  სულ იყო შუქი.  მიყვარდა ის, რომ საახალწლოდ, ჩვენს „რეკორდის“ თუ „ვესნას“ ტელევიზორს ვაკეთებინებდით ხელოსანს ( გამოგვართმევდა 15-20 ლარს, გვეტყოდა, იმუშავებს კაცოვო და ერთ კვირაში ფუჭდებოდა ისევ 😦 , მიყვარდა საახალწლო რეკლამები, გადაცემები. ცალი ფეხი გაზქურასთან გვქონდა და ცალი –  სასტუმრო ოთახში. ( აბა, გვინდოდა ყურება და:)
  • ყველაზე მეტად 31 დეკემბერი მიყვარდა, პროცესი მიყვარდა, თხილის თუ კაკლის ტეხვის, მაღაზიაში სირბილის.  ისიც მიყვარდა, გოზინაყის გაკეთებას რომ ვცდილობდი თამარ ლომიძის წიგნიდან – „კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო“, მაგრამ თაფლი ყოველთვის  იწვებოდასავით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხის დაფას შენივთულ გოზინაყს, ვერაკაიდედმამიშვილი ვერ ააგლეჯდა. ხოდა,  ვედექით „ნაჯახით“ და ეგ იყო.
  • ისეთი 31 დეკემბრებიც მიყვარდა – მხოლოდ მოხარშული კვერცხი, რამდენიმე მანდარინი და კანფეტი რომ გვქონდა და მე „პლიტასთან“  მჯდომი ხმამაღლა ვკითხულობდი არსენა ოძელაშვილს ( მაშინ მე-2 კლასში ვიყავი).  ისე, 31-ში საახალწლო მოთხრობების კითხვა მიყვარდა ძალიან, ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდა მასეთები „ბლომად“.
  • 31-ში,  ღამე ბედნიერი ვიძინებდი, მაგრამ ეს ბედნიერება  1-ში დილით სრულდებოდა.  ვიღვიძებდი შემდეგი ფიქრით – ახლა კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო???

გილოცავთ დამდეგს. ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნა, სიმხნევე, ფული და სასურველი  სიამენი არ მოგაკლდეთ.

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 31, 2010 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , ,

დაიცავი ფეისბუქი!!!

ბოლო მინიმუმ ორი თვე, მთელი საპირწიგნაკეთი გავაბეზრე ჩემი სადიპლომოს ამბებით და მასზე(ც) გაუთავებელი წუწუნით. ხოდა, გუშინ, ”არის, აღსრულდა მიზანი” და დავიცავი – ”სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება”. ( საქართველოს შიდაპოლიტიკური ინფორმაცია ”ფეისბუქისა” და ბლოგების მაგალითზე).

საკმაოდ მაღალი , ფაქტობრივად უმაღლესი შეფასება მივიღე, ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენს თუ დამიწერდნენ – 99 ქულა (ნიშნის ხამი არ გეგონოთ, უბრალოდ , ადამიანური მომენტია, ქულა ზოგჯერ ასახავს იმას, რამდენად კარგად გააკეთე ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (”მწვანე ვაშლის” პრომო გამახსენდა – ამას თამუნა შეყილაძე გამიგებს კარგად:)

ხოდა, 99 ქულა მეთქი, ვამბობდი, თან, ის ერთი ქულაც ხელმძღვანელმა დამაკლო და არა კომისიამ ან რეცენზენტმა, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია. ერთი ეგაა, ხელმძღვანელის განაჩენიდან პირველი ხუთი წუთი ძალიან გაოცებული ვიყავი ( არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარ ნაშრომად ვთვლიდი, ისე, გამიკვირდა. პირველი ეს გავიფიქრე – ნახე, რა გამიჩალიჩა მეთქი:-D რამდენიმე წუთის მერე გამეცინა და მერე კი გამიხარდა, რომ სწორედ ასე მოიქცა და არა სხვანაირად. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ამშვენებს ნაშრომს.

ძალიან კარგი/სამართლიანი კომისიის წევრები და ძალიან კარგი რეცენზენტი შემხვდნენ, მადლობა მათ. კომისიის წევრმა საბოლოო შედეგამდე მითხრა – ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონაო. რეცენზეტმა კი – დათო (ხელმძღვანელი) რას გერჩოდაო 😀

ჰოდა, ცხადია, ჩემი დაცვის შესახებ – სად, რა და როგორ შემეშალა და ვინ, როდის ჩაახველა ამის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ, რამდენიმე ფეისბუქელს აინტერესებდა ეს ნაშრომი და გადავწყვიტე მისთვის პირწიგნაკის სინათლე მეჩვენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ნამდვილად არ არის ( ის ერთი ქულა სწორედ ამაში დამაკლდა) ძალიან მიყვარს ეს 53 გვერდი. უბრალოდ, ვეცადე, რომ ყველაფერი ჩამედო მასში, რაც შემეძლო. ფაქტობრივად, ამ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩემთვის. ზოგჯერ მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი ვერაფერს და რამდენიმესაათიან დეპრესიაში ვვარდებოდი. გარშემომყოფები კი ”მსაყვედურობდნენ” – რათ გინდოდა რომ აიღე სადიპლომო, რას ყოფდი შარში თავს, აგერჩია ჩვენსავით საგნები, შენი ბრალია და ა.შ. კი, ჩემი ბრალი იყო, სავალდებულო არ გახლდათ ჩემთვის სადიპლომოს დაწერა, მაგრამ მაინც ავიჩიე, ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა უნივერსიტეტში სწავლის მეოთხე წელს მაინც, რაღაც სხვა, განსხვავებული გამეკეთებინა და ჩემი თავი წმინდად ჟურნალისტიკის გარდა, სხვა რამეშიც მომესინჯა. ეს, რაღაც მხრივ, ალბათ, მოვახერხე კიდეც.

თან, არ მინდოდა, უნივერსიტეტი ”ისე” დამემთავრებინა, ჩვეულებრივ, თითქოს მესამე, მეორე ან პირველ კურსს ვამთავრებდი, რაღაც ”ისეთის” გაკეთება მინდოდა, რაც დიპლომის აღებასთან უფრო ახლოს იყო და სადიპლომოს გარდა, განა რა შეიძლება ყოფილიყო 😀

გარდა ამისა, თემა იყო ძალზე საინტერესო. სოციალურ მედიაზე კვლევები თითქმის არ არის, ესეც არ არის განსაკუთრებით ბევრის მომცველი – პრინციპში, ვერც იქნებოდა, მაგრამ რაღაც მცირე სიახლე ალბათ, მაინც დევს ამ 53 გვერდში – სულ მცირე, “ფეისბუქის” შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დათო პაიჭაძეს, თემის ხელმძღვანელს. ყველაზე ”ისეთ” დროსაც კი, როდესაც ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამოვიდოდა , მასალას ვერ მოვერეოდი ( არადა, ჩემი აჩემებული თემა იყო და ვერც ვერაფერს ვიტყოდი 😀 ) , მეგონა, რომ “ვერგაგებას” ვერაფერი ეშველებოდა და მაინც მივწერდი კითხვას. ვიღებდი თუნდაც სულ რამდენიმესიტყვიან ისეთ პასუხს, რომ თავში მაშინვე ყველაფერი ლაგდებოდა და ვხვდებოდი – თურმე როგორი მარტივი ყოფილა და თურმე როგორ ვართულებდი ყველაფერს. ( ის კიდევ იტყვის, მარადონა ”თლა” მართალიაო?!:-D

ღაღადს მოვრჩი, ნაშრომი კი, ამ ლინკზეა, მსურველებს – შეგიძლიათ  გაეცნოთ 🙂 (საავტორო უფლებები დაცულია 😀

 

ტეგები: , , , , , ,

და დამთავრდა..

დღეს, ბოლოჯერ ვიყავი მეექვსე კორპუსში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი. დედა, გული მიფრიალებს და რა მეშველება მეთქი – არა, თუმცა, ცოტა მაინც დავნაღვლიანდი, დავნაღვლიანდი იმიტომ, რომ ოთხმა წელმა რაღაც თვალისდახამხამებაში გაიარა.
ნუ, იმის მიუხედავად, რომ უბრალო რაღაცებზე ვტირი ხოლმე, სენტიმენტები მაინც მძულს, ხოდა, ვეცდები ცრემლების ღვარღვარის გარეშე შევაჯამო უნივერსიტეტული ოთხი წელი.

”ცოდნის ტაძარში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2006 წელს, ყველაზე ”პრესტიჟული” სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ყველაზე ”პრესტიჟულ” ფაკულტეტს, ბევრი აბიტურიენტი ეტანებოდა – ვერ ჩავაბარებ, ვერ ჩავაბარებ, ისე მაინც მეწეროს პირველიო. ასეთებს შორის, მეც ერთერთი მათგანი ვიყავი. 09-ს ოპერატორის სიტყვებმა -ჩაირიცხეთ პირველი პრიორიტეტით, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გამაოგნა.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გული დამწყდა, ტურიზმი ”მინდოდასავით” და დანარჩენ ჩამონათვალთა უმრავლესობაში, სწორედ ეს სპეციალობა მქონდა მითითებული. ნუ, რაღას ვიზამდი და 2006 წლის ”1 სექტემბრის” წვიმიან დილას, ( არადა, 1 ოქტომბერი იყო) თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ”მღელვარებით აღსავსე” და და ”გულანთებული” ვუსმენდი თსუ-ს ჰიმნს – ”დედა უნივერსიტეტს” …

განსაკუთრებულად კარგად კი, მეორე დღე მახსოვს, როდესაც ფაკულტეტის ”დეკნები” შეგვხვდნენ, მერე კი ამირან ბერძენიშვილის თუ სოსო სალუქვაძის კაბინეტთან ”ვჩოჩქოლებდით” და ”ბრძოლითა ჩვენითა ვიპოვებდით ცხრილსა ჩვენსას”. გივი, ახლა რომ მეექვსე კორპუსის აკვარიუმში იწონებს თავს, მაშინ სწორედ იქ ედო ბინა და გამოცუნცულდებოდა, შეცუნცულდებოდა – ნუ ხმაურობთო.

ახლა ცარიელია, აი, ყოველ ”1 სექტემბერს” უნდა ნახოთ, როგორ არის სტუდენტობა მიჯრილი ამ დაფებთან :))

პირველ კურსზე მეტისმეტი არეულობა იყო, დეპარტამენტიდან დეპარტამენტში სირბილი, გაურკვევლობა ცხრილებზე, ახლად დანერგილი ელექტრონული სისტემა, სპეციალობის არჩევისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი და წლის ბოლოს, სამუდამოდ დატოვებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და ჟურნალისტების ცისფერი და საყვარელი, ყოფილი მონკავშირის შენობის ”ბინად” არჩევა..

აქედან სულ მიყვარდა ხოლმე გადმოდგომა და შენობაში შემომსვლელთა დაზვერვა :))))

ოთხი წლის მანძილზე ბევრი საგანი ვისწავლე, დაახლოებით 40 ან ცოტა მეტი, დაახლოებით, ამდენივე ლექტორი მყავდა. არიან პროფესორები, ვინც საერთოდ აღარ მახსოვს და არის საგნები, სადაც აბსოლუტურად ტყუილად დავკარგე დრო და მე არაფერი მისწავლია, მაგალითად, აკადემიური წერა, სტატისტიკა, პოლიტიკური კულტურა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა… ყველას ვერ ჩამოთვლი და ცხადია, საგნის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
მაგრამ უფრო მეტი ვისწავლე. იმ საგნებს თუ ლექტორებს შორის, ვინც მართლა მომცა ცოდნა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელის და მნიშვნელოვანის გამოყოფა შეიძლება.

პირველ რიგში, დათო პაიჭაძე რომ არ ვახსენო, ჩემი ნაცნობები არაგულწრფელად ჩამთვლიან, მე კი, ასეთი არ ვარ 🙂 სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შემაყვარა ჟურნალისტიკა, მის დავალებებს ყოველთვის აზარტით ვასრულებდი და დაღლა ფაქტობრივად, არ მიგრძვნია, მხოლოდ მსიამოვნებდა და ახლაც, დრო თუ გამომიჩნდა ხოლმე, ბლოგისთვის ”ვურეპოტინგებ” ხოლმე ;))

მისი რამდენიმე ფრაზა ლექციიდან კი სულ მახსოვს :

”ჟურნალისტიკა თხზვა არ არის”, ”საკმაო არ გამაგონოთ”, ”არ იფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც უყურებთ, ”,  ”ჟურნალისტიკა კონკრეტიკაა”, ”არ იგრძნოთ თავი ვალდებულად, თუ ისინი თავის საქმეში არიან სპეცები, თქვენ ჟურნალისტიკაში ხართ მხეცები” – და სხვა ;)))ვგრძნობდი რომ მას ჩვენი, სტუდენტების გაკეთებული ”საქმე ” აინტერესებდა და მიფუჩეჩება არასოდეს უცდია, სტუდენტისთვის კი, მოტივაციისთვის ბევრი არაფერია საჭირო 😉 როდესაც ვხედავ, რომ თავს დავახლი, რაღაცას დავწერ, ლექტორი კი არც კითხულობს და ისე მიწერს უმაღლეს ქულას, საერთოდ ვანებებ მისი საგნის სწავლას თავს.

აქვე მოვაყოლებ, ”ღია რადიოს”, რომელიც უკვე ”გამოტირებული” მყავს ;)) ის პერიოდი ( შარშან ამ დროს), მუდამ დარჩება ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად. ეს იყო, ჩვენი, სტუდენტი ჟურნალისტების პირველი მცდელობა რაღაცის შექმნისა. მაშინ ვიყავით ყველაზე დამოუკიდებლები და თავისუფლები, ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა და ამით სიამოვნებას ვიღებდით. მაშინ გამოვცადე კარგ ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება – თამუნა შეყილაძე, ანელი ედიშერაშვილი, ინგა ბაჯელიძე, თამუნა ლემონჯავა – ეს ოთხი ადამიანი სწორედ იქ გავიცანი და ჩემი საუკეთესო მეგობრები და კოლეგები გახდნენ. ეს იყო ერთი, ”ღია რადიოს” იდეით გაერთიანებული გუნდი, რომელიც უსიტყვოდ უგებდა ერთმანეთს მუშაობის პროცესში, ღია რადიოთი ”სუნთქავდა” და აზროვნებდა ( 😀 დედა, ეს რა პათოსი და სენტიმენტებია, ეს ერთხელ მაპატიეთ ;)). თუმცა, დამთავრდა ”ღია რადიო” და დიდი მეგობრობა კი დარჩა 🙂

მაგრამ… მთელ მეექვსეში, ყველაზე მეტად, ეს ოთახები მიყვარდა ♥

ხოდა, ღია რადიო, დღეს, სწავლის დასრულების დღეს არ დამთავრებულა, უკვე ერთი წელია, მენატრება რადიოს სამონტაჟო ოთახები და სტუდია – თავისი ოპერატორებით, კახას ჯუჯღუნი, ავთოს – ”დაამახსოვრებინეთ გოგონებო, ვიკეტებით”. სხვადასხვა სტუდენტის გაოცებული შეძახილი – თქვენ ისევ აქ ხართ? რემონტს როდის იწყებთ?

მომენატრება დარბაზი, სადაც მუდმივად სიძველის განცდა და სუნია, თითქოს რაღაც მისტიკური, საღამოს თათბირების ადგილი იყო ხოლმე ;))

ლექტორებით დავიწყე, გადავუხვიე და ამიტომ უკან დავუბრუნდები. როგორ შეიძლება, მეექვსეკორპუსელ ლექტორებში რომ არ გამოყო ირა ღვინერია, უძალიანმაგრესი იუმორის მქონე ადამიანი, რომელმაც სულ სიცილ-სიცილით დაგვიწერა დაბალი ქულები ;))) რომელთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა, საგნის რა ვთქვა 😀

ასევე, ნინო ჭალაგანიძე, რომელსაც მეორე კურსზე რატომღაც ვერ გავუგე, მეოთხეზე კი – მის გამო ავირჩიე ” ბავშვთა საკითხები”.:-))))

უკარგესი, უადამიანესი და უჰუმანურესი გიორგი კალანდაძე, რომელიც მეოთხე კურსზე იყო ჩემი ლექტორი, ძალიან მწყდება გული, რომ მისი ლექციების ხშირად გაცდენა მიწევდა.

ნინო ჟიჟილაშვილი და მისი ორი საგანი. ”კონფლიქტების გაშუქების” გამოცდა და სტუმრობა ხურვალეთში არასოდეს დამავიწყდება.

კობა ლიკლიკაძე და მისი საველე ამბები, რა უნდა გააკეთოს/არ გააკეთოს ომის დროს ჟურნალისტმა.

ასევე, ( რაღა ასევე) თამაზ ჯოლოგუა, ადამიანი, რომლის დახვეწილი ქართულით წაიკითხული ლექციის მოსმენას არაფერი სჯობდა. ძალიან განათლებული და საყვარელი ადამიანი – მალხაზ მაცაბერიძე, რომლის ”მეგობრებო” პირველი კურსის შემდეგ, მახსოვრობაში დამრჩა. .. და ფსიქოლოგების ზურაბ მხეიძის თავისუფალი და ძალზე საინტერესო საუბარი ზოგად ფსიქოლოგიაზე.

ანტიკური ლიტერატურის სემინარის ლექტორის, თინა გიორგობიანის დღევანდელი სიტყვები – ”ჩემთვის მთავარი ის არ იყო, რომ სემინარებზე არ აქტიურობდი, შენმა კოლოკვიუმებმა და ნაწერებმა დამანახა, რომ აქ მსხდომ, 80 აქტიურ, კლასიკური მიმართულების სტუდენტზე უკეთ იცი ანტიკური ლიტერატურა და ამის მიხედვით გაფასებო” – მუდამ მემახსოვრება.

მომენატრება გაჭირვების ტალ-კვესი ნაირა მახაშვილი, ჩვენი ბიბლიოთეკარი ლია ( რომელიც აღარ არის ჩვენი ანუ მეექვსეს ”კუთვნილება”, მომენატრება კომპიუტეროლოგი ზაზა… და ალბათ, სხვებიც ;)))

მახსოვს, პირველი ორი წელი, ”მეექვსე” საშინლად მიყვარდა, სულ აქეთ ( რაღა აქეთ :/ მომიწევდა გული, სწავლის დაწყებაც სულ მიხაროდა ხოლმე, მესამე კურსზე, უნივერსიტეტის ”არაჯანსაღმა მიდგომამ” და მეექვსე კორპუსში დატრიალებულმა სკანდალებმა კი, ცოტა არ იყოს და, გული ამიცრუა, თუმცა, ღია რადიომ მაინც ”გამომიყვანა”.

მეოთხე კურსზე კი, მეექვსე კორპუსში კვირაში სულ თითზე დასათვლელ საათს ვატარებდი, სამსახურის გამო, ვერც ვახერხებდი იქ ყოფნას, ასე, რომ მე უკვე ”გამონატრებული” მყავს მეექვსე კორპუსი, მე თითქოს, შარშან დავამთავრე.

წელს, იმ რამდენიმე საათის შერბენის შემდეგ, ვხედავდი რომ სულ რაღაც იცვლებოდა, ეს ის მეექვსე აღარ იყო, მე რომ ვიცნობდი ;)))
და მაინც.. მე მიყვარს მეექვსე კორპუსი. ის პატარა, ცისფერი შენობა ჩემი ცხოვრების ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება. ( დავიღვარე რა :-D)

 

ტეგები: , , , , , , , ,

“რეალში ხარ ნონ ფაქტორი და არაფერი” ანუ რისთვის აქვს ფეხები ადამიანს

ამ პოსტის დაწერა დღეს დილამდე განსაზღვრული არ მქონია, დილით, სეტყვა-უბედურებამ გამაღვიძა და რომ ვეღარ დავიძინე, ტელეფონით ჯერ სკაიპში შევედი, მერე ფეისბუქში. სწორედ იქ დამხვდა ერთი “გზავნილი”, რამაც ამის დაწერა გადამაწყვეტინა.

გუშინ, ფეისბუქის სტატუსად დავიდე ერთი ამბავი: ისეთმა კურსელმა, ოთხი წლის მანძილზე ურთიერთობა რომ არ მქონია, დარწმუნებული ვარ, გულზე არ ვეხატებოდი და ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ვეუბნებოდით, როგორ მთხოვა საგამოცდო საკითხები, ცხადია, გავუგზავნე, მერე პასუხებიც როგორ მთხოვა, ვეძებე, მაგრამ რადგან სამსახურში მქონდა ის დავალება დაწერილი და ფლეშკაზე შენახული, ფლეშკა კი, სწორედ იმ დღეს დავაფორმატე და დავალება ამობეჭდილი სახით ლექტორს ჩავაბარე – კომპიუტერში, ცხადია, ვერ ვნახე. ეს რომ ვუთხარი იმ კურსელს ( რომლის იდენტიფიკაცია “ფეისბუქში” არ მომიხდენია) – ძალიან ”ისეთი”  ტონით მომწერა – კარგი რა, აბა მე რა ვქნაო. რომ ვუპასუხე – რა უნდა ქნა და დაწერე მეთქი, მომთხოვა – რომ დაწერ, გამომიგზავნეო. დაწერით, სკოლაში არ ვწერდი წინასწარ და პირდაპირ საკონტროლო წერის დროს დგებოდა ჩემი თემის დებიუტი. ეს რომ ვუთხარი, გაბრაზდა და წამშალა სკაიპის კონტაქტებიდან.

ხოდა, დაახლოებით, ამ შინაარსის სტატუსი დავწერე, ჩემი აზრით, გავამახვილე იმ ფაქტზე ყურადღება, რომ ასეთი ნაგლებიც არსებობენ. რატომღაც, ჩემი რამდენიმე “ფეისბუქელი” კურსელი გააღიზიანა ამ სტატუსმა, (თუმცა, ეს მათი აზრია). დილით კი, დამხვდა Wall Post-ი ერთი აქაური “ფრენდისა”, რომელიც, ასევე ჩემი კურსელია, (თუმცა, მასთანაც არ მაქვს ურთიერთობა და მაქსიმუმ “გამარჯობა” მქონდეს ნათქვამი). ხოდა, მან მომწერა, რომ მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ “ნონ ფაქტორი” და “არაფერი” ვარ რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალურ სამყაროში კი, რა მაგრად ვეწევი საკუთარი თავის რეალიზაციას.

რომ ვთქვა, გული გამისკდა, ისე მეწყინა – ეს როგორ დამიწერა მეთქი, არაგულწრფელი ვიქნები, რადგან როგორც ვთქვი, მასთან ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობ, არ მიცნობს და არც მისი აზრი წარმოადგენს ჩემთვის დიდად ფასეულს. ეს რომ ეთქვათ იმ ადამიანებს, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, (უნივერსიტეტელს თუ არაუნივერსიტეტელს), მაშინ, ალბათ, ძალიან მეწყინებოდა და შევეცდებოდი საკუთარი პიროვნების შეცვლას, თუ ეს შესაძლებელია.

არ უარვყოფ, რომ რთული ხასიათი მაქვს, მეგობრობა-ურთიერთობისას ადამიანებს ვარჩევ, რაღაც ღირებულებებით უნდა ვემთხვეოდეთ. არც იმას უარვყოფ, რომ წერა უკეთ გამომდის , ვიდრე ლაპარაკი, მაგრამ ესეც ინდივიდუალურ ადამიანთან ინდივიდუალურად.

ბავშვობაშიც მქონდა ორი სამყარო – სკოლაში ვიყავი ძალიან, ძალიან წყნარი, მშვიდი, ხმას არ ვიღებდი გაკვეთილზე. კლასელებს, ალბათ, მოლაპარაკე ვერც წარმოვედგინე და პირიქით, სკოლის გარეთ, ვისთანაც ძალიან გახსნილი და აქტიური ვიყავი, მათ გაჩუმებული ვერ წარმოვედგინე. უნივერსიტეტში კი, ადამიანები მართლაც რომ შევარჩიე, ვისი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი, ვისი ამხანაგი, ვისი კი, მხოლოდ ჯგუფელი. თან, არ ვიცი, რატომ მოხდა, მაგრამ უფროსკურსელებს უფრო გავუგე და ფაქტობრივად, მქონდა განცდა, რომ უნივერსიტეტი შარშანდელ მეოთხე კურსთან ერთად დავამთავრე. ( სხვათა შორის , რამდენიმე მეოთხეკურსელი, ახლაც რომ მხვდება, ჰქონიათ, რომ მათი კურსელი ვიყავი).

რა მინდოდა, ამით მეთქვა, სოციალურ ქსელში გაწევრიანებული ვარ ერთი წელია, ანუ მანამდე, 20 წლის მანძილზე ვცხოვრობდი ვირტუალური სამყაროს გარეშე, და არც თუ ისე ცუდად. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, მათი მეგობრები, სხვა კარგი ადამიანები – არ გამიცვნია ფეისბუქიდან”, გავიცანი რეალურ ურთიერთობებში და ეჭვი მეპარება, “ცუდ ტიპად” მივაჩნდე. ასევე, “ფეისბუქიდან” რამდენიმე გავიცანი რეალურ ცხოვრებაში და არც ის მგონია, რომ ისინი მთვლიდნენ “ნონ ფაქტორად”.

რაც შეეხება თავად “ფეისბუქს”, მერე რა თუ ჰიპერაქტიური ვარ, მერე რა, რომ დღე-ღამეში არაერთხელ ვაახლებ სტატუსს, მერე რა, რომ არ შემიძლია მხოლოდ თამაშებისთვის მყავდეს “ფრენდები”, მხოლოდ მათ ფოტოებზე ვაკომენტარო – “ვაიმეეეეეე, რა ქუუუულ ფოტკააააა”, “ვაიმე, რა სიხა ხაააარ, მპუა, მპუა, მპუა”, მხოლოდ “:-D:-D:-D”-ები ვწერო. არ ვთვლი, რომ “ფეისბუქი” ვიწრო პირადი ურთიერთობებისთვის მაქვს. არაერთი კარგი ადამიანი გავიცანი, მათთან ურთიერთობა ჩემთვის სიხარულის მომგვრელია, არაერთხელ დამეხმარა პროფესიულ ცხოვრებაში და რესპონდენტებსაც არაერთხელ დავკავშირებივარ ამ ქსელით. ვინმემ პასუხი რომ მოგწეროს კიდევ, უნდა გიცნობდეს. თუ არ ვიაქტიურებდი – არც არავის “ვეცოდინებოდი”. არაერთ კითხვაზე მიმიღია პასუხი სწორედ “ფეისბუქის” მეშვეობით და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ქსელს ძალიანაც კარგად ვიყენებ 🙂 ( და არამაინცდამაინც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და არა იმისთვის, რომ ვითომდა საკუთარი თავის რელიზაცია რეალში ვერ მომიხერხებია). ასევე, ჩემი დიპლომის 2.4 % ანუ 10 კრედიტი, ფეისბუქის “კვოტით” მექნება. ( სადიპლომო ნაშრომს ვგულისხმობ)… და, ბევრ ადამიანს, ვისაც მეგონა, რომ მანამდე ვიცნობდი, სწორედ “ფეისბუქში” გამოუვლენია “ნამდვილი სახე”:) რაც შეეხება იმას, რომ თუ ბევრ და უცხო ადამიანებთან ურთიერთობა “არ მომწონს” რეალში და ვარჩევ “ფრენდებს”, რატომ არა – “ფეისბუქში”. ფეისბუქში ჩემი პირადი შეხედულების შემცველი ყოველი სტატუსი მიმართულია გარკვეული კგუფისთვის, ვისაც ვიცნობ, პატივს ვცემ და მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ჩემი 2039-ვე “ფრენდი” წაიკითხავს. აქ ვწერ იმასაც – რაც მიხარია, იმასაც – რაც მაოცებს თუ მაბრაზებს, “ზოგადსაფეისბუქო” პრობლემებზეც და საერთოდ ყველაფერზეც.. სწორედ ასე ვხედავ და მესმის სოციალური ქსელი… ასე რომ, ჩემთვის “ნონ ფაქტორ” და “ცარიელ” ადამიენებს თუ მივაჩნივარ “ნონ ფაქტორ და ცარიელ ადამიანად”, სულ არ მაინტერესებს.

ერთხელ, ერთმა ლექტორმა თქვა ასეთი გენიალური რამ – ფეხები ორი რამისთვის აქვს ადამიანს : რომ იაროს და რომ დაიკიდოსო, ხოდა, ვმოქმედებ.

“ჩემი ოპონენტები” ალბათ, ამაზეც დაიწყებენ, თუ არ გაინტერესებს, რატომ გამოაჭენე, საერთოდაც რა საჭირო იყოვო. იმიტომ იყო საჭირო, რომ ერთი, იმ “ფრენდს” ძალიან აინტერესებდა, ჩემი 2000 “ფრენდი” რას იტყოდა მის დაპოსტილზე. მეორე – დამიწერა – ახლა გინდაც წაშალე და რაც გინდა ის უქენიო და ჰა, მის აზრს უფრო ვახმოვანებ და მეტს ვაცნობ და მესამეც, მინდა რაღაც ვასწავლო თუ არ იციან:

ცუკერბერგმა, თავის დროზე, “ფეისბუქს” შესძინა სამი არაჩვეულებრივი ფუნქცია Hide, Remove from friend, report/Block This Person – ჰოდა, ვისაც ასე გაწუხებთ ჩემი პოსტები და ნოუთები, იმოქმედეთ!!!

 
%(count)s კომენტარი

Posted by on ივნისი 11, 2010 დუიმი თსუ

 

სასწორის პინა – დარჩა 45 დღე

მაგისტრატურა – ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ “ცნებას” ჩემთვის “მცნების” ადგილი ეკავა. შარშან, ილიაუნიმ მარიოტში რომ პროგრამების პრეზენტაცია გამართა, მაშინ საერთოდ გადარეული ვიყავი. ადგილის შეცვლა მინდოდა, სიახლე მინდოდა, რაღაცის სწავლა მინდოდა (წინა სემესტრში სასწავლი არაფერი არ მქონდა და…)…..

წელს კი, როდესაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიღება გამოაცხადა, მთელი წლის “ნაგროვები გზნება” უცაბედად დამიცხრა. ვცდილობდი, საბუთების შეტანა ბოლოსკენ წამეჩოჩებინა – ხან იმას ვფიქრობდი-მაინც ვეღარ ჩავაბარებ მეთქი, ხან – რაზე ჩავაბარო მეთქი, ხანაც – დუგლასის სიტყვები მეფინებოდა “ყურწინ” – რათ გინდა ჯერ მაგისტრატურა, ცოტა ხანს იმუშავე, უცხო ენაში გაიწაფე, როცა ჩამოყალიბდები და გეცოდინება, რაც გინდა, უამრავი პროგრამაა უცხოეთში და იქ გააკეთე მაგისტრატურაო.. კი ვეკამათებოდი, ვცდი, ჩემი რა მიდის და უგრანტოდ სწავლას არ გავაგრძელებ მეთქი. აღმოჩნდა, რომ არა..

საბუთები შევიტანე სადღაც, აპრილის შუა რიცხვებში. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ამ “საქციელის” გამო, საშინელი “სინანული” დამეწყო. მგონია, რომ ამის “ჩადენით”, საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე. არადა, თითქოს არც ახლაა გვიან და შემიძლია, რომ გამოცდაზე გასვლაზე უარი ვთქვა, მაგრამ აქ უკვე არის რამდენიმე მიზეზი. ერთი – ჩემი 50 ლარი:-D:-D:-D რომელიც შეტანისას გადავიხადე და როგორ შეიძლება ეს ტყუილად გადამეგდო მეთქი. მეორე – ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, დედაჩემი, რომელიც “გამგლეჯს” 😀 არადა, კი მითხრა ადრე, რომ ვყოყმანობდი შეტანაზე-თუ გინდა, მოიცადე ერთი წელიო, მაგრამ ახლა გაბრაზდება 😉 და სხვა ხალხიც. თან მეც საკუთარ თავზე ვბრაზობ-რატომ დროზე ვერ მოვიფიქრე და ახლა უკან რატომ უნდა დავიხიო მეთქი.

მაგრამ როგორ არ უნდა დავიხიო, როცა არ მაქვს გარანტია, რომ მეც “სხვების” მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები. ერთი, რომ მეშინია, მოვხვდები იმ პროგრამაზე, სადაც სწავლა არ მინდა. წინა სემესტრში რომ ვნატრობდი თეორიებს, ვიცი, რომ ახლა არ შემიძლია, რადგან ესპანეთის ისტორიის და ანტიკური ლიტერატურის ისტორიის ზუთხვამ ამ უდროობის ჟამს, ძალიან დამღალა. ანტიკური ლიტერატურა სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა, გაშინაარსებულ მოყოლაზე რა მოგახსენოთ. “ილიადის” თუ “ენეიდას” მოკლე შინაარსის თხრობა მართლა არ მსიამოვნებს და არც ვყვები , ხელი ავიღე სემინარის 30 ქულაზე, თუმცა, ეს სხვა საკითხია. მთავარი არის ის, რომ ვერც “შუასაუკუნეების კვლევაზე”, ვერც “პოლიტიკის ანთროპოლოგიაზე” და მითუმეტეს, ვერც “ქრისტიანულ თეოლოგიაზე”, მე ვერ გავქაჩავ. ვერ წარმომიდგენია, ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან და რა ვიცი კიდე , ვისთან ერთად ჯდომა ლექციაზე. ვიცი, რომ მათ ვერ “დავეწევი”, ბეგრაუნდი აუცილებლად დამჭირდება. ამის სულ მარტივი მაგალითი ჩემი დეიდაშვილია, რომელიც არჩევით საგნად გადის პოლიტიკურ თეოლოგიას, და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე ფილოსოფია გავლილი აქვს, მაინც ძალიან უჭირს გარკვევა. ამ პრობლემას კიდევ მოვაგვარებდი, გულით რომ მინდოდეს ამ სპეციალობებზე სწავლა. არ მინდა, რომ მაგისტრატურაში გაუცნობიერებლად ჩავაბარო.

მეორე პრობლემა არის საშინელი დაღლილობა. მთელი სემესტრი არც ერთი თავისუფალი დღე არ მაქვს, ექვსი დღე “24 საათი” და ლექციები, შაბათს დილის 9-დან ლექციები და “იბერია”. მინდა, რომ ცოტა ხანს, ცოტათი დავისვენო. ალბათ, დიდი პროცენტით, სწორედ ამიტომ ვიტყვი უარს “განათლების ადმინისტრირების” სამაგისტრო პროგრამაზე, რომელზე სწავლაც ოქტომბერში იწყება და არა მარტში. ( ნუ, ესეც ის მიზეზია, რომ გულლლლით არც მანდ არ მინდა).

და კიდევ ერთი, მთავარი პრობლემა: არ მინდა, მაგისტრატურაში ჩავაბარო და ლექციების 4/5 გამიცდეს ლექტორების თუ ჯგუფელების უპასუხისმგებლობის თუ ზარმაცობის გამო. რასაც სხვებზე დაკვირვებისას წავაწყდი.

გამოცდამდე კი დარჩა მაქსიმუმ 45 დღე…

 

ტეგები: , , , ,

თბილისის ყოფილი და მომავალი სარდალი

ორი დღეა თბილისში არის დიდი ამბავი,

სტაფილოსფერფორმიან გიგის გააქვს ნაგავი,

პატრულიც ის გამხდარა, დაიჭირა ნაგანი,

იცავს წესრიგს, გაჰყვირის: ნუ არის ბალაგანი.

ყვითელ ავტობუსებში კონდუქტორი სად არი?

ესეც გიგი გამხდარა, ვინ გვყავს მისი სადარი.

ლმობიერად წერს ჯარიმას და არ არის ვანდალი,

უხსნის მგზავრებს ბილეთი თუ საჭირო რად არი.

აგერ ბაზარში დამდგარა, ყიდის კვერცხს და მარგარინს,

დოდოს რძე სურს, ილარიონს კი “სადიას” ბარკალი,

– თაფლი ნატურალურია, მიდი, თითი ჩაკარი,

– დამიკელი, გენაცვალე – ლოცავს ძია მაკარი.

აგერ გლეხებთან ჩასულა, უკვე დარგო თალგამი,

დააპურა გოჭები, ცხენს ამოსდო ლაგამი.

გააჭენ-გამოაჭენა, ვინ გვყავს მისი ბადალი,

ტყეშიც გაინავარდა , ემალვოდა მას დალი.

ნადირობიდან დაბრუნდა, უთვალავი ნადავლით,

ირმისა და ხოხბის ზვინით, არა – ნუყარ-ნაყარით,

ხელად შამფურზე ააგო, გაახურა მაყალი,

ერთნაირად დააპურა, ჯანმრთელიც და საპყარიც.

თან მჭედლობაც შეითავსა, გამოკვერა ჩანგალი.

იოსტატა, იხარაზა, გახდა უკვე ქარგალიც.

ინჟინერიც ყოფილა, ატრიალა ფარგალი,

მას რომ ვერა გაუგო, ხელთ აიღო ფანქარი.

აგერ ნიჭი აღმოაჩნდა მკერავის და მქარგავის,

სულ წუთებში შეკერა ლეიბი და საბანი.

სიძის როლიც მოირგო, წაიყვანა მაყარი,

პატარძლის ნამდვილი ქმარი შემცვლელით – ამაყ არი.

აჭარული იცეკვა არა ბანდალ-დანდალით,~

ისე ჩაულეკურა, გასძვრა ცალი სანდალი.

მერი – მცოდნე უნდა გახდეს,

რაღად გვინდა სკანდალი,

უგულავა – თბილისის last და next მთავარსარდალი.

კაცი საქმეს აკეთებს, არა თავის ქანქარით.

უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა – სირბილით თუ ჩანჩალით,

მალე ხაჩიძე იმღერებს – დარია თუ ავდარი,

თურმე მიშა კი არა, გიგი არის მაგარი

 
7 Comments

Posted by on აპრილი 29, 2010 დუიმი თსუ, სხვადასხვა

 

ტეგები: , ,

ექს ნიჰილო ნიჰილ – არაფრისგან არაფერი წარმოიშობა

დღეს ანტიკური ლიტერატურის პირველი ლექცია მქონდა. ეს იყო ძალიან დიდი ემოციით დატვირთული 75 წუთი ( 15 წუთი დამაგვიანდა. 15 –  შესვენება). დრო თითქოს წამებში გავიდა. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა ( ღამე თვალი არ მომიხუჭავს და გული 120 – ზე მირტყამდა) არც ერთი წუთით არ გადამიტანია ყურადღება სხვა რამეზე, არ წამსვლია ფიქრი..  თითქოს ძველ
საბერძნეთსა და რომში ვიყავი..
ამ განცდას აძლიერებდა ის, რომ  ლექცია ტარდება ძალიან დიდ, უუუუუზარმაზარ დარბაზში და ლექტორი მიკროფონით საუბრობს, თითქოს ესეც რაღაც ანტიკურთან მაახლოებდა:-) თვალებდახუჭულს ( ცუდად ვიყავი მეთქი) ჭერში მქონდა თავი აწეული და გარინდული ვუსმენდი.
ოღონდ, ხანდახან ეს გარინდება ქრებოდა. მაგალითად, როცა იკითხავდა – ეპოსის მამა, ტრაგედიის თუ კომედიის მამა ვინ არის?
პიგმალიონის ქანდაკება თუ გაგიგიათ,  რა ციკლებად იყოფა ანტიკური სამყარო – ამ დროს მომდიოდა ის, რაც არასდროს მომსვლია, მინდოდა მეთქვა, მეყვირა ( დაგვიანების გამო დარბაზის ბოლოში ვიჯექი) , მეპასუხა, მეკითხა – თიქოს სხვებს ვერარ ვხევდავდი ( არა რა, ცუდად ვიყავი:-) და ლამის ბოლო ხმაზე ვყვიროდი პასუხებს.  ( ისე, ჰოი, საოცრებავ და კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების ბავშვებმა არ იცოდნენ).
კიდევ მეტად საინტერესო იყო სწორედ ეს მომენტი,  რომ ძალიან ნაცნობი იყო ყველაფერი, თითქოს ძალიან    ახლობელზე მელაპარაკებოდნენ, პლუტარქეს ბიოგრაფიები, ჰომეროსის “ოდისეა” და ყველაზე მეტად –          ბერძნული მითების სამყაროს ათტომეული მედგა თვალწინ თუ ყურწინ. ლექტორმა ურჩია ბავშვებს ამ მითების   წაკითხვა –მთლიანად აღარ იყიდება, მაგრამ იქნებ იშოვოთ და წაიკითხოთო. რა არხეინად ვიყავიიიი:)) მეთქი –   წაკითხუუუუულ ( მადლობა დათო პაიჭაძეს).
1) საგანი –  ადრეც ვიცოდი, რომ არ დავრჩებოდი უკმაყოფილო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მივხვდი რომ ერთერთი უსწორესი არჩევანია, რაც უნივერსიტეტში გამიკეთებია. ბოლო დროს საერთოდაც დამაინტერესა ანტიკურმა პერიოდმა – კიდევ მეტის გაგებაში სამსახურში ნოდართან კამათიც მადგებოდა. ერთი ეგაა, ისტორიული ნაწილი არ მომწონს. რა ჯანდაბაა, არ ვიცი. რელიგია, მითოლოგია, ლიტერატურა, კანონმდებლობა, მეცნიერება, ფილოსოფია , აღზრდა, სახელმწიფო წყობილება, ოჯახი – ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე “კლასიკური ფილოლოგიის შესავალში”, მაგრამ ისტორიული ნაწილი ისე გამიჯანჯლდა, რომ რავიცი.. გადავუხვიე – როგორც მეტყვიან ხოლმე – დეტალების გარეშე:-)
2) ლექტორი – რატომღაც ცოტა უარყოფითად მყავდა წარმოდგენილი, მაგრამ..…
საოცრად მსიამოვნებდა მისი ლაპარაკი, თან ისე რა – სხვანაირად, მარტო კლასიკოსები რო საუბრობენ:-) –  თავანკარა ქართულით – თან ამ ქართულს დროდადრო ჟარგონებიც ისე უხდებოდააა:-).
ამას + ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას პარალელის გავლება. მოჰყავდა ძალიან საინტერესო ლათინური ფრაზები, სხვადასხვა მწერლის თუ პოეტის ციტატები.
ჰოდა, გავაკეთე ის, რაც არ მიქნია ბოლო – არ ვიცი რამდენი ხნის მანძილზე – ამოვიღე ბლოკნოტი და დავიწყე ჩაწერა.
იმ 75 წუთში იმდენ რამეზე ისაუბრა, რომ ჩამოთვლა მიჭირს და იმდენი რამ დამამახსოვრდა:-)
“ ანტიკური ლიტერატურით ისწავლით, რომ არ უნდა გეშინოდეთ თქვენი ვნებების. საკუთარმა  ქვენა გრძნობებმა არ უნდა დაგაჩმოროთო”:-D ( დუგლასა გამახსენდა:))
ს ა ს ტ ი კ ა დ   ა რ     მ ო მ ე წ ო  ნ  ა – აუდიტორიის დიდი ნაწილის საქციელი. ერთმანეთში ლაპარაკი, სიცილი.. რამდენჯერმე შეწყვიტა ლექტორმა თხრობა, რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ( აუ, ამ დროს ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს – ის, რომ სხვისთვის შენიშვნის მიცემისას ან სხვისი ცუდი , სულელური საქციელის გამო ძალიან ცუდად ვხდები, ვნატრობ, რომ იქ არ ვიყო, გავქრე, ავორთქლდე, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს – ან თუნდაც მაშინ, ვინმე რამე სისულელეს რომ “ააბრეხვებს”  – რა უბედურების კომპლექსია??
მოკლედ, შაბათს მაქვს სემინარი დილის 9 საათზე – ხელების ფშვნეტით ველი:-)
ექს ნიჰილო ნიჰილ – არაფრისგან არაფერი წარმოიშობა – ეს ისე, რაღაც ძალიან მომეწონა ეს ფრაზა:))
 
დატოვე კომენტარი

Posted by on მარტი 10, 2010 დუიმი თსუ

 

ერთი სემესტრიც და გავდივართ…

ორშაბათს სწავლა მეწყება. ნუ, სწავლა აქამდე შვიდჯერ დამეწყო (თსუ-ს ვგულისხმობ), მაგრამ ახლა მაინც განსაკუთრებული “დაწყებაა” – ბოლოა, წელს ვამთავრებ. ხოდა, ცოოოოტა, სულ პაწაწინა გულის წყდომას მაინც ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისა და კიდევ რაღაც – რაღაცების გამო გამწარებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დროის ტყუილი კარგვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ…

მოკლედ, მიუხედავად ამ და კიდევ ბევრი ყველაფრისა, მაინც ბევრი რამ ვისწავლე, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ მასწავლა, ვინ როგორ მექცეოდა, მთავარია, რომ კარგი და დადებითიც იყო რაღაც და ყველაფრისთვის ხაზის გადასმა კიდევ არ შეიძლება:-) (თან იდეალური ხომ არაფერია.)..

ის მაინც ხომ ვისწავლე, რომ დისციპლინა კი არა, ლექტორი უნდა აირჩიო. რომ სწორედ ეს არის მთავარი. რაც არ უნდა “ცუდი” საგანი იყოს, “კარგი” სპეციალისტი ისე მოგაწვდის, რომ დაგაინტერესოს და პირიქით…
მოკლედ, პათეტიკურ გადახვევებს აღარ ვაპირებ, ბოლო სემესტრის ათვლას ვიწყებ, ვიცი, რომ თსუ-ს აღარ დავუბრუნდები (სწავლის სხვა საფეხურებზე) და აი, ის საგნები , რომლებსაც ბოლოჯერ ვიღებ მისგან და რომელთა  წარმატებული სწავლაღა  მაშორებს დიპლომირებული ჟურნალისტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტის ბაკალავრის წოდებას.

1) ანტიკური ლიტერატურის ისტორია – ძლივს ავირჩიე. როგორც სხვა ფაკულტეტის სტუდენტს, არ მარჩევინებდნენ. ძალიან ბევრი ჰუმანიტარისთვის იყო სავალდებულო და ბოლოს, ზალიკომ (ეხ, ერთი ასეთი მეექვსეშიც რომ გვყავდეს),  დამამატა 198 – ე სტუდენტად (მადლობა მას). (ჰოდა, ახლა 227 ბავშვია ამ საგანზე:)
2) ესპანეთის ისტორია – ეს ავირჩიე დროის გამო. დილის საათებშია ლექცია და… ხოდა, მას შემდეგ , რაც იმ ძალიან საყვარელმა ზალიკომ დამარეგისტრირა ანტიკურზე – გავიგე, რომ ესპანეთის ისტორიას სწორედ ეს ზაალი მასწავლის და “საშინლად” გამიხარდა:-)
3) ხელოვნების ისტორია გია ბუღაძესთან – ისე აქებდნენ მის ლექციებს და თავად ამ ადამიანს, რომ ამის აურჩევლობას ვერ დავუშვებდი:))
4) აი, აქ ვარ გაურკვევლობაში რა დავტოვო – “ბავშვთა საკითხების გაშუქება”, რომელიც ძალიან მინდა თუ “ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო”, რომლის სათაურიც ძალიან საინტერესოდ ჟღერს და დროც მაწყობს. ბავშვთა საკითხების ლექციები იმდენად ცუდ დროს არის – შუადღის საათებში, რომ გამოდის ორ დღეს კვირაში თითქმის მთლიანად მართმევს და სამსახურის ამბავი მაბრკოლებს. ამის გარდა, სხვა ლექცია არც მაქვს ამ დღეებში და ისეთ საათებშია, რომ დილაც დაკარგულია და სამი საათის შემდეგ კიდევ, რავი აბა…. თან ეს რომ გადავირჩიო, გამოდის, რომ მხოლოდ ოთხშაბათი და შაბათი მაქვს მთელი დღე დაკავებული და დანარჩენი (სამშაბათ დილის გარდა) დასვენებუულ.. ხოდა, ხვალ საღამომდე ისევ ვფიქრობ:)) თან ამისკენ უფრო მეტად იმიტომ მიმიწევს გული, რომ ახალ აღთქმა და ანტიკურ სამყაროში მასალა რუსულ-ლათინურად არის და ბოლო სემესტრში საგნის ჩავარდნა არ მაწყობს:))
5).. და საბაკალავრო ნაშრომი.. წელს არჩევითი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ – შარში რატომ ყოფ თავსო – მაინც ავირჩიე:) იმიტომ, რომ სურვილი მაქვს, რამე განსხვავებული გავაკეთო იმისგან, რასაც ამ შვიდი სემესტრის მანძილზე ვაკეთებდი. ჯერ ზუსტად არ ვიცი , რას გავაკეთებ. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ბლოგების კვლევა:)) (ისე, მაკეიფებოდნენ ხოლმე – შენ გარდა აიღებს კიდე ვინმეო? მაგრამ 14 კაცია დარეგისტრირებული ამ საგანზე 🙂 მერე რა, რომ იქიდან შეიძლება დიდი უმრავლესობა  მეცხრესემესტრელი იყოს:-)

მოკლედ, ერთი სემესტრიც  და გავდივართ…

 
2 Comments

Posted by on თებერვალი 27, 2010 დუიმი თსუ

 

მოგვატყუუუუუეეეს…

2010 წლის პირველი პოსტი ხომ უნდა დავწერო ” ოდესმე”, ხოდა დავწერ დღეს და დავიბედებ წერას;))
ახლა მოვედი მთაწმინდის პარკიდან – ”მოტყუებული”, ”გაბითურებული”, ”გაცურებული”, რავიცი რანაირი აღარ:)
მოკლედ, დღეს მე , ანელიმ და თამუნამ ავისეირნეთ ბომბორაზე, ვიფიქრეთ – ბედობა დღეა და ერთმანეთი დავიბედოთ თქო (ისე, იმაზე მეტი რაღა უნდა დავიბედოთ, რაც ვართ, კი არ ვიცი. ანელიმ: განბედვის დღე არ არისო?? )ჯერ ჩემთან უნდა მსტუმრობოდნენ ორივე, მაგრამ თამუნა სექტემბერში უნდა შეამზადო – აი, ორ იანვარს მარისთან უნდა წახვიდეო, რომ გაემზადოს … ასე, რომ როგორც ყოველთვის, დაიბედა და დაგვაბედა ”გადაგადება”, ნუ , ნაწილობრივ მაინც და მერე თავისუფლებაზე დაგვხვდა მე და ანელის.

ალეკო ელისაშვილს უთქვამს : ანძა რომ განათებულია, თვეში 90 000 ლარს ხარჯავს და ერთი წელი იყოს ჩამქვრალი, რა უჭირს და ამ ფულით რამდენ გაჭირვებულს ვუშველითო…

ხოდა, ჯერ იყო და ავტობუსმა ნახევარ გზაზე ჩამოგვსვა. ”იმდენი” ფეხით გავიარეთ, ღამე იყო – პარკში რომ შევედით. დავსხედით მერე, ვიცინეთ და წამოვედით;)). მაგრამ წამოვედით და რას წამოვედით. გზაზე მოვდიოდით – იქნებ ავტობუსის გაჩერებას მივაღწიოთ თქო, მარცხნიდან – უკუნი სიბნელიდან (ანელიმ ვარაუდი გამოთქვა – ალბათ, ჯოჯოხეთშიც ასე ბნელაო)) ვიღაცები საკუთარ დედებთან სექსის სურვილს იბედებდნენ.. ამასობაში, მარშუტკა გამოჩნდა ყვირილით (არა, მარშუტკა არ ყვიროდა, შიგ მსხდომი, ”მჯდომი” თუ მდგომი ხალხი – თავისუფლებაზე მივიდივართო). ავედით და მერე გვითხრეს – ლარი ღირს გზაო.

კი არ ჩანან, მაგრამ მაინც ”ისინი” არიან – ანელი და თამუნა:-)

დედა, მაგათ კრუგები გარტყმევინეს? არა, ისეთი ხალხი იყო რა, რომ შეხედავ და თაღლითი რომაა სახეზე რა, აი, ეგრევე რომ ეტყობა.. ხალხს უჩერებდნენ, ავტობუსები აღარ დადისო – ატყუებდნენ და ამოყავდათ. ვისაც არ უნდოდათ, გასძახოდნენ – აბა, 20 თეთრად ვერ წაგიყვანთო ( გითხრა – წამიყვანეო?:@ იქნება, ის ფასის სიმცირემ შეაწუხა კაცო?) სამაგიეროდ, ზოგი ლამის ეხვეწებოდა : აუ, ორ ლარს მოგცემ რაააააააო:)))

”გავსკდი” წუწუნით:) მე და ანელი გვერდიგვერდ ვიჯექით და გავილექსეთ. შვიდმა ცარიელი ავტობუსმა გამოიარა და შვიდივეს ”გავყევით” (ნუ, გავყევი – აკი, არ დადის, როგორ გაგვაცურეს მეთქი:))
ის იყო ”მაგარი” – ფული დასაწყისშივე რომ აკრიფეს – ალბათ, შეეშინდათ, არ გადაგვაგდონო..
არა, ისე კარგად ვიცინეთ რა, მთელი გზა არ გავჩერებულვართ მე და ანელი (თამუნას ”აირწინაღი” (პირბადე) ეკეთა და თან ანელი ცუდი გამტარი აღმოჩნდა, ამიტომ ვერაფერიც ვერ გაიგო, აი ჩვეეენ… თავი დავიმშვიდეთ – ლარის ხომ ვიცინეთ თქო. ის კი არა, მერე რომ გავაგრძელეთ დაბოლილებივით სიცილი, მეთქი – დავეწიოთ , ხურდები დავუმატოთ, 30 თეთრი კიდე ერგებოდათ იმ თაღლითებს:)
მოკლედ, გილოცავთ ბედობას. მხიარულება დაგბედებოდეთ:)) (ისე, დღეს ჯიმშერ რეხვიაშვილმაც კარგად გამაცინა ფეისბუქზე:))

 
3 Comments

Posted by on იანვარი 2, 2010 დუიმი თსუ, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , ,

გავიდა წელი ესე…

შემოვიდა 31 დეკემბერი, გახდა ღამის სამი საათი. 21 საათში ახალი წელიც მოვა, ხოდა მოვასწრო –  გუშინ ყველა სამინისტრომ და პოლიტიკურმა პარტიამ შეაჯამა გასული წელი და მე ვისზე ნაკლები ვარ ვითომ?

მოკლედ, გასული წელი თავისუფლად შემიძლია სამ ეტაპად დავყო – იანვრიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე (რაღაც კვეთები კი იყო პირველ და მეორე ეტაპებს შორის, მაგრამ ეგ არაფერი – გადავიტანთ) და სექტემბრიდან აქამომდე.

პირველ ეტაპზე დაუვიწყარი ”ღია რადიო” რომ არ ვახსენო, არაგულწრფელი ვიქნები :  მართლაც საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში:-) არაჩვეულებრივი ჯგუფი, საყვარელი და საინტერესო საქმე – რაც გინდა და როგორც გინდა ისე აკეთე, უსაზღვრო თავისუფლება, სასიამოვნო  გადაღლილობამდე მისული დაკავებულობა (ამის გამო ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, ნათესავების საყვედურები :  დაგვკარგე სულ) ბევრი იდეა, შესანიშნავი ხელმძღვანელი და შედეგი:-)

გავხსენი ბლოგი, რაღაცებს ვპოსტავდი, წერის ჟინსაც ვიკმაყოფილებდი და მეგობრებსაც ვართობდი. ვიწრო წრეში (ნუ, ოთხ კაცში მაინც:)) ფართოდ აღიარებული ბლოგერი ვიყავი:-)

მეორე ეტაპი – სრული სიგიჟე. ზაფხულის ვერგაგება. გაოცება სიგიჟის და პარანოიის უკიდურესობის გამოვლინების გამო, ურთიერთობა არანორმალურებთან..

მესამე ეტაპი – ” 24 საათი”. ახალი ნაცნობები, ახალი სისტემა, შრომა და ხტომა, მისტერ დუგლასი, ხუთშაბათობით სამეულის შეხვედრები მეექვსეს დარბაზში, თსუ-ს მიერ ნერვების წყვეტა, დრო – ნული და ისევ  ნათესავების საყვედურები : ”დაგვკარგე სულ”.. მერე ჩემი ახსნა – აი, რა ვქნა…..

რა გამოვიდა საბოლოოდ. ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ ამ წლით (პროფესიული თვალსაზრისითაც და ისეც:) ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვგრძნობ – შევიცვალე, კანი გამისქელდა, ისეთი ხათრიანი აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი (ნუ ყველაფერი კი  შედარებითია – ლალი კი იტყვის – ”ეს მორიდებული გოგოაო”, მაგრამ მან არ იცის, მე როგორი მორიდებული ვიყავი;))) ხოდა, წავთამამდი, სკეპტიკოსი გავხდი, ისე იოლად გული აღარ მიჩუყდება (თუმცა, ტელეფონით ლაპარაკს მაინც ვერ ვიტან და აჰააა:))

რა მინდა მომავალ წელს – პროფესიულად ამ შედეგების მეტად გაზრდა, სიახლეები და იმ საქმის გაკეთება, რაც მინდა. კიდევ მინდა ცოოოტა მეტი დრო მქოონდეს, რომ ”რაღაცებისთვის” და ”ვიღაცებისთვისაც” დამრჩეს დრო;)))

ყველას გილოცავთ ახალ წელს.

 
4 Comments

Posted by on დეკემბერი 30, 2009 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , ,

გენდერული დისბალანსი თუ დეფიციტი?!

მოკლედ, დავტრენინგდი…

სიმართლე რომ ვთქვა, პირველი დღე უფრო მომეწონა, მაგრამ შაბათსაც არაუშავდა;)) ნუ, ბევრი რამ ვერ მოესწრო, ”რედისონის”  პროექტორის გამო ერთ ფილმს ვერ ვუყურეთ, ხმა არ ჰქონდა:-(

მეორე დღეს ძირითად ოჯახურ ძალადობაზე, და მედიაში გენდერულ დისბალანსზე ვისაუბრეთ. რაღაც დავალებებიც გავაკეთეთ, მაგალითად, დავთვალეთ, გაზეთში ქალის და მამაკაცის ფოტოები 🙂

ხოდა, ალბათ,  გენდერულად უფრო მგრძნობიარე გავხდი:-) მაგალითად, რეკლამებს და ფოტოებს მეტ ყურადღებას ვაქცევ – სექსისიტური არ იყოს:-) მაგრამ ერთი რამე მაინც ვერ გავითავისე. ანუ ის, რომ როცა მასალას ამზადებ , უნდა იფიქრო, რომ გენდერული დისბალანსი არ იყოს ანუ თანაბარი რაოდენობით გყავდეს ქალებიც და კაცებიცო. კააარგით რაა:-))

მე რომ სტატიას ვწერ, იმაზე როგორ ვიფიქრო, რომ უი, ეს რესპონდენტი უკვე კაცი მყავს და ეს მეორე კაცი ძაან მაგარ რამეს კი ამბობს, მაგრამ უნდა გავცხრილო, რადგან აქ ქალი მჭირდება იმის მიუხედავად – კომპეტენტური იქნება თუ არა და იტყვის თუ არა იმას, რაც ჩემი სტატიის შინაარსს პასუხობს. (ან პირიქით, არის თემები, სადაც ქალები დომინანტობენ რაოდენობით). ხოდა, ვაწვები, რომ გააჩნია თემას.

იქ ამბობდნენ, რომ ყველა თემაში შესაძლებელია ქალის პოვნაო, კი, ბატონო, შესაძლებელი არის, მაგრამ თუ ის კაცი (ან პირიქით) უფრო შესაფერია კონკრეტული მასალისთვის, რატომ უნდა ვიქაჩო??? არის სფეროები, მაგალითად, პოლიტიკა, სადაც ქალების მართლა დეფიციტია.. თან ყველაფერი კონკრეტულ მასალაზეა დამოკიდებული.

რადიოსიუჟეტებს რომ ვაკეთებდი, ყოველთვის პრობლემა მქონდა კაცების – განათლებაში ქალები მეტი იყვნენ, მაგრამ ამის გამო, სიუჟეტი ჩამეგდო??

კი, ბევრ რამეში მოიძებნებიან ქალებიც და კაცებიც, მაგრამ ახლა ვთქვათ, ბიუჯეტს რომ ამტკიცებს პრემიერი, ის ბიუჯეტი უბრალო ქალებს ხომ შეეხებათ და მიდი და ჩაწერეო. კი მაგრამ, უბრალო კაცს არ შეეხება??

ჩამოვიდნენ ბელორუსი დეპუტატები, არის ყველა კაცი, შეხვდნენ ბაქრაძეს, ვაშაძეს, თარგამაძეს, იაკობაშვილს – მე უნდა მოვამზადო მასალა – უბრალოდ ახალი ამბავი ( რა და როგორ მოხდა) – სად მოვძებნო ქალი..

დანარჩენი გასაგები და მისაღები იყო ჩემთვის, ნუ, სტერეოტიპული მიდგომები არც აქამდე მაწუხებდა მაინცდამაინც და ახლა საერთოდ. ასე, რომ მათი გამოუყენებლობა გულს ვერ დამწყვეტს:-) ხოდა,  სექსისტური მასალის დამწერიც არა ვარ 😉

ისე,  ამდენი ”საზოგადოების აზრის მფორმირებელი” და  ”ობიექტური”  ჟურნალისტი თუ გვყავდა არ ვიცოდი:))  

”კაცოვო, ჩვენი ფუნქციაა საზოგადოების აღზრდაო’ – ერთმა.

”ხო უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რისთვის ვაკეთებთ, მარტო ფაქტები კი არ უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ეს ცუდიაო” – მეორემ.

ჩვენ არ უნდა დავიდეთ მკითხველის დონემდე, ის უნდა ამოვიყვანოთ ჩვენამდეო” – მესამემ.

ბეეჩა, მე რა დამმართნია, ჩამოვრჩენილვარ ცხოვრებას მეთქი.

საღამოს ოფიციალური მიღება გაიმართა. რუსუდან კერვალიშვილმა მონაწილეობის დიპლომები გადმოგვცა. ჩემსას აწერია :  ”CERTIFICATE    SUCCESSFULLY    COMPLETED     THE     TRAINING    FOR    MEDIA     PROFESSIONALS ON    GENDER    &    GENDER    REPORTING     Ms. Mariam (მარიამ:-) Akhsiashvili”. სულ იმას ვბუზღუნებოდი დედაჩემს – მარინე როგორ დამარქვი მეთქი:-) სანამ პირადობას ავიღებდი, ყველგან სხვადასხვა სახელით ვეწერე – სკოლაში მარინა და მარიამი. სამედიცინო ანკეტაში – მარიანა.  მეძახდნენ – მარიკას და ა.შ. და უცებ, აღმოვაჩინე, რომ მარინე ვყოფილვარ:-) ხოდა, აქ რომ მარიამი ვნახე – ძალიან მეუცხოვა;-) ეგ არაფერი თუ მოხდა სასწაული და ვინმე შემომედავა, ვეტყვი – ნათლობის სახელია მეთქი:-)

 

 
3 Comments

Posted by on ნოემბერი 23, 2009 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , ,

უსაფრთხო სექსი გიასთან

მოკლედ, იმდენს ეწერა ხოლმე სერჩ თერმებზე პოსტები, რომ მეც მომინდა. ერთი თვის მანძილზე ”ვუყურე”  ჩემი ბლოგის მარგალიტებს და ახლა მოვიცალე და ვაქცევ პოსტად.
1. პირველი მინიმუმ ორმოცდაათი სერჩი შემიძლია გავაერთიანო ერთში: გია სურამელაშვილის საიტი ,  ბიოგრაფია, რამდენი ქალი ჰყავდა, იცავს თავს? უსაფრთხო სექსი გიასთან,  გია, შენგან ბიჭი მინდა…
ქალბატონო (ან ბატონო:) – იმედია, მიიღეთ სასურველი პასუხი გუგლი ბიძიასგან და შეგახვედრათ ერთმანეთს.
2. მარი ახსიაშვილის რეპორტაჟი ნეფე – პატარძლის საძინებლიდან.
აბა, ამას უყურე რაა.. სულ ვფიქრობდი, რეპორტაჟი რაზე დავწერო მეთქი და აჰააა, რა გინდა ამაზე უკეთესი თემა – არ მესმის.:–)
3. რა არის სიმღერა?
ანელიმ მითხრა, სწორედაც რომ შენთან უნდა ხვდებოდნენ კაცოვო:–)
4.სად ვისწავლო კომპიუტერის დაშლა აწყობა?
დაშლას მე გასწავლი და აწყობას ვერ დაგპირდები.
5. ნატვრის განმარტება :
სიტყვას ან სიტყვათა ჯგუფს, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს და შეიცავს “ნეტას” , “აუ, ახლა რომ..” და მსგავსს  – ნატვრა ეწოდება.
6. სმს მეტყველება – აქ მართლა სწორად მოხვდა ჩემთან. სმს მეტყველება ისე მიყვარს, რომ სადაც კი შანსს ვიპოვნი, ეგრევე მესიჯით ვემეტყველები ხოლმე. იქ ისე კარგად მაქვს “ლ” გამაგრებული, რომ რა ვიცი;);
7. მაგარი თმის გასასწორებელი – ისე მაინტერესებს თმის სასწორებელია მაგარი თუ თმაა მაგარი;
8. ამდგარი – უპასუხო სერჩი.
9.არ ჩამოვალ, არაო – აშკარად ვიღაცამ ”გადააგდო” და ამანაც დაგუგლა, ალბათ მიზეზი აინტრესებდა, რატომ არ ჩამოვიდა;
10. საბავშვო ბაღის გახსნა მინდოდა და უფლება არ მომცეს –  ვიზიარებ.
11.რამდენ წლამდე იზრდება გოგო სიმაღლეში –  25–მდეო ამბობენ.
12.ერთჯერადი ჩუსტები – ყველა მასეთია გენაცვალე.
14.როგორ უნდა აუხსნა ბიჭს სიყვარული – იმედია, ნახე ვინმე  ექსპერტი, თორემ მე თუ მელოდე, დარჩები მასე.
15.როგორ დავიბრუნოთ ქმარი, ხერხები – თუ გაიგე მეც მასწავლე, რა იცი, როდის დამჭირდეს.
16.ავტობუსის სტიპენდიანტი – ეს არ მესმოდა რა იყო და მერე ანელიმ ამიხსნა : საქართველოს ბანკი იმ სტუდენტებს, ვინც სტუდენტური პლასტიკური ბარათით ყველაზე მეტს დახარჯავს მეტროსა და ავტობუსში, ასლარიან სტიპენდიას უნიშნავენო.

17. მიხეილ სააკაშვილის ჩანანაწერები თინეიჯერობისას –ნახე, ამას უნდა გაიგოს როგორ ხდებიან პრეზიდენტები.  ვერ მოგართვით.

20.ჟურნალისტი დიპლომატს უხსნის სიყვარულს , რა უნდა უპასუხოს დიპლომატმა?რამე კომპრომისი უნდა გამონახო.  დიალოგი უნდა შესთავაზო. ემოციები ძირს, პრაგმატულად უნდა იმოქმედო.

21. როგორ დავიწყო თელასში მუშაობა?
აბა რა გითხრა, სულ მინდა ეგ სამსახური ვიშოვო. ანელიმ მითხრა დღეს – თურმე სათელასო უნდა დაამთავრო ოქროს მედალზე და მერე შეიძლება დაგასაქმონო.
22. სოფელი ლიჩი – არც არაფერი. ჩემი სოფელია და ისე გამიხარდა , სხვასაც რომ ცოდნია რაღაც ან ეძებდა მაინც:))
 
5 Comments

Posted by on ნოემბერი 12, 2009 დუიმი თსუ, სხვადასხვა

 

ტეგები: , , , , , , ,

რატომ?! ანუ დაცლილი ოთახები..

ცოტა გულდაწყვეტილი პოსტია, უფრო ზუსტად მე ვარ გულდაწყვეტილი და ვცდილობ, ეს ამ პოსტში გამოვხატო. რამდენიმე დღეა მინდა ამაზე დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე და ვეღარ..

დღეს დილით ილიაუნიში ვიყავი, თამუნამ – თუ რამე დამჭირდა, ხომ უნდა “მიკარნახოვო”, მაგრამ იქამდე დარჩენა ვეღარ მოვახერხე – “გამსაუბრებელმა” არ გაგვაოცა და ჩვეულებისამებრ დააგვიანა. ლექციების მერე ავაკითხე თამუნას სამონტაჟოში.…

ხოდა, გული ჩამწყდა.. რაც სწავლა დამეწყო, თითქმის ყოველდღე ”ავირბენ” ხოლმე მეოთხე სართულზე – ნაცნობი ინერციით.. და მხვდება რა – დაკეტილი ან ღია, მაგრამ სრულიად ცარიელი ოთახები.. გამორთული ან ტყუილად ჩართული კომპიუტერები..

DSC02708

ასეთი დაცლილი სამონტაჟო შარშან არავის უნახავს….

საშინელი პროტესტის განცდა გამიჩნდა.. გამახსენდა “შარშან” – ყველას მაშინ უნდოდა მეცადინეობა, ყველას მაშინ ჰქონდა სამონტაჟო, ყველას ჯგუფის “დღე” მაშინ იყო.. ყველა ჩვენ გვსაყვედურობდა – ”არენდით გაქვთ კომპიუტერები აღებული”? “მარტო თქვენ როგორ მუშაობთ”, “აუ, ეს პაიჭაძის სტუდენტები”.. ერთი ცხვირნისკარტა ბიჭი ახლაც უცხოპლანეტელივით გვიყურებს ხოლმე , განსაკუთრებით, მე და ანელის რომ დაგვინახავს გაოცებულ – შეშფოთებული სახით გადააქნევს ხოლმე თავს. თუ ვინმე უდგას,  კიდევ, აუცილებლად ჩაულაპარაკებს – ესენი ისევ აქ არიან ეე..

ორიოდე კვირის წინ ავედით, ხოდა კახამ ანელის და თამუნა ლემონჯავას უთხრა – თქვენ ჟურნალისტიკის სტუდენტები არ ხართ და ვერ შეგიშვებთ, აქ რადიოსამონტაჟო პროგრამებისთვის მხოლოდო.. სად არის რადიოსამონტაჟო პროგრამით მოსარგებლე სტუდენტები? დამანახვეთ …
თან კახა ლექტორი გახდა:-) რადიოს სემინარს კითხულობს და თამუნასთვის ასეთი რამ უთქვამს : ახლა იცით როგორ იქნებაო? ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ახლა სტუდენტებს ვასწავლით და “ყველაფერს” თავად გააკეთებენო:-)

ოფ:-) ჩვენ ხომ სულ ეგ გვიკეთებდა. მაგას ვანდობდი რამეს? მწარედ მახსოვს , სულ პირველი დავალება – მუსიკალური პრომოს გაკეთებისას, რა გამიკეთა მუსიკალური ბმები გავაკეთე მე და ჩემი ხმა რომ უნდა დამედო, მაშინ შემოვიდა სამონტაჟოში და ეს ”მულტიტრეკში” უნდა გააკეთოვო. (მაშინ მონტაჟის პირველი მცდელობა გვქონდა და რას ვიფიქრებდი თუ არ ეცოდინებოდა ერთგანზომილებიანში ”მიქსფეისტი”), არ მინდა ასე გავაკეთებ მეთქი. არა, როგორ შეიძლებაო. ხოდა ხმა მუსიკაზე ანუ კლიპის ბოლო მონაკვეთზე მან დამიდო. პაიჭაძემ რომ მოუსმინა, სწორედ ის ნაწილი დაიწუნა, რაც კახამ გამიკეთა – მუსიკამ შეჭამა ხმაო და ჩემს ბმებზე კიდევ – კარგი სმენითი გემოვნებით არის გაკეთებულიო. როგორ გამიტყდააა – ჩემი ბრალი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ასე არ დამწყდებოდა გული.. (მაინც რა ვართ რა:-)

5815_1035476745017_1768412221_70901_2911545_n

დაამონტაჟეთ, იცით, რა კარგია?!:-P

ხოდა, ამ წლევანდელ სამონტაჟო ოთახებზე ვამბობდი – კაიფი ის არის, რომ წელს აღარც “ადნაკლასნიკები” უნდათ, აღარც სკაიპი, აღარც “მილიტარისტული თამაშები”, აღარც დისკოთეკის გამართვა, ”დაჟე” ალექსანდრეს ბაღის მოწყობის ხასიათზეც კი აღარ არიან… მაშინ როცა, შარშან ამ დროს უკვე სავსე კი არა, გადატენილი იყო სამივე ოთახი. ლქციიდან რომ გამოვდიოდით, რიგში ვიდექით და ჩვენს “ოჩერედს” ველოდით. ოთახებში დასაჯდომი სკამი და თავისუფალი კომპიუტერები კი არა, დასადგომი ადგილი აღარ იყო ხოლმე…
DSC02709

აბა, გამაგებინეთ, ჩვენი ჯინი სჭირდა ამ ხალხს? მთელი წელი დილით არ მძინებია, ადგილის დასაკავებლად 9საათზე ვხვდებოდით ხოლმე კახას და ახლა 12-ზე, 2-ზე, 4-ზე – როცა გინდა – ადი, ყოველთვის თავისუფალი დაგხვდება.. არადა, წელსაც არის რადიოს ჯგუფები, წელსაც აძლევენ დავალებებს – მეტს , ვიდრე შარშან.. რა ხდება???

ანელი ამბობდა ამასწინ – მგონი, ჩვენ ვაძლევდით ამ ხალხს იქ ამოსცლის ”სტიმულსო”, ჩვენ რომ გვიყურებდნენ , იქ ვიყავით, თავადაც უნდებოდათო..

ხალხო, სტუდენტებო, ადით, აღარ გვაქვს არენდით აღებული, დავცალეთ ოთახები, კომპიუტერებიც ნორმალურად მუშაობს – არ გაგიშრობთ სისხლს ისე, როგორც ჩვენ გვიშრობდა (თუმცა, მაკა ჯოხაძემ გვითხრა ამასწინ – ეს კომპიუტერები გიშრობდნენ სისხლს თუ თქვენ უშრობდით, სულ თქვენ იჯექითო:-) აღარ ვათენ-ვაღამებთ, აღარ ვართ მანდ. მართალია, კახა მაინც წუწუნებს – “ღია რადიო” ვერ მოვიშორეო, მაგრამ ტყუილია – მოიშორა..
ნუ დატოვებთ იმ ოთახებს, იმ კომპიუტერებს, “adobe audition” – ს უპატრონოდ – არ არის ცუდი საქმე…
5815_1035476385008_1768412221_70895_1174707_n
თორემ ჩვენ რა – ჩვენ რადიოს ეპოქა უკვე შევქმენით მეექვსე კორპუსში. ყველას ემახსოვრება, არავის დაავიწყდება მანდ ”ღია რადიო”:-))

 
22 Comments

Posted by on ოქტომბერი 26, 2009 დუიმი თსუ

 

სტუმრობა მეექვსეში

ხოდა, ხოდა..
გუშინ შევიკრიბეთ მე და ჩემი ექსჯგუფი (თითქმის სრულად, ინგა გვაკლდა მხოლოდ) მეექვსე კორპუსთან, უფრო ზუსტად, პირველთან. ბავშვებს მაგისტრატურაში შეჰქონდათ საბუთები, მეც ბეჭდურის ამბის გაგება მინდოდა.

adre

შარშან გაკრული ჰქონდათ – “გმადლობთ, რომ არ ეწევით” – ისევ დაუწყიათ:-)))

ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა – თათია მჟავანაძესთან ამოვყავით თავი რაღაცების გასარკვევად, თორემ იქ სხვამ არავინ არაფერი არ იცის ან იციან და მალავენ:-)
ეს თათია ხო ესა და ისა, მაგრამ ვერ დაუკარგავ იმას, რომ რასაც ეტყვი, ზუსტად იგებს რა.. სხვისთვის კითხვის დასმა შეგეშინდება, რადგან ჩინური გონიათ და ეს ქალი ეგრევე იგებს, რომ “ის არის და შენ შენ ხარ” , და ზუსტადაც გპასუხობს ყველაფერზე, პასუხი ყოველთვის აქვს, თან დამაკმაყოფილებელი:-)
ანელისგან რომ გაიგო – შენც აბარებ მაგისტრატურაშიო? უიო, შენგან, ნუ თქვენგან გამიკვირდა, სხვისგან არ გამიკვირდებოდაო.. რატომ თქო? აი, იმიტომ, რომ თქვენ არ მოგწონდათ აქაური სწავლაო.
ანელიმ უყურა რამდენიმე წამს და ძალიან გულუბრყვილოდ უთხრა – მე სხვაგან ვაბარებო:-)

რაღაც კარგიც უქნიათ უნიში, ეს წინასწარი რეგისტრაცია რომაა, შემდეგი სემესტრისთვის საგნების წინასწარ არჩევა ყოფილა.. წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტების მიხედვით გახსნიან საჭირო რაოდენობის ჯგუფებსო..
მე გავარკვიე ბოლოსდაბოლოს, რომ ამ სემესტრით მთავრდება მეექვსე კორპუსთან ჩემი ურთიერთობა (სალექციო მაინც:-) , რადგან არაფერი სავალდებულო აღარ მრჩება და 125კრედიტი კი მაქვს უკვე. ხოდა, გადავინაცვლებ ჰუმანიტარებთან თუ მიმიღებენ:-)

საუნივერსიტეტო დაფინანსებებზე ილაპარაკა, ანელის სამაგისტრო პროგრამები “ურჩია”, თამუნამ ვაშაყმაძეს არზა დაუტოვა და ასე:-)
ხო, თამუნა იბერის სკამზე იჯდა, მისი მადლი გადმოუვიდა:-)
მერე ავედით “იქ”, სადაც ორი სემესტრის განმავლობაში და განსაკუთრებით “გაზაფხულის სეზონში” ვცხოვრობდით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დასაძინებლად არ გვტოვებდნენ, თორემ იქაც დავრჩებოდით:-) ნაცნობი, “მშობლიური” სუნი იდგა:-) ეჰ, როგორ ვალაგებდით ხოლმე იმ ოთხებს:-) გეგმაში გვქონდა თექვსმეტსაათიანზე მუსაობისას ჩუსტები და პიჟამოები მიგვეტანა:-) ხალხი მაინც რომ გვხედევდა – ვაა, ოჯახი როგორ ხართ? რემონტს როდის იწყებთ? დანარჩენები სად არიან? უი, შუქის ფულზე?:-)))

me

“საყვარელ კარს” აკრული მე:-))

მერე მეორე კორპუსში გადავედით, იქაურმა ინტერნეტ-კომპებმა “მიგვანადგურა”, ვილაპარაკეთ პრაიმ-ტაიმზე, ასავალ-დასავალზე:), გამოხატვის თავისუფლებაზე, ცილისწამებაზე..
ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით, რომ თამუნამ უცებ დაიყვირა – მარი, სიკო.. (ჩემს სიუჟეტებში ერთ-ერთი მუდმივი რესპონდენტი იყო ხოლმე და:-)
გავიხედეთ და სიკო ჯანაშიამ “ჩაირბინა”:-)) (ანელი ამბობდა – იმხელაზე დაიყვირა, მე რო ვყოფილყავი, მოვიხედავდი – ვინა ხარ შვილოვო:-)

esec

გავიხსენეთ ძველებური დამშვიდობება – მრავალჯერ “აბა, დავიშალოთ” , ბოლოსდაბოლოს “დაშლა-არმოშლა” და ჩემი და ანელის “ვიზიტი” თავისუფლების მეტროსკენ … (რომელიც არ ჰგავდა ადრინდელს – საკნების ქალაქში სეირნობას🙂

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 12, 2009 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , , , , ,

მეექვსე კორპუსი ჩემი ტკივილია…

გუშინდელი გაცოფება ცოოტა გამინელდა, მაგრამ ჯერ მაინც გამწარებული ვარ..

ეს თსუ-ს და უპირატესად ჟურნალისტების კორპუსს ეხება…

ყოველ წელს საგნების არჩევა რომ პრობლემაა, მაგას თქმა არ უნდა.. რატომღაც ყველაზე მძიმე ვითარება ამ მხრივ ჟურნალისტიკაზე იყო, რადგან კარგი საგანი ცოტა იყო და მით უფრო კარგი ლექტორი კიდევ უფრო ცოტა..

ახლა მეტყვით, “ფავორიტობის” მიხედვით ირჩევ ლექტორებსო.. მოდი, და ნუ აირჩევ – უკე ისე ვარ დაშინებული, რომ თუ მისი სილაბუსი კარგად არ წავიკითხე, გამოკითხვა არ მოვაწყვე სტუდენტებში და საუკეთესო შემთხვევაში, უკვე გამოცდილი არ მაქვს მისი სტუდენტობა, არ ვირჩევ არაფრით..

გამოცდილება მაქვს ძალიან მწარე და იმიტომ..

  • მყოლია ლექტორი, რომელმაც მთელი სემესტრი საკუთარ მოგონებებში გალია, მთელი სემესტრი ეგნატე ნინოშვილის “განკარგულებას” ვერ გასცდა.. მთელი სემესტრი თავის სხვა სტუდენტებს იხსენებდა.. მთელი სემესტრი ზეაღმავალ ჟურნალისტიკაზე ლაპარაკობდა.. მთელ.. აუ, აღარ გავაგრძელებ..მის ლექციაზე ყოფნა ნამდვილი ტანჯვა იყო.. შარშან მემუქრებოდა მასთან სწავლა კიდევ, თან როგორ – უნდა შეეცვალა ლექტორი , რომლისგანაც ვიცი ჟურნალისტიკაზე ყველაფერი, რაც ვიცი..
  • მყოლია ლექტორი, რომლის ლექციებზეც ვერ გავიგე მის საგანს რატომ ერქვა ის სახელი, რაც ერქვა..
    არანაირი შეხება იმასთან, რაც სასწავლო კურიკულუმის მიხედვით უნდა გვესწავლა..(თუ “ალიას” დახასიათებას არ ჩავთვლით). მთელი სემესტრი გავლიეთ იმაზე მსჯელობაში, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს და რა კარგია აქციები (თან ჯგუფიც რომ ასეთი იყო?).
  • მყოლია ლექტორი, რომლის გონებაშიც სტუდენტი ქალები სხვა ემოციებს აღძრავდა , არა ისეთს, როგორსაც ლექტორი უნდა განიცდიდეს სტუდენტის მიმართ.
  • მყოლია ლექტორი, რომელიც ნახევარი საათით იგვიანებდა, ნახევარი საათით ადრე გვიშვებდა, ერთადერთი ქსეროქსი წაგვაკითხა და მისი მიხედვით რაღაც დაგვაწერინა (ეს ჟურნალისტიკის საგანი არ იყო, საფაკულტეტო ძირითადი იყო).

       ა რ მყოლია მე, მაგრამ ვიცი –

  • რა დავალებებს აძლევდა სტუდენტებს ლექტორი – შეხვედრა ნაცნობთან, მე და მოდა, და ა.შ…
  • ლექტორი, რომელსაც ჟურნალისტიკა მხატვრული კითხვა და “აღფრენილი” ფრაზებით საუბარი ჰგონია..
  • მყოლია ლექტორი, რომლის ორივე საგნის ოთხ კოლოკვიუმში და ორ გამოცდზე ერთი და იგივე თემა მაქვს დაწერილი..

ყოველივე ამის შემდეგ, განა შეიძლება ნებისმიერთან აირჩიო საგანი, შეიძლება არ დააღამო უნის კიბეებთან და არ გაათენო ინტერნეტკაფეში? ყოევლდღე არ მიასკდე უნივერსიტეტს – იქნებ რეგისტრაციაზე რამე ახალი იყოსო? იმისთვის რომ შენი ლექტორები გახდნენ – ნინო ჟიჟილაშვილი, დათო პაიჭაძე , მალხაზ მაცაბერიძე, ზურა მხეიძე…
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძაააან მაგრები მეგონნენ და თავი მოვიკალი მათ არჩევაზე, მაგრამ მეორე სემესტრში სასწრაფოდ შევცვალე არჩევანი..
საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი თსუ-ში სწავლით (როგორც ირინა დარჩიამ თქვა, იდეალური არაფერი არ არის), ოღონდ პირადად ჩემი – რადგან სასურველი საგნების და ლექტორების არჩევამ მომცა მაქსიმუმი. არც პრაქტიკა დამკლებია.. მაგრამ საშინელი იმედგაცრუება და უძლურება ვიგრძენი იმის გამო, რომ ახალი პროგრამის მიხედვით გააუქმეს ჟურნალის წარმოება, რის გამოც მიხაროდა მეოთხე კურსი.. აქაც მყავდა ფავორიტი ლექტორი – დალი ოსეფაშვილი ,
არათუ სავალდებულო, არჩევით საგნადაც კი არ დატოვეს.. გაზეთი და ჟურნალი გააერთიანეს საგან – ბეჭდურ მედიაში, რომელი სახელწოდებითაც საგანი უკვე გავლილი მაქვს – თუმცა აბსოლუტურად არანაირი ცოდნა არ მიმიღია.
ჟურნალის წარმოება გააუქმეს მას შემდეგ, რაც შარშან ამ საგნის ფარგლებში მომუშავე სტუდენტებმა გამოსცეს “რაკურსი” და “ძმანი მისნი” (თაზოს დავესესხები:)
გამოდის ის, რომ მე ისე უნდა დავამთავრო უნივერსიტეტი, რომ ვერ ვისწავლო , როგორ იწერება საჟურნალო მასალა , როგორ ეწყობა ჟურნალი და ა.შ..
საშინლად ვნანობ, რომ შარშან დავუჯერე დათო პაიჭაძეს (როგორც უფროს სპეციალისტს და ტუტორს) – “ჟურნალის წარმოება” მხოლოდ მეოთხეკურსელებისთვის გვაქვსო.. რა პატიოსნება, რის დამჯერი სტუდენტობა, ერთი და ორი მესამეკურსელი ნამდვილად არ ყოფილა ჟურნალზე (ბევრი იყო ისეთიც, ვინც მხოლოდ კრედიტის გამო აკეთებდა საქმეს). არადა, რამდენჯერ უთქვამს იმ კაცს – ყველაფერს კი ნუ დამიჯერებთო:)

ახლა ლექტორების უმეტესობა არიან ისინი, ვისაც “ვადანაშაულებ” ფუჭად დაკარგული დროის გამო.. ბევრი ისეთი, რომელზე მეტიც ნამდილად ვიცი იმ საგანში და მათზე უკეთ ნამდვილად ვასწავლი საგანს..
ახალი კარგი ლექტორებიც არიან, მაგრამ იმ საგნებში, რომლებიც უკვე გავლილი მაქვს..
შარშანდელი ორსემესტრიანი საგნები წელს ერთსემესტრიანებად იქცა… ამის ერთადერთ მიზეზად იმას ვხედავ, რომ როდესაც ორ სემესტრს ასწავლი ერთ საგანს, სტუდენტს უნდა მისცე სრულყოფილებასთან მიახლოებული ჟურნალისტური პრაქტიკა, შარშან ერთეულებმა ეს გააკეთეს, წელს როგორც ჩანს, რადგან თავად არ აქვთ ამის თავი, არც იმე ერთეულებს აძლევენ ამის შანსს.
ერთადერთი, რაც მაინც მიხარია – ჩემი სისუსტე რადიოგადაცემაა.. ჩვენ ვართ ერთადერთი თაობა, შარშანდელი მესამე-მეოთხეკურსელების ნაწილი, რომლებმაც რადიო ორ სემესტრი ვისწავლეთ.
და ყველაზე ძაან რაც მეამაყება – ჩვენ ვართ ერთადერთი თაობა (ამჯერად დათო პაიჭაძის სტუდენტები ვიგულისხმებით) ვინც სემესტრის მანძილზე ოთხი ორსაათიანი გადაცემა გავაკეთეთ და საგამოცდოდ ერთი სამაუწყებლო დღე ანუ 16საათი “შევქმენით”…
ასეთი პრეცედენტი თსუ-ში ნამდვილად აღარ იქნება:))) (ნუ ახლა ათ და ასწლეულების მერე რა იქნება, არ ვიცი:)))
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ორსემესტრიანი რადიოგადაცემა გავიარე და მე და ჩემმა ჯგუფელებმა იმაზე მეტი ვიცით რადიოზე, ვიდრე ბევრმა რადიოს სპაციალისტმა.. ხმების ალქიმიკოსები გავხდით:) მე ვიცი, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რადიოს არ ვკადრებ იმას, რაც მე არასწორად მიმაჩნია..

ჰმ, დავიწყე წუწუნით და დავამთავრე რადიოთი:)
უჰ, როდის დაიწყება ეს ოხერი რეგისტრაცია.. და რა მეშველება, რითი უნდა შევავსო ის საგნები, რაც გააუქმეს… მომიწევს, სხვა დეპარტამენტში ან ფაკულტეტზე გადასეირნება:))

 
13 Comments

Posted by on აგვისტო 26, 2009 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , , , ,

ვიცინოთ თუ ვიტიროთ???

 თითქმის ორი წელია ვცდილობ ვისწავლო (და მეგონა გამომივიდა) – როგორ დავიკიდო ბევრი ვინმე და რამე ფეხებზე, მაგრამ გუშინდელი “რაღაც” ვერ დავიკიდე..

ისე ვარ გაბრაზებული, არ ვიცი, საიდან დავიწყო. გუშინ, 6საათის, ანუ მას შემდეგ, რაც სამონტაჟო ოთახებიდან გამოგვყარეს, თავისუფალ და ცარიელ აუდიტორიაში დავსხედით და გამოცდისთვის გადაცემების პრომოების ტექსტებს “ვიფიქრებდით”.. ამ დროს შემოიხედა დაცვის ბიჭმა – რომლის მხოლოდ სახელი ვიცი – ლევანი , რომელზეც მაქვს ერთი აზრი, რომელიც ბოლო ორი წელია, არ შემცვლია და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა..

ჯერ კიდევ, შარშან, ლექტორმა შაბათ დღეს დაგვიბარა დამატებით ლექციაზე და ეს “წესრიგის მოდარაჯე” შენობაში არ მიშვებდა – პაიჭაძეს არ გავუფრთხილებივარ, ლექცია თუ ჰქონდაო..

წინა სემესტრში, 15წუთიან დილის პროგრამაზე მუშაობისას “ჩვენს დროს” – გაგვყარა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სამონტაჟო ოთახებიდან..

ერთხელ ვთხოვეთ – ერთი საათით მაინც დაგვტოვე, სამონტაჟო გვაქვს–თქო და “გასკდა გინებით”.. მოკლედ, რა უნდა გაგიკვირდეს ასეთისგან.. მაგრამ გუშინდელმა საქციელმა საბოლოოდ გაგვიწყვიტა მოთმინების ძაფი.. ვისხედით მერხებზე.. ჯერ ერთი, მერე რა, რომ მერხზე იჯდე, მეორეც დარწმუნებული იყავით, რომ იმ სკამებზე, რაც იმ აუდიტორიაშია, ადამიანი ვერ დაჯდება და, მით უმეტეს ისე, როგორც უნდა.. შემოვიდა და ანელის მიუბრუნდა

 – სკამი არ გყოფნის?

– არა, არ ვარგა სკამები.

– ცხენი გყავს სახლში? მასე ცხენებზე ზიან–ხოლმე.

– ვაი, აღარ..

მოკლედ, “გავუტარეთ” და ჩვენი საქმე გავაგრძელეთ.

– “რა არის, არ გესმის, რომ უნდა ჩამოხვიდე და ნორმალურად დაჯდე?

 – შენ რას გიშლი? და შენს კომპეტენციაში შედის ის, რომ აკონტროლო, ვინ სად ზის?

 – კი..

მოკლედ, ძალიან შევყევით, “გაგსვავთ გარეთ, ამის უფლება მაქვსო” და რავიცი, რა აღარ დაიწყო პატარა ბავშვივით. ბოლოს – სტუდბილეთი მაჩვენეო – ანელის უთხრა. გამოართვა და გულისჯიბეში ჩაიდო – დაგჭირდება და მომაკითხავო..

 უნივერსიტეტიდან გასვლის წინ შევედით დაცვის ოთახში, ამ მათხოვარს ეყო სინაგლე და – “კიდევ რა გინდა, არ დაგიბრუნებ, დაწერე საჩივარი, წადი დეკანთან, გადადი მეორე კორპუსში, მოძებნე თენგიზ წიკლაური” და მასეთები დაგვიწყო.. თან იმდენად “ხისთავიანურად” იქცეოდა – ჩემი ნებაა, მე როგორც მინდა, ისე გავაკეთებ. სანამ მე არ მომინდება , არ დაგიბრუნებ, წადი, დარეკე პატრულში, ზუსტადაც ყველაფრის უფლება მაქვს.. მართლა ამომასხა, გული ისე გამიხდა, ზოოპარკში დიდ ნავებზე რომ მომდის ხოლმე, დავუწყე ამ ნადირს : “ნუ გავიწყდება, რომ რა ფულიც შენ მიგაქვს სახლში, ჩვენი გადახდილია” – მეთქი.

ანელი მართლა ეხვეწა და ემუდარა – დამიბრუნე, ადამიანურად გთხოვ, ადამიანებთან არ ურთიერთობ? ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მერხზე არ დამჯდარხარო? არაო, წადით ეხლა, თავი ნუ ამატკიეთო.. რომ შეჯდა ეს საქონელი ვირზე, ვეღარ ჩამოვაგდეთ.. ჯიუტად იმეორებდა – მე ყველაფრის უფლება მაქვსო..

მერე, პატარა ბავშვებს რომ ეუბნებიან – მეორედ აღარ იზამო? ისე ჰკითხა ანელის – კიდევ ჩაიდენ ასეთ რამესო? ფიცის დადება უნდოდა.. “მე, ანელი ჯემალის ასული ედიშერაშვილი, პიონერულ სიტყვას ვიძლევი, რომ არათუ შემოვჯდები მერხზე, არამედ ახლოსაც აღარ გავეკარები მას. დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ”.

მერე მე მომიბრუნდა და – რა გინდოდა შენ წეღან? შენ გაქვს სტუდბილეთიო? – ვაი, არა მეთქი.. – ხოდა, ვერ შემოხვალ ხვალიდან უნივერსიტეტშიო – (დამემუქრა ბიჭი) (არადა, აგერ ვარ:–))..

 ბოლოსდაბოლოს, დიდი ჩხუბის და ერთი ამბის შემდეგ, რომ დავსხედით და აღარ ავდექით, აგვიყვანა ადმინისტრატორთან, თავისნაირთან.. რომელმაც დაიწყო მორალის კითხვა, რომ “გოგო ხარ და არ არის ლამაზი, მერხზე დაჯდომა, ქართველები ვართ და რა წესდება გვინდა ამისთვის და..  უნდა ვაკონტროლოთ და…  ლევანი მარტო მერხზე ჯდომისთვის არ წაგართმევდა სტუდბილეთს და”…. როგორც სოფი გორელაშვილი იტყოდა – “არა, ორგია გვქონდა..”

 ბოლო წვეთი ის იყო – ამ დროს უნივერსიტეტში რას აკეთებთ, შინაგანაწესი არსებობს, რომ ლექციების შემდეგ არ შეიძლება აქ ყოფნაო.. დავალებაზე სახლშიც შეიძლება მუშაობაო.. რა გინდა, რომ ასეთს აუხსნა?

 საბოლოოდ (გუშინ) მაინც არ დაგვიბრუნეს ანელის სტუდბილეთი, უფროსს აქვს და ხვალ დილამდე არ იქნებაო..

ეს ამბავი დღესაც გაგრძელდა.. ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტის , ზეძვირფასი მე – 6 კორპუსის, ჟურნალისტიკის მიმართულების “თლა  უ(მ)ფროსი” სპეციალისტიც დაცვასთან ერთად აფუილებდა სიგარეტს.. ანელი როგორც კი მოვიდა, შევიდა დაცვის ოთახში და მოითხოვა სტუდბილეთი.. ეს ჩვენი გუშინდელი ამბავი გაუგია დაცვის “სხვა კაცებსაც”, დამლაგებელსაც.. როდესაც ანელიმ ჰკითხა “თლა უ(მ)ფროს” სპეციალისტს – აქვს თუ არა დაცვას უფლება, წამართვას სტუდბილეთი იმის გამო, რომ ჩემი ჯდომის მანერა არ მოსწონსო.. “თლა უ(მ)ფროსმა” უპასუხა:

– არა, მაგრამ აქვს უფლება შენიშვნის მოცემის..

 – შენიშვნის მოცემის უფლება ყველას აქვს ზოგადად.. მე მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება, ამისთვის წამართვას სტუდბილეთი..

შემოესივნენ მთელი “დაცვის კაცები” და დამლაგებელი – ეს ახალგაზრდობა ძველს არაფერს სცემს პატივს, წესიერად ჯდომა უნდა ისწავლონ”..

(მორალს გვიკითხავენ რა)..

 “უ(მ)ფროსი” სპეციალისტი ამბობს , არ აქვთ წართმევის უფლებაო და მეორე დაცვა ყვირის, არ დაუბრუნოო. ამაზე ანელი მიუბრუნდა ( თლა “უ(მ)ფროსს”) და – თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს? დამიბრუნოს სტუდბილეთი..

– აუ, დაუბრუნეთ რაააა (ხვეწნის ინტონაცია – კი დამნაშავეა, მაგრამ მიე რაა) .

საბოლოოდ დაუბრუნა  ადმინისტრატორმა (იმან, ტუალეტის გვერდით რომ აქვს რეზიდენცია)..

რა უნივერსიტეტშიც ვსწავლობთ, ისეთი დაცვის სამსახური და ისეთი ადმინისტრაცია გვყავს..

რა მიკვირს ყველაზე მეტად, სხვა ყველაფერი მოგვარებული აქვთ და ესღა დარჩა პრობლემა.. “მოწევა აკრძალულია” – ს განცხადების ქვეშ რომ ეწევიან სიგარეტს (არა მხოლოდ სტუდენტები, თავად ადმინისტრაციის “უ(მ)ფროსი ” წარმომადგენლები) ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არასალექციო პერიოდში ცარიელ აუდიტორიაში ხუთი გოგო თუ მერხზე იჯდა, ეს კანონდარღვევაა და ამის გამო შეიძლება საბუთების ჩამორთმევა და შეურაცხყოფის მიყენება..

როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა –  “ვიტიროთ ძვირფასო მკითხველებო ამაზე , თუ ვიცინოთ”? (ანუ ამონარიდი პირველი ქართული უნივერსიტეტის ცხოვრებიდან.)

 
16 Comments

Posted by on ივნისი 24, 2009 დუიმი თსუ

 

რა შეიცვალა

წუხელ ვფიქრობდი, როგორი იყო უნივერსიტეტი და კერძოდ მე – 6 ცისფერი კორპუსი შარშან და როგორია ახლა. ანუ რა შეიცვალა ჩემი თვალით..
შარშან  –  ჩვენს მიმართულებას სხვა ხელმძღვანელი თუ უფროსი სპეციალისტი ჰყავდა.
წელს – გამოიცვალა.. (უი, შარშან კაცი იყო ეს ხელმძღვანელი თუ უფროსი სპეციალისტი და ახლა ქალია (ესეც ხომ რაღაც განსხვავებაა?;-)
შარშან –  ლექცია 9 – ის ნახევრიდან იწყებოდა და საერთოდ ნახევარზე იყო ლექციები.

წელს  – 9საათზე ანუ სრულ საათზე.
შარშან  – ცხრილი სხვანაირ , უფრო ფართოუჯრებად დაყოფილ ფურცელზე ეწერა.

წელს  – ეს ფორმატი დაავიწროვეს.
შარშან – (როგორც მსმენია) რადიოსამონტაჟო კომპიუტერებს თითოეულს თავისი ყურსასმენი და ხმის გადამყვანი კაბელი ჰქონდა.
წელს –  (ეს უკვე კია არ მსმენია, საკუთარი თვალით ვხედავ დღეში 7-9საათს) კაბელი და ყურსასმენი კი არა, სულ ხუთი კომპიუტერი ირთვება (მუშაობაზე არაფერს ვამბობ), მეორე ოთახი კი მონიტორების (და უკვე მონიტორებს პროცესორებიც შეუერთდა) სასაფლაოა.
შარშან – მონიტორინგი 6საათზე არ ითხოვდა იგივე სამონტაჟო ოთახების გასაღებს, ან ითხოვდა და ვინმე კომპეტენტური პირი ამ პრობლემას აგვარებდა, ახლა ასეთი პირი აღარ არსებობს ალბათ (ესეც ერთი განსხვავება გამოხტა).
შარშან უნივერსიტეტის კედლებზე გაკრული იყო წარწერა – თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
წელს აწერია – გმადლობთ, რომ არ ეწევით. (პროგრეეეეს..)
შარშან გოგონების ტუალეტში სარკე რა იყო, არავინ იცოდა, ახლა ანუ რამდენიმე დღის წინ ესეც ეღირსა.
შარშან იმავე გოგოების ტუალეტში მხოლოდ გოგოები აბირჟავებდნენ, ეწეოდნენ სიგარეტს და მიირთმევდნენ გამაგრილებელ წვენებს.
წელს – მათ დაემატათ ბიჭებიც.. ასე რომ, რომ შებრძანდებით (მანდილოსნებს მივმართავ) შესაძლოა მამრობითი სქესის ადამიანი დაგხვდეთ წამოსკუპული (სკამზე), რომელმაც შესაძლოა, არ მიაქციოს ყურადღება შენს აღშფოთებულ და გაოცებულ სახეს და არხეინად გკითხოს – სიგარეტი თუ სხვა ამბავი? თუ ეტყვი – სხვა ამბავიო, შეიძლება დაგდოს პატივი და დაგტოვოს..
ბოლოს, შარშან  მე – 2 კურსზე ვიყავი, ახლა მე – 3-ზე ვარ..  კიდევ შარშან იმას ვფიქრობდი – ნეტა ნელა გავიდეს დრო, გავიხანგრძლივო აქ ყოფნა თქო, ახლა – ერთი სული მაქვს როდის გავასწრებ აქედან..
პრინციპულად რამე შეიცვალა?

 
2 Comments

Posted by on მაისი 20, 2009 დუიმი თსუ

 

“პროფესურა ჰგიეს უკუნისამდე”

ამასწინ მე ჩემი ჯგუფელი – თამუნა პირველ კორპუსში გადავედით, ხუბუას კომენტარის ჩაწერა გვინდოდა, საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით.. მისმა პრესსამსახურმა ორი დღის წინ ჩაიწერა კოორდინატები და დაგირეკავთო, მაგრამ რაკი არ გამოჩნდა, თავად გადავაკითხეთ..
ხოდა, დაცვის სამსახურზე მინდა “პაწია” დავპოსტო:-)
50წლამდე კაცი იყო ხუბუას კაბინეტთან, შევიდა, შეატყობინა “ჩვენი ვიზიტის” ამბავი – მერე კი გამოგვკითხა კიდეც, ჩვენი ჟურნალისტები ხართო?
– კი თქო..
– ბელქანიასები ხო?
– მმმ, ხო, ბელქანიასები..
– ვეკუასები..
– არა, ვეკუა წავიდა..
– ვა, აღარ არის ვეკუა ხელმძღვანელი?
– ხელმძღვანელი კი არა, უნივერსიტეტში აღარ არის..
– მართლა? რა საინტერესოა.. თქვენთან ვინები არიან? ჩიკვილაძე თქვენ მოგესწროთ?
რომ ვუთხარით, მოგვესწრო კი არა, ახლაც აქ არის თქო, ძალიან გაოცდა..
– ვინ კაცო, ჩიკვილაძე, დალი ჩიკვილაძე კიდევ მანდ არის? თქვენ გასწავლიდათ?
ამაზეც თანხმობა რომ მიიღო, მერე ისიც გვკითხა – პირველივე გასვლაზე ჩააბარეთ გამოცდაო? თამუნამ გააოცა – 98 ქულა დამიწერა დალიმო და ჩემმა 87მა ქულამ ასე ვეღარ განაცვიფრა რა თქმა უნდა..
მოიკითხა თათია მჟავანაძე, ირინა ღვინერია..
ანუ, ძველი სასტავი მანდ ყოფილა მაინც.. იბერი არ გეხსომებათ თქვენ, ელდარი..
რა არ გვეხსომება, ახლაც იქ არის
– ელდარი? ელდარი მანდ არის? ყოჩაღ ელდარს..
იბერის შემდეგ ლეონიძე და ტაბიძეც მოინდომა, მაგრამ “სამწუხაროდ” ჩაუვარდა კოვზი ნაცარში.. ამასობაში გამოვიდა პრესსამსახური და ხარისხის მართვის უზრუნველყოფის უფროსთან გაგვაგზავნა ინტერვიუზე – სამაგისტროზე ის უფრო კომპეტენტურია და იმას ელაპარაკონ და თუ სხვა საკითხზეც უნდათ საუბარი, შემოვიდნენო..
ვოტ ტაკ..
არა, მაიც რატომ გაუკვირდა იმ კაცს?
იმედია, ოდესმე ჩემი შვილი არ მოითხოვს – თსუ –ს ჟურნალისტიკაზე მინდა სწავლაო. რა გარანტია მაქვს, რომ “ისინი” ისევ აქ არ იქნებიან?

 
%(count)s კომენტარი

Posted by on მაისი 5, 2009 დუიმი თსუ