RSS

Category Archives: ღია რადიო

ჩემი მეგობარი თამუნა ანუ ბედისგან ჩაგრული:-)

ეს პოსტი არის დაბულეტებული ამბავი ბედისგან და ლექტორებისგან დაჩაგრული ჩემი მეგობრისა.

დღეს, მე, თამუნა და ანელი ვლაპარაკობდით საგნებზე, ლექტორებზე , მერე ხან იქით მოვედეთ, ხან აქეთ და და რაღაცები გავიხსენეთ. კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ ის, რომ განა შეიძლება იმდენი რამე დაემართოს თსუ-ში სწავლისას ერთ ადამიანს, რაც თამუნა ლემონჯავა ემართებოდა ხოლმე? მოდი, პირდაპირ “დავაბულეტებ”:

1) დალი ჩიკვილაძე : ვინც თსუს ჟურნალისტიკის მომართულებაზე სწავლობდა, ალბათ, მათ 98%-ს დალი ჩიკვილაძესთან შეხება ერთხელ მაინც ჰქონია და ისიც იცის, რომ თორმეტფურცლიან რვეულ”ზე” გაშინაარსებული “ქვათა ღაღადი” გამოცდაზე საშვის ტოლფასია, ნუ, საშვზე მეტი. განა შეიძლება, რომ გამოცდის დღეს დაგრჩეს მაინცდამაინც და ამის გამო, ძლივს გადარჩე გამოცდის ჩავარდნას?

რაკი, ეს შეიძლება ცოტა ნაცნობი იყოს, შემდეგზე გადავიდეთ.

2) საქართველოს ისტორია – მთელი სემესტრის მანძილზე, ზამთრის ყინვაში 9-ის ნახევარზე ისტორიის ინსტიტუტთან არაერთხელ შევხვედრივარ თამუნებს. (ახლა გამახსენდა, საიდან გაგვახსენდა ლემონჯავას უბედობა. შეყილაძე ჩიოდა : ვაჟა კიკნაძემ 91 ქულა როგორ დამიწერაო და მერე თამუნა ლემონჯავას ხვედრი გაგვახსენდა) თამუნა ლემონჯავას, მგონი, ლექცია არც კი ჰქონდა გაცდენილი. (თუ კი – თითზე ჩამოსათვლელი) სემესტრის ბოლოს კი მოხდა რა – ლექტორმა დაუკარგა დასწრება – აქტიურობის 30ქულა. ეს არაფერი, ეკარგებოდა გამოცდის ქულაც, თავად რაიონში იყო საშობაო არდადეგებზე და თამუნა შეყილაძე თავის ქულის გასაგებად რომ წავიდა, მისიც იკითხა. – გამოცდის ქულა არ აქვსო – ეუბნებოდნენ კომპეტენტური ადამიანები. Mანელი და თამუნა მიაწვნენ – როგორ თუ არ აქვსო; – როგორ და შეიძლება ნული ეწერაო – იმ კომპეტენტურმა პირმა. არ მოეშვნენ და საბოლოოდ იპოვნეს ის გამოცდის ნაშრომი – 30დან 26 ჰყავდა. Nნუ, დასწრება – აქტიურობის ქულები ცხადია, ვერ დაუძებნეს.

3) სოციალური ფსიქოლოგია – რადგან მასალა იყო რუსულად, თიოთქმის ყველაფერს თავად თარგმნიდა, ხანდახან მაიმუნობდნენ, წინასწარ წერდნენ სახლში და მერე “უდებდნენ” ლექტორს. (ეს თამუნა შეყილაძეს არ ეხება. მას არა თუ გადაუწერია ოდესმე ან უცდია გადაწერა, არამედ არც კი გაუფიქრია ამაზე ხოდა, თამუნა ლემონჯავას ნათარგმნი მასალით წერდნენ ერთობლივ თემებს და დაბალ ქულას ყოველთვის უწერდნენ თამუნას. ერთხელ, ანელიმ სიტყვასიტყვით გადაიწერა კოლოკვიუმი მისგან – ანელიმ თამუნასგან გადაწერილ თემაში მიიღო – 14ქულა, ხოლო თავად თამუნამ – 9:

4) რადიო – სემესტრის მანძილზე ხუთი კაცი (თამუნა შეყილაძე, ანელი, ინგა, თამუნა ლემონჯავა და მე) ერთად ვმუშაობდით, საათნახევრიან – ორსაათიან გადაცემებს ერთად ვაწყობდით, დილით 9 საათზე სამონტაჟოში ერთად ვიყავით, საღამოს დარბაზში ხუთივე ვისხედით და მომავალ გადაცემას ვგეგმავდით. სინქრონებზე ერთად დავდიოდით. საგამოცდოდ მართლა ერთად ვმუშაობდით, უცნაურ იდეებს ვიფიქრებდით, ვხალისობდით, რაღაც “ჰარმონიული ხუთეული” ვიყავით, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. სადაც გამოცდას ვაკეთებდით, “იმ ადგილას” დილის ათიდან, ღამის ათამდე – გადაცემის აწყობამდე ჩვენ ხუთნი ვმუშაობდით . მოკლედ, იმ პროგრამის (რვა საათის) დაგეგმვა – გაკეთებაში ხუთივე ვიღებდით მონაწილეობას, და საბოლოოდ ჩვენი ხუთეულიდან ოთხს “ჯილდოდ” ასი ქულა შეგვხვდა, მას კი – 88:-)

განა ეს სატირალი არ არის?:)))

5) ინტერკულტურული კომუნიკაცია –ჰქონდა მხოლოდ ერთხელ გაცდენილი და სემესტრის ბოლოს ნოდარ ბელქანია ეკითხება : შენ რა, საერთოდ დადიოდი? რატომ აცდენდიო?. გამოცდაზე ლექტორი ყველას ეკითხებოდა : აბა , რა ისწავლეთ ამ საგნიდანო და თამუნას ჰკითხა : შენ საერთოდ ისწავლე რამეო?:-)

განა ეს სატირალი არ არის? და ვინ მოთვლის კიდევ ასეთი რამდენი..

ხოდა, ერთ-ერთი ბოლო ასეთი ამბისგან, მე, ანელი და თამუნა ჯერ ტელეფონით ვცდილობდით გაგვერკვია, მერე კი ვერის პარკში მსხდომები ვფიქრობდით : რა იყო მიზეზი. დავასკვენით, რომ მიზეზი იყო, ის, რომ თამუნა არ “ჩანდა”. არ იყო თავგადაჭმული აქტიური (მიუხედავად იმისა, რომ საქმეს აკეთებდა ბევრისგან განსხვავებით, რომლებიც მინიმუმ გაკეთებულს მაქსიმუმად ასაღებდნენ და სწორედ იმ ძალიან აქტიურების ფონზე ჩაიკარგა:)

დღეს გაიხსენა თამუნა შეყილაძემ – ირა ღვინერია იყო ერთადერთი, ვინც ამოიცნო ზუსტადო. “ქულებს რომ ვაჯამებდით, მისი გვარი რომ ამოვიკითხეთ – თქვა – ეს არის ის წყნარი და ჩუმი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი გოგო და ფრიადი დაუწერა” – იხსენებს თამუნა შეყილაძე ჩვენთან საუბარში:-P

ქალბატონო ირა, როგორ დაგემართათ ეს ა??:-) რანაირად გამოვიდა ასე?

და ახლა ის ორი უიღბლო ფაქტი, რომელიც ლექტორებთან არ არის დაკავშირებული:

1) შარშან , 23ნოემბერს თამუნა ლემონჯავა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც as lives გასაკეთებლად შარდენს არ მიასკდა , ჩაჯდა ავტობუსში და გაემართა ტელეკომპანია “იმედთან” დაგეგმილი აქციისკენ. და მას ექნებოდა ერთადერთი “ექსკლუზივი” და ჩვენსავით არ ჩაქინდრავდა თავს პაიჭაძის სიტყვებზე : ხუთმა კაცმა მომიტანა რეპორტაჟი შარდენიდანო:-D

რა დონის უიღბლობა უნდა გჭირდეს, რომ “რადიოსაჟურნალისტოდ” წასულს ავტობუსში ჩანთა გაგიჭრან და მაინცდამაინც ის უბედური დიქტოფფონი ამოგაცალონ?

განა ეს სასაცილო არ არის?

2) განა შეიძლება მხოლოდ თამუნა ლემონჯავა არ გამხდარიყო მაინცდამაინც სამაგისტრო გამოცდის დღეს და საათს ცუდად? განა მხოლოდ მისთვის არ უნდა ეპასუხა სასწრაფოს ექიმს თუ ექთანს : შენ თუ ცუდად ხარ, მე რა გიშველო, სასწრაფო ვარ , ის კი არაო?:-D ბოლოს , ისევ ეს უნდა შეშველებოდა: წნევა მაინც გამიზომეო:-)

განა ეს სასაცილო არ არის?

თქვენს გახარებას, არ დაიწყოთ : დედა, რა ცოდოაო.. ისე კარგად ”ვხალისობდით” ხოლმე მერე ამეებზე, რამე რო ხდებოდა ”ისეთი” – ამბობდა : ნუ, ასე რომ არ მომხდარიყო, ეს გამიკვირდებოდაო:-)

თამო, არ მეჩხუბო ამ პოსტზე რააა:-)))
მარტო ჩემი იდეა არ ყოფილა – სამივეს გვეკუთვნოდა:-P

 
8 Comments

Posted by on დეკემბერი 1, 2009 in ღია რადიო

 

დასასრულის დასაწყისი ანუ ბოლო კურსის პირველი დღე მეექვსეში

დაიწყო სწავლა:)

როგორც ყველა წელს, წელსაც ცუდი ამინდი იყო, უფრო ზუსტად ყველაზე ცუდი..

მეც ჩვეულებრივ წავედი თსუ – ში..

სტუდენტები, სტუდენტები, სტუდენტები…  ამდენი პირველკურსელი მეექვსე კორპუსში პირველად ვნახე, ყველგან ისინი იყვნენ. აბნეულები, დაბნეულები.. ჩემი თავი გამახსენდა, მაშინ ახალი დაწყებული იყო ინტერნეტით საგნების არჩევა. თან პირველები ვიყავით, ვინც  ფაკულტეტზე ჩავაბარეთ და არა სპეციალობაზე. მოკლედ, ძალიან დიდი არეულობა იყო.. მაშინ დეკანატიც პირველ კორპუსში იყო, მაგრად ვყაყანებდით ბავშვები. დათო პაიჭაძე და კიდევ ერთი კაცი (არ ვიცი ვინ:) შევიდოდნენ დეკანთან (მაშინ სოსო სალუქვაძე იყო), გამოვიდოდნენ – მალე იქნება ცხრილიო:)) შევიდოდნენ, გამოვიდოდნენ:)

მაშინ მეექვსე კორპუსში ამდენი ხალხი არ დადიოდა..

ახლა სოც – პოლიტების ბუდე ჩვენს საწყალ, ცისფერ , ფუნდამენტკურთხეულ კორპუსშია, ამიტომ ყველა კითხვა აქ ირკვევა, ყველა ცხრილი აქ უნდა ნახონ..

თუმცა, რატომ საწყალი (მეექვსე კორპუსს ვგულისხმობ) ? ძალიან ბევრი ცვლილება –
ტუალეტში – ქაღალდი, საპონი, ხელსახოცი.

ყველა სართულზე ახალი “სასტენდო” დაფები წარწერით  – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. (მერე რა, “” თუ უკვე მოუძრიათ “მავნეებს” (სკოლიდან მოყვებათ ხოლმე:))ახალი სანათები, ნათურებიანი და მინაში ჩასმული ცხრილები – მუზეუმის ექსპონატივით..შელაზებული დარბაზი..

სამონტაჟოში ვისნდოუსგადაყენებული და ნორმალურადმომუშავე კომპიუტერები. (ჩვენ ვაფუჭებდით, თორე:P:P

მეორე სართულზე ახალი კომპიუტერული ცენტრი – ახალთახალი კომპიუტერებით და მაგიდა-სკამებით. (დათო ბერიკაშვილმა თუ ირინე დარჩიამ შეასრულეს პირობა:) მადლობა მათ:))

ხო, ახლა მაგისტრატურის ამბავიც – ჟურნალისტიკაზე ჩაირიცხა ოთხი ბავშვი. “ჩემი თამუნა” (რა უნდოდაა, დაბნეული იყო ამ ზაფხულში ეს ბავშვი და:)):)), კიდევ ორი გოგო და ერთი ბიჭი..

ხოდა, ცხრილებზე ჩიოდნენ – შუადღეზეა ყველა ლექციაო. მაგრამ ყველაზე მთავარი – უნდა ისწავლონ ის საგნები, რაც უკვე ნასწავლი აქვთ – იგივე საათობრივი დატვირთვით, იგივე ლექტორებთან.. (აბა რა გეგონათ? ბოროტად მოხითხითე სმაილი:))

ეს მაშინ, როდესაც ორიოდ კვირის წინ თათია მჟავანაძე თავის კაბინეტში დათო პაიჭაძის მაგისტრატურაზე ამბობდა, რომ მაგისტრატურაში ასწავლიან იგივე საგნებს, რასაც ბაკალავრიატში. გამოდის, რომ ერთსა და იგივე ცოდნაში სხვადასხვა ხარისხს აძლევს სტუდენტს და ამიტომაც სამართლიანად აპროტესტებდნენ ბავშვებიო.. (ნუ, მე ბავშვებისგან არ გამიგია ეს პროტესტი, უბრალოდ, ვეკუას ინტერვიუ მაქვს წაკითხული ასავალ-დასავალში და იქ ამბობდა მსგავსს).

ეს მაშინ, როცა “მედია და ახალი ტექნოლოგიები”  იყო არაჟურნალისტებისთვის და ამათი პროგრამა კი  სწორედაც რომ ჟურნალისტური განათლების მქონე ბაკალავრებისთვის არის განკუთვნილი .

ძალიან მაგარი – იმ ოთხიდან ორი თუ დაფინანსებას ვერ მოიპოვებს, არ აპირებენ დარჩენას. მესამეს ცხრილი არ აწყობს და თუ დარჩა მარტო თამუნა, მერე ნახოს მაგან:)) მარა, იმედია გაითვალისწინებს იმ რჩევას, რასაც მე და ანელი ვაძლევთ და:)))

ჰო, ეს მერე:))

 
14 Comments

Posted by on სექტემბერი 28, 2009 in ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , ,

“ჩემი მუსიკა”

ეს სახელწოდება ღია რადიოს ერთ-ერთ გადაცემას ერქვა, იმ გადაცემაზე არაფრის დაწერას არ ვაპირებ ცხადია, უბრალოდ გამახსენდა:)
ამ პოსტში გავაკეთებ მცირე მიმოხილვას იმისა თუ როგორ მექცა ჰობად “ისეთი” მუსიკის მოსმენა, დაჩეხვა – მაიმუნობა ანუ ანტიპრომოების კეთება. (არადა, სიმართლე რომ ვთქვა, იყო დრო, როდესაც სოფელში “თამუნას დავარქმევ მე ჩემს გოგონას“, “ისევ მიმატოვე, ისევ გამიბრაზდი, ისევ აირია ჩემი კარტი” თუ “რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობ” – ზე სიამოვნებით მიცეკვია და მერე “ვიღაც-ვიღაცების” გამო ნოსტალგია რომ დამწყებია, ძველ დროსთან ერთად ეს სიმღერებიც გამიხსენებია:)))

music20notes

გუშინწინ ღამე Full Circle – ს ვეძებდი აეროსმიტის შესრულებით, ავოეზე ვერ ვნახე და მუს.ჯი ზე შევედი. ამასთან ერთად ” უცნობი მომღერლის” “თინიკო ამოაგდო – გამახსენდა ჩემი ყოფილი პროფესია – ანტიპრომომეიკერობა და რადგან ძალიან არ მეძინებოდა, ღამის 4საათზე unknoun artist “დავსერჩე”.
ამოყარა და რა ამოყარა:)
“განა მე შინი ცოლობა მინდა,
განა მე შენი სიყვარული მკლავს,
პროსტა მე შენი დილიხორი მაქვს,
ასე ლამაზი თვალები რომ გაქვს”.

ასეთი 16-17 სიმღერა.. მეც კი არ მქონდა მოსმენილი:)))
ვეცი “აუდიშენს”, დავჭრა-დავჩეხო მეთქი, მაგრამ რადგან ჩემს აუდიშენს რღრაც ანომალია სჭირს – ერთხელ “აუდიშენშიჩანაგდები” ფაილი მეორედ აღარ იხსნება – ვერ მოვახერხე ჩემი ანტიპრომოებისთვის მარგალიტების შემატება (მომავალ თაობას ხომ უნდა:)))

რას ვფიქრობ მე ამ მუსიკაზე? “სად წერს ეს ხალხი საერთოდ”?…

ზოგი მეუბნებოდა – მართლა გიყვარსო:)
მაგ – ანელი:)
ერთხელ დათო პაიჭაძემ მითხრა – სერიოზული საფრთხეა, მართლა არ შეგიყვარდეს ეს სიმღერებიო:))
ერთხელაც, იმავე დათო პაიჭაძეს უნდა მოესმინა გადაცემა “ჩემი მუსიკა” და ეს ვისი გაკეთებულიაო? – ჩემი მეთქი. გაეცინა და – მე ვიცი, თქვენი მუსიკა რაც არისო🙂 კი გაიხუმრა, მაგრამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი ყოველთვის არის:-)

სადაც კი რა ანტიპრომო “გაიჟღერებდა”, სულ რომ ჩემი გაკეთებული არ ყოფილიყო, “უცნაურ” ქართულ სიმღერებზე მე მიყურებდნენ ხოლმე.. ჩემს სამარკო ნიშნად იქცა:)
მოკლედ, ეს სიმღერები მართლა მიყვარს, ვაღიარებ:)
მაგრამ როგორც “თქმულა”, სიყვარული არის სხვადასხვა სახის:) ჩემი სიყვარული არის შემდეგი:

რაც უკვე ვიცი, ვთქვათ, “ლერწამისა და ტანი შენის” აღარ მოვუსმენ ასი წელი, მაგრამ ახალ სიმღერას რომ ვნახულობ, უცნაური, სასაცილო შინაარსის მქონეს – სიამოვნებით გავდივარ ბოლომდე და იმ შინაარსზე მაგრად ვხალისობ. “დაჟე” რაღაცებს ვინიშნავ კიდეც:)
მოდი და ნუ იხალისებ – “მხოლოდ ერთხელ შემხვდი, შენ ჩემო ფერია, მხოლოდ ერთს გაკოცებ ნაზი მოფერებით და სახლში გაგიშვებ თუკი გვიანია”:)
მაგრამ სასტიკად არ მიყვარს, მარტო რომ მიწევს ამის მოსმენა.. რადგან მინდა “ჩემი აღმოჩენის სიხარული სხვასაც გავუზიარო, ამიტომაც ახალ სიმღერებს რომ “ვიშოვნიდი” ხოლმე, სასწრაფოდ ჩავურთავდი ბავშვებს “შესაფასებლად”..
ისე, ამ თემაზე წერით იმდენს მივაღწიე, რომ ჩემს ბლოგთემებში სავსეა – სურამელაშვილი (არადა, ეს დონეა:), “ქვაზე დახატულს“, “რა ვქნა რომ “ბედი არ მწყალობს” და მსგავსი.
ბოლოსთვის ისიც უნდა ვაღიარო, რომ მანამ, სანამ ანტიპრომომეიკერი გავხდებოდი – ვუსმენდი რუსულ-ქართულ პოპს, არ მიყვარდა ირაკლი ჩარკვიანი, არ ვიცოდი ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი “ბითლზელები” რომ იყვნენ:)
ლედ ზეპელინი გაგონილი არ მქონდა და ჯენის ჯოპლინი კაცი მეგონა:)
ვოტ ტაკ:)
აბა ახლა მკითხეთ? :))

 
14 Comments

Posted by on სექტემბერი 13, 2009 in ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , ,

“ლასის” ფენომენი

ლბი, ლფი. ლპი
ლძი, ლცი, ლწი..

მოკლედ, რბილი “ლ”…

ჩემი ამჟამად ყველაზე გადაულახავი პრობლემა:)

326bo675okstysdty

პირველად რომ აღმოვაჩინე თუ აღმომაჩენინეს, მეორე კურსზე ვიყავი.. ქართულს გავდიოდიდა ლექტორმა ბავშვებს შეამჩნია და დავალება მისცა “დღეში სამჯერ ჭამის წინ ლ-ზე ივარჯიშეთ სარკის წინო”. გამეცინა ამ სამჯერ ჭამის წინ-ზე.. შენ რაღა გაცინებსო და მე უარეს დღეში ვყოფილვარ..
მეც მომცა იგივე დავალება.. მაგრამ ვარჯიშს თავი დავანებე რატომღაც მას შემდეგ, რაც ერთხელ სემინარის ჩაბარებისას დამაყენა დაფასთან და ხმამაღლა დამაწყებინა “ლ”-ს შემცველი სიტყვების გამეორება.. მე რო ვარბილებდი, თავად მაჯავრებდა და ბავშვებიც იცინოდნენ…. მაშინ იმაზე ხათრიანი და ჩუმი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ, გავბრაზდი, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვუთხარი და მის ნაცვლად საკუთარ თავზე ვიყარე ჯავრი – თავი დავანებე ვარჯიშს, რითაც გავითხარე სამარე:)

მეორედ სტუდიაში, შარშან ოქტომბერში, რადიოგადაცემა ახალი დაწყებული გვქონდა და მეორედ ვიყავი სტუდიაში შესული ხმის ჩასაწერად. პირველი დავალება მუსიკალური პრომოს გვქონდა და მაშინ არ შემეტყო იმდენად გა”ლ”იება,
ვოისერის ტექსტი რომ ჩავწერე და გამოვედი, ფაილის დამახსოვრებისას კახა ოპერატორი მეკითხება – რა გვარი ხარო? ვუთხარი. მეგრელი გყავს ვინმეო? არა მეთქი.. აბა, რა მეგრული “ლ” გაქვს რა არისო..
იმის შემდეგ, ყოველ ორ ჩაწერაში ერთხელ მეუბნებოდა..
შევეცადე გამეხსენებინა სავარჯიშოები და მემეცადინა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობდი , მით უფრო მიჭირდა, ხშირად ვჩერდებოდი სიტყვის იმ ადგილას სადაც “ლ” იყო და ვცდილობდი გამემაგრებინა.. უჰ რაღაც საშინელება გამომდიოდა..

image_large

მერე, ანუ მეორე სემესტრში სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში მივაღწიეთ “თეატრალურის კარებამდე” (დიდი მადლობა ირინა დარჩიას, რომელიც დაგვეხმარა და მიუხედავად დაგვიანებისა, მაინც გაგზავნა რექტორის თხოვნა ჩვენი გვარებითურთ).. ლექცია კვირაში ერთხელ გვქონდა, ჩვენც ყოველ პარასკევს თატრალურისკენ გზას დავადგებოდით ხოლმე…
იქ “აღმომიჩინეს”, რომ “ოუ”-ს თუ “უუ”-საც ცუდად წარმოვთქვამდი, კიდევ ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი საერთოდ, ლექტორმა – ტუჩის კუნთები საერთოდ არ გიმუშავებს, მოდუნებული გაქვსო:) მეტი ძალიან ისეთი პრობლემა არ მქონია.. მაგრამ ლ-ზე რომ მივედით, მაშინ ოოოო.., ყველაზე რთულ დღეში მე ვიყავი.. სამაგიეროდ უცხო სიტყვებს, სადაც “ლ” რბილად უნდა წარმოითქვას , სხვებს რომ უჭირდათ, მე ისე კარგად ვაკეთებდიიი:)))
მერე ანელიმ მოიფიქრა – მოდი, ისეთი სიტყვების ლექსიკონი გავაკეთოთ, სადაც “ლასი” არ იქნება, ყველა სიტყვას ხომ აქვს სინონიმიო.. მაგრამ ვერ შეეგუა იმას, რომ ვერ იტყოდა ლედ ზეპელინს, პლანტს, ოლივერ კანს, ანელის, ედიშერაშვილს.. ბოლოსდაბოლოს სურამელაშვილს და “ლერწამის და ტანი შენი”-საც კი ვერ ახსენებდა:))

ნუ, 15კვირიდან “ტაკ მინიმუმ” რვა გაგვიცდა – სამი-ოთხჯერ ლექტორმა გაგვიცდინა – ვიღაც დაეღუპა, მერე სპექტაკლი ჰქონდა… მერე აქციების პერიოდში თეატრალურს ადრე კეტავდნენ ხოლმე და ასე დავრჩით ისეთივე ან თითქმის ისეთივე მეტყველებით, როგორითაც ვიყავით:))
სამაგიეროდ, ლექტორმა ყველა უმაღლესი ქულით შეგვაფასა – ისინიც, ვინც ლ-ს ვარბილებდით, ისინი, ვინც არ არბილებდა და ისინიც, ვისაც პირველი ლექციის მერე არ უვლიათ:-)))
რადიოს ლექტორს “პერსონალურად ლასზე” შენიშვნა არ მოუცია, მაგრამ ბევრჯერ მითხრა, რომ საარტიკულაციო პაარატზე ბევრი მქონდა სამუშაო – “ჩემთვის მთავარია, როგორ ჟურნალისტიკას აკეთებთ , მაგრამ თუ სამაუწყებლო მედიაში აპირებთ დარჩენას, აუცილებლად დაგჭირდებათო”.
საგან “კონფლიქტების გაშუქების” საბოლოო გამოცდაზეც რადიორეპორტაჟი გავაკეთე – as life – დევნილთა დასახლება ხურვალეთიდან. ხოდა, ყველაფერი ადგილზე მქონდა ჩაწერილი.. რომ მოვასმენინე ლექტორს, ნინო ჟიჟილაშვილმა მითხრა – ლ-ს არბილებ მაგრამ ხან ურტყავ და ხან არაო:)
ეს გამახსენდა დღეს (უფრო ზუსტად გუშინ, ღამის სამი საათი დაწყებულა), როდესაც მწვანე ტალღაში მედეა იმერლიშვილმა წამაკითხა ტექსტი და მითხრა – “ლ” გაქვს ერთადერთი პრობლემა , მაგრამ ზოგან არ არბილებო…

ხოდა, ეს ამხელა პოსტი იმას, რომ “ლ”-იანებო ამა ქვეყნისa, შევერთდეთ და ერთად ვივარჯიშოთ:
ლმნი, ლმნე, ლმნა, ლმნო, ლმნუ, მნლი, მნლე, მნლა, მნლო, მნუ…

 
25 Comments

Posted by on აგვისტო 28, 2009 in ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , ,

დაგვიანებული პოსტი

დღეს მაილზე ძველ გზავნილებს ვათვალიერებდი და უცებ დამხვდა – თამუნას წერილი – სადაც მიგზავნიდა ვორდის დოკუმენტს განმარტებით, რომ ეს იქნებოდა “პატარა რეკლამა – ანონსივით რაღაც” – და აგვეტვირთა საიტზე ან ბლოგზე.. იმ დღეს გავიგეთ, რომ რადიო აღარ იქნებოდა და სადღა ავტვირთავდით, მერე დავიწყებას მიეცა საერთოდ და ახლა ვტვირთავ, მაინც:)))

 

ყოველ პარასკევს თქვენ უსმენთ :

1)

დღის შემაჯამებელი

საინფორმაციო გამოშვება:

pg48_microphone_713                 

        2)      ,,აისბერგის პრინციპი “

                                გადაცემა   განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ.  (ამ გადაცემას ჯერ ერქვა “განათლების რეფორმა”, მერე ვფიქრობდით: “ისმინე სწავლის მძებნელო”-ს ან “სწავლის ძირი მწარე არის”:))))

books

 

 

3 .   

  ,, ექსლიბრისი “_ გაგაცნობთ ახალ წიგნებს (წიგნის ჭია უნდა დაგვერქმია, მაგრამ მგონი ანელის არ მოსწონდა – წიგნის ჭიით შემოგიერთდებოთ, ცუდად ჟღერსო. მერე დათო პაიჭაძემ “მოიფიქრა”, მარა მთელი ლექცია გვიხსნიდა, რას ნიშნავდა. ანელიმ თქვა – პირველი გადაცემა სათაურის განმარტებაზე გავაკეთოთო:)

untitledk

 

4)

ღია მიკროფონი _

ჟურნალისტები თქვენთვის უცნობ ისტორიებს იხსენებენ.  (ამასაც ჰქონდა ბევრი სათაური, პირველი – ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (პრომოს ჩაწერინება დალი ჩიკვილაძისთვის გვინდოდა, ვისი თუ არა მისი ხმა უნდა გაფონვოდა უახლესი ჟურნალისტიკის ისტორიას:) მაგრამ, თამუნამ არ “მოისურვილა” ეს სახელი და დაარქვა ჯერ “ჟურნალისტის დღიური”, რაც “მიგვიბლოკეს” – ჰქვია უკვე გადაცემასო.. მერე გვინდოდა რაღაც ისტორიებთან დაკავშირებული, შემოგვთავაზეს “ნაცნობი ისტორია”, მაგრამ უცნობი რომ მოყვეს თქო? საბოლოოდ, შერჩა ღია მიკროფონი, თუმცა მერე გავიგეთ, რომ რაღაც სხვა გადაცემას რქმევია.. ასეა რა, ჯერ არ მოგიფიქრებია, რომ უკვე გაფცქვნიან:)

RadioStudio-Microphone

 

5)    გადაცემა ,,მწვანე ვაშლი” _ ჯანსაღი ცხოვრების  წესის შესახებ.  უჰ, აქ უნდა გენახათ, რა იდეების წამოვიდა – თავიდან ადამიანური სახელებს გვაწოდებდნენ – ვიტამინი ცე (მაგრამ , დემ რა დაგიშავათო?), ექიმი ჰაუსი და მასეთები უკვე “აფცქვნილი” დაგვხვდა.

მერე რო ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრეთ , შემოგვთავაზეს შარდის ბუშტი:-) ლათინურად:) მერე ირაკლი ხვადაგიანმა თევზის ქონიო..

მშვენიერია – ახლა ბითლზებს მოუსმინეთ, მას შემდეგ კი მე შარდის ბუშტით დაგიბრუნდებით:)

ან – თევზის ქონი დღეს ამით გემშვიდობებათ…

b09e7db74247c2a6

 

6)    ,,კვირის თემა”_ ქართული პრესა კვირის თემის შესახებ.  ნუ , ამის სათაური რაც იყო, ის დარჩა:))

Newspapers

7)

,,სპორტსმენთა პორტრეტები” – შინაარსი გასაგებია ალბათ, ამის სახელწოდებაც როგორც მონათლა ანელიმ, ის შერჩა:)

8532-sport-weetjes-sportlocaties

8)

,,ჩემი მუსიკა” _ ღია რადიოს ჟურნალისტები თავიანთ საყვარელ მუსიკასა და შემსრულებლებს წარმოგიდგენენ.  სულ ოთხი გადაცემა მოესწრო, შესაბამისად ინგას და თამუნა ლემონჯავას “ოჩერედი” ვერ დადგა:) ამის სახელწოდებაც ათამაშეს ბევრჯერ, პრინციპში, ეს სულ სხვა გადაცემა იყო და სხვა გადაცემის სახელს კი არქმევდნენ:)

music%20notes

ესაა რა:)

ყურადღება!!!

საავტორო უფლებები დაცულია:)))

 
7 Comments

Posted by on აგვისტო 27, 2009 in ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , , ,

მზეს ველოდეეეეეეები…

ძალიან რომ არ დამიძველდეს, გუშინდელ გასეირნებას (ყარაბახში არა) ვაკის პარკში მივპოსტავ ცოტას.
შევხვდით მე, თამუნა და ანელი.. უნდა გენახათ, 23აგვისტოსთვის რა შესაფერისად გვეცვა.

Photo-0146

თამუნას ზამთარში რომ აცვია ხოლმე ისე – თხელი კოსტუმი და ყელსახვევი. მე გრძელსახელოიანი და კაპიშონიანი ზედა.. აი ანელის – სპორტული ეცვა გრძელსახელოიანი და კიდე ხელზე გადაკიდებული დუტის “ბუშლატა” მოჰქონდა;-)
ჰმ, რა მაცინებს, კარგად კი მოვიხვიეთ მუხლებზე? აბა, “ჯანი” ხომ უნდა გაგვეთბო.

Photo-0145

დავსხედით, ვეძებდით მზიან სკამს.. აჰ, სად იპოვნიდი?
ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლებოდა ლაპარაკი – თსუ-ს და ილიაუნის მაგისტრატურაზე, მიმინოშვილსა და მის შვილზე, იბერზე, კოვაჩსა და როზენსტილზე, ნაირაზე, დონა ენრიკეტაზე 🙂 ნაპოლეონზე და რომის პაპებზეც კი..მოვყევით სიზმრები და ა.შ..
მერე ანელი და თამუნა ციყვებს დასდევდნენ სურათის გადასაღებად , მე კიდე ანელის და თამუნას..
მერე გამოიარა ერთმა ყმაწვილმა, “სიმპატიჩნიო” რო იტყვიან – ისეთმა. ჯერ იკითხა – საათი გაქვთო? -არა თქო.. (მართლა არ გვქონდა, მობილური კიდე არ უკითხავს, საათი უნდოდა).
მერე მიუბრუნდა ანელის – შუაში იჯდა) და – ამას გავიცნობ რააო? (თამუნასკენ მიუთითა).
– მე რას მეკითხები, ამას ჰკითხეო – ანელიმ.
– გაგიცნობ რაა – მიუბრუნდა თამუნას.
– არა, რატომ?
– გაგიცნობთ, სადმე დაგპატიჟებ ხოლმე და პატივს გცემ:-)
– არა, არ მინდა.
– რატომ არ გინდა?
-ჰყავს უკვე ადამიანი, ვინც პატიჟებს ხოლმე – (ეს ანელი ჩაერთო)
-აააა, საქმრო ჰყავს?
– არა, ქმარი..
– ქმარი? გილოცავ
და წავიდა..
ჭეშმარიტი ქრისტიანი არ იყო ახლა ის ყმაწვილი?
შემდეგ თამუნამ განაცხადა – ახლა ასე თბილად რო არ გვეცვას, ზაგარს მივიღებდითო.
-სად მივიღებდით, სად არის მზე? – აღშფოთდა ანელი.
-აი, ხო ანათებს.
-ნათებით ნათურაც ანათებს სახლში, დაჯექი და მიიღე აბა?:-))))

გასხივოსმებული “მე”:-)

Photo-0137

Photo-0134გათბა ჯანი, გათბა, უჰ, უჰ, უჰ, უჰ (ანუ, ანელი დუტი მუხლებზე:-)

იმის მერე კი სულ ვიყინებოდით და ვიყინებოდით..

 
10 Comments

Posted by on აგვისტო 24, 2009 in ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , ,

“პოსტლექცია” – :-))

გუშინ, ჩანთა დავალაგე, რომლითაც ბოლოს დავდიოდი უნიში, ბევრი რამ აღმოვაჩინე – ქვითრები ყველანაირი გადასახადის , ავტობუსის ბილეთები, ჩემი ჯგუფელის ფლეშკა, დიქტოფონი და მისი აქსესუარები, მისალოცი ბარათები, და რვეული – სადაც ერთი წლის მანძილზე ყველაფერს ვიწერდი (რადიოზე).. ჩანაწერები ლექციებზე – პირველი სემესტრის და ჩანაწერები – გადაცემის პრომოების, ლაინერების, ტიხრების, ტექსტების.
გული დამწყდა, რომ “ვიღაცას” სველი სალფეთქები ჩაუდია რვეულში და ისეა გაფუჭებული, რომ ნაწერი ძლივს იკითხება..
სანამ გაფუჭებული, “პოსტლექციას ჩაგიტარებთ”:-)

1) adobe audition 2.0
ბგერის სამონტაჟო პროგრამა.
F8 – მონიშვნა.
მარკერი არ იშლება – ფრთხილად..
F11-მონოს გადაქცევა სტერეოდ და პირიქით..
ხმის აწევ-დაწევა –
Effects-amlitude-amplify-მთლიანად.

პროპორციული-amplify fade
საწყისი და საბოლოო დონე,
ერთფაზიანი დადაბლება – amplication
ორფაზიანი..
ა) საწყისი დონე – 0, საბოლოოო -სასურველი.
ბ) საყისი გახდება საბოლოო და გათანაბრდება.
გ) ვანულებთ და ვუკლებ.

ხმების შერევა – mixpaste.

მიდით და ისწავლეთ მონტაჟი:-)))

დავალება – 8-10წუთიანი ინტერვიუს მონტაჟი. გავხადოთ 2-3წუთიანი სინქრონი.
მაქსიმუმ 30წამიანი მუსიკალური პრომო.

ვოისერი

ვოისერი იწყება მთავარი პრობლემის უმოკლესი გადმოცემით. , რომელიც შეიძლება დაიწყოს წამყვანმაც და ჟურნალისტმაც.

მაგ.ფოთში საცხოვრებელი ბინა ინგრევა. სიუჟეტს განაგრძობს თეა აბსანძე.

ხანგრძლივობა – 40წმ – 2წთ.
ინტრო და თხრობა. (ინტრო ანუ ლიდი. მ.ა).

მარტივი.
უსმინეთ საკუთარ ნაწერს..
დავალება – ვოისერი.

პაკეტი

დოკუმენტურ მალასაზე დაყრდნობით…
თემატური მასალა…

ავტორის ტექსტი,
რესპონდენტთა ხმები,
ხმები კოლორიტისთვი…
მდიდარი არქივი -gpb.ge
ადამიანები, რომელებიც თემასთან კავშირში არიან.
რეპორტიორი, სახელმწიფო მინისტრი,ვეტერანი, მოქალაქეები, სიმღერა, საპატრიარქო, სტალინი, (ეს ერთ-ერთ პაკეტში შემავალი ხმების “პატრონების ჩამონათვალი).

თითო ხმა 40წამამდე,
პაკეტი მაქსიმუმ 6წუთი, კარგია 4წთ.

შემადგენლობა)
შესავალი
თეზა ან არგუმენტი
კონტრარგუმენტი, ანტითეზა,
ხმოვანი კომპონენტები,
დასკვნითი ნაწილი.

ერთი თემა, ერთი მასალა.

ისიც ყვება, არ იმეორებს რესპონდენტის ხმას. (თუმც რამდენიმე დღის წინ, რეალურ რადიოში მითხრეს, რომ სინქრონის წარდგენისას უნდა გავიმეორო რესპონდენტის ნათქვამიც, მაგრამ მაინც ამ სიმართლის მჯერა:-)
ბალანსი მრავალმხრივია.

მასალის შეგროვება, მინიმუმ ორი მხარე.
გარემოსთვის დამახასიათებელი ხმები, კითხვებიც უნდა ისმოდეს მკაფიოდ,
ძალიან ბევრს ნუ ჩაწერთ..

ჟურნალისტის ხმა არაუმეტეს 1/4.

საინფორმაციო გამოშვება..

პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა,ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, განათლება, ეკოლოგია, ბიზნესსიახლეები, სასამართლოები, ხელოვნება-გამოფენები, რეგიონალური ახალი ამბები, კავკასიური ამბები, ტექნოლოგიური სიახლეები, სამეცნიერო ცხოვრება, ქალაქური ცხოვრება, ღამის ცხოვრება, კრიმინალი, აფიშა, ამინდი, სტიქიური უბედურება, შოუბიზნესი, კატასტროფები – დაფაზე ჩამოყრილი თემები, რასაც შეიძლება საინფორმაციოში შევეხოთ.
ვერნონ გენიოს ლითლი – ეს წიგნის თუ ავტორის სათაურია – წიგნი იმაზე თუ როგორ სამართლიანად ვერ იტანენ ჟურნალისტებს, ვინმეს არ გაქვთ?:-)
min.30წმ-ჰედლაინების კრებული.
პირველი დავალება – ლიდი რეზიუმეები, ოთხ კითხვას მაინც უნდა პასუხობდეს.
მთავარია რა? ანუ ამბავი.
4-5ნიუსი შეიძლება ჩაეტიოს.
ნიუსში დაძაბულობა კაია, 30წამში ვერ მოხდება.

ერთწუთიანი:
ა) ჰედლაინების გაგრძელება,
ბ) ოდნავ უფრო დაწვრილებით ყვები,
გ) სულ ორი ნიუსი, მოზრდილი თხრობა – პატარა სინქრონი კაია,
დ) შეიძლება იყოს ერთი ვოისერიც..

2და სამწუთიანი – ერთწუთიანის ტიპოლოგია.

5წუთიანი-ჩამოყალიბებული ნიუსები, სინქრონები აუცილებლად..

40წამზე მეტი არა კორესპონდენტის ხმა და 25წამზე მეტი არა – რესპონდენტის.
შეიძლება 15წუთიანი და 30წუთიანი.
ამინდი და ვალუტა.

ინტერვიუ

თემის შერჩევა და მერე რესპონდენტი.
ინტერვიუსთვის მზადება – ფაქტების დაზუსტება.
საინფორმაციო ხასიათის ინტერვიუ-ინფოს მოპოვება.
მსჯელობითი ხასიათის, კომენტარი, ჩივილები, გასართობი ინტერვიუ.
გამომწვევი და ცოცხალი.
რბილი და თავისუფალი სტილი
ინტერვიუს ფოკუსი,
არ ხართ მორჩილი მთხოვნელები – თუ ისინი თავის საქმეში არიან სპეცები, თქვენ ჟურნალისტიკაში ხართ მხეცები.

საკითხებს გავუგზავნით, შეკითხვებს არა.
მაქს ვებერი – პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური.. (ეს წიგნია, რო წამოვიზრდებით, უნდა წავიკითხოთ:-).

რამდენ ხანს გასტანს.
ორჯკერ მეტის მოჭრა ცუდია. (მონტაჟი იგულისხმება).
მასალა ესადაგება როგორც თემას, ისე რესპონდენტს..
კითხვა სხვა ფორმულირებით..
ინტერვიუს გაუქმება..
რესპონდენტის მომზადებაც..
შეკითხვები როგორ ისმის.
აუდიტორიას აინტერსებს მათი პასუხები და არა თქვენი კითხვები..
რესპონდენტთან არ კამათობ.
მოკლე კითხვები.
დახურულ შეკითხვებს ვერიდოთ..
ნუსხა.. (ეს არ ვიცი, რარომ მიწერია, ალბათ, საკითხების ან კითხვების ნუსხა იგულისხმება).
ლოგიკური თანმიმდევრობა..
ოპონირებული კითხვის წყარო მიუთითეთ..
სვამთ მსმენელთა კითხვებს..
კითხვაში იყის კითხვითი სიტყვა,
თითო ჯერზე თითო კითხვა.
ჰიპოთეზები კითხვაში არა – ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდა...
სპეკულაცია-განსჯა..
მხედველობითი კონტაქტი,
სიცილი შიძლება, გოდება არა.
არ არის ჩვენი საქმე კითხვებზე პასუხის გაცემა.
რბილი გარემო..

as life

შესავალი, ხმები, ინტერესის გარემო..
ჟურნალისტი წერს და ადგილზე იწერს ინტროს..
შესავალში სჯობს ატმოსფერო..
თხრობა და ჩვენება..
ინტრო,
ატმოსფერო და ადამიანის ლაპარაკი,
ჟურნალისტის ლაპარაკი სხვადასხვა ადამიანებთან, პატარ-პატარა ინტერვიუები,
სარწმუნოა, არის ჟურნალისტისადმი ნდობა, ართობს მკითხველს.
არ არის მონოტონური,
რადიოს stand up –
1. მე ვიმყოფები აქა და აქ.

2.ჩვენ ვართ იქ, სადაც რაღაც ხდება.
დიდი დოზით საკუთარ თავს არ აჩვენებ.

3. მთავარ პერსონაჟს უღრმავდები და მეტს ალაპარაკებ.

4. თვითონ აღწერ ყველაფერს..

სითამამე, კარგი ხარისხოს ჩანაწერი, აკუსტიკის ხარისხი, იდენტიფიცირებადი ხმები. მაქს 4წთ.
მონტაჟი, რომელიც საერთოდ არ იგრძნობა – უმაღლესი პილოტაჟი.

წარდგენა

ა) ჩემს გვერდით არის ის..
ბ) მე ვუახლოვდები მას..
გ) მე ვეკითხები მას..
დ) მოგმართავთ თქვენ, წარდგეთ,,
ე) გიშვერთ მიკროფონს და ახდენთ თვითწარდგენას.

აუდიოდღიური –
კითხვებს არ სვამ.
არაცნობილი.
ერთი-ერთზე – ჩამწერი და რესპონდენტი.
ტექნიკური უწიგნურობა.. (ეს არ მახსოვს:-) სავარაუდოდ, დიქტოფონი არ უნდა დაუტოვო ისეთს, ვინც აზრზე არ არის ამ ნივთის.).

მონტაჟი არ უნდა იგრძნობოდეს…
რაც უნდათ, ის ქნან..

სახელი, ასაკი, რას აკეთებს..
მაქს.5წთ.
აბერაციული მორალი… (ამის ზუსტი განმარტება მაინტერესებს, უფრო ზუსტად ამ ფრაზის – აბერაციული მორალის კოორდინატთა სისტემაში იყო ჩაკარგული. ამ ფრაზას ორი მსუყე სიტყვა გადმოსცემს მარტივად, რომლებიც არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს:-)

სულ ეს იყო.. დილის პროგრამა დამრჩა, რომელიც არ იკითხება – უნდა იყოს ცოცხალი, სიმხნევე ხმაში, არ უნდა იყოს დამთრგუნავი.. დილის ბლოკზე ამ ლექციის იქითაც ბევრი ვიცი ჩემი ჯგუფელების წყალობით. (სადიპლომო გააკეთეს – დილის ბლოკი რადიოში და ზეპირად ვიცი მათი ნაშრომი:-)

გამოყენებული ლიტერატურა – გაუბედურებული (სველი სალფეტქით) კონსპექტი – დავით პაიჭაძის ლექციებიდან..

.