RSS

და დამთავრდა..

დღეს, ბოლოჯერ ვიყავი მეექვსე კორპუსში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი. დედა, გული მიფრიალებს და რა მეშველება მეთქი – არა, თუმცა, ცოტა მაინც დავნაღვლიანდი, დავნაღვლიანდი იმიტომ, რომ ოთხმა წელმა რაღაც თვალისდახამხამებაში გაიარა.
ნუ, იმის მიუხედავად, რომ უბრალო რაღაცებზე ვტირი ხოლმე, სენტიმენტები მაინც მძულს, ხოდა, ვეცდები ცრემლების ღვარღვარის გარეშე შევაჯამო უნივერსიტეტული ოთხი წელი.

”ცოდნის ტაძარში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2006 წელს, ყველაზე ”პრესტიჟული” სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ყველაზე ”პრესტიჟულ” ფაკულტეტს, ბევრი აბიტურიენტი ეტანებოდა – ვერ ჩავაბარებ, ვერ ჩავაბარებ, ისე მაინც მეწეროს პირველიო. ასეთებს შორის, მეც ერთერთი მათგანი ვიყავი. 09-ს ოპერატორის სიტყვებმა -ჩაირიცხეთ პირველი პრიორიტეტით, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გამაოგნა.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გული დამწყდა, ტურიზმი ”მინდოდასავით” და დანარჩენ ჩამონათვალთა უმრავლესობაში, სწორედ ეს სპეციალობა მქონდა მითითებული. ნუ, რაღას ვიზამდი და 2006 წლის ”1 სექტემბრის” წვიმიან დილას, ( არადა, 1 ოქტომბერი იყო) თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ”მღელვარებით აღსავსე” და და ”გულანთებული” ვუსმენდი თსუ-ს ჰიმნს – ”დედა უნივერსიტეტს” …

განსაკუთრებულად კარგად კი, მეორე დღე მახსოვს, როდესაც ფაკულტეტის ”დეკნები” შეგვხვდნენ, მერე კი ამირან ბერძენიშვილის თუ სოსო სალუქვაძის კაბინეტთან ”ვჩოჩქოლებდით” და ”ბრძოლითა ჩვენითა ვიპოვებდით ცხრილსა ჩვენსას”. გივი, ახლა რომ მეექვსე კორპუსის აკვარიუმში იწონებს თავს, მაშინ სწორედ იქ ედო ბინა და გამოცუნცულდებოდა, შეცუნცულდებოდა – ნუ ხმაურობთო.

ახლა ცარიელია, აი, ყოველ ”1 სექტემბერს” უნდა ნახოთ, როგორ არის სტუდენტობა მიჯრილი ამ დაფებთან :))

პირველ კურსზე მეტისმეტი არეულობა იყო, დეპარტამენტიდან დეპარტამენტში სირბილი, გაურკვევლობა ცხრილებზე, ახლად დანერგილი ელექტრონული სისტემა, სპეციალობის არჩევისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი და წლის ბოლოს, სამუდამოდ დატოვებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და ჟურნალისტების ცისფერი და საყვარელი, ყოფილი მონკავშირის შენობის ”ბინად” არჩევა..

აქედან სულ მიყვარდა ხოლმე გადმოდგომა და შენობაში შემომსვლელთა დაზვერვა :))))

ოთხი წლის მანძილზე ბევრი საგანი ვისწავლე, დაახლოებით 40 ან ცოტა მეტი, დაახლოებით, ამდენივე ლექტორი მყავდა. არიან პროფესორები, ვინც საერთოდ აღარ მახსოვს და არის საგნები, სადაც აბსოლუტურად ტყუილად დავკარგე დრო და მე არაფერი მისწავლია, მაგალითად, აკადემიური წერა, სტატისტიკა, პოლიტიკური კულტურა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა… ყველას ვერ ჩამოთვლი და ცხადია, საგნის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
მაგრამ უფრო მეტი ვისწავლე. იმ საგნებს თუ ლექტორებს შორის, ვინც მართლა მომცა ცოდნა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელის და მნიშვნელოვანის გამოყოფა შეიძლება.

პირველ რიგში, დათო პაიჭაძე რომ არ ვახსენო, ჩემი ნაცნობები არაგულწრფელად ჩამთვლიან, მე კი, ასეთი არ ვარ 🙂 სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შემაყვარა ჟურნალისტიკა, მის დავალებებს ყოველთვის აზარტით ვასრულებდი და დაღლა ფაქტობრივად, არ მიგრძვნია, მხოლოდ მსიამოვნებდა და ახლაც, დრო თუ გამომიჩნდა ხოლმე, ბლოგისთვის ”ვურეპოტინგებ” ხოლმე ;))

მისი რამდენიმე ფრაზა ლექციიდან კი სულ მახსოვს :

”ჟურნალისტიკა თხზვა არ არის”, ”საკმაო არ გამაგონოთ”, ”არ იფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც უყურებთ, ”,  ”ჟურნალისტიკა კონკრეტიკაა”, ”არ იგრძნოთ თავი ვალდებულად, თუ ისინი თავის საქმეში არიან სპეცები, თქვენ ჟურნალისტიკაში ხართ მხეცები” – და სხვა ;)))ვგრძნობდი რომ მას ჩვენი, სტუდენტების გაკეთებული ”საქმე ” აინტერესებდა და მიფუჩეჩება არასოდეს უცდია, სტუდენტისთვის კი, მოტივაციისთვის ბევრი არაფერია საჭირო 😉 როდესაც ვხედავ, რომ თავს დავახლი, რაღაცას დავწერ, ლექტორი კი არც კითხულობს და ისე მიწერს უმაღლეს ქულას, საერთოდ ვანებებ მისი საგნის სწავლას თავს.

აქვე მოვაყოლებ, ”ღია რადიოს”, რომელიც უკვე ”გამოტირებული” მყავს ;)) ის პერიოდი ( შარშან ამ დროს), მუდამ დარჩება ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად. ეს იყო, ჩვენი, სტუდენტი ჟურნალისტების პირველი მცდელობა რაღაცის შექმნისა. მაშინ ვიყავით ყველაზე დამოუკიდებლები და თავისუფლები, ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა და ამით სიამოვნებას ვიღებდით. მაშინ გამოვცადე კარგ ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება – თამუნა შეყილაძე, ანელი ედიშერაშვილი, ინგა ბაჯელიძე, თამუნა ლემონჯავა – ეს ოთხი ადამიანი სწორედ იქ გავიცანი და ჩემი საუკეთესო მეგობრები და კოლეგები გახდნენ. ეს იყო ერთი, ”ღია რადიოს” იდეით გაერთიანებული გუნდი, რომელიც უსიტყვოდ უგებდა ერთმანეთს მუშაობის პროცესში, ღია რადიოთი ”სუნთქავდა” და აზროვნებდა ( 😀 დედა, ეს რა პათოსი და სენტიმენტებია, ეს ერთხელ მაპატიეთ ;)). თუმცა, დამთავრდა ”ღია რადიო” და დიდი მეგობრობა კი დარჩა 🙂

მაგრამ… მთელ მეექვსეში, ყველაზე მეტად, ეს ოთახები მიყვარდა ♥

ხოდა, ღია რადიო, დღეს, სწავლის დასრულების დღეს არ დამთავრებულა, უკვე ერთი წელია, მენატრება რადიოს სამონტაჟო ოთახები და სტუდია – თავისი ოპერატორებით, კახას ჯუჯღუნი, ავთოს – ”დაამახსოვრებინეთ გოგონებო, ვიკეტებით”. სხვადასხვა სტუდენტის გაოცებული შეძახილი – თქვენ ისევ აქ ხართ? რემონტს როდის იწყებთ?

მომენატრება დარბაზი, სადაც მუდმივად სიძველის განცდა და სუნია, თითქოს რაღაც მისტიკური, საღამოს თათბირების ადგილი იყო ხოლმე ;))

ლექტორებით დავიწყე, გადავუხვიე და ამიტომ უკან დავუბრუნდები. როგორ შეიძლება, მეექვსეკორპუსელ ლექტორებში რომ არ გამოყო ირა ღვინერია, უძალიანმაგრესი იუმორის მქონე ადამიანი, რომელმაც სულ სიცილ-სიცილით დაგვიწერა დაბალი ქულები ;))) რომელთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა, საგნის რა ვთქვა 😀

ასევე, ნინო ჭალაგანიძე, რომელსაც მეორე კურსზე რატომღაც ვერ გავუგე, მეოთხეზე კი – მის გამო ავირჩიე ” ბავშვთა საკითხები”.:-))))

უკარგესი, უადამიანესი და უჰუმანურესი გიორგი კალანდაძე, რომელიც მეოთხე კურსზე იყო ჩემი ლექტორი, ძალიან მწყდება გული, რომ მისი ლექციების ხშირად გაცდენა მიწევდა.

ნინო ჟიჟილაშვილი და მისი ორი საგანი. ”კონფლიქტების გაშუქების” გამოცდა და სტუმრობა ხურვალეთში არასოდეს დამავიწყდება.

კობა ლიკლიკაძე და მისი საველე ამბები, რა უნდა გააკეთოს/არ გააკეთოს ომის დროს ჟურნალისტმა.

ასევე, ( რაღა ასევე) თამაზ ჯოლოგუა, ადამიანი, რომლის დახვეწილი ქართულით წაიკითხული ლექციის მოსმენას არაფერი სჯობდა. ძალიან განათლებული და საყვარელი ადამიანი – მალხაზ მაცაბერიძე, რომლის ”მეგობრებო” პირველი კურსის შემდეგ, მახსოვრობაში დამრჩა. .. და ფსიქოლოგების ზურაბ მხეიძის თავისუფალი და ძალზე საინტერესო საუბარი ზოგად ფსიქოლოგიაზე.

ანტიკური ლიტერატურის სემინარის ლექტორის, თინა გიორგობიანის დღევანდელი სიტყვები – ”ჩემთვის მთავარი ის არ იყო, რომ სემინარებზე არ აქტიურობდი, შენმა კოლოკვიუმებმა და ნაწერებმა დამანახა, რომ აქ მსხდომ, 80 აქტიურ, კლასიკური მიმართულების სტუდენტზე უკეთ იცი ანტიკური ლიტერატურა და ამის მიხედვით გაფასებო” – მუდამ მემახსოვრება.

მომენატრება გაჭირვების ტალ-კვესი ნაირა მახაშვილი, ჩვენი ბიბლიოთეკარი ლია ( რომელიც აღარ არის ჩვენი ანუ მეექვსეს ”კუთვნილება”, მომენატრება კომპიუტეროლოგი ზაზა… და ალბათ, სხვებიც ;)))

მახსოვს, პირველი ორი წელი, ”მეექვსე” საშინლად მიყვარდა, სულ აქეთ ( რაღა აქეთ :/ მომიწევდა გული, სწავლის დაწყებაც სულ მიხაროდა ხოლმე, მესამე კურსზე, უნივერსიტეტის ”არაჯანსაღმა მიდგომამ” და მეექვსე კორპუსში დატრიალებულმა სკანდალებმა კი, ცოტა არ იყოს და, გული ამიცრუა, თუმცა, ღია რადიომ მაინც ”გამომიყვანა”.

მეოთხე კურსზე კი, მეექვსე კორპუსში კვირაში სულ თითზე დასათვლელ საათს ვატარებდი, სამსახურის გამო, ვერც ვახერხებდი იქ ყოფნას, ასე, რომ მე უკვე ”გამონატრებული” მყავს მეექვსე კორპუსი, მე თითქოს, შარშან დავამთავრე.

წელს, იმ რამდენიმე საათის შერბენის შემდეგ, ვხედავდი რომ სულ რაღაც იცვლებოდა, ეს ის მეექვსე აღარ იყო, მე რომ ვიცნობდი ;)))
და მაინც.. მე მიყვარს მეექვსე კორპუსი. ის პატარა, ცისფერი შენობა ჩემი ცხოვრების ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება. ( დავიღვარე რა :-D)

 

ტეგები: , , , , , , , ,

“რეალში ხარ ნონ ფაქტორი და არაფერი” ანუ რისთვის აქვს ფეხები ადამიანს

ამ პოსტის დაწერა დღეს დილამდე განსაზღვრული არ მქონია, დილით, სეტყვა-უბედურებამ გამაღვიძა და რომ ვეღარ დავიძინე, ტელეფონით ჯერ სკაიპში შევედი, მერე ფეისბუქში. სწორედ იქ დამხვდა ერთი “გზავნილი”, რამაც ამის დაწერა გადამაწყვეტინა.

გუშინ, ფეისბუქის სტატუსად დავიდე ერთი ამბავი: ისეთმა კურსელმა, ოთხი წლის მანძილზე ურთიერთობა რომ არ მქონია, დარწმუნებული ვარ, გულზე არ ვეხატებოდი და ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ვეუბნებოდით, როგორ მთხოვა საგამოცდო საკითხები, ცხადია, გავუგზავნე, მერე პასუხებიც როგორ მთხოვა, ვეძებე, მაგრამ რადგან სამსახურში მქონდა ის დავალება დაწერილი და ფლეშკაზე შენახული, ფლეშკა კი, სწორედ იმ დღეს დავაფორმატე და დავალება ამობეჭდილი სახით ლექტორს ჩავაბარე – კომპიუტერში, ცხადია, ვერ ვნახე. ეს რომ ვუთხარი იმ კურსელს ( რომლის იდენტიფიკაცია “ფეისბუქში” არ მომიხდენია) – ძალიან ”ისეთი”  ტონით მომწერა – კარგი რა, აბა მე რა ვქნაო. რომ ვუპასუხე – რა უნდა ქნა და დაწერე მეთქი, მომთხოვა – რომ დაწერ, გამომიგზავნეო. დაწერით, სკოლაში არ ვწერდი წინასწარ და პირდაპირ საკონტროლო წერის დროს დგებოდა ჩემი თემის დებიუტი. ეს რომ ვუთხარი, გაბრაზდა და წამშალა სკაიპის კონტაქტებიდან.

ხოდა, დაახლოებით, ამ შინაარსის სტატუსი დავწერე, ჩემი აზრით, გავამახვილე იმ ფაქტზე ყურადღება, რომ ასეთი ნაგლებიც არსებობენ. რატომღაც, ჩემი რამდენიმე “ფეისბუქელი” კურსელი გააღიზიანა ამ სტატუსმა, (თუმცა, ეს მათი აზრია). დილით კი, დამხვდა Wall Post-ი ერთი აქაური “ფრენდისა”, რომელიც, ასევე ჩემი კურსელია, (თუმცა, მასთანაც არ მაქვს ურთიერთობა და მაქსიმუმ “გამარჯობა” მქონდეს ნათქვამი). ხოდა, მან მომწერა, რომ მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ “ნონ ფაქტორი” და “არაფერი” ვარ რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალურ სამყაროში კი, რა მაგრად ვეწევი საკუთარი თავის რეალიზაციას.

რომ ვთქვა, გული გამისკდა, ისე მეწყინა – ეს როგორ დამიწერა მეთქი, არაგულწრფელი ვიქნები, რადგან როგორც ვთქვი, მასთან ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობ, არ მიცნობს და არც მისი აზრი წარმოადგენს ჩემთვის დიდად ფასეულს. ეს რომ ეთქვათ იმ ადამიანებს, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, (უნივერსიტეტელს თუ არაუნივერსიტეტელს), მაშინ, ალბათ, ძალიან მეწყინებოდა და შევეცდებოდი საკუთარი პიროვნების შეცვლას, თუ ეს შესაძლებელია.

არ უარვყოფ, რომ რთული ხასიათი მაქვს, მეგობრობა-ურთიერთობისას ადამიანებს ვარჩევ, რაღაც ღირებულებებით უნდა ვემთხვეოდეთ. არც იმას უარვყოფ, რომ წერა უკეთ გამომდის , ვიდრე ლაპარაკი, მაგრამ ესეც ინდივიდუალურ ადამიანთან ინდივიდუალურად.

ბავშვობაშიც მქონდა ორი სამყარო – სკოლაში ვიყავი ძალიან, ძალიან წყნარი, მშვიდი, ხმას არ ვიღებდი გაკვეთილზე. კლასელებს, ალბათ, მოლაპარაკე ვერც წარმოვედგინე და პირიქით, სკოლის გარეთ, ვისთანაც ძალიან გახსნილი და აქტიური ვიყავი, მათ გაჩუმებული ვერ წარმოვედგინე. უნივერსიტეტში კი, ადამიანები მართლაც რომ შევარჩიე, ვისი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი, ვისი ამხანაგი, ვისი კი, მხოლოდ ჯგუფელი. თან, არ ვიცი, რატომ მოხდა, მაგრამ უფროსკურსელებს უფრო გავუგე და ფაქტობრივად, მქონდა განცდა, რომ უნივერსიტეტი შარშანდელ მეოთხე კურსთან ერთად დავამთავრე. ( სხვათა შორის , რამდენიმე მეოთხეკურსელი, ახლაც რომ მხვდება, ჰქონიათ, რომ მათი კურსელი ვიყავი).

რა მინდოდა, ამით მეთქვა, სოციალურ ქსელში გაწევრიანებული ვარ ერთი წელია, ანუ მანამდე, 20 წლის მანძილზე ვცხოვრობდი ვირტუალური სამყაროს გარეშე, და არც თუ ისე ცუდად. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, მათი მეგობრები, სხვა კარგი ადამიანები – არ გამიცვნია ფეისბუქიდან”, გავიცანი რეალურ ურთიერთობებში და ეჭვი მეპარება, “ცუდ ტიპად” მივაჩნდე. ასევე, “ფეისბუქიდან” რამდენიმე გავიცანი რეალურ ცხოვრებაში და არც ის მგონია, რომ ისინი მთვლიდნენ “ნონ ფაქტორად”.

რაც შეეხება თავად “ფეისბუქს”, მერე რა თუ ჰიპერაქტიური ვარ, მერე რა, რომ დღე-ღამეში არაერთხელ ვაახლებ სტატუსს, მერე რა, რომ არ შემიძლია მხოლოდ თამაშებისთვის მყავდეს “ფრენდები”, მხოლოდ მათ ფოტოებზე ვაკომენტარო – “ვაიმეეეეეე, რა ქუუუულ ფოტკააააა”, “ვაიმე, რა სიხა ხაააარ, მპუა, მპუა, მპუა”, მხოლოდ “:-D:-D:-D”-ები ვწერო. არ ვთვლი, რომ “ფეისბუქი” ვიწრო პირადი ურთიერთობებისთვის მაქვს. არაერთი კარგი ადამიანი გავიცანი, მათთან ურთიერთობა ჩემთვის სიხარულის მომგვრელია, არაერთხელ დამეხმარა პროფესიულ ცხოვრებაში და რესპონდენტებსაც არაერთხელ დავკავშირებივარ ამ ქსელით. ვინმემ პასუხი რომ მოგწეროს კიდევ, უნდა გიცნობდეს. თუ არ ვიაქტიურებდი – არც არავის “ვეცოდინებოდი”. არაერთ კითხვაზე მიმიღია პასუხი სწორედ “ფეისბუქის” მეშვეობით და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ქსელს ძალიანაც კარგად ვიყენებ 🙂 ( და არამაინცდამაინც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და არა იმისთვის, რომ ვითომდა საკუთარი თავის რელიზაცია რეალში ვერ მომიხერხებია). ასევე, ჩემი დიპლომის 2.4 % ანუ 10 კრედიტი, ფეისბუქის “კვოტით” მექნება. ( სადიპლომო ნაშრომს ვგულისხმობ)… და, ბევრ ადამიანს, ვისაც მეგონა, რომ მანამდე ვიცნობდი, სწორედ “ფეისბუქში” გამოუვლენია “ნამდვილი სახე”:) რაც შეეხება იმას, რომ თუ ბევრ და უცხო ადამიანებთან ურთიერთობა “არ მომწონს” რეალში და ვარჩევ “ფრენდებს”, რატომ არა – “ფეისბუქში”. ფეისბუქში ჩემი პირადი შეხედულების შემცველი ყოველი სტატუსი მიმართულია გარკვეული კგუფისთვის, ვისაც ვიცნობ, პატივს ვცემ და მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ჩემი 2039-ვე “ფრენდი” წაიკითხავს. აქ ვწერ იმასაც – რაც მიხარია, იმასაც – რაც მაოცებს თუ მაბრაზებს, “ზოგადსაფეისბუქო” პრობლემებზეც და საერთოდ ყველაფერზეც.. სწორედ ასე ვხედავ და მესმის სოციალური ქსელი… ასე რომ, ჩემთვის “ნონ ფაქტორ” და “ცარიელ” ადამიენებს თუ მივაჩნივარ “ნონ ფაქტორ და ცარიელ ადამიანად”, სულ არ მაინტერესებს.

ერთხელ, ერთმა ლექტორმა თქვა ასეთი გენიალური რამ – ფეხები ორი რამისთვის აქვს ადამიანს : რომ იაროს და რომ დაიკიდოსო, ხოდა, ვმოქმედებ.

“ჩემი ოპონენტები” ალბათ, ამაზეც დაიწყებენ, თუ არ გაინტერესებს, რატომ გამოაჭენე, საერთოდაც რა საჭირო იყოვო. იმიტომ იყო საჭირო, რომ ერთი, იმ “ფრენდს” ძალიან აინტერესებდა, ჩემი 2000 “ფრენდი” რას იტყოდა მის დაპოსტილზე. მეორე – დამიწერა – ახლა გინდაც წაშალე და რაც გინდა ის უქენიო და ჰა, მის აზრს უფრო ვახმოვანებ და მეტს ვაცნობ და მესამეც, მინდა რაღაც ვასწავლო თუ არ იციან:

ცუკერბერგმა, თავის დროზე, “ფეისბუქს” შესძინა სამი არაჩვეულებრივი ფუნქცია Hide, Remove from friend, report/Block This Person – ჰოდა, ვისაც ასე გაწუხებთ ჩემი პოსტები და ნოუთები, იმოქმედეთ!!!

 
%(count)s კომენტარი

Posted by on ივნისი 11, 2010 დუიმი თსუ

 

ჩემი სიტყვა და სოფოს საქმე – საშინელი დღე

გჯერათ, მაგნიტური დღის არსებობის? აი, ყველაფერი ცუდად რომ მიდის ხოლმე. მე არ მჯერა, უფრო ზუსტად, ეს სახელწოდება არ მიყვარს. თუმცა, ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებ ხოლმე. მგონი, დღევანდელი დღე სწორედ ისეთი იყო, რა განსაზღვრებასაც აძლევენ ხოლმე, პირობითად, მაგნიტური:

ჯერ იყო და, სამი დღე ”მოვიკალი” თავი, სამშაბათს საბაკალავროს დედლაინი მაქვს მეთქი. ხოდა, არაფერს არ ვაკეთებდი – გულს ვერ ვუდებ სხვა რამეს მეთქი – ვიმიზეზებდი (ამდენი სასწავლი ”ესპანეთის ისტორიაში” კი შემრჩა ხახვივით). დღეს, ამ დედლაინის ”ხათრით”, ჩქარ-ჩქარა შევასწორე კორექტურა, გვაქანდი კეკელიძეზე, ამოვბეჭდე, ხელმძღვანელს ხელი მოვაწერინე, აქაოდა, ბოლო დღეს რატომ მივიტანო მეთქი, ჩავაბარე, მივედი, სამსახურში, შევუდექი ნიუსების კეთებას და…

და რა? გავხსენი ერთი ნიუსი – 7 ივნისი, უჰ, ძველია, დავხურე.
გავხსენი მეორე – 7 ივნისი დავხურე,
მესამე – 7 ივნისი;
ვაჰ, ტელეფონი – 7 ივნისი და ვაიმე..

თავი სიზმარში მეგონა, უფრო ზუსტად, აი, ბევრი რომ გაქვს დალეული ( შარშან, 11 თებერვალს ვიყავი ასე) და რომ ვერ ფიქრობ, რაღაც რომ ტრიალებს და ”ქეც გჯერა და ქეც არ გჯერა” რომ არსებობ შენც და შენ გარშემო ყველაფერიც.. ამ მდგომარეობაში მყოფი ვაანალიზებდი, რომ დღეს ცხრა ივნისი არ ყოფილა და ხვალ დედლაინი არ მქონია, რომ ორი დღით გვიან ვცხოვრობდი ეს ბოლო კვირა. როდის და რატომ გამოვთვალე, რომ სამშაბათი ათი ივნისი იყო, არ ვიცი. ეს არაფერი, კი ვიდარდე თან იმაზე, ასე რატომ დამემართა მეთქი, თან იმაზე, რომ ერთი ზედმეტი ”ი” აღმოვაჩინე ნაშრომში ( ფეიისბუქი)და იქნებ ასე რომ არ მეჩქარა, შემემჩნია მეთქი. მარა რაც იყო, იყო.

ეს ”გადავხარშე” და ჩანთას თასმა გაუწყდა 😀 ქუჩაში დავფორთხიალობდი გადაკვანძულ-გადმოკვანძული.

საღამოს კი…
ჩვეულებისამებრ, დეიდაშვილი შემეხმიანა. სამსახურიდან უნისთან გავუარე, ვაკის პარკთან ერთმანეთს აღშფოთებას ვუზიარებდით. მე საკუთარ თავზე ვბრაზობდი – რომ ეს როგორ დამემართა, რომ ვერაფერს ვერ ვახერხებ, რომ ცუდად ვარ და ის ლექტორებზე და იმაზე, რომ ყოველი თუ არა, ყოველი მეორე ლექცია უცდება და რომ უკვე ვეღარც ბრაზობს, მეც თავს ვუკანტურებ – აბა, აბა მეთქი და ველით ავტობუსს.

საათი და 25 წუთი. იცით, მკითხველო ეს რა საათი და 25 წუთია ავტობუსის გაჩერებაზე გატარებული? ჯერ საერთოდ ლოდინი, მერე ავტობუსის ლოდინი და თან მაშინ, როცა სახლში გეჩქარება, სამეცადინო გაქვს, გშია, გცივა და შენ კი რაღაც 39 და 71 ნომერ მონსტრებს ელი..

სიბრაზისგან ლამის ვიტირე, დავიწყე იქ – ამისთვის შემოვხაზე ხუთიანი? ამისთვის მინდა თბილისის მერი და თბილისის საკრებულო? იმ რვაასი რვაასი რაღაცაზე უნდა დავრეკო და ვიკივლო , ესა, ისა, აესე, აისე… თან, დილის ცხრა საათზე პრეზენტაცია მაქვს და ტექსტი წასაკითხ-სასწავლი მქონდა. -ვაიმე, ჩემი სიტყვა მეთქი – ვჩიოდი და სოფო – ვაიმე, ჩემი საქმეო და ვიდექით ასე, გაჩერებაზე ”სიტყვით და საქმით”.

გავიდა ეს საათი და 25 წუთიც და არა თუ 39 და 71, სხვა ნომრებიც დაიკარგნენ, რომ მეტროსთან მაინც მოვხვედრილიყავით. ბოლოს გამოჩნდა რაღაც – 105 ნომერი ბოგდანი. თვალი შევკარი – სამგორი ეწერა და ავქანდით სასწრაფოდ. ავიღეთ ბილეთები ბუზღუნით, ესენი ნერვებს მიჭამენ , ჩემი ცხოვრების ორ საათს მარტო ლოდინში მაკარგვინებენ და მე ბილეთი უნდა ავიღო? ოხ, ამათი მეთქი.
მაგრამ თურმე სად ხარ? უცებ რომ ჩაუხვია ამ ავტობუსმა და წავიდა სადღაც.. თავიდან ვიმედოვნებ, ჭავჭავაძის პარალელურია და მერე გაუხვევს, ალბათ მეთქი. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ ღამის 11 საათს უკაკუნებს. გავიხედეთ მარჯვნივ და მაღლა, ფუნიკულიორის ძირში ვართ, მარცხნივ, დაბლა და შორს – სამება და გაანათებული ქალაქია. სადღაც, მთაში ვართ.

გადაგვიცივდა გული, ავარდა წნევა მაღლა – ვაითუ, საპირისპიროდ გამოვყევით, ვაი თუ, ბოლო გაჩერებაა, ”ვაჰ, ცხრა სათზე პრეზენტაცია მაქვს”, ”ვაიმე თეა მაქვს წასაკითხი”, ”დედა, რა გვეშველება” – მოკლედ ვგოდებთ და ვვაებთ – სად წაგვიყვანს ახლა თქო. ნუ, ერთი სიკვდილ-სიცოცხლის გათავებას რომ მოვრჩით , კი ჩაგვიყვანა სოლოლაკიდან თავისუფლებაზე. მაგრამ ცხადია, ამით არაფერი დასრულებულა..

ჩამოვედით სამგორის მეტროსთან, მივაბიჯებთ ღამის გარებაზარში, ”მარწყვი არ დაგავიწყდეთ, ორ ლარად,” – ნანასავით ჩაგვესმის ყურში. მე დღეს ვაჯამებ – აი, ესეც გამიწყდა ( ჩანთის თასმაზე ვწუწუნებ ) ჩავედით მეტროს ”პაძემკაში” და სოფო ყვება – დღეს, ლამის წავიქეცი..

მეც ხომ მატრაკვეცა ვარ და შევეჩხირე სიტყვაში – უი, დღეს მანქანიდან გადმოვდიოდი, ფეხი ამიცურდა და ლამის…

სიტყვის დასრულება არ დამცალდა, ამისხლტა ფეხი და გავადინე ზღართანი ”პაძემკაში”. მთელი ტანით დავენარცხე ძირს, მე შემრჩა აყვლეფილი იდაყვი და ნაღრძობი კოჭი – სოფოს კი ჩემი დაწოლის სიმძიმით ნატკენი მკლავი 🙂

ხოდა, მოვედი სახლში ფართხა-ფურთხით, ჰარიქა, დილის ცხრა საათზე გასაკეთებელი პრეზენტაციის სიტყვა ცამოვტვირთო მაილიდან და ვისწავლო მეთქი. ხოდა, ჩემი და მიყვირის – არ იცი, ინტერნეტი რატომ არ არის?

 

არის ასეთი სოფელი…

7 წლის წინ, 2003 წლის 4 ივნისს დაიწყო ჩემი, ჩემი დეიდაშვილის (ის მოგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ მაინც 🙂 და ბიძაშვილის ”საოცარი მოგზაურობა” :)))

სოფელი ლიჩი, ბევრს არ ექნება გაგონილი, რამდენიმე თვის წინ, ფეისბუქელმა თათა ხვედელიძემ მითხრა, რომ ცოდნია ეს სოფელი ( ბავშვობაში ბანაკებში დავდიოდითო), და ძალიან გამიხარდა.

ეს არის, საჩხერის რაიონში მდებარე ერთი პატარა სოფელი, რომელზეც შეგიძლია თქვა, რომ ”კაკრაზ”, ჯუნგლებში ხარ.

ეს არის სოფელი, სადაც ტრანსპორტი თბილისიდან კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის. ერთ სამარშუტო ტაქსს დაჰყავს ოთხი სოფლის მაცხოვრებელ-დამსვენებლები. ”მარშუტკა” მაქსიმუმ 18 კაცს იტევს, ესეც, ოდნავ თავისუფალ ადგილას ჩადგმული ხის ”სკამეიკებით”. სწორედ ამიტომ, სოფელში წასვლის წინა ღამეს ყოველთვის ”იზმენებში” ვარ – ვაი და, ადგილის დაკავება ვერ მოვასწრო მეთქი. დილიდან ვდგავართ ”რიგში” და ”მარშუტკის” გამოჩენისთანავე ეს ოთხი სოფლის წარმომადგენლები, ”აბა ვინ მიასწრებს” პრინციპით, ვიკავებთ ადგილებს.

ეს არის სოფელი, სადაც 2008 წლამდე ტელეფონი არ იჭერდა, ბედად, სწორედ ომის წელს შეიყვანეს ”მაგთის” ბოძი და იქ ჩარჩენილი ბავშვები, თბილისთან კონტაქტს ვინარჩუნებდით. (თუმცა, კიდევ საკითხავია, უკეთესი იყო თუ არა ეს, რადგან აქეთ გვაფეთიანებდნენ. 2008-მდე კი, თბილისში დასარეკად ზემოთ, გორებზე ავდიოდით და გქვონდა ერთი ჟივილ-ხივილი – ”ეეე, ერთი ხაზი დავიჭირე, ოე, აქ ორი ხაზია”..

ეს არის ადგილი, სადაც ვიმყოფებით სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ტელევიზორი მხოლოდ ”თეფშიან” ხალხს აქვს. ჩვენც არასოდეს (თუ ომის რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, როდესაც თბილისადან შეგვაშინეს) გაგვჩენია სურვილი, რომ ამისთვის დრო დაგვეკარგა.

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენს მიტოვებულ, ტყეში ჩაკარგულ, უცხოპლანეტელების მსგავს (ნათურები აქვს აქეთ-იქით და.. :)) უძველეს სახლში (მეორე სართული 1958 წელს დააშენეს, პირველმა კი – დროის ათვლა დაკარგა) – მარტო ბავშვები ვცხოვრობთ და მთელ სოფელს ვიღებთ.

ეს არის სოფელი, სადაც ყოველ საღამოს მე, ჩემი დეიდაშვილი სოფო და ბიძაშვილი თამუნა, გეზს ვიღებთ იქით, უსასრულობისკენ, (ერთერთი გაჩერება – სასაფლაოზე გვაქვს. როგორ შეიძლება , სასაფლაო გიყვარდეს, მაგრამ იქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა) და სიმღერით ვიკლებთ იქაურობას, ამ დროს ვინმე ძიაკაცი გამოვა და ვა, ვარლამის ქალებს გაუმარჯოსო – შემოგვძახებს (ბაბუაჩემი იყო ;))

ეს არის სოფელი, რომელსაც ყველაზე კარგი მდინარე აქვს :))) ეს არის სოფელი, სადაც პირველად შევჯექი ცხენზე, პირველად დავკრიფე და ვჭამე სოკო, პირველად წავედი სათევზაოდ, პირველად დავჩეხე შეშა, პირველად გამოვაცხვე პური ( ნუ, ფქვილის ერთი 50 კილოგრამიანი ”მეშოკი” მის სწავლას შევალიე, მაგრამ ახლა ვარლამიჩების დამსახურებული ხაბაზი ვარ). ეს არის სოფელი, სადაც დღე ღამეა, ღამე კი დღე. ეს არის სოფელი, სადაც შეიძლება იჯდე და იძახო – ხალხო, ყვირილი მინდაო, სადაც შეგიძლია ჯოკერი უსასრულოდ ითამაშო, სადაც ბულგარული წიწილები ამოდის ეზოში, სადაც შეიძლება მკვდარი ღამურა მოკლა და იტრაბახო, სადაც, შეიძლება წყალზე წახვიდე ჭის მოსატანად, საჭმლის მილევის ჟამს ორი დიიიდი პარკი დანდური ( ომის წელს გავიგე, რაც იყო) მოკრიფო გზის პირებზე, საათობით რეცხო, ხარშო და ერთი ტაფა გამოგივიდეს. სადაც, შეიძლება, რომ ექვსი კილომეტრი გაიარო ერთი ნაყინისთვის ან ერთი კილო შაქრისთვის. სადაც, მთვარე და ვარსკვლავები ღამღამობით მიხატულს გავს, სადაც ყველაზე მეტი ვარსკვლავი ცვივა ციდან.

ეს არის სოფელი, სადაც უუუუუუჰ.. ..

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენი ტოოოოლები დასთხოვდნეეეეენ :)))))

ეს არის სოფელი, საიდან წამოსვლისაც ყოველთვის დეპრესიაში ვვარდებოდი და ვტიროდი.

ეს არის ჩემი დედულეთი, ეს არის სოფელი, სადაც გატარებული დრო მუდამ დარჩება, როგორც ერთერთი საუკეთესო მოგონება.

და… ეს არის სოფელი, სადაც ორი წელია აღარ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა:-(

 

ტეგები: , , , , ,

ეძღვნება ფეისბუქს ანუ ფბ-ტყაოსანი :)

რომელმან შექმნა ვებგვერდი, მაუსით მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა, ყვნა კიბერ მონაბერითა,
ჩვენ კაცთა მოგვცა ფეისბუქ, ვიზუალით ცისფერითა, 
მისგან არს ყოვლი იუზერ, ანგარიშ – მის მიერითა.

ჰე, ცუკერბერგო, შენ შეჰქმენ ექაუნთ პირწიგნაკისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც პოსტვისა სურვილი, სტატუს-ლინკთა გატანისა,
ჩემგან შორს, ადნაკლასნიკი, არის ეშმაკის ტანისა.

ვის ჰშვენის, – ფბ იუზერს, ხმარება პოსტის, ლინკისა,
დაშეარება ფრენდების კარგისა ანატვირთისა, 
სიამე არის რის კითხვაც – არ არის მგვანი ტვირთისა, 
როს არის ინფორმაცია , სტატუსთა, ლინკთა ზვირთისა.

ვადიდებ ფბ ექაუნთს, მისთვის ვარ ცრემლ-დათხეული,
ვაქებ ამ სოციალურ ქსელს, მყავს მუდამ გამორჩეული.
მელნად და კალმად ავიღე კლავიატურა რჩეული,
და ვპოსტავ მათთვის, ვინცა მყავს ამ ნოუთში არჩეული.

მიბრძანეს ფრენდთა საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება ლინკთა და ნოუთთა, ვიდეოების თბილისა,
ატვირთულ ფოტოებისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა, ინფო იუზერთ ლბილისა.

ნოუთით მინდა გამოვთქვა, ფეისბუქ ხელოვანება, –
ძალი მომეც ცუკერბერგო, არ დამიბნელდეს გონება;
მით შევეწივნეთ ფრენდებსა, ტურფადცა უნდა ხსენება,
მიყვარს მათთან დისკუსია და თუნდაც ღამის თენება.

მო, ვლინკოთ, ჰოუმ-ვოლებზე , ინფო ჯერშეუშრობელი;
სტატუსნი დავდოთ მხოლოდა პირწიგნაკისთვის შობილი,
და იუზერმა გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ კი ნოუთი წყობილი.

მე, ჟურნალისტი ხელობით, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვცდილობ ფეისბუქში ვლექსო, თუმც პოეტებს არ ვედარი,
ამა თუ იმ რითმის წყობა სიხარული ჩემთვის არი,
და ერთი – ორი Like საამებლად არის კმარი.

ფეისბუქი პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, იუზერებისთვის მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი პოსტი მოკლედ ითქმის, სტატუსია ამად კარგი.

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე იუზერსა – ნოუთ-ლინკთა პოსტვა-ბნევა,
ფრენდებისა დათაგვა და მათთვის კომენტების პნევა.

იუზერი არა ჰქვია, თუ friend – ი ჰყავს ერთი-ორი,
მხოლოდ, Happy Pet – ისა და Farmvil – ისთვის Fb – ს მდომი, 
Chat – ში ლაგამის და კვერცხის თხოვნას ფიქრობს მისი გონი,
Facebook– ი სხვა რამეა, გაცილებით მეტი, მგონი.

და ცოტა სხვაც :

ფეისბუქიდან პოსტი აფრინდა,ჰოუმი, ვოლი გადაიარა,
იუზერი კი ჩასაფრებული,თაგავს სასურველს, ცუდებს კი არა.
არაერთხელ გაზიარებული,ლინკი წააგავს უკვე იარაღს,
და ფრენდებს ენამწარე სტატუსი,კიბერგულზე უტოვებს იარას.

******
ვოლიდან ვოლზე გამოგედევნე, გავიზიარე პოსტი ტიალნი, 
ლინკებს ვუტოვე კომენტარები, ვტვირთე ნოუთნი ფრიენდიანნი.

******
ვაჟკაცურად პოსტავდნენ და ვაჟკაცურად თაგავდნენ,
სტატუსებით, ნოუთებით ჰოუმს და ვოლს ქარგავდნენ. 
სიხალისით ივსებოდა მათი ვოლის მნახველი,
პირწიგნაკი იყო მათი საოცნებო სახელი.

******

დავჯექ, ნოუთი დავწერე, სტატუსს აფდეით მივეცი, 
დავაშეარე ლინკი და უმალვე ნიუს ფიდს ვეცი. 
გროუპ და ივენტ საგეშენს, კონფირმი მივუსადაგე, 
ფეთის და ფერმის რიკვესტებს უმალ იგნორი ვატაკე. 
ინბოქსი გავასუფთავე, ფეიჯს მივეცი ლაიკი, 
პრივატში ფრენდი მოვნიშნე – ვინ მეფეა, ვინ პაიკი.
ფრენდო იმრავლე, იმრავლე, და კარგ პოსტებზე დამტაგე, 
მარკ ცუკერბერგო, მე მგონი, თავით ფეხამდე დამდაგე.

******
ბევრისთვის პირწიგნაკია , ჰაერი, პური და წყალი,
უფეისბუქოდ მომკვდარა,ვოლზე აგდია საწყალი.
ვისაც აწუხებს პოსტები,ჩემი ნაწერი მრავალი, 
დამაჰაიდეთ, გაწმინდეთ-ჰოუმი ჩემგან ნავალი.

 

ტეგები: , , , , ,

ვაკის პარკიდან ”დელისამდე” ანუ ახალი გზის ნახვის სურვილით გავლილი მარშრუტი

დღეს, ილიაუნიში ვიყავი მასალაზე წასული. შვეიცარიელი პროფესორები იყვნენ ჩამოსულები სამეცნიერო კვლევების ამბებზე. ჩემს საქმეს, ერთ საათში მოვრჩი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე.

ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, 67 ნომერი ავტობუსის ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, გამახსენდა, რომ ახალი გზა ნანახი არ მქონდა და გადავწყვიტე ფეხით წავჩანჩალებულიყავი. ძალიან ცხელოდა, ყურსასმენები მე არ მქონდა და შესაბამისად, თავსაც ვერაფრით ვერ გავირთობდი. ამიტომ, ერთადერთ “გზად” ხალხის და გარემოს დათვალიერება დამრჩა. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები რეპორტინგში ”გზათააღმწერლის” რანგში, ხოდა გადავწყვიტე პაწა გამეხსენებინა და საკუთარი თავიც გამეხალისებინა.

სიარული, როგორც ზემოთ აღნიშნე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ავტობუსის გაჩერებიდან დავიწყე. რამდენიმე მაღაზიის გავლის შემდეგ, უკვე ჩემთვის უცნობ, მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან თვალმოკრულ გზას დავადექი. ქუჩის მეორე მხრიდან, შავით მოსილი ქალი მოდის, ძალიან ცხელა, თუმცა, მას მაინც შალის სქელი ჟაკეტი და გრძელი კაბა აცვია. ორივე ხელში დიდი, გამჭირვალე პარკები უჭირავს, საიდანაც ”ბუბლიკები” და ”კექსისმაგვარი” ნამცხვარი ჩანს.

 ჩემ წინ, მწვანე-ყვითელ-გრძელ-გაშლილკაბიანი ქალი მიდის, ადრე, ამას ”იზაბელას” კაბებს ეძახდნენ, ერთი სერიალის მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ქალი ”კალიასკას” მიაგორებს. მგონია, რომ ბავშვი უზის და გადავუსწარი, თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ შევცდი. ”კალიასკიდან” მწვანეთვალება, დიდი თოჯინა იმზირება, რომელსაც ზედ მწვანილის პარკი ადევს.

უკვე, თამარაშვილის 1-სა თუ 11 ნომერში ვარ, კარგად არ ჩანს. აი, იმ შენობასთან, კორნელი დანელია და გივი ჩივაძე რომ ცხოვრობდნენ. ძველი, დიდი, საბჭოთა ნაგებობაა. მისი ერთი ნაწილი თითქოს შეკეთებულია და ჭუჭყიანმწვანედ არის შეღებილი, თუმცა, სიძველის განცდას, მაინც ძალიან ტოვებს. მტვრიანია შემოგარენი, ირგვლივ, დახეული საარჩევნო პლაკატები ყრია, კიბეზე ქალი ზის, მზესუმზირას ყიდის, იქვე, მზისგულზე ქუჩის ორი ძაღლია გაწოლილი, მის გვერდით, ნაგვის გროვასთან კი ქალი ზის ხის ყუთზე. წინ კი სულგუნის თავები უდევს გასაყიდად. ყველს პარკი გადახდილი აქვს და მისი მოჭრილი ნაწილი მზისგან და მტვერისგან გადაზელილია.

აქვე კახა კუკავას საარჩევნო პლაკატია გაკრული, საიდანაც, მხოლოდ მისი თვალები მოჩანს. სახის ზემოთა ნაწილი მოხეულია, ხოლო ქვემოთ განცხადება – ”ვაყენებთ ვინდოუსს პროფესიონალურად” – არის გადაკრული. პლაკატთან გოგო დგას, ხელში ”ჯოკერის” ნაყინი უჭირავს, კუკავას თვალებს თუ ”ვინდოუსის გადამყენებლის” ნომრებს აკვირდება, ამ დროს ნაყინის ზემოთა ნაწილი გადატყდა და ვარდისფერ მაისურზე დაეცა. შემდეგ კი, რძე-შოკოლადის უკვე სქელ, ბლანტ სითხედ ქცეულმა მასამ ”ელასტიკის” შორტი ჩაიარა და ფეხის ზურგზე დავარდა…

ათვლის წერტილიდან, ავტობუსის შემდეგ გაჩერებასთან ვარ. მოსაცდელის მინები სანახევროდ ჩალეწილია, შერჩენილი ნახევარი კი მტვერში ალესილი სისველით არის გადაგლესილი. გაჩერებაზე მხოლოდ ერთი ქალი და ერთიც კონტროლიორი დგას. ამ უკანასკნელს, საჯარიმო დავთარი თუ ოქმთა დღიური გულზე აქვს ახუტებული. 88 ნომერი გაჩერდა. გოგო ჩამოდის, ელასტიკები, მოკლე ლურჯი კაბა და ლურჯივე ღილებიანი, თხელი მოსაცმელი მოსავს.

– ბილეთი მოქალაქევ – ჩამოიღო ”გულზედაკრეფილი დავთარი” კონტროლიორმა. გოგო დიბნა და მის საწინააღმდეგო მიმართულებით დააპირა გასვლა, თუმცა უშედეგოდ.

– არ მაქვს ბილეთი, ახლავე ავიღებ, – გოგო საფულეს ხსნის, ხურდა ფულს იღებს და კაცს უწვდის.

– მე რას მაძლევ, რომელი აპარატი მნახე?

 – იქ ვერ ავიღე, არ ვიცი.

– პირადობა წარმოადგინეთ…

 გზას ვაგრძელებ. უკვე, თამარაშვილის 13ა-სთან ვარ. ”თქვენ ამ სახლზე ოცნებობდით”-აწერია შენობას. დაუმთავრებელი მაღალსართულიანი ნაგებობაა. მის შემდეგ გზის გავლა უკვე ჭირს, მანქანების სავალ გზაზე დავდივარ, სიგნალებზეღა ვუბრუნდები ტროტუარს, სადაც ასვალტი აყრილია და ბღუჯა ბალახია ამოსული. გზის გაყოლებაზე, ქვის კედელზე მხოლოდ კუკავას და ძიძიგურის საარჩევნო პლაკატები ცვლის ერთამნეთს. და აჰა, ახალი გზაც გამოჩნდა, ხიდივით გადასხედიდან ვიყურები, მანქანები ასე თუ ისე, იშვიათად მოძრაობენ. მის თავზე კლდეა აშვერილი, ძალიან უცხოდ მეჩვენება, ”ქალაქაგარეთს” მაგონებს.

წინ მივდივარ, ”დელისამდე” არც თუ ისე ბევრი დარჩა. გზაზე დაყრილი ქვები თხელძირიან ფეხსაცმელში მერჭობა. მალე, ტყე, როგორ დავარქვა, მაგრამ ხეებით დაბურული ადგილი იწყება, დასაწყისში, შემოუღობავია, შემდეგ კი, რკინის გალავნით შერაგვული. ერთერთ ხესთან კაცი დგას, ქამარს ისწორებს. ორი ხის იქით კი მოხუცი, თეთრთმიანი, თეთრებში გამოწყობილი და თეთრჩანთიანი ქალი სცემს ბოლთას, ჯერ, ერთ ხეს დაარტყამს წრეს, შემდეგ სხვა ხესთან მიდის.

ბენზინგასამართი სადგური ”ვისოლიც” გვაიარე. მისგან რამდენიმე მეტრში ცემენტის და სხვა საშენი მასალის აუტანელი სუნი დგას. გზის ორივე მხარეს რაღაცას თხრიან , წელსზემოთ შიშველი კაცი თავდაყირაა ორმოში ჩამხობილი და გამალებით მუშაობს რკინის იარაღებით. ლურჯი, ორზოლიანი სპორტული ჩასწევია და წელს ქვემოთ ღარი უჩანს. ამ დროს, დარტყმის ძლიერი ხმა ისმის და ქვის გოროხიც ამოვარდა ზევით, ფეხი ახლაც მტკივა.

რესტორანს მივადექი – ”მეგრელები – მანონი”. ეზო ცარიელია, მხოლოდ, რესტორნის ერთი თანამშრომელი დგას ჭიშკრის შიგნით. გარეთ კი, ”მერსედესის” ფირმის ორი ჯიპი დგას. ერთი ცარიელია, მეორესთან კი, სამი კაცი იმაზე ბჭობს, ღირს თუ არა ”მეგრელებში” შესვლა.

– ხაჭაპური კარგი აქვთ – ამბობს, მელოტი, ჯარისკაცის ფორმიანი, 40-იოდე წლის მამაკაცი, რომელსაც წარბზე დიდი ხალი აქვს, თან, ჯიბიდან საფულეს იღებს და ფულს ითვლის.

– ხაჭაპურზე ხომ არ გადავალთ, ამხელა ხალხი, ხინკალი ამათ არ უვარგათ და მწვადი. – პასუხობს გამხდარი, დაბალი, ულვაშა კაცი და გვერდით მდგომ ქერა -ცისფერთვალება და წითელ შორტებში გამოწყობილ ვაჟს უყურებს, რომელიც ასანთის ღერით კბილებს იჩიჩქნის.

– თქვენ როგორც გინდათ, ისე ვქნათ, – წამიერად იღებს პირიდან ასანთს ბიჭი და ისევ უკან იბრუნებს. სამეული მანქანაში სხდება.

სუპერმარკეტ ”სამოსთან” ვარ, ”ფანტის” ან სხვა რამე გამაგრილებლის ყიდვა მინდა, თუმცა, ვხედავ , რომ ”ჟალუზებს” უშვებენ, ალბათ, უკვე კეტავენ. გზა გავაგრძელე, თუმცა, უკან რომ მოვიხედე , მიხვდი, რომ უბრალოდ, სიცხეს ემალებიან და ”ჯალუზიც” მხოლოდ სამი მეოთხედით აქვთ ჩამოშვებული.

ყაზბეგის და თამარაშვილის გადაკვეთაზეც მალე მივედი, კუთხეში მდგარ ”პოპულში” მაინც შევედი ”ფანტისთვის”. მოლარესთან რიგი დგას, შევარჩიე ჩემთვის სასურველი ზომის, სასურველი სასმელი და რიგს შევუერთდი. ჩემ წინ, სამი ადამიანი დგას, ორი კი უკან. თუმცა, უკან დგომი კაცი, რომელსაც ლუდი უჭირავს,- ”შენს ”ფანტას” ჩემი ლუდი ჯობს პრინციპით”, გამყიდველს უყვირის: აუ, ეს მაქვს მარტო, აქედან ვარ (სასმელების ”კარადისკენ” უთითებს) და გამომართვი რა ფული. გამყიდველიც უჯერებს. გვერდიდან კი პუტკუნა, 20 წლამდე ცისფერთვალება ბიჭის შეძახილი მესმის:

ჯოხიანი კანფეტი არ გაქვთ?

 – როგორი ჯოხიანი?

– რავი, ლიჟბი ჯოხიანი იყოს.

 – ჩუპა-ჩუპსები გვაქვს.

 – იყოს, ოღონდ დიდი მინდა.

ჩემ წინ მდგომი ქალი კი, ერთჯერად ყავას ეძებს.

”რაღაცებიანი არ მინდა, რძე და შოკოლადები არ ქონდეს, მარტო ყავა მინდა და კარგი. ასეთი ნებავს, შვილიშვილი ჩამომივიდა ჯარიდან, იცი, რა კარგი ბიჭია? რამდენი წლის ხარ შენ დედა?” – მიმართავს ”პოპულის” ქერათმიან, თაფლისფერთვალება ოპერატორს, რომელსაც ეღიმება და ქვითარს უხმოდ უბეჭდავს.

”დელისამდე”, გზას კი სულ სირბილით გავდივარ, ავტობუსის გაჩერებასთან ვდგები და ”არჩევნებზე მიდიხარ?”, ”გუშინდელი კონცერტი მომეწონა”, ”ხვალ გიგას ბანკეტია”, ”პლატოზე ადის”?, მეორე მიკროში”? – ამ და ”სხვაფიქრებიან” ხალხთან ერთად, მოთმინებით ვიწყებ ხუთი ”საჩემო” ავტობუსიდან ერთერთის ლოდინს.

 

ტეგები: , , ,

ღია წერილი სოფო გოგაძეს ანუ შეიძლება დედა დაგიძახო? …

ბავშვობიდან უამრავი სახელი მქონდა, ზოგი როგორ მომმართავდა, ზოგი როგორ. ის კი არა, ოფიციალურადაც რაღაც არეულობის თუ არ ვიცი, რისი წყალობით , სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სახელით ვიყავი გაფორმებული – დაბადების მოწმობაში მარინა, სკოლაში მარიამი, სამედიცინო ანკეტაში ”ვაბშე” მარიანა. სანათესაოში კი გახლდით ”მარიკად” წოდებული. ( ნუ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები მომმართავდნენ, როგორც მარიშა ( ბევრი ”რ”-თი), მარიტა , მარი და ა.შ.

ხოდა, პირადობის მოწმობა რომ ავიღე, უცებ, ბრახ, მარინე აღმოვჩნდი. აი, ამაზე კი ძალიან და საბოლოოდ გავბრაზდი . უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვაპირებდი პირადობის შეცვლას – სახელის და მასთან ერთად გვარისაც. (რამდენიმე (ორი) მიზეზის გამო, მინდოდა, დედის გვარი – ლომიძე – მიმეღო, მაგრამ ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს მარინე ახსიაშვილის სახელით მოვევლინე. მაშინ დაიწყო თავდავიწყება.

ცხადია, ლექტორებიც და კურსელებიც მარინეს მეძახდნენ, რაც ჩემთვის ეგზომ უცხო იყო, რადგან პირადობის გარდა , ეს ”ე” არსად ფიგურირებდა. პირველ კურსზე ვერაფერი მოვახერხე და მეორეზე, როდესაც უკვე პატარ-პატარა ჯგუფებად დავიყავით, ყველგან თავს მარის ვუწოდებდი. მახსოვს, ჩემი ქართულის ლექტორი, ჩვეულებრივ, მარის მეძახდა, რაღაცაზე რომ შევკამათდებოდით და გაბრაზდებოდა ჩემზე , ეგრევე ”მარინე”-ობაზე გადადიოდა და დამიწყებდა-რა მარი, რა მარიკო, ცუგო და ფისო დეიდები რომ არიან, ისე გინდაო? მე მხოლოდ მხრებს ვიჩეჩდი.

ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა რამ. მეორე კურსიდან მოყოლებული ჩემი ახალი ნაცნობებისთვის გავხდი-მარი. სხვანაირად რომ მომმართავდნენ, აღარც ვიყურებოდი. აი, სახლში კი ცხადია, კვლავ მარიკად ( ნუ, ათასში ერთხელ მარი) დავრჩი. ჩემი მეგობრები, ჯგუფელები, ლექტორები, თანამშრომლები, რედაქტორები, სხვადასხვა სოციალური ქსელის ნაცნობები, ყველანი მომმართავენ და მომიხსენიებენ – როგორც მარის. ჩემი დეიდაშვილი, სათაურში მოხსენიებული სოფო გოგაძე, შარშან მეუბნებოდა-ვერ წარმომიდგენია, მარი როგორ უნდა დაგიძახო, სულ მეცინებაო. ეს ერთხელ ჩემს მეგობართან, თამუნა შეყილაძესთან ვთქვი და მან – ვაიმე, მე ვერ წარმომიდგენია, მარიკა როგორ უნდა დაგიძახოვო. ყველაფერი ხომ შეჩვევის ამბავია რა..

ხოდა, რას ვამბობდი.. ეს მე და ჩემი დეიდაშვილი 2003 წლის ზაფხულიდან, ვიყავით ”გადაბმულები”. დღე არ გაივლიდა, ერთად არ ვყოფილიყავით. ყოველ მეორე დღეს ერთთმანეთთან ვრჩებოდით, ერთმანეთს იმ წუთას დაშორებულები, საათობით ტელეფონზე ვლაპარაკობდით. მახსოვს, დედაჩემი ლამის თავში ირტყამდა ხელებს-ვაიმე, რა აქვთ ამათ ამდენი სალაპარაკო ერთი გამაგებინაო.

ისე მოხდა, რომ ბოლო ერთი წელი თუ წელიწადნახევარი ერთმანეთს საგრძნობლად ”დავშორდით”, მე ჩემი საქმე მქონდა-უნივერსიტეტი, სამსახური, მას – თავისი. ძალიან იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. თითქმის, მხოლოდ დღესასწაულებზე. ახლა კი, ამ პაუზის შემდეგ , ”გადაბმულობა” კვლავ გავაახლეთ და ისევ ხშირად, თითქმის ყოველ დღეს, ვნახულობთ ერთმანეთს. ან მე გამოვუვლი ”ყვითელი რაშით” სამსახურიდან უნივერსიტეტში , ან ის ჩამომივლის ტრანსპორტის იმავე საშუალებით თსუ-ს ცისფერ კორპუსთან და აასე. საერთო პროფესიაც გაჩნდა გამაერთიანებლად და სხვ.

მაგრამ მე სახელზე გელაპარაკებოდით : ”მარიზე” სულ ”მეკაიფებოდა” ხოლმე – არ მესმის, როგორ უნდა მოგმართო და ვთქვა – მარიო. მაგრამ ”ისეთ საზოგადოებაში” , ვინც სწორედ ”მარი” – დ მიცნობდა, მაინც ასე მომმართავდა. ის კი არადა, ფეისბუქზეც – რამეზე რომ აკომენტარებდა-”მარის” მიწერდა. ამას რომ ვხედავდი და ვისმენდი, მეცინებოდა, მის ”ინტონაციაშიც” ვგრძნობდი რაღაცას, ისეთს, არაბუნებრივს. ამასწინ, სკაიპში მწერს-ეე, მარი, მარი ხარ თუ ვინც ხარ, აქ ხარო? ისიც უხერხულად გრძნონდა თავს და მეც – მისი უხერხულობით უხერხულობაში ვვარდებოდი.

ხოდა, მივმართავ, სოფიო თენგიზის ასულო გოგაძე – ყველგან და ყოველთვის, ჭირსა და ლხინში, ბედნიერებასა თუ უბედურებაში, თსუ-სა თუ ილიაში, ლექტორებსა თუ ჯგუფელებთან, ავტობუსსა თუ მეტროში, ფეისბუქსა თუ სკაიპში – შეგიძლია, მარიკა დამიძახო!!! ( ახლა, რომელიღაც სერიალი გამახსენდა – შეიძლება დედა დაგიძახო?)

 

სასწორის პინა – დარჩა 45 დღე

მაგისტრატურა – ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ “ცნებას” ჩემთვის “მცნების” ადგილი ეკავა. შარშან, ილიაუნიმ მარიოტში რომ პროგრამების პრეზენტაცია გამართა, მაშინ საერთოდ გადარეული ვიყავი. ადგილის შეცვლა მინდოდა, სიახლე მინდოდა, რაღაცის სწავლა მინდოდა (წინა სემესტრში სასწავლი არაფერი არ მქონდა და…)…..

წელს კი, როდესაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიღება გამოაცხადა, მთელი წლის “ნაგროვები გზნება” უცაბედად დამიცხრა. ვცდილობდი, საბუთების შეტანა ბოლოსკენ წამეჩოჩებინა – ხან იმას ვფიქრობდი-მაინც ვეღარ ჩავაბარებ მეთქი, ხან – რაზე ჩავაბარო მეთქი, ხანაც – დუგლასის სიტყვები მეფინებოდა “ყურწინ” – რათ გინდა ჯერ მაგისტრატურა, ცოტა ხანს იმუშავე, უცხო ენაში გაიწაფე, როცა ჩამოყალიბდები და გეცოდინება, რაც გინდა, უამრავი პროგრამაა უცხოეთში და იქ გააკეთე მაგისტრატურაო.. კი ვეკამათებოდი, ვცდი, ჩემი რა მიდის და უგრანტოდ სწავლას არ გავაგრძელებ მეთქი. აღმოჩნდა, რომ არა..

საბუთები შევიტანე სადღაც, აპრილის შუა რიცხვებში. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ამ “საქციელის” გამო, საშინელი “სინანული” დამეწყო. მგონია, რომ ამის “ჩადენით”, საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე. არადა, თითქოს არც ახლაა გვიან და შემიძლია, რომ გამოცდაზე გასვლაზე უარი ვთქვა, მაგრამ აქ უკვე არის რამდენიმე მიზეზი. ერთი – ჩემი 50 ლარი:-D:-D:-D რომელიც შეტანისას გადავიხადე და როგორ შეიძლება ეს ტყუილად გადამეგდო მეთქი. მეორე – ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, დედაჩემი, რომელიც “გამგლეჯს” 😀 არადა, კი მითხრა ადრე, რომ ვყოყმანობდი შეტანაზე-თუ გინდა, მოიცადე ერთი წელიო, მაგრამ ახლა გაბრაზდება 😉 და სხვა ხალხიც. თან მეც საკუთარ თავზე ვბრაზობ-რატომ დროზე ვერ მოვიფიქრე და ახლა უკან რატომ უნდა დავიხიო მეთქი.

მაგრამ როგორ არ უნდა დავიხიო, როცა არ მაქვს გარანტია, რომ მეც “სხვების” მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები. ერთი, რომ მეშინია, მოვხვდები იმ პროგრამაზე, სადაც სწავლა არ მინდა. წინა სემესტრში რომ ვნატრობდი თეორიებს, ვიცი, რომ ახლა არ შემიძლია, რადგან ესპანეთის ისტორიის და ანტიკური ლიტერატურის ისტორიის ზუთხვამ ამ უდროობის ჟამს, ძალიან დამღალა. ანტიკური ლიტერატურა სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა, გაშინაარსებულ მოყოლაზე რა მოგახსენოთ. “ილიადის” თუ “ენეიდას” მოკლე შინაარსის თხრობა მართლა არ მსიამოვნებს და არც ვყვები , ხელი ავიღე სემინარის 30 ქულაზე, თუმცა, ეს სხვა საკითხია. მთავარი არის ის, რომ ვერც “შუასაუკუნეების კვლევაზე”, ვერც “პოლიტიკის ანთროპოლოგიაზე” და მითუმეტეს, ვერც “ქრისტიანულ თეოლოგიაზე”, მე ვერ გავქაჩავ. ვერ წარმომიდგენია, ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან და რა ვიცი კიდე , ვისთან ერთად ჯდომა ლექციაზე. ვიცი, რომ მათ ვერ “დავეწევი”, ბეგრაუნდი აუცილებლად დამჭირდება. ამის სულ მარტივი მაგალითი ჩემი დეიდაშვილია, რომელიც არჩევით საგნად გადის პოლიტიკურ თეოლოგიას, და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე ფილოსოფია გავლილი აქვს, მაინც ძალიან უჭირს გარკვევა. ამ პრობლემას კიდევ მოვაგვარებდი, გულით რომ მინდოდეს ამ სპეციალობებზე სწავლა. არ მინდა, რომ მაგისტრატურაში გაუცნობიერებლად ჩავაბარო.

მეორე პრობლემა არის საშინელი დაღლილობა. მთელი სემესტრი არც ერთი თავისუფალი დღე არ მაქვს, ექვსი დღე “24 საათი” და ლექციები, შაბათს დილის 9-დან ლექციები და “იბერია”. მინდა, რომ ცოტა ხანს, ცოტათი დავისვენო. ალბათ, დიდი პროცენტით, სწორედ ამიტომ ვიტყვი უარს “განათლების ადმინისტრირების” სამაგისტრო პროგრამაზე, რომელზე სწავლაც ოქტომბერში იწყება და არა მარტში. ( ნუ, ესეც ის მიზეზია, რომ გულლლლით არც მანდ არ მინდა).

და კიდევ ერთი, მთავარი პრობლემა: არ მინდა, მაგისტრატურაში ჩავაბარო და ლექციების 4/5 გამიცდეს ლექტორების თუ ჯგუფელების უპასუხისმგებლობის თუ ზარმაცობის გამო. რასაც სხვებზე დაკვირვებისას წავაწყდი.

გამოცდამდე კი დარჩა მაქსიმუმ 45 დღე…

 

ტეგები: , , , ,

ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები

გუშინ ვიყავი თბილისი მარიოტში რომ დაჯილდოე.. არა, სლოგანების არჩევნებ.. არა, აი, ის, ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური კონკურსი რომ იყო.. მოკლედ, საარჩევნო სლოგანებისთვის უნდა მიენიჭებინათ სხვადასხვა ნომინაცია და რაღაცები უნდა გაეთამაშებინათ.

მერობის კანდიდატებს თავიანთი ფორმალურ-არაფორმალური ფოტოებით სტენდები ჰქონდათ გაკეთებული და ყველაზე მეტად ვინც მოაწონებდა თავს დარბაზში შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას – აბა, სტენდზე დამინახე ვინაა ვაარ, აბა მარიოტში მნახე ვინა ვაარ – პრინციპით, დარბაზის არჩევნებში გამარჯვებულიც ის იქნებოდა.

ბევრი ვათვალიერე თუ ცოტა მერობისთვის მრბოლელთა ფოტო-სლოგან-პლაკატები, ”მოწყენა ვიგრძენი”. როდის დაიწყება და მერე დამთავრდება მეთქი, ვფიქრობდი, თან საათზე ვიყურებოდი მალიმალ და ვცდილობდი გამომეთვალა, რამდენ ხანში დამთავრდებოდა, მერე რამდენ ხანში მივიდოდი სახლში, დავწერდი , მოვასწრებდი თუ არა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციაზე მისვლას და ასე შემდეგ. ამ დროს მოვიდა ზვიად ძიძიგური, ვინ მიმიშვა მასთან და მის სიახლოვეს, როოომ დაეხვივნენ მასთან ერთად მოსული ”უცნობი”, მაკა ასათიანი და კიდე ვიღაცები, მკლავის სიახლოვეზეც კი ვერ მივედი. ერთი ისღა მოვახერხე, რომ ყური შევყავი ჩემ წინ აყუდებულ ორ ოპერატორს შორის და გულ-სულგანაბულმა ვცადე მოსმენა. საკუთარ ხელნაკეთობებზე ლაპარაკობდა, კაიკაცობასა და ადამიანობაზე, უცებ ვიგრძენი, რომ დეჟავიუ მქონდა და ეს სიტყვები რამდენჯერმე მქონდა მოსმენილი სხვადასხვა აქციაზე და წავიჩოჩე წინ, წამყვანისკენ, რომელიც ”კაკრაზ”, იმ დროს გამოვიდა სცენაზე ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა მრბოლელის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით, ”ასეთები ვართ, ისეთები ვართ”, ”ჩვენ ვართ, რაც ვართ” , ”მოგვეცით და მოგეცემათ” და მასეთები.. მერე ჟიურიც შეუდგა საკუთარ საქმეს და სახეთეთრადშეღებილი და თეთრხელთათმანიანი მსახიობ-მოცეკვავეებიც (რაღაც სახელს ეძახდნენ, მე არ ვიცი:-/ დარაზმეს დარბაზის ”გამოსაკითხად”. ჩემ მხარეს – (ძიძიგურის მოპირდაპირე, დარბაზის მარცხენა-შუა ნაწილში) არავინ არ მოსულა ფურცლის მოსაცემად , სამაგიეროდ, მარჯვენა განაპირას იყოჩაღეს და ძიძიგურიც მოგვევლინა დარბაზის სიმპათიად.

რაც შეეხება ჟიურის :
ყველაზე დამაჯერებელი – ”ნაციონალური მოძრაობა”. მიზეზი? – გასაკეთებელი მართლაც ბევრია.
ყველაზე საქმიანი – გოგი თოფაძე. ( ვაშაძეს რას ერჩოდნენ-საქმემან შენმან წარმოგაჩინოს -ნაკლებად საქმიანია? მაგრამ ის საქმით მოდის უკვე და ამან ჯერ უნდა გააკეთოს და მერე წარმოაჩინოს).

ყველაზე ემოციურები – ნიკა ივანიშვილი და ზვიად ძიძიგური:-/

ყველაზე ლაკონიური – ირაკლი ალასანიას – ”ჩვენ შევცვლით. გამიჩნდა კითხვა: და რატომ ძიძიგურისი – არა?. მაგრამ მერე მივხვდი – ალბათ, ბრძოლა დღეეეეეეეეეეეეეეეეეეეესვე” გრძელია.

ყველაზე კრეატიული – ქრისტიან-დემოკრატები. აი, ამაზე გავკვირდი კაი ხანს, ”დასაქმება და დაბალი ტარიფებში” რა კრეატივი და რა შემოქმედება დაინახეს მეთქი. ვიიფიქრე, ვიიფიქრე და მერეღა გამახსენდა, რომ ორგანიზატორებს ”ნაციონალ-დემოკრატების” (დღევანდელი საოცარი წამოცდენა) სლოგანი – გაზი 10 თეთრი, შუქი 5 თეთრი, წყალი უფასო ეგონათ ( მართალია, ვეფხვაძემ განუმარტათ-ეს ქვესლოგანიაო, მარა მაინც), ხოდა, აბა არ არის ეს კრეატიული? თუ ეგ არ არის, რამდენ კრეატიულს დაუდო საფუძველი?
ლუდი-10თეთრი, რაღაცა (არ მახსოვს რა) -5 თეთრი, ქალები უფასო. ან ერთი ძროხა-10 farmville coins , ერთი ქათამი-5 farmville coins, აგური უფასო! ასე რომ, არის, აბა როგორ.
საჩუქრები გასცეს ღვინო-კალამ-წიგნები და ერთმა, ”პიარ ჯგუფელმა” საკუთარი ხელით დამზადებული ”საროჭკის სამაგრები” მიართვა თოფაძეს 🙂

ძიძიგურმა გაცვლა აწარმოა-თავად ქინძმარაულის ”მარანი” მიიღო და ”კონსერვატორების” ერთი ბოთლი ( ესღა დამრჩაო) უძღვნა ორგანიზატორ-წამყვანს;)

ხო, ერთი რამ იყო- საინტერესო. ბოლოს, მოროშიკინამ საკუთარი წიგნები ამ სიტყვებით გასცა: დიდი სიამოვნებით გადავცემ “ალიანსს”, რადგან სწორედ მათ აქვთ დასახვეწი პიარ ტექნოლოგია და ჩემი წიგნი დაეხმარებათო:)

 

ტეგები: , , , , ,

ვეფხ(ვ)ისტყაოსნის მიხედვით, რა არის მისაღები სექსის დროს?

თუ არ ვცდები, ორი პოსტი მაქვს ბლოგის სერჩ ტერმებისთვის მიძღვნილი. ამასობაში, კიდევ დაგროვდა რაღაც ”კარგები” და ცოტას წავიხალისებ. ( სახალისოდ მაქვს საქმე? ორი აგური უნდა მეჭიროს – რა ვქნა, წუწუნი მიყვარს და :))

1) რა ჰქვია იმ საგანს, რასაც უნივერსიტეტში ასწავლიან? – უპასუხეთ!!! ( ილიას უნივერსიტეტი რომ იყოს ხაზგასმული, კი ვეტყოდი – დემონოლოგია მეთქი.)

2) ”გოგოების ტრუსიკის გახდა” – უკომენტაროდ. (ისე, ნეტა გუგლმა ასწავლა ხერხი?)

3) ”გოგონა სიცილით პასუხობს არაო” – უუფ.. ხო იცი, ეგ არა ”კის” ნიშნავს.

4)როგორ გავაკეთოთ ჯადო ტანსაცმელზე?” – ვირის ტვინი, დათვის ქონი, მგლის შემხმარი სისხლი და ლურჯი ვეშაპის ულვაში უნდა აურიო ერთმანეთში და წაუსვა პერანგზე. ოღონდ, მარტო ეს არ ყოფნის. სურათი დამჭირდება კიდევ. მომიტანე და მერე ვილაპარაკოთ. ( ფოტო მთლიანი ტანით).

5) ”მინდიაშვილი მასონი” – მასონი, დემონი, ახალგაზრდა თაობის მიზანმიმართული გამრყვნელი.. არა, ეს გიგია-/

6) ”ჩვენ წელს დავამთავრეთ სკოლა” – აბა, დედა დაიფიცე,

7) ”როგორ შევაყვარო უფროსს თავი ცოტა ხნით?” – აი, ეგ არ ვიცი. სამუდამოდ რომ  გეთხოვა, რაღაცას გიშველიდი.

8) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/ უნარებზე როგორ დავრეგისტრირდე  2 ლარად? – მე თუ გადავიხადე 50 ლარი, შენ ვინა ხარ..

9) ”რას ნიშნავს ლედ ზეპელინის ლოგო?” – ამაზე ანელის მიმართე , გენაცვალე.

10) ”ვეფხ(ვ)ისტყაოსნის მიხედვით, რა არის მისაღები სექსის დროს?” – აი, ღამე შორენასთან, ღამე შორენასთანო, რომ აიტეხეთ. თქვე კაი ადამიანებო, რა შორენა, რის შორენა. გააკეთეთ ღამე ტარიელთან, ასმათთან, ნესტან-დარეჯანთან… ”ვეფხისტყაოსნის”  პოპულარიზაციასაც შეუწყობთ ხელს , მმკ-ც კმაყოფილი იქნება და ”სოფელიც” აშენდება.

კიდევ ბევრია, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ :)))

 

ტეგები: , , , , , ,

გვეშველება რამე კი არადა , ვაიუშველებელი ილიაუნისთან

“ლიგამუსთან” აქცია რომ უნდა ყოფილიყო, ფეისბუქზე გავიგე. თუმცა, ”მაგნიტური დღე” მქონდა და ესეც, ისევე როგორც ბევრი რამ, რაღაცნაირად ამომვარდა მეხსიერებიდან. მხოლოდ ”განათლების ადმინისტრირების” პრეზენტაციიდან გამოსულმა დავამარცხე ”ამნეზია” და თვალი შევავლე ფეისბუქელებს..

რადგან ერთი საათი დრო მქონდა ლექციამდე და სამსახურში მისვლასაც აზრი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ჩვეულებრივ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე – ჩანდა რამდენიმე ბანერი – ”არა ფაშიზმს” და ”ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას” – შინაარსით. ისმოდა ფრაზები, რომ ”ვისაც რის პრეზენტაციასაც უნდა იმას გამართავს”, და ასე შემდეგ. აი, მალე კი…

ჯერ მოვიდა რამდენიმე ტიპი, რომლებიც ილიაუნის სტუდენტებს უწოდებდნენ თავს და გააპროტესტეს ის, რომ მათ გააპროტესტეს მათი პროტესტი… მმკ – მაც სუნზე მოაგნო და ეს სამგზის პროტესტი ძალიან უხეშ ფორმებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანზე ხელითაც გაიწიეს, მაგალითად, ბექა მინდიაშვილი, ვასო გაბუნია. კიდევ ერთი ბიჭს, რომლის სახელ-გვარი არ ვიცი, მაგრამ თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს – გზაზე გაეკიდა ქერაწვერიან-გაყინულცისფერთვალება მმკ-ელი, რომელიც ასევე თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს..

სიტყვიერი შეურაცხყოფა ( მერე სადღაც წავიკითხე, რომ ფიზიკურიც და ეს, არ ვიცი) მიაყენეს სიკო ჯანაშიას. ორი მართლმადი – დებლი დასდევდა – წადი ამ ქვეყნიდან, შვილებს გამირყვნიო. ესეთი ხარ, ისეთი ხარო.
ნუ რადგან, უკვე ყველგან ყველაფერი დაიწერა. მე მხოლოდ ჩემთვის დასამახსოვრებელ რამდენიმე დეტალს დავამატებ:

1) შავგვრემანი, ხშირგადაბმულწარბებიანი ბიჭი გვერდით მდგომს ყვირილით უხსნის: აი, ისინი არიან, თუბერიძე და პატრიარქი, ვიდეო, მამაბუასილი..
– ესენი არიააან? ვაააჰ, ჩემიიიი.. წააამო, ბიჯოუ, წამოოო… ( მირბიან აქციის შუაგულისკენ..) – მოვკლავ ამათ. ამათ დედას მოვ… ავ ჩემიიიი…

2) მმკ ”მასონებს” დაერია. გზაზე დარბიან, მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ ”იეღოვა” მიბრძანებს ამას” პრინციპით, ”შეამჩნია რა” , რომ ”მდგომარეობა სტაბილიზაციას არ ექვემდებარებოდა”, პატრული ბიძიამ , ( რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა) დაიწყო ვითომდა გაშველება. დავთვალე ექვსი შემთხვევა, როდესაც იმ შემთხვევაში თუ ”მასონს” ცემდნენ – არავითარი რეაგირება, თუ ”მასონი” ცემდა – სასწრაფოდ გაშველება.

3) იგივენი – პატრული ბიძიას ყელზე კაი მოზრდილი ნაფხაჭნი აქვს , მმკ-ელი ( ოხ, იმის სახელი არ უნდა ვიცოდე?:-/ ხელს უქნევს ყბაში , ამხანაგი პატრული ალერსიანად უღიმის და მხარზე ხელს უთათუნებს. მმკ-ელი შეჰვედრის : შენც ხო მართლმადიდებელი ხარ?
– აბა ვინ ვარ – (შეურაცხყოფილი პატრულის სახე).
– მერე, მოდი რა მოგვეხმარე, სულ ეს ფორმა ხომ არ გექნება.
– ნუ გეშინია, ყველაფერი მესმის…

4) ილიას უნივერსიტეტის ”პროტესტანტი” სტუდენტი დეისაძის წიგნის შინაარსზე :
რეები დაწერა, ამის დედა მოვ… ან, როგორ შეიძლებოდა, დედაზე ეს როგორ დაწერა, მე მხოლოდ ამონარიდები მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს როგორ დაწერა, მრცხვენია ამის გამეორება ჩემი დედას შე . . ცი. ( თუ ვინმე განიმარტავს განსხვავებას ნაგულისხმევ ამონარიდებსა და ამ ფრაზას შორის, დავუმადლი).

5) მმკ და ”მასონები” ერთმანეთს ურტყამენ. გოგო ( ბლოკნოტი უჭირავს და რაღაცას იწერს) და ბიჭი ( სამოყვარულო კამერით იღებს აქცოას) ბორდიულისკენ მიდიან. რა ვქნათ? ( გოგო), ”წამოდი რა, არ გკიდია?” – ( ბიჭი).

6) პროტესტის პროტესტის ერთერთი გამპროტესტებელი რეკავს ტელეფონზე – ჰომოსექსუალისტების აქციაა, მოდით ბიჭო, დედა უნდა მოვ—ათ, სხვა რა შეგვიძლია. ტელეფონს თიშავს და გვერდით მდგომს ეუბნება – აუ, თუთბერიძე რატომ არ არის? სიამოვნებით დავლევდი მის სისხლს. მოვკლავ, მოვკლავ..

7) ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი გოგოს და ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი ბიჭის საუბარი:
გოგო – რაღაცების გარკვევა მინდა.
ბიჭი – მაინც რეების?
გოგო – იმის, რომ რამდენსაც არ ვკითხე არ არიან ილიას სტუდეენტები.
ბიჭი – როგორ არ არიან, მე ვცნობ.
გოგო – მე აქ ვსწავლობ რააა და სახეზე მაინც ვცნობ ხალხს. არ არიან ესენი ჭავჭავაძის სტუდენტები და რატომ მართავენ ჩემს უნივერსიტეტთან აქციას, არ მესმის.
ბიჭი – რომელ კურსზე ხარ?
გოგო – მეოთხეზე.
ბიჭი – გეტყობა, იშვიათად დადიხარ და ვერ ცნობ ხალხს.
გოგო – ბოდიში მოიხადე, სტიპენდია მაქვს, ისე კარგად ვსწავლობ.

როგორც მარიკა იტყოდა – გავზქურეთ რა…

 

ტეგები: , , , , ,

თბილისის ყოფილი და მომავალი სარდალი

ორი დღეა თბილისში არის დიდი ამბავი,

სტაფილოსფერფორმიან გიგის გააქვს ნაგავი,

პატრულიც ის გამხდარა, დაიჭირა ნაგანი,

იცავს წესრიგს, გაჰყვირის: ნუ არის ბალაგანი.

ყვითელ ავტობუსებში კონდუქტორი სად არი?

ესეც გიგი გამხდარა, ვინ გვყავს მისი სადარი.

ლმობიერად წერს ჯარიმას და არ არის ვანდალი,

უხსნის მგზავრებს ბილეთი თუ საჭირო რად არი.

აგერ ბაზარში დამდგარა, ყიდის კვერცხს და მარგარინს,

დოდოს რძე სურს, ილარიონს კი “სადიას” ბარკალი,

– თაფლი ნატურალურია, მიდი, თითი ჩაკარი,

– დამიკელი, გენაცვალე – ლოცავს ძია მაკარი.

აგერ გლეხებთან ჩასულა, უკვე დარგო თალგამი,

დააპურა გოჭები, ცხენს ამოსდო ლაგამი.

გააჭენ-გამოაჭენა, ვინ გვყავს მისი ბადალი,

ტყეშიც გაინავარდა , ემალვოდა მას დალი.

ნადირობიდან დაბრუნდა, უთვალავი ნადავლით,

ირმისა და ხოხბის ზვინით, არა – ნუყარ-ნაყარით,

ხელად შამფურზე ააგო, გაახურა მაყალი,

ერთნაირად დააპურა, ჯანმრთელიც და საპყარიც.

თან მჭედლობაც შეითავსა, გამოკვერა ჩანგალი.

იოსტატა, იხარაზა, გახდა უკვე ქარგალიც.

ინჟინერიც ყოფილა, ატრიალა ფარგალი,

მას რომ ვერა გაუგო, ხელთ აიღო ფანქარი.

აგერ ნიჭი აღმოაჩნდა მკერავის და მქარგავის,

სულ წუთებში შეკერა ლეიბი და საბანი.

სიძის როლიც მოირგო, წაიყვანა მაყარი,

პატარძლის ნამდვილი ქმარი შემცვლელით – ამაყ არი.

აჭარული იცეკვა არა ბანდალ-დანდალით,~

ისე ჩაულეკურა, გასძვრა ცალი სანდალი.

მერი – მცოდნე უნდა გახდეს,

რაღად გვინდა სკანდალი,

უგულავა – თბილისის last და next მთავარსარდალი.

კაცი საქმეს აკეთებს, არა თავის ქანქარით.

უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა – სირბილით თუ ჩანჩალით,

მალე ხაჩიძე იმღერებს – დარია თუ ავდარი,

თურმე მიშა კი არა, გიგი არის მაგარი

 
7 Comments

Posted by on აპრილი 29, 2010 დუიმი თსუ, სხვადასხვა

 

ტეგები: , ,

ავტოგაბრაზება

საკუთარ თავზე ვარ ისეთი გაბრაზებული, ისეთი გაბრაზებული, რომ რა ვიცი…

რატომ მიმყავს ყველაფერი დედლაინამდე??? ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ თავის დროზე, რატომ ვიკლავ თავს ბოლო საღამოს, ბოლო დღეებში… აი, დღესაც, რამდენი საათი ტყუილად ვიჯექი კომპიუტერთან. გავხსნი საბაკალავროს ვორდის 15 დოკუმენტს  ( უკვე მერევა, სად რა შევინახე) , დავიწყებ 350 გვერდის  დალაგებას, გადატანა – გადმოტანას, რაღაც უაზრო დეტალებზე ვკარგავ დროს, სულ რომ არაფერში დამჭირდება ( ამას მეერე, ორ-სამ დღეში ვხვდები ხოლმე) , მერე კიდევ თაავიდან..

შაბათს მაქვს ორი კოლოკვიუმი. ხვალ ( სამსახურიდან დაბრუნების  ანუ 10 – 11 საათის შემდეგ) უნდა ვისწავლო რვა საკითხი , მაშინ როცა შემეძლო 7 უკვე მზად მქონოდა და ხვალ ის ერთი წამეკითხა. ააარა, მე ხომ ყველაფერი ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა მივიყვანო ( მაგალითად, ეროვნული გამოცდებისთვის მეცადინეობა 2 ივლისს დავიწყე და 9-ში ქართულის  გამოცდა მქონდა.  10 -ში წავედი , ვიყიდე უნარების წიგნი და 12-ში გამოცდა ჩავაბარე). ცოტა ნელი მაინც ვიყო , ასე არ გავბრაზდებოდი. მაშინ როცა თავისუფლად შემიძლია ერთ საათში 80 – 120 გვერდის წაკითხვა ( გააჩნია ფურცლის სიდიდეს) , რატომ უნდა ვიკლავდე თავს ბოლოს.  მაშინ, როცა შემიძლია ექვსგვერდიანი რეფერატისთვის სხვადასხვა და რამდენიმე წყაროდან მოვიძიო ინფორმაცია და დავწერო კიდეც 3 – 4 საათში.

მაშინ როცა შემიძლია დილის ხუთ საათამდე  ორი 2 – 4 გვერდიანი სტატია დავწერო და გავუგზავნო კიდეც პასმდივანს , თან ისე, რომ ღამის 12 საათზე დავიწყო ინფორმაციის მოძიება…

მოკლედ, ახლა მაქვს დეპრესია და არ შეიმჩნიოთ… ანტიკურში თუ გადავრჩი ხომ კაი, ბავშვთა საკითხებში თუ გადავრჩი, ხომ კაი.. ( მადლობა ღმერთს, ეს დავწერე უკვე), აი, ესპანეთის ისტორიაში აღარ მგონია – გადავრჩე . შვიდი კვირის მანძილზე არც ერთი მასალა არ მისწავლია. სწავლას ვინ დაეძებს, ორი წავიკითხე მხოლოდ და სამშაბათამდე კი უნდა ვქნა ყველაფერი..

მაგრამ ამ ყველაფრის გადარჩენას არ დავეძებ ( კრედიტიც მაკმაყოფილებს), აი, სადიპლომოზე უნდა “გადავრჩე” მართლა;)) სირთულისკენ სწრაფვისგან  ( არადა, ღმერთი- რჯული, მე არ ვისწრაფვი, თავისით მივდივარ) უნდა განვთავისუფლდე, თორემ არაფერიც არ მეშველება:-/

იქ კიდევ, ჯანდაბას ამის თავი მეთქი და სამაგისტროზე დავრეგისტრირდი  ( თითქმის გადაფიქრებული მქონდა) , იმას ცალკე მეცადინეობა…

მოკლედ, აშკარაა, რომ დროის განაწილება ვერ ვისწავლე.. უფრო სწორად, როცა ვიცი, რომ ცოოტა დრო მაინც მაქვს, გულს ვერ ვუდებ:-/ ზარმაააც….

( ეს თუ გურამ შამანიდმა წაიკითხა, ალბათ, კიდევ ერთხელ,  ამჯერად ყვირილით დაწერს :  როდის ამთავრებ ამ უნივერსიტეტს, არ შეგვჭამა ხალხიო?:)

 
2 Comments

Posted by on აპრილი 22, 2010 დუიმი მე:-)

 

პირველი “ნაბიჯები”

გუშინ კომპიუტერს ვალაგებდი. ძალიან ცუდად მუშაობს ამ ბოლო დღეებში და გადავწყვიტე ზედმეტი და საეჭვო ფაილ – პროგრამებისგან გამეთავისუფლებინა. გადავაწყდი უუუძველეს ( ჩემი ანტიკური ხანა კომპიუტერის მხრივ ორწელიწადნახევრის წინ არის – მაშინ დავიწყე ბეჭდვის სწავლა) – დავალებებს. მათ შორის ჩემს პირველ ( თითქმის პირველს – სუ-სუ პირველი სააშინელება იყო და იმ პირველის სანაცვლოდ დავწერე ეს) რეპორტაჟს – „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ კურსიდან. ახლა იმიტომ ვტვირთავ, რომ ეს ნაწერი 17 აპრილით არის დათარიღებული და დღეს სწორედაც რომ ეს თვე-რიცხვია 😉 ამის წაკითხვისას ძაან ბევრი ვიცინე და რაზეც ვიცინე და მაშინ შენიშვნაც მივიღე ლექტორისგან – გავაბოლდებ;) ( რეპორტაჟი არ არის რამე თემასთან დაკავშირებით. ესაა უბრალოდ გზის აღწერა).

გასეირნება ძველ უბანში

ხუთშაბათი, 17აპრილი, ვარკეთილიდან ნახალოვკის მიმართულებით მიმავალი სამარშუტო ტაქსი N150.. დილის 10 საათია. ჩემ წინ ორი ქალი ზის, დაახლოებით 45-50 წლისანი. ერთ-ერთი, ჩალისფერი თმებით და სახეზე მრავალი ხორცმეტით თუ ხალით, დღევანდელ თაობაზე ლაპარაკობს.

”ახლანდელ გოგოებს რომ ვუყურებ, რა უზრდელი და უნამუსოები არიან, ეს უზნეოები მიწის ზემოთ უნდა დადიოდნენ და ჩემი ანგელოზივით შვილები მიწაში იწვნენ?” – გამომხედა და თვალი ამარიდა. შავთმიანი, შავგვრემანი, მწვანე ფანქრით თვალებჩახატული და წითელი პომადით ტუჩებგაკრასკული ქალი თავს უკანტურებს და “ღმერთსაც კარგები უნდაო” – ამბობს.

ჩემ გვერდით ახალგაზრდა, წვერგაუპარსავი და გრძელთმიანი მამაკაცი ზის, რომელსაც პირში წვრილი რკინის ღერი გაურჭია და გაფაციცებით კითხულობს საფეხბურთო სტატისტიკას.

ისნის მეტროსთან ახალგაზრდა წყვილი ამოვიდა, ქერათმიან, ცისფერთვალა გოგონას ცისფერი კაბა აცვია და მიხაკები უჭირავს. მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ვორონცოვზე გავლისას ქალმა ვაჟს მობილურის ეკრანზე მიუთითა და რაღაც, მგონი მოკლე ტექსტური შეტყობინება წააკითხა. შემდეგ მძღოლს სამარშუტო ტაქსი გააჩერებინა და სწრაფი მოძრაობით დაუყარა ყვავილები თანმხლებ შავგვრემან, ლოყაზე ნაიარევიან ბიჭს,რომელსაც მარჯვენა ხელზე 2თითი აკლდა და არათითს საქორწინო ბეჭედი უმშვენებდა გოგონასგან განსხვავებით. ”ეს თეონას მიუტანე, მას უფრო გაუხარდება” – მიაძახა და სწრაფად ჩავიდა, ვაჟიც უკან დაედევნა.

მათი ჩასვლის შემდეგ მსუქანი, უცნაურად შემოსილი ქალი ამოვიდა. შემოტკეცილ ჯინსზე მოკლე კაბა ეცვა. თმა ლურჯად ჰქონდა შეღებილი და წითელკოპლებიანი მწვანე ნაჭრის “აბადოკით” გადაწეული. იკითხა -ნახალოვკაში თუ გაივლითო და მძღოლს განუცხადა : ჩემი ბიჭი, მე ამ მარშუტის ნახევარს გავდივარ და ამიტომ ფულსაც ნახევარს გადავიხდიო და გვერდით მიუჯდა. მძღოლს გაეღიმა და თავი გადააქნია.

ახალგაზრდა ბიჭი ყურსასმენებით უსმენს მუსიკას, თუმცა ბოლო ხმაზე აწეული “მიშა მაგარია” თითქმის მთელ მგზავრებს ესმით. გვერდით მჯდომმა მოხუცმა კაცმა რამდენჯერმე გადახედა და ბოლოს დასავლეთური კილოთი უთხრა : არსად დაგეკარგოს ბიძია მაგი მიშა, კარგად შეინახე.

ნაძალადევის მეტროსთან ჩამოვედი და ფეხით გავიარე. მეტროდან გზა გადავკვეთე და სააკაძის ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომელიც რამდენიმე შესახვევად იყოფა და თუ ერთში ახალი ასფალტი აგია, მეორეზე რიყის გზაა გაყვანილი, ხოლო მესამე საერთოდ ტალახით და მიწითაა დაფარული. ძალზე ჭარბობს ერთ, ორ და სამსართულიანი სახლები, უმეტესად წითელი აგურით ნაგები. წუხანდელ ნაწვიმარს გუბეები დაუყენებია.

სააკაძის 39. საჯარო სკოლა N9. დიდი შენობაა, ორნაწილიანი. ცენტრალურ მხარეს ახალგარემონტებული, ყვითელი შენობაა, თუმცა კედლები უკვე წარწერებითაა სავსე .”გიო + თიკო =LOVE” , ”მარი ყველაზე მაგარი გოგოა”, ” ჩორნა, პაუკა, დიდცხვირა, ენჯი = უბნის ყოჩები” სკოლის ეზოში ავტობუსი დგას და 20 მდე ბავშვი ირევა, რამდენიმე უფროსიც არის. როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მიდიან. ტყუპი ძმები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან, საიდუმლოდ მიმხელენ რომ კლასის დამრიგებელს გამოფენაზე მიჰყავს. ”მერე სადმე ჩავსხდებით”-გახარებულები მეუბნებიან ბიჭები, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი ლურჯი თვალები, ხვეული ქერა თმები და ლოყაზე ხალი აქვთ. ზუსტად ერთნაირი ლურჯი, სამზოლიანი სპორტული აცვიათ. მხოლოდ იმით ვარჩევ, რომ ჯონი ოდნავ ენას უკიდებს.

მეორე ნაწილი ძველი, გაურემონტებელი, წითელი შენობაა, რომელსაც შიდა ეზო აქვს, ეზოც ძველი, უასფალტო და ნანგრევებით სავსეა. ძველი სარდაფიდან ჭაღარა კაცი გამოძვრა შარვლის სწორებით…

სკოლის ჭიშკართან ოთხი ბიჭი დგას და უხამსი სიტყვებით ამკობენ საკუთარ და ერთმანეთის დედებს.. ჩაჩაჩულჯინსებიანი და შავმაისურიანი ბიჭი გვერდით მდგომ , ნაზი აღნაგობის და მიხვრა-მოხვრების პატრონ ვაჟს, რომელსაც არამარტო თმა, წარბები და წამწამებიც კი თეთრი აქვს (როგორც ჩანს ალბინოსია) დედის კურთხების თანმხლები სიტყვებით ურჩევს საქმეს. ”შენნაირების ადგილი ჩვენს უბანში არაა ბრატ, გირჩევნოდეს საკუთარი ნებით დაახვიო აქედან, თორემ მე უკვე კუკიის სასაფლაოზე გაგისტუმრებ. უბნის სახელს ნუ გვირცხვენ, შენ იცი რომ სისხლიან ჩორნას მეძახიან?” (სახელოებს იკაპიწებს და მარჯვენა მკლავზე ამოსვირინგებული გველი გამოუჩნდა) -კი მაგრამ, ეს უბანი ხომ შენი საკუთრება არ არის, სახლში რომელშიც მე ვცხოვრობ, ჩემი მშობლების ფულია გადახდილი” (წვრილი, განაზებული ხმით ეუბნება თეთრთმიანი) – აზრზე ხარ ეე, რიჟა რეებს ბაზრობს? (მიმართავს სვირინგიანი ჭიშკარზე მიყუდებულ 2 ბიჭს, რომლებიც ზანტად მოიზლაზნებიან ამათკენ) .თეთრთმიანი ბიჭი უკან იხევს და ჩქარი ნაბიჯებით მიდის ნაძალადევის მეტროს მიმართულებით.

ლეჩხუმის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსებიც ჩნდება, თუმცა საერთო ხედი მაინც კერძო სახლებით შემოისაზღვრება. ნიკო მარის ქუჩაზე სახაჭაპურე დგას, სადაც ყვითელთმიანი, ზორზოხი ქალი ხაჭაპურის გამყიდველს ეჩხუბება.: ”ეს სოდიანი პური შენს შვილებს აჭამე შე უბნის…”. ძირს ფენოვნებიანი პარკი გდია.

ნიკო მარის 79-ში ორსართულიან სახლთან ტელეკომპანია “მზის” ჯიპი დგას “MZE-555”,გადასაღები მოწყობილობებით. მანქანში არავინ ზის, ეზოც ცარიელია. არც სახლიდან არ ისმის არანაირი ხმა.. ავი ძაღლი ყოლიათ, კაი ხანი მარბენინა..

ოქტომბრის ქუჩაზე, ”თელასის აბონენტთა მომსახურების ცენტრი” შემხვდა, სადაც საკმაოდ დიდი რიგი დგას. ”ურიგოდ არ გაუშვათ” – ყვირის შავებში გამოწყობილი, ყავარჯნიანი ქალი, რომელსაც ხელში 5ქვითარი უჭირავს. ”მეზობლებისასაც მე ვიხდი და ფულს მაძლევენ ხოლმე, არ შეიძლება ამ ოხრებმა მეორე სალაროც ამუშავონ? დილიდან რიგში ვდგავარ” – შესჩივის გვერდით მდგომ შავსათვალიან ქალს, რომელიც ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე დგას.

ცენტრალურ ქუჩაზე გამოვედი. დადიანზე კიდევ ერთი, N10საჯარო სკოლაა, რომლის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს, ავარიული და ძველი შენობა ჩანს. ახლოს მისვლისას უკეთ გამოჩნდა მისი შესახედაობა. სამსართულიანი შენობა დაბზარული კედლებით, ბოლო  ორი სართული სულ უფანჯრებოა, საიდანაც ჩანს ერთმანეთზე დახორხლილი ძველი მერხები. ალბათ ყოფილი სკოლაა. პირველ სართულზე ფანჯრები ადგილ-ადგილ არის, თუმცა ნაწილ-ნაწილ მუყაოებია დამაგრებული. უფარდებო ფანჯრიდან კარგად ჩანს ოთახის შიდა მოწყობილობა : რკინის საწოლი, მის თავზე ჩამოკიდებული სურათი თუ ხატი, ოთახში თოკია გაბმული, რომელზეც მაისურები და სხვა სამოსელია დაკიდული. ფანჯრის რაფებზე ყვვავილის ქოთნები აწყვია. ალბათ დევნილები ცხოვრობენ.

გზის პირას პარკია. ”ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკი” – აწერია დიდი ასოებით. პარკში ნაძვები და წითელი მიწაა. სკამები დგას, რომელთა უმეტესობა თავისუფალია. თუმცა გაუქმებულ საქანელაზე ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელსაც კალთაში გოგო უზის და ერთმანეთს გამალებით ეალერსებიან. გოგონა სიცილით ეჩხუბება, რომ წვერი ჩხვლეტს. ორივე იცინის. (მე კი ჯაშუშივით ვუყურებ და ვუსმენ?)

თავისუფალ სკამზე დავჯექი. ჩემ პირდაპირ, სპორტულად ჩაცმული ქალი წევს სკამზე და მუცლის პრესებს იკეთებს. დაამთავრა, ზურგჩანთიდან ლახტი ამოიღო და ახლა იმით დაიწყო ვარჯიში. ბოლოს დაღლილი სახით დაჯდა სკამზე, ისევ გახსნა ჩანთა, ჰამბურგერი თუ ჰოთ-დოგი ამოიღო და ჭამას შეუდგა.

მიწაზე ბევრი ცარიელი ბოთლი ყრია, რომლებსაც ჭაღარა, ლოყაზე ტყირპიანი, ძველ ტანსაცმელსა და კალოშებში გამოწყობილი კაცი აგროვებს.

ისევ წვიმა დაიწყო.. კოკისპირულად დასცხო. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მზე ჭიატობდა, მაინც აპრილია.. თეთრებში გამოწყობილი, გრძელთმიანი, საშუალო ასაკის კაცი სულ გალუმპულა. შავი სათვალე მოიხსნა და ინგლისურ-იტალიური ნარევით პიცერიის მისწავლება მთხოვა. რაღაც სხვა ეროვნების უნდა იყოს, უფრო აზიურ ენაზე მეტყველებს, ინგლისური და იტალიურიც ცუდად იცის. ”I hangry” – თან პირს ფართოდ აღებს და ხელები მიაქვს. აქ მეც პირველად ვარ, თან კერძო სახლების და პატარა ეკლესიის გარდა არც არაფერი ჩანს, პიცერია სად უნდა ვანახო. მეტროსკენ მივუთითე, სადმე სახაჭაპურე მაინც იქნება. ნეტა აქ საიდან მოხვდა? ძალიან შავი თმა და ღია ცისფერი თვალები აქვს.

მიწისქვეშა გადასავლელით გადავდივარ მოპირდაპირე მხარეს. კიბეზე დამტვრეული ლუდის ბოთლები ყრია, საშინელი სუნი და სიბნელეა. ამოსასვლელთან მთლიანად თავგადაპარსული გოგონა დგას, თავზე “liberty”აქვს ამოსვირინგებული, განგებდახეული ჯინსი აცვია, რომელზეც შავი ნაჭრები აქვს მიკერებული სხვადასხვა წარწერებით, მათგან ყველაზე დიდი “ანარქია” წითელი ასოებით ამოუქარგავს. ხელში გიტარა უჭირავს და როკს მღერის.

წვიმამ მოძრაობა შეაფერხა, გზაზე დაგროვილი წყალი არტეზიულ ჭებში ვერ ჩადის და გუბეებად გროვდება.. “მერსედესი – ქეთევან, სოსო, ქეთევან 923, გააჩერე მანქანა” – გაისმა პატრულის რუპორის ხმა. დიდი სისწრაფით მიმავალი ვერცხლისფერი მერსედესი გაჩერდა, საჭესთან მჯდომმა ქერათმიანმა ქალმა ხელები თავზე შემოიწყო და თავი საჭეზე ჩამოდო. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ავტომობილთან მივიდა, რის შემდეგაც ქალი მანქანიდან გადმოვიდა. რაღაცას თხოვდა და უხსნიდა პატრულს, მაგრამ ჯარიმის გარეშე ვერ გადარჩა.

150 ნომერი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა, ამჯერად ვარკეთილის მიმართულებით მიმავალი.. მაგრამ ახლა სხვა ტრანსპორტი მჭირდება, რამე, რითაც რუსთაველის მეტროსთან მოვხვდები.


 
 

სასიამოვნო შაბათი ჯოზეფინასთან ერთად

ბარემაც შაბათს უნდა დამეწერა პოსტი, მაგრამ განა ხანგრძლივად ვინმეს გაახარებს ეს წუთისოფელი? ფოტოები არ მომაწოდა ბატონმა პასუხისმგებელმა რედაქტორმა და მომეშალა ნერვები 🙂
მოკლედ, შაბათს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, ერთი, რომ თავად ვერ ვგრძნობდი თავს კარგად და მეორე – როგორც კი კომპიუტერი ჩავრთე , პოლონეთის ტრაგედიის ამბავი გავიგე. ძალიან დაგრუზულმა მაინც გადავწყვიტე ლადარია – ბუღაძის ლექციაზე წასვლა – ცოტას გამოვალ მეთქი. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 25 წუთში “იბერიას” პაუხისმგებელმა რედაქტორმა ( ოხ, რა ოფიციალურად ჟღერს), მოკლედ, პაატამ დამირეკა და “საღამოს ოფისში ამოდი. “ის”  მოდის და თქვა – თანამშრომლები მომგვარეთო”. – კაი მეთქი.. ცოტა ხანს კი ვიფიქრე, ნეტა ვინ არის  “ის” მეთქი, მაგრამ შორს აღარ წავედი – ჯოზეფინა უნდა იყოს მეთქი – დავასკვენი ( მეთქის ტავტოლოგიისთვის – ბოდიში 😀 .  ჯოზეფინა ეს არის, ნიუ იორკ ტაიმსის ასოცირებული დირექტორი – ამერიკიდან საქართველოში გახლდათ სტუმრად. – ხუთსაბათს,  New York Times International Daily –  ის პრეზენტაციას დაესწრო, სიღნაღი, მცხეთა და გორი ინახულა და კვირა დილით ნიუ იორკში დაბრუნდა.
ხოდა, ავედი საღამოს საირმეზე. დამხვდნენ ლალი, მაგდა, სუზი და მარიტა ( + უფროსობა და ქალბატონი ჯოზეფინა).

 

 

 

 

 

 

 

სამზარეულოში ფუსფუსებენ ბავშვები:-D

მოკლედ, აღვფრთოვანდი მაგ ქალით. ძალიან უშუალო, ძალიან საყვარელი, კეთილგანწყობილი, თბილი. . .   როოოოგორ ვბრაზობდი საკუთარ თავზე, ენის უცოდინრობის გამო, მის კითხვებს ვერ ვიგებდი. ნუ ზოგჯერ კი ვიგებდი, მაგრამ ვერასდროს ვერ ვპასუხობდი და თავის ქნევით ან “იეს”, “ნოუ” – თი ვიფარგლებოდი.  არადა, გვერდით ვეჯექი 🙂

ჩვენ და New York Times – ს ასოცირებული დირექტორი – ქალბატონი ჯოზეფინა:)

სიღნაღი და ჯვრის მონასტერი მოსწონებია ძალიან. გორის მუზეუმის ნახვა ბოლო დღეს მოუნდომებია, სუვენირები უყიდია მუზეუმიდან.. ჰო, კიდევ საქართველოში გამოცემული რომელიღაც ინგლისურენოვანი გაზეთი უნახავს და “ეს ჩვენი სტატია აქვთ გადმობეჭდილიო – გაოცდა.  გვითხრა – დიდი მადლობა მოსვლისთვის და ნიუ იორკში გელითო 🙂

 რომ წაიყვანეს სასტუმროში, ლამის გავეტირე. ჰო, კიდევ New York Times International Daily – ის პირველ, საცდელ ნომერზე ყველამ ხელი მოვაწერეთ და ოფისში დაკიდებენ :).

 
4 Comments

Posted by on აპრილი 13, 2010 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , ,

ბლოგის იუბილე

გეგმაში არ მქონია დღეს პოსტის დაწერა, მით უფრო ახლა, როცა უნივერსიტეტის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ვზივარ და ლექტორს ველი. ( რას ამბობ, ადრე სულ სახლში ვწერდი , აი?!)
მოკლედ, ახლა ჩემს მეგობარ ანელის ველაპარაკებოდი , ( ჰო რა, მე ველაპარაკებოდი და ის წერდა – მარი, თავი დამანებე, მაგაზე ნუ მელაპარაკებიო:-D – ასე ვთქვათ, “ვაბრაზებდი” – ხვალ ჩვენი პრესკონფერენციის დაბადების დღეა მეთქი. რომლისო? აი, ღია რადიოს საცდელ გადაცემასთან დაკავშირებით რომ გამართე მეთქი 😀 მერე გამახსენდა, რომ ზუსტად იმ პერიოდში დავწერე პირველი პოსტიც ბლოგზე. მახსოვს, სოფიმ დამიკომენტარა – კარგად წერ და გააგრძელეო და სტიმული მიმეცა. მახსოვს, პირველ პოსტს რომ ვწერდი, თან სიკო ჯანაშიასთან ინტერვიუს ვამონტაჟებდი და ა.შ.
ხოდა, რომ შევედი წეღან ბლოგზე, გადავედი პირველ პოსტზე და თურმე 2009 წლის 7 აპრილს , ზუსტად ერთი წლის წინ დამიდევს. ანუ რაღა ბევრი გავაგრძელო, დაბადების დღე ჰქონია ამ გაჭირვებულ, პატრონისგან და დროისგან მოძულებულ ბლოგს:–/
მოკლედ, ამ წლის მანძილზე სულ გამოქვეყნდა 77 პოსტი – აქედან რვა რაღაც–რაღაც მიზეზების გამო წავშალე. ხოლო ცხრა ჯერ კიდევ დრაფთში იგუდება – დავიწყე და ვეღარ გავაგრძელე თუ დავასრულე. დაიდო 417 საწყალი კომენტარი;) ყველაზე მაღალი რეიტინგი (ჰიტების და უნიკალურების მხრივ) ჰქონდა პოსტებს – ღია რადიო ღია სივრცეში , რეპორტაჟი ახალი სოფლიდან ( ამას ყველაზე მეტი კომენტარიც) , უსაფრთხო სექსი გიასთან , რა მინდა გამოვიდე... “ქართული ტრადიცია – ინსტიტუტები და მაგისტრატურები”, “მტირალა ჟურნალისტი ასევე, პოსტები საკნების ქალაქზე და მათ თვლაზე🙂
პრინციპში, ჩემმა ე.წ ბლოგერობამ დაინავლა. დროის უკმარისობა, ძალიან ბევრი საქმე, ფეისბუქის გამცდენობა … არადა, შარშან, როდესაც კომპიუტერი არ მქონდა, გაცილებით მეტს ვპოსტავდი, ვფიქრობდი – აი, მე რომ კომპი მქონდეს… მაგრამ მაქვს და ჰაა… არც არაფერი. ბლოგიც პრინციპში უფრო მეგობრებისთვის მქონდა, ვიწრო წრეში ფართოდ აღიარებული ვიყავი, ნაცნობებს მოსწონდათ ჩემი ნაწერი და მეც ვწერდი.. ახლა კი.. არც მახსოვს, ბოლო პოსტი როდის და რაზე დავწერე.. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი რომ გადაივლის, უნივერსიტეტის ციებ–ცხელებას რომ მოვრჩები, გამოვძებნი დროს ბლოგის განახლებისა და უფრო აქტიური ბლოგერობისთვის:)

 
3 Comments

Posted by on აპრილი 7, 2010 დუიმი მე:-), უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , ,

“ვირტუალური ომის” მეორე დღე ანუ აქცია ვარდების მოედანზე

ეს რეპორტაჟი დაიბეჭდა გაზეთ  “24 საათში” აქ ვდებ იმავე სახით + ანუკი ჯაფარიძის (“24 საათის” ფოტოგრაფი) გადაღებული ფოტოები

ტელეკომპანია “იმედის” მიმართ პროტესტის გამოსაცხადებლად გუშინ  “ვარდების მოედანზე”, დაახლოებით, სამასი ადამიანი შეიკრიბა.

აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მონაწილეებმა სასტუმრო “რედისონთან” შეგროვება ნახევარი საათით ადრე დაიწყეს.

ქოლგიანი ქალები, ჭაღარა მოხუცები, კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები, ბავშვიანი რამდენიმე წყვილი, ახალგაზრდები – პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილი აქციის მონაწილეები “ქრონიკის” 13 მარტის იმიტირებულ გამოშვებაზე თავიანთ შთაბეჭდილებებს ჰყვებოდნენ და დრო ამით გაჰყავდათ.

“ტყვიების წუილი რომ გაისმა, მაგ დროს ჩავრთე ტელევიზორი და დედაჩემმაც სწორედ მაშინ დამირეკა ქუთაისიდან. გადარეული იყო,” – ეუბნება 25 წლამდე გოგო წინ მდგომ ბიჭს, მცირე ზომის პლაკატს, რომელზეც გადახაზული “იმედის” ლოგოა გამოსახული, ჩანთაში დებს, სიგარეტს უკიდებს და აბოლებს.

“რა გაგვიკეთეს! რა მნიშვნელობა აქვს, რუსები მოგვკლავდნენ თუ ნერვიულობით დავიხოცებოდით. “იმედი” იმას მოესწრო, რომ ხალხი მის დასაცავად კი არ გამოდის, მის დახურვას ითხოვს,” – ხელჯოხიანი და თეთრთავსაფრიანი ქალი თავის გულისტკივილს გვერდით მდგომებს უზიარებს.

მსგავსი ისტორია ყველას აქვს მოსაყოლი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თითოეულს საკუთარი ამბავი აქვს.

თუმცა, მიუხედავად ერთი მიზნისა, აქციის მონაწილეები მაინც ორ მხარედ გაიყვნენ. ზოგს არ სჯერა, რომ იმედმა” სიუჟეტი მთავრობასთან შეუთანხმებლად გაუშვა.

“იმედმა” აჩვენა ის, რასაც სააკაშვილი ნამდვილად აპირებს – არჩევნების გაყალბებას და მოქალაქეების შეშინებას. ტელევიზია ამას სააკაშვილთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა. ჩვენ ორი დიდი მტერი გვყავს – რუსეთი და სააკაშვილის ელიტა,” – უთხრა “24 საათს” გიგა ბოლოთაძემ.

თუმცა, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს ეკისრებათ.

“გიორგი არველაძემ და “სპეციალური რეპორტაჟის” გუნდმა, წამყვანის თამადობით, ყველანაირ ეთიკის კოდექსს გადაუარეს, მოსახლეობაში პანიკა დათესეს, ქართველი ჯარი მოღალატედ გამოიყვანეს, პრეზიდენტიც კი მოკლეს. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება. “იმედი” უნდა დაიხუროს ” – ამბობს მერი ლადარია.

აქცია დაჩი ცაგურიამ გახსნა. მისი თქმით, ეს “იმედთან” 13 მარტს დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა.

“გუშინდელი აქცია სპონტანური იყო, უცაბედი. მალევე დავასრულეთ და დღეისთვის დავგეგმეთ შეკრება, ეს არის მოქალაქეების მიერ მოწყობილი აქცია ყოველგვარი პარტიული რესურსების გარეშე. დიდი ხანია, ხელისუფლება ცდილობს ჩვენი ტვინების გამორეცხვას, გუშინდელი სიუჟეტი კი მოსახლეობის სრული ტერორი იყო,” – განაცხადა ცაგურიამ.

იმის გამო, რომ აქციის ორგანიზატორებს ტრიბუნა არ ჰქონდათ და მონაწილეებს მხოლოდ ორი მეგაფონით აწვდიდნენ ხმას, არცთუ იშვიათად უხდებოდათ ერთი და იმავეს რამდენჯერმე გამეორება. აქციაზე მისულ ადამიანებს ხელი არც ამინდმა შეუწყო. წვიმამ და სიცივემ მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. “ამინდიც დაუკვეთა იმ გარეწარმა სააკაშვილმა”, “ბუნებასაც აკონტროლებენ” – მსგავსი შეძახილები არაერთხელ გაისმა რესპუბლიკის მოედანზე.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ქალთა პარტიის” ლიდერი გუგული მაღრაძეც. მან “იმედის” გადაცემა გენოციდად შეაფასა.

“ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური გენოციდი. მათ ქართველ ხალხს ომი კიდევ ერთხელ დაანახეს. ეს სიტუაცია მანამდე არ დამთავრდება, სანამ საზოგადოებისგან არ შეიქმნება კრიტიკული მასა. ჩვენ ყოველგვარი რუსული ჯარების გარეშე შევძლებთ ამ ხელისუფლების გაშვებას. ამიტომ, არც ერთი ხმა არც ერთ არჩევნებში ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს,” – მიმართა ხალხს მაღრაძემ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერაბ პატარაიამ კი ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.

“გამოაცხადეთ ჟურნალისტებმა საგანგებო მდგომარეობა, თქვენ გამოაცხადეთ. ხომ ხართ ღირსეული ჟურნალისტები, ცოტანი მაინც ხომ ხართ, ამ ბევრ უღირს ადამიანს შეეწინააღმდეგეთ,” – მოუწოდა პატარაიამ აქციის მონაწილეებს და იკითხა, თუ იყო მისული ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად. რასაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პასუხად შეაგება – “სამართლიანად ისვენებენ, კვირა დღეაო”.

აქციაზე ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი დავით აქუბარდია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძეც იმყოფებოდნენ.

როგორც კაკაბაძემ განაცხადა, “იმედის” სიუჟეტის გამო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შეიტანენ.

გუშინდელი აქცია ერთ საათში დასრულდა. ორგანიზატორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ცაგურიას განცხადებით, ისინი “მოდელირებული ქრონიკის” გამო დიპლომატიური კორპუსისადმი და ქართული ჯარისადმი სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ. მომიტინგეთა შეფასებით, ხელისუფლებამ ეს ორი ინსტიტუტი “იმედის” სიუჟეტით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დღის 17:00 საათზე ვარდების მოედანზე მომიტინგეთა მცირე ჯგუფი დარჩა. ისინი ხალხის სიმცირის გამო აღშფოთებას გამოხატავდნენ.

“ხალხი არ არის, არ მოვიდა, მეტის ღირსები ვართ, მართლა უნდა ჩამოეგდოთ ბომბი და მერე ნახავდნენ, – გაალმასებული ეუბნება 40-მდე წლის ქალი გვერდით მდგომს, შემდეგ სათვალეს იხსნის, მინას წმენდს და ხმადაბლა ამბობს, – ისე, სააკაშვილის სიკვდილი რომ გამოაცხადეს, საშინლად იმოქმედა. რაღაც ადამიანური გამოიწვია “.

დაჩი ცაგურიამ აქციაზე აღნიშნა, რომ გაუგებრობის გამო ხალხის გარკვეული ნაწილი “იმედის” შენობასთან მივიდა, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიასთან აქცია არ გამართულა.

 

რა იმედი – რა რეალ ტვ..

ბოლო პერიოდი პირწიგნაკში ძალიან გულმოდგინე კრიტიკა მიდიოდა ტელეკომპანია რეალ ტვ – ს მიმართ. ზოოპარკზე, კომახიძეზე, რაღაც ნათელმხილველებზე და ა.შ გაკეთებული სიუჟეტების გამო. ლაპარაკი არ არის, რომ ეს ტელევიზია ანტიჟურნალისტიკის მამაა, მაგრამ მე დღეს გავაცნობიერე, რომ ანტიჟურნალისტიკის დედა – იმედი ყოფილა… ( ვეთანხმები ბევრის პოზიციას, რომ ვიღაც-ვიღაცებს ე.წ გალაწუნება სჭირდებოდათ, მაგრამ…)

რამდენიმე შეკითხვა მაქვს, როგორც ჟურნალისტს, როგორც ადამიანს, როგორც იმ ადამიანების მეზობელს, რომლებსაც ამ სიუჟეტის გამო ჯერ კიდევ ასულიერებენ, როგორც მოქალაქეს, როგორც არ ვიცი, რას აღარ…

1) ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ მიეთითებინათ ერთი უბრალო სუბტიტრით – რომ ეს არის „ხუმრობა“??
2) არ იფიქრეს – რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ ხუმრობას?

მარტო ჩემს სანაცნობოში – ინფარქტმიღებული მეზობლები, გულწასული ადამიანები.. + 033 – ზე გადატვირთული ხაზები.. წუთებში დახურული მაღაზიები.. პაანიკა გორში.. ჩამოთვლასაც კი აღარ აქვს აზრი. ტელეკომპანია ”იმედის” “მოდელირებულმა ქრონიკამ” უამრავ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.
“ინტერპრესნიუსი” თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურზე (033) დაყრდნობით იტყობინება, რომ სასწრაფო დახმარების სადგური თითქმის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რადგან რეკორდულად იმატა გამოძახებების რიცხვმა. იმატა გამოძახებებმა, რადგან ბავშვებს დაემართათ კრუნჩხვა, არის ინფარქტებისა და გონების დაკარგვის მრავალი შემთხვევა“.

ნუთუ იმედის არც ერთ ჟურნალისტს არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა? ( ეკა წამალაშვილისგან და ნათია კობერიძისგან განსაკუთრებით მეწყინა). ნუთუ არ უფიქრიათ რას იგრძნობდნენ ის ადამიანები, ვისაც ჯარში ჰყავს ახლობლები?
პრინციპში, მთავარია დაპირება – მეტს არ გავიმეორებთო:-))

კიდევ ერთი, აქ რამდენიმე პირწიგნაკელმა – ხო თქვეს, რომ დადგმული იყოვო – ნუთუ აქსიომა ჰგონია ვინმეს, რომ “სპეციალურ რეპორტაჟს” მთელი საქართველო, მთელი თბილისი ან თუნდაც რომელიმე უბანი უყურებს??

p.s მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 13, პუნქტი 5:

“აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტები.

 

ექს ნიჰილო ნიჰილ – არაფრისგან არაფერი წარმოიშობა

დღეს ანტიკური ლიტერატურის პირველი ლექცია მქონდა. ეს იყო ძალიან დიდი ემოციით დატვირთული 75 წუთი ( 15 წუთი დამაგვიანდა. 15 –  შესვენება). დრო თითქოს წამებში გავიდა. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა ( ღამე თვალი არ მომიხუჭავს და გული 120 – ზე მირტყამდა) არც ერთი წუთით არ გადამიტანია ყურადღება სხვა რამეზე, არ წამსვლია ფიქრი..  თითქოს ძველ
საბერძნეთსა და რომში ვიყავი..
ამ განცდას აძლიერებდა ის, რომ  ლექცია ტარდება ძალიან დიდ, უუუუუზარმაზარ დარბაზში და ლექტორი მიკროფონით საუბრობს, თითქოს ესეც რაღაც ანტიკურთან მაახლოებდა:-) თვალებდახუჭულს ( ცუდად ვიყავი მეთქი) ჭერში მქონდა თავი აწეული და გარინდული ვუსმენდი.
ოღონდ, ხანდახან ეს გარინდება ქრებოდა. მაგალითად, როცა იკითხავდა – ეპოსის მამა, ტრაგედიის თუ კომედიის მამა ვინ არის?
პიგმალიონის ქანდაკება თუ გაგიგიათ,  რა ციკლებად იყოფა ანტიკური სამყარო – ამ დროს მომდიოდა ის, რაც არასდროს მომსვლია, მინდოდა მეთქვა, მეყვირა ( დაგვიანების გამო დარბაზის ბოლოში ვიჯექი) , მეპასუხა, მეკითხა – თიქოს სხვებს ვერარ ვხევდავდი ( არა რა, ცუდად ვიყავი:-) და ლამის ბოლო ხმაზე ვყვიროდი პასუხებს.  ( ისე, ჰოი, საოცრებავ და კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების ბავშვებმა არ იცოდნენ).
კიდევ მეტად საინტერესო იყო სწორედ ეს მომენტი,  რომ ძალიან ნაცნობი იყო ყველაფერი, თითქოს ძალიან    ახლობელზე მელაპარაკებოდნენ, პლუტარქეს ბიოგრაფიები, ჰომეროსის “ოდისეა” და ყველაზე მეტად –          ბერძნული მითების სამყაროს ათტომეული მედგა თვალწინ თუ ყურწინ. ლექტორმა ურჩია ბავშვებს ამ მითების   წაკითხვა –მთლიანად აღარ იყიდება, მაგრამ იქნებ იშოვოთ და წაიკითხოთო. რა არხეინად ვიყავიიიი:)) მეთქი –   წაკითხუუუუულ ( მადლობა დათო პაიჭაძეს).
1) საგანი –  ადრეც ვიცოდი, რომ არ დავრჩებოდი უკმაყოფილო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მივხვდი რომ ერთერთი უსწორესი არჩევანია, რაც უნივერსიტეტში გამიკეთებია. ბოლო დროს საერთოდაც დამაინტერესა ანტიკურმა პერიოდმა – კიდევ მეტის გაგებაში სამსახურში ნოდართან კამათიც მადგებოდა. ერთი ეგაა, ისტორიული ნაწილი არ მომწონს. რა ჯანდაბაა, არ ვიცი. რელიგია, მითოლოგია, ლიტერატურა, კანონმდებლობა, მეცნიერება, ფილოსოფია , აღზრდა, სახელმწიფო წყობილება, ოჯახი – ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე “კლასიკური ფილოლოგიის შესავალში”, მაგრამ ისტორიული ნაწილი ისე გამიჯანჯლდა, რომ რავიცი.. გადავუხვიე – როგორც მეტყვიან ხოლმე – დეტალების გარეშე:-)
2) ლექტორი – რატომღაც ცოტა უარყოფითად მყავდა წარმოდგენილი, მაგრამ..…
საოცრად მსიამოვნებდა მისი ლაპარაკი, თან ისე რა – სხვანაირად, მარტო კლასიკოსები რო საუბრობენ:-) –  თავანკარა ქართულით – თან ამ ქართულს დროდადრო ჟარგონებიც ისე უხდებოდააა:-).
ამას + ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას პარალელის გავლება. მოჰყავდა ძალიან საინტერესო ლათინური ფრაზები, სხვადასხვა მწერლის თუ პოეტის ციტატები.
ჰოდა, გავაკეთე ის, რაც არ მიქნია ბოლო – არ ვიცი რამდენი ხნის მანძილზე – ამოვიღე ბლოკნოტი და დავიწყე ჩაწერა.
იმ 75 წუთში იმდენ რამეზე ისაუბრა, რომ ჩამოთვლა მიჭირს და იმდენი რამ დამამახსოვრდა:-)
“ ანტიკური ლიტერატურით ისწავლით, რომ არ უნდა გეშინოდეთ თქვენი ვნებების. საკუთარმა  ქვენა გრძნობებმა არ უნდა დაგაჩმოროთო”:-D ( დუგლასა გამახსენდა:))
ს ა ს ტ ი კ ა დ   ა რ     მ ო მ ე წ ო  ნ  ა – აუდიტორიის დიდი ნაწილის საქციელი. ერთმანეთში ლაპარაკი, სიცილი.. რამდენჯერმე შეწყვიტა ლექტორმა თხრობა, რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ( აუ, ამ დროს ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს – ის, რომ სხვისთვის შენიშვნის მიცემისას ან სხვისი ცუდი , სულელური საქციელის გამო ძალიან ცუდად ვხდები, ვნატრობ, რომ იქ არ ვიყო, გავქრე, ავორთქლდე, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს – ან თუნდაც მაშინ, ვინმე რამე სისულელეს რომ “ააბრეხვებს”  – რა უბედურების კომპლექსია??
მოკლედ, შაბათს მაქვს სემინარი დილის 9 საათზე – ხელების ფშვნეტით ველი:-)
ექს ნიჰილო ნიჰილ – არაფრისგან არაფერი წარმოიშობა – ეს ისე, რაღაც ძალიან მომეწონა ეს ფრაზა:))
 
დატოვე კომენტარი

Posted by on მარტი 10, 2010 დუიმი თსუ

 

Facebook – club შენ გელოდება!!!

ორი კვირის წინ ჩემი ფეისბუქის ანგარიში ერთი წლის გახდა. ნუ, გახდა, გახდა, ახლა რატომ ვწერ. იმიტომ, რომ არის რეალური შანსი – გაკეთდეს facebook Club. იმასაც ვიტყვი, რომ  ეს იდეა ეკუთვნის  პირწიგნაკელ გურამ შამანიდს (როგორც დღეს გავიგე – მანამდე თეა მიქაიას).

როცა გურამ შამანიდს ტელეფონზე ველაპარაკე, მითხრა, რომ მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა სრულიად უფასოდ, უსასყიდლოდ დაუთმო თავისი რესტორნის მეორე სართული ამ საქმის ანუ ფეისბუქ კლუბის გასაკეთებლად.

ფართი არის. მაგიდა – სკამები არის. ინერნეტი არის.. ახლა დარჩა  იდეები – რას და როგორ გავაკეთებთ,  როგორ ჩამოვაყალიბებთ ამ კლუბს.

ეს კლუბი იქნება ფეიბსუქელების შეხვედრების, დისკუსიების მოწყობის ადგილი. როგორც ბატონმა გურამმა თქვა – მიდი და თუ გინდა წიგნი წაიკითხე. სრული თავისუფლება გაქვს.  წიგნის წასაკითხად იქ მისვლის რა ვთქვა (თუმცა, რატომაც არა), მაგრამ პირწიგნაკელთა გაცნობის იდეა კი ძალიან მომწონს. გასული ერთი წლის მანძილზე ფაცებოოკ – მა ბევრ ადამიანთან დამამეგობრა ვირტუალურად, ბევრ ისეთთანაც, რომელსაც რეალში ვიცნობდი, მაგრამ თურმე არ ვიცნობდი:))

facebook -ის წყალობით  ბევრ ადამიანთან ურთიერთობის სიხარული ვიგემე. ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ მართლაც აქტიური ფეისბუქელი ვარ. დღე-ღამეში 16 საათს მაინც ქსელში ვატარებ. ცხადია, ამდენ ხანს კომპთან ვერ ვხვდები, მაგრამ ტელეფონით მაინც სულ ფეისბუქში ვარ.

facebook – მა გამიჩინა ძალიან ბევრი კონტაქტი როგორც ჟურნალისტს, მაგრამ უფრო მეტი მეგობარი:-)

მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ნანა ზარდიაშვილის წამობრივად განახლებადი, დოდკას, თაზოს , გიო ფუტკარაძის  ლაივ –  სტატუსების,  ნინო ჯორბენაძის “გულიანი”, გურამ შამანიდის “თავისებური”,  კობა უსტ  – ის “თბილი”,  ნოდარ ლადარიას “ღიმილიანი” , სოფო მაისურაძის “ტელ. ნომრის მაძიებელი” კომენტარების,  თათა ხვედელიძის და დალი კუპრავას ლინკების, ჯიმშერ რეხვიაშვილის ნოუტების, ილიაუნის და ვასილ კობახიძის წერილების და საერთოდაც ჩემი 1094 friend –  გარეშე:-)

უკვე იმასაც მივეჩვიე, დღის მანძილზე მინიმუმ 30 – მა იუზერმა რომ უნდა მთხოვოს ჩატში – ნაჯახი, აგური, ფიცარი თუ ზოდი.

ერთი დიდი, უზარმაზარი ოჯახი მგონია, თავისი პრობლემებით და სიხარულებით.  მე მიყვარს პირწიგნაკელები:-)

ჰო, ნანა ზარდიაშვილმა და გურამ შამანიდმა შექმნეს ფეისბუქზე გვერდი – და ხუთშაბათს იგეგმება შეხვედრა “საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად”.

“მისამართი, გოთუას, 3, (”ბაქტერიოფაგის” ოდნავ ქვემოთ), რესტორან ”ქიმერიონის” მეორე სართული).

11 მარტის 16 საათზე მივბრძანდებით   იდეებით დატვირთულნი ზემოთაღნიშნულ მისამართზე იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რას და როგორ ვაპირებთ ” – დანარჩენი გვერდზე ნახეთ:-)

 

“რას გვიშვება ეს სააკაშვილი, ამისთვის ვიდექით იქ???

ორი დღის წინ რაღაც გაფუჭდა და რედაქციაშიც წავიდა შუქი. ქსელში მასალის ჩაგდება ვერ მოვასწარით და მე და ლალისაც მოგვიწია დენის ლოდინმა. იმ ღამეს მივხვდი უფრო აშკარად – რა კარგია შუქი, რა კარგია “ცივილიზაცია”.  გამახსენდა “ის წლები” – შუქი მთელი დღე-ღამე მხოლოდ ახალი წლის ღამეს რომ იყო ხოლმე.

რა უნდა გვექნა. 9 – ის ნახევრიდან ღამის 1 საათამდე ერთმანეთს ვუყურებდით. ცისა და მიწისაც რომ მოვყევით, სტუდენტ- ლექტორებიც რო “გავჭორეთ”, ცხელი თონის პურიც რომ მივირთვით და ნავახშმევს ძილიც რო მოგვინდა, პოეზიის საღამო მოვაწყვეთ.

” აღარ გათენდები, ღამევ საზიზღარო, ღამევ მუქო,

როგორ გელოდები, მოდი, მოდი, მოდი შუქო”.

( თან ასე ზეპირად მე ვერ ვიგონებდი, ტელეფონში ვიწერდი და ისე ვცოდვილობდი:)

“მოვა შუქი? ერთმანეთს ვეკითხებით უღონოდ,

მოვა შუქი? მდუმარებს რედაქციის კედლები,

მე და ლალი შევყურებთ ბნელ ოთახში ერთმანეთს,

ენერგეტიკის მინისტრს უხმოდღა ვევედრებით.”. ( რა უნდოდა გილაურს პრემიერ მინისტრად, სანამ ენერგეტიკაში იყო, ხო გვქონდა შუქი თქო:-)

“შუაღამე გადავიდა, კვლავ არ არის სინათლე,

რას გვიშვება ეს მთავრობა, ქე ყოფილა სიმართლე”.

(იმედია, პირდაპირი მნიშვნელობით არავინ გაიგებს. ეს იმ მხრივ – “აბანოში წყალი რომ არ არის და ესეც სააკაშვილის ბრალიაო”).

“სამზარეულო ბნელი და ცივია, ოთახში შემოდის მალიმალ ქირია.

როგორ ხართ ბაჭიებო – ღიმილი თბილია. ისევ ის გვიშველის, ის გმირთაგმირია”. (“ქირია” ჩვენი “კომპიუტერშჩიკია”.  ძალიან კარგი და გადასარევი კაცი:)

24 საათში ვპოვე მე სააკუთარი ნიშა,

გვერდით ოთახში ბუხუნებს აბაიშვილი მიშა”. –  სპორტული ჟურნალისტი. ძალიან ზრდილობიანი დაა საყვარელი ტიპი:) ხანდახან შემოგვივლიდა ხოლმე ნიუსრუმში. “თოთაძე არ მოსულაო” – და გავიდოდა:)

“სულ გევედრებოდი, მოდი, სანამ გელი, ახლა კი სინათლე გამიხდა სანატრელი”.

“მალე გათენდება და ზეცა ინათებს, აინთე, აინთე, აინთე სინათლევ”. (რა თქმა უნდა, გათენებამდე არ ვყოფილვართ – უბრალოდ “რითმა”:)).

მერე მიგვეძინასავით და უცებ მესმის ლალის ხმა : “მძინარეს ჩამომვარდა უღონოდ მკლავი, მოხერხებულია ნოდარის სკამი?”ნოდარის სკამზე მე ვიჯექი:)))

“გვიმუხთლა ბედმა თუ განგებამ ვერაგმა, წავიდა სინათლე – ნუთუ არ კმარა, მთელი საღამოს ოცნებად ერთი გვაქვს, ელექტროენერგია ჩაგვირთეთ ჩქარა“.

და ბოლოს ლალის დედამ ნერვიულობით ტელეფონი რომ “აუფეთქა” – “მშია, მცივა, მეძინება – უკვე აღარ მეცინებაო”.

ისე, კარგი იყო მაინც:-) სულ მაინტერესებდა, ამ დრომდე როგორ ჩერდებიან ჟურნალისტები გაზეთში მეთქი. ჩვენ 8-9 საათზე ვამთავრებთ და იქ მერე იწყება “სიცოცხლე”.

 

ერთი სემესტრიც და გავდივართ…

ორშაბათს სწავლა მეწყება. ნუ, სწავლა აქამდე შვიდჯერ დამეწყო (თსუ-ს ვგულისხმობ), მაგრამ ახლა მაინც განსაკუთრებული “დაწყებაა” – ბოლოა, წელს ვამთავრებ. ხოდა, ცოოოოტა, სულ პაწაწინა გულის წყდომას მაინც ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისა და კიდევ რაღაც – რაღაცების გამო გამწარებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დროის ტყუილი კარგვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ…

მოკლედ, მიუხედავად ამ და კიდევ ბევრი ყველაფრისა, მაინც ბევრი რამ ვისწავლე, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ მასწავლა, ვინ როგორ მექცეოდა, მთავარია, რომ კარგი და დადებითიც იყო რაღაც და ყველაფრისთვის ხაზის გადასმა კიდევ არ შეიძლება:-) (თან იდეალური ხომ არაფერია.)..

ის მაინც ხომ ვისწავლე, რომ დისციპლინა კი არა, ლექტორი უნდა აირჩიო. რომ სწორედ ეს არის მთავარი. რაც არ უნდა “ცუდი” საგანი იყოს, “კარგი” სპეციალისტი ისე მოგაწვდის, რომ დაგაინტერესოს და პირიქით…
მოკლედ, პათეტიკურ გადახვევებს აღარ ვაპირებ, ბოლო სემესტრის ათვლას ვიწყებ, ვიცი, რომ თსუ-ს აღარ დავუბრუნდები (სწავლის სხვა საფეხურებზე) და აი, ის საგნები , რომლებსაც ბოლოჯერ ვიღებ მისგან და რომელთა  წარმატებული სწავლაღა  მაშორებს დიპლომირებული ჟურნალისტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტის ბაკალავრის წოდებას.

1) ანტიკური ლიტერატურის ისტორია – ძლივს ავირჩიე. როგორც სხვა ფაკულტეტის სტუდენტს, არ მარჩევინებდნენ. ძალიან ბევრი ჰუმანიტარისთვის იყო სავალდებულო და ბოლოს, ზალიკომ (ეხ, ერთი ასეთი მეექვსეშიც რომ გვყავდეს),  დამამატა 198 – ე სტუდენტად (მადლობა მას). (ჰოდა, ახლა 227 ბავშვია ამ საგანზე:)
2) ესპანეთის ისტორია – ეს ავირჩიე დროის გამო. დილის საათებშია ლექცია და… ხოდა, მას შემდეგ , რაც იმ ძალიან საყვარელმა ზალიკომ დამარეგისტრირა ანტიკურზე – გავიგე, რომ ესპანეთის ისტორიას სწორედ ეს ზაალი მასწავლის და “საშინლად” გამიხარდა:-)
3) ხელოვნების ისტორია გია ბუღაძესთან – ისე აქებდნენ მის ლექციებს და თავად ამ ადამიანს, რომ ამის აურჩევლობას ვერ დავუშვებდი:))
4) აი, აქ ვარ გაურკვევლობაში რა დავტოვო – “ბავშვთა საკითხების გაშუქება”, რომელიც ძალიან მინდა თუ “ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო”, რომლის სათაურიც ძალიან საინტერესოდ ჟღერს და დროც მაწყობს. ბავშვთა საკითხების ლექციები იმდენად ცუდ დროს არის – შუადღის საათებში, რომ გამოდის ორ დღეს კვირაში თითქმის მთლიანად მართმევს და სამსახურის ამბავი მაბრკოლებს. ამის გარდა, სხვა ლექცია არც მაქვს ამ დღეებში და ისეთ საათებშია, რომ დილაც დაკარგულია და სამი საათის შემდეგ კიდევ, რავი აბა…. თან ეს რომ გადავირჩიო, გამოდის, რომ მხოლოდ ოთხშაბათი და შაბათი მაქვს მთელი დღე დაკავებული და დანარჩენი (სამშაბათ დილის გარდა) დასვენებუულ.. ხოდა, ხვალ საღამომდე ისევ ვფიქრობ:)) თან ამისკენ უფრო მეტად იმიტომ მიმიწევს გული, რომ ახალ აღთქმა და ანტიკურ სამყაროში მასალა რუსულ-ლათინურად არის და ბოლო სემესტრში საგნის ჩავარდნა არ მაწყობს:))
5).. და საბაკალავრო ნაშრომი.. წელს არჩევითი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ – შარში რატომ ყოფ თავსო – მაინც ავირჩიე:) იმიტომ, რომ სურვილი მაქვს, რამე განსხვავებული გავაკეთო იმისგან, რასაც ამ შვიდი სემესტრის მანძილზე ვაკეთებდი. ჯერ ზუსტად არ ვიცი , რას გავაკეთებ. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ბლოგების კვლევა:)) (ისე, მაკეიფებოდნენ ხოლმე – შენ გარდა აიღებს კიდე ვინმეო? მაგრამ 14 კაცია დარეგისტრირებული ამ საგანზე 🙂 მერე რა, რომ იქიდან შეიძლება დიდი უმრავლესობა  მეცხრესემესტრელი იყოს:-)

მოკლედ, ერთი სემესტრიც  და გავდივართ…

 
2 Comments

Posted by on თებერვალი 27, 2010 დუიმი თსუ

 

ისეთი, რაღაცნაირი…

იმდენი ხანია, იმდენი ხანია არაფერი არ დამიწერია ბლოგზე, რომ დღეს ვფიქრობდი – სირცხვილით როგორ შევიდე ვორდპრესზე მეთქი.

რომ ვთქვა – არაფერი ხდება და დედა, რა დავწერო მეთქი – არა, უბრალოდ, რაღაც შეიცვალა და არ ვიცი რა. მოხდა რაღაც თუ მეშევიცვალე  – არ ვიცი.  ცოტა ცენზურამ იმოქმედა – ადამიანები მეუბნებიან – ყველაფერი , რაც ხდება, ბლოგზე და ფეისბუქზე არ უნდა დაწეროვო. ზოგმა აგენტი და ჯაშუში შემარქვა (სიმართლენარევი ხუმრობით), ზოგი გამიბრაზდა კიდეც – ჩვენზე ნუ წერო.  ცოტა გავზარმაცდი კიდეც.. ნუ, გავზარმაცდი რა, დროს ვერ ვპულობ – სამსახურში ცხადია, ვერაფერს დავწერ (ბლოგისთვის:-D . 10 საათზე სახლში რომ მოვდივარ, მინიმუმ 11-12 – მდე კომპთან ვერ ვჯდები. მერე ფეისბუქში ხომ უნდა “შევიჭყიტო”, ხოდა, ეს შეჭყიტვაა, რომ ვეღარ “გამოვიჭყიტები”  უკან.  თან , ამ სააგენტოებმა ქართული დამავიწყა მგონი:) და “კარქ” წიგნებს ვკითხულობ – როგორც ამბობენ, მუდმივი აცრაა :)))

შაბათს ვისვენებ – ანუ ინტერნეტის მიმოხილვას ვაკეთებ “იბერიასთვის” – რა თემა ჭარბობდა ფეისბუქსა და თბილისის ფორუმზე კვირის მანძილზე. ეს დღეც ფაფუ. კვირას კი ყველაფერი თავიდან იწყება. არადა, ორშაბათიდან თსუ… და რა მეშველება, არ ვიცი:)

მაგრამ დროც არ არის ალბათ, ისეთი პრობლემა (იმიტომ, რომ შაბათს თუ ადრე მოვრჩი საქმეს და უსაქმურად ვიყავი, ერთი სული მაქვს, როდის გათენდება, რომ რედაქციაში წავიდე:) . უფრო სხვა რამ, რომლისთვისაც სახელი ვერ დამირქმევია. აი, სიტუაციას აღვწერ. რაღაცაზე მომინდება პოსტის დაწერა – აი, მაგარი იქნება – ვფიქრობ. ვიწყებ წერას , მივდივარ მეორე – მესამე აბზაცამდე და უცებ ქრება ყველანაირი ენთუზიაზმი, თითქოს ფრთები მეკვეცება, ვდუნდები და არაფრის ხალისი აღარ მაქვს – “აბა, ეს რა საპოსტე თემაა, სისულელეა” – და ვანებებ თავს – მარტო 15-18 თემა ასე მაქვს დრაფტებში მიტოვებულ – დატოვებული.

მააგრამ, ორშაბათიდან რეჟიმში ვაპირებ ჩაჯდომას:) გავწერ გეგმას (ეხ, ბავშვობიდან ამას ვცდილობდი) და ზუსტად შევასრულებ. საათობრივად გავანაწილებ – დღის მანძილზე სამსახურს,  , საბაკალავროს, 4 საგანს, ინგლისურს, წიგნს და ნეტს – რა დრო უნდა დავუთმო..

ეჰ..

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 24, 2010 დუიმი მე:-)

 

რატომ ვირჩევ ტურიზმის სპეციალობას და უსაფრთხო სექსი რა არის

ჩემი პირველი და ჯერჯერობით ბოლო ”სერჩთერმპოსტის” დაწერიდან თიითქმის ორი თვე გავიდა.  კიდევ დაგროვდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ დღეს დასერჩილმა ერთი-ორმა ფრაზამ, მეორე პოსტის დაწერის საღერღელი სწორედ დღეს ამიშალა. ასე რომ:

თამრიკო მეჭიაურის სიმღერებს სულაც არ ვუსმენ – ლოლ, ამაზე მართლა ვიხოხე. დარწმუნებული ვარ, ანელი და ერთი-ორი  მეტყოდნენ: ასეთი ხარ შენც, გაიძახი ანტიპრომოების მუსიკებს არ უსმენ, აარადაო:))

უსაფრთხო სექსი რა არის? – რა არის გენაცვალე და წეროს ბავშვი რომ მოჰყავს , ფრთხილად უნდა იყოს, გზაში უბედურება არ შეემთხვეს, ან ფეხი არ მოიტეხოს ან ”ვენერა ბებო” არ დახვდეს –  ჯოხი არ ჩაარტყას (ან არ გათვალოს). ათასი რამე ხდება დუნიაზე.

რატომ ვირჩევ ტურიზმის სპეციალობას? – იიიმიტომ, რომ ტურიზმი არის ჩვენი მომავალი, ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი,  იიიმიტომ, რომ ჩემმა დეიდაშვილმა ჩააბარა ტურიზმზე და იქ კაია. (ნუ, მე რომ ვაბარებდი და  შვიდი სპეციალობიდან ბოლო ექვსი ტურიზმი რომ მეწერა, თითქმის ამის შედეგი იყო.)  ”ვაი, რომ” , ”ფეხი მომიცურდა” და პირველად ”ისე” ჩაწერილ სოც -პოლიტიკურ ფაკულტეტზე მოვხვდი..

ნაბეღლავით დაბანა – აეგრე რა, განსაკუთრებით საახალწლო დღეებშია კარგი ეს ნაბეღლავი. შვებაა რა. აი, მე, წელიწადში ერთხელ, 2-3 იანვარს ნაბეღლავი თუ არ გადავივლე ტანზე, არ შემიძლია.

სუნიანი ფეხები; სუნი ჭიპშ – პირველი გამიგია, მარა მეორის რა გითხრა. მეც გამიჩნდა სურვილი, ახლა დავსერჩო.  მაინტერესებს,  რას ამოყრის.

გია სურამელაშვილის ბედი , ლევან გაჩეჩილაძის რძალი , დათო პაიჭაძის სიდედრი – ეს სამივე ერთად იყო დასერჩილი და რა საერთო აქვთ ან ამ ადამიანებს და ან ამ ადამიანების ”კუთვნილებით სახელებს” ერთმანეთთან – არ ვიცი.” (ეს წინადადება ვერ დავაწყვე და ხომ მიხვდით, რასაც ვგულისხმობ?)

სკოლაში მაჩმორებდნენ – :@:@:@, ამას ახლა უნდა ვიგებდე მე??? რომ არა ბლოგი, ამ საიდუმლოს ფარდა არასდროს აეხდებოდა.

მარშუტკაში მოსმენილი სიმღერები – ახლა რა დღეშია ეს ადამიანი. იჯდა მარშუტკაში. უსმენდა მძღოლკლორს, აინტერესებდა რა სიმღერები იყო, მაგრამ ვერ იკითხა, რადგან ”სვეცკია” და ეს რომ ეკითხა  – ”ტეხავდა”, (თან ”ტეხავდა” ერთია და არც არავინ უპასუხებდა, ეტყოდნენ : საიდან უნდა ვიცოდეთ, ვინ და რას მღერის. რომელი ამის ადრესატი გვნახეო) არადა მოეწონა. რა ქნას? მივიდა სახლში – ვკითხავ  გუგლი ბიძიასო ფიქრობდა, მაგრამ ბიძია ფეხბურთს უყურებდა და კითხა გუგლიკა  მამიდას. და ახლა, მამიდა რისი მამიდაა, რომ არ იცოდეს?

ნინია კაკაბაძის ფეხები – ეს სანდრო ლომინაშვილმა და ლეო ნაფტამ არ გაგიგოთ, თორემ ვეღარ გაიჭაჭანებთ თქვენ ნეტში.

ბათუმელი გოგოების ნომრები – ეს აშკარად სახალწლოდ უნდოდათ. ჩავალთ 31 – ში, კონცერტს დავესწრებით, მაგრამ სასტუმროს რა იშოვის, ”ავაგდოთ” იქაური გოგოები და ისინი მოგვიგვარებენ  საქმესო.
კოკა ყანდიაშვილის ბიოგრაფია – ამან კი  აშკარად ”სიმართლის დროს” ყურების შემდეგ დააინტერესათ.
 
11 Comments

Posted by on იანვარი 7, 2010 დუიმი სხვადასხვა

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

მოგვატყუუუუუეეეს…

2010 წლის პირველი პოსტი ხომ უნდა დავწერო ” ოდესმე”, ხოდა დავწერ დღეს და დავიბედებ წერას;))
ახლა მოვედი მთაწმინდის პარკიდან – ”მოტყუებული”, ”გაბითურებული”, ”გაცურებული”, რავიცი რანაირი აღარ:)
მოკლედ, დღეს მე , ანელიმ და თამუნამ ავისეირნეთ ბომბორაზე, ვიფიქრეთ – ბედობა დღეა და ერთმანეთი დავიბედოთ თქო (ისე, იმაზე მეტი რაღა უნდა დავიბედოთ, რაც ვართ, კი არ ვიცი. ანელიმ: განბედვის დღე არ არისო?? )ჯერ ჩემთან უნდა მსტუმრობოდნენ ორივე, მაგრამ თამუნა სექტემბერში უნდა შეამზადო – აი, ორ იანვარს მარისთან უნდა წახვიდეო, რომ გაემზადოს … ასე, რომ როგორც ყოველთვის, დაიბედა და დაგვაბედა ”გადაგადება”, ნუ , ნაწილობრივ მაინც და მერე თავისუფლებაზე დაგვხვდა მე და ანელის.

ალეკო ელისაშვილს უთქვამს : ანძა რომ განათებულია, თვეში 90 000 ლარს ხარჯავს და ერთი წელი იყოს ჩამქვრალი, რა უჭირს და ამ ფულით რამდენ გაჭირვებულს ვუშველითო…

ხოდა, ჯერ იყო და ავტობუსმა ნახევარ გზაზე ჩამოგვსვა. ”იმდენი” ფეხით გავიარეთ, ღამე იყო – პარკში რომ შევედით. დავსხედით მერე, ვიცინეთ და წამოვედით;)). მაგრამ წამოვედით და რას წამოვედით. გზაზე მოვდიოდით – იქნებ ავტობუსის გაჩერებას მივაღწიოთ თქო, მარცხნიდან – უკუნი სიბნელიდან (ანელიმ ვარაუდი გამოთქვა – ალბათ, ჯოჯოხეთშიც ასე ბნელაო)) ვიღაცები საკუთარ დედებთან სექსის სურვილს იბედებდნენ.. ამასობაში, მარშუტკა გამოჩნდა ყვირილით (არა, მარშუტკა არ ყვიროდა, შიგ მსხდომი, ”მჯდომი” თუ მდგომი ხალხი – თავისუფლებაზე მივიდივართო). ავედით და მერე გვითხრეს – ლარი ღირს გზაო.

კი არ ჩანან, მაგრამ მაინც ”ისინი” არიან – ანელი და თამუნა:-)

დედა, მაგათ კრუგები გარტყმევინეს? არა, ისეთი ხალხი იყო რა, რომ შეხედავ და თაღლითი რომაა სახეზე რა, აი, ეგრევე რომ ეტყობა.. ხალხს უჩერებდნენ, ავტობუსები აღარ დადისო – ატყუებდნენ და ამოყავდათ. ვისაც არ უნდოდათ, გასძახოდნენ – აბა, 20 თეთრად ვერ წაგიყვანთო ( გითხრა – წამიყვანეო?:@ იქნება, ის ფასის სიმცირემ შეაწუხა კაცო?) სამაგიეროდ, ზოგი ლამის ეხვეწებოდა : აუ, ორ ლარს მოგცემ რაააააააო:)))

”გავსკდი” წუწუნით:) მე და ანელი გვერდიგვერდ ვიჯექით და გავილექსეთ. შვიდმა ცარიელი ავტობუსმა გამოიარა და შვიდივეს ”გავყევით” (ნუ, გავყევი – აკი, არ დადის, როგორ გაგვაცურეს მეთქი:))
ის იყო ”მაგარი” – ფული დასაწყისშივე რომ აკრიფეს – ალბათ, შეეშინდათ, არ გადაგვაგდონო..
არა, ისე კარგად ვიცინეთ რა, მთელი გზა არ გავჩერებულვართ მე და ანელი (თამუნას ”აირწინაღი” (პირბადე) ეკეთა და თან ანელი ცუდი გამტარი აღმოჩნდა, ამიტომ ვერაფერიც ვერ გაიგო, აი ჩვეეენ… თავი დავიმშვიდეთ – ლარის ხომ ვიცინეთ თქო. ის კი არა, მერე რომ გავაგრძელეთ დაბოლილებივით სიცილი, მეთქი – დავეწიოთ , ხურდები დავუმატოთ, 30 თეთრი კიდე ერგებოდათ იმ თაღლითებს:)
მოკლედ, გილოცავთ ბედობას. მხიარულება დაგბედებოდეთ:)) (ისე, დღეს ჯიმშერ რეხვიაშვილმაც კარგად გამაცინა ფეისბუქზე:))

 
3 Comments

Posted by on იანვარი 2, 2010 დუიმი თსუ, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , ,

გავიდა წელი ესე…

შემოვიდა 31 დეკემბერი, გახდა ღამის სამი საათი. 21 საათში ახალი წელიც მოვა, ხოდა მოვასწრო –  გუშინ ყველა სამინისტრომ და პოლიტიკურმა პარტიამ შეაჯამა გასული წელი და მე ვისზე ნაკლები ვარ ვითომ?

მოკლედ, გასული წელი თავისუფლად შემიძლია სამ ეტაპად დავყო – იანვრიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე (რაღაც კვეთები კი იყო პირველ და მეორე ეტაპებს შორის, მაგრამ ეგ არაფერი – გადავიტანთ) და სექტემბრიდან აქამომდე.

პირველ ეტაპზე დაუვიწყარი ”ღია რადიო” რომ არ ვახსენო, არაგულწრფელი ვიქნები :  მართლაც საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში:-) არაჩვეულებრივი ჯგუფი, საყვარელი და საინტერესო საქმე – რაც გინდა და როგორც გინდა ისე აკეთე, უსაზღვრო თავისუფლება, სასიამოვნო  გადაღლილობამდე მისული დაკავებულობა (ამის გამო ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, ნათესავების საყვედურები :  დაგვკარგე სულ) ბევრი იდეა, შესანიშნავი ხელმძღვანელი და შედეგი:-)

გავხსენი ბლოგი, რაღაცებს ვპოსტავდი, წერის ჟინსაც ვიკმაყოფილებდი და მეგობრებსაც ვართობდი. ვიწრო წრეში (ნუ, ოთხ კაცში მაინც:)) ფართოდ აღიარებული ბლოგერი ვიყავი:-)

მეორე ეტაპი – სრული სიგიჟე. ზაფხულის ვერგაგება. გაოცება სიგიჟის და პარანოიის უკიდურესობის გამოვლინების გამო, ურთიერთობა არანორმალურებთან..

მესამე ეტაპი – ” 24 საათი”. ახალი ნაცნობები, ახალი სისტემა, შრომა და ხტომა, მისტერ დუგლასი, ხუთშაბათობით სამეულის შეხვედრები მეექვსეს დარბაზში, თსუ-ს მიერ ნერვების წყვეტა, დრო – ნული და ისევ  ნათესავების საყვედურები : ”დაგვკარგე სულ”.. მერე ჩემი ახსნა – აი, რა ვქნა…..

რა გამოვიდა საბოლოოდ. ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ ამ წლით (პროფესიული თვალსაზრისითაც და ისეც:) ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვგრძნობ – შევიცვალე, კანი გამისქელდა, ისეთი ხათრიანი აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი (ნუ ყველაფერი კი  შედარებითია – ლალი კი იტყვის – ”ეს მორიდებული გოგოაო”, მაგრამ მან არ იცის, მე როგორი მორიდებული ვიყავი;))) ხოდა, წავთამამდი, სკეპტიკოსი გავხდი, ისე იოლად გული აღარ მიჩუყდება (თუმცა, ტელეფონით ლაპარაკს მაინც ვერ ვიტან და აჰააა:))

რა მინდა მომავალ წელს – პროფესიულად ამ შედეგების მეტად გაზრდა, სიახლეები და იმ საქმის გაკეთება, რაც მინდა. კიდევ მინდა ცოოოტა მეტი დრო მქოონდეს, რომ ”რაღაცებისთვის” და ”ვიღაცებისთვისაც” დამრჩეს დრო;)))

ყველას გილოცავთ ახალ წელს.

 
4 Comments

Posted by on დეკემბერი 30, 2009 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , ,

ჩემი მეგობარი თამუნა ანუ ბედისგან ჩაგრული:-)

ეს პოსტი არის დაბულეტებული ამბავი ბედისგან და ლექტორებისგან დაჩაგრული ჩემი მეგობრისა.

დღეს, მე, თამუნა და ანელი ვლაპარაკობდით საგნებზე, ლექტორებზე , მერე ხან იქით მოვედეთ, ხან აქეთ და და რაღაცები გავიხსენეთ. კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ ის, რომ განა შეიძლება იმდენი რამე დაემართოს თსუ-ში სწავლისას ერთ ადამიანს, რაც თამუნა ლემონჯავა ემართებოდა ხოლმე? მოდი, პირდაპირ “დავაბულეტებ”:

1) დალი ჩიკვილაძე : ვინც თსუს ჟურნალისტიკის მომართულებაზე სწავლობდა, ალბათ, მათ 98%-ს დალი ჩიკვილაძესთან შეხება ერთხელ მაინც ჰქონია და ისიც იცის, რომ თორმეტფურცლიან რვეულ”ზე” გაშინაარსებული “ქვათა ღაღადი” გამოცდაზე საშვის ტოლფასია, ნუ, საშვზე მეტი. განა შეიძლება, რომ გამოცდის დღეს დაგრჩეს მაინცდამაინც და ამის გამო, ძლივს გადარჩე გამოცდის ჩავარდნას?

რაკი, ეს შეიძლება ცოტა ნაცნობი იყოს, შემდეგზე გადავიდეთ.

2) საქართველოს ისტორია – მთელი სემესტრის მანძილზე, ზამთრის ყინვაში 9-ის ნახევარზე ისტორიის ინსტიტუტთან არაერთხელ შევხვედრივარ თამუნებს. (ახლა გამახსენდა, საიდან გაგვახსენდა ლემონჯავას უბედობა. შეყილაძე ჩიოდა : ვაჟა კიკნაძემ 91 ქულა როგორ დამიწერაო და მერე თამუნა ლემონჯავას ხვედრი გაგვახსენდა) თამუნა ლემონჯავას, მგონი, ლექცია არც კი ჰქონდა გაცდენილი. (თუ კი – თითზე ჩამოსათვლელი) სემესტრის ბოლოს კი მოხდა რა – ლექტორმა დაუკარგა დასწრება – აქტიურობის 30ქულა. ეს არაფერი, ეკარგებოდა გამოცდის ქულაც, თავად რაიონში იყო საშობაო არდადეგებზე და თამუნა შეყილაძე თავის ქულის გასაგებად რომ წავიდა, მისიც იკითხა. – გამოცდის ქულა არ აქვსო – ეუბნებოდნენ კომპეტენტური ადამიანები. Mანელი და თამუნა მიაწვნენ – როგორ თუ არ აქვსო; – როგორ და შეიძლება ნული ეწერაო – იმ კომპეტენტურმა პირმა. არ მოეშვნენ და საბოლოოდ იპოვნეს ის გამოცდის ნაშრომი – 30დან 26 ჰყავდა. Nნუ, დასწრება – აქტიურობის ქულები ცხადია, ვერ დაუძებნეს.

3) სოციალური ფსიქოლოგია – რადგან მასალა იყო რუსულად, თიოთქმის ყველაფერს თავად თარგმნიდა, ხანდახან მაიმუნობდნენ, წინასწარ წერდნენ სახლში და მერე “უდებდნენ” ლექტორს. (ეს თამუნა შეყილაძეს არ ეხება. მას არა თუ გადაუწერია ოდესმე ან უცდია გადაწერა, არამედ არც კი გაუფიქრია ამაზე ხოდა, თამუნა ლემონჯავას ნათარგმნი მასალით წერდნენ ერთობლივ თემებს და დაბალ ქულას ყოველთვის უწერდნენ თამუნას. ერთხელ, ანელიმ სიტყვასიტყვით გადაიწერა კოლოკვიუმი მისგან – ანელიმ თამუნასგან გადაწერილ თემაში მიიღო – 14ქულა, ხოლო თავად თამუნამ – 9:

4) რადიო – სემესტრის მანძილზე ხუთი კაცი (თამუნა შეყილაძე, ანელი, ინგა, თამუნა ლემონჯავა და მე) ერთად ვმუშაობდით, საათნახევრიან – ორსაათიან გადაცემებს ერთად ვაწყობდით, დილით 9 საათზე სამონტაჟოში ერთად ვიყავით, საღამოს დარბაზში ხუთივე ვისხედით და მომავალ გადაცემას ვგეგმავდით. სინქრონებზე ერთად დავდიოდით. საგამოცდოდ მართლა ერთად ვმუშაობდით, უცნაურ იდეებს ვიფიქრებდით, ვხალისობდით, რაღაც “ჰარმონიული ხუთეული” ვიყავით, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. სადაც გამოცდას ვაკეთებდით, “იმ ადგილას” დილის ათიდან, ღამის ათამდე – გადაცემის აწყობამდე ჩვენ ხუთნი ვმუშაობდით . მოკლედ, იმ პროგრამის (რვა საათის) დაგეგმვა – გაკეთებაში ხუთივე ვიღებდით მონაწილეობას, და საბოლოოდ ჩვენი ხუთეულიდან ოთხს “ჯილდოდ” ასი ქულა შეგვხვდა, მას კი – 88:-)

განა ეს სატირალი არ არის?:)))

5) ინტერკულტურული კომუნიკაცია –ჰქონდა მხოლოდ ერთხელ გაცდენილი და სემესტრის ბოლოს ნოდარ ბელქანია ეკითხება : შენ რა, საერთოდ დადიოდი? რატომ აცდენდიო?. გამოცდაზე ლექტორი ყველას ეკითხებოდა : აბა , რა ისწავლეთ ამ საგნიდანო და თამუნას ჰკითხა : შენ საერთოდ ისწავლე რამეო?:-)

განა ეს სატირალი არ არის? და ვინ მოთვლის კიდევ ასეთი რამდენი..

ხოდა, ერთ-ერთი ბოლო ასეთი ამბისგან, მე, ანელი და თამუნა ჯერ ტელეფონით ვცდილობდით გაგვერკვია, მერე კი ვერის პარკში მსხდომები ვფიქრობდით : რა იყო მიზეზი. დავასკვენით, რომ მიზეზი იყო, ის, რომ თამუნა არ “ჩანდა”. არ იყო თავგადაჭმული აქტიური (მიუხედავად იმისა, რომ საქმეს აკეთებდა ბევრისგან განსხვავებით, რომლებიც მინიმუმ გაკეთებულს მაქსიმუმად ასაღებდნენ და სწორედ იმ ძალიან აქტიურების ფონზე ჩაიკარგა:)

დღეს გაიხსენა თამუნა შეყილაძემ – ირა ღვინერია იყო ერთადერთი, ვინც ამოიცნო ზუსტადო. “ქულებს რომ ვაჯამებდით, მისი გვარი რომ ამოვიკითხეთ – თქვა – ეს არის ის წყნარი და ჩუმი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი გოგო და ფრიადი დაუწერა” – იხსენებს თამუნა შეყილაძე ჩვენთან საუბარში:-P

ქალბატონო ირა, როგორ დაგემართათ ეს ა??:-) რანაირად გამოვიდა ასე?

და ახლა ის ორი უიღბლო ფაქტი, რომელიც ლექტორებთან არ არის დაკავშირებული:

1) შარშან , 23ნოემბერს თამუნა ლემონჯავა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც as lives გასაკეთებლად შარდენს არ მიასკდა , ჩაჯდა ავტობუსში და გაემართა ტელეკომპანია “იმედთან” დაგეგმილი აქციისკენ. და მას ექნებოდა ერთადერთი “ექსკლუზივი” და ჩვენსავით არ ჩაქინდრავდა თავს პაიჭაძის სიტყვებზე : ხუთმა კაცმა მომიტანა რეპორტაჟი შარდენიდანო:-D

რა დონის უიღბლობა უნდა გჭირდეს, რომ “რადიოსაჟურნალისტოდ” წასულს ავტობუსში ჩანთა გაგიჭრან და მაინცდამაინც ის უბედური დიქტოფფონი ამოგაცალონ?

განა ეს სასაცილო არ არის?

2) განა შეიძლება მხოლოდ თამუნა ლემონჯავა არ გამხდარიყო მაინცდამაინც სამაგისტრო გამოცდის დღეს და საათს ცუდად? განა მხოლოდ მისთვის არ უნდა ეპასუხა სასწრაფოს ექიმს თუ ექთანს : შენ თუ ცუდად ხარ, მე რა გიშველო, სასწრაფო ვარ , ის კი არაო?:-D ბოლოს , ისევ ეს უნდა შეშველებოდა: წნევა მაინც გამიზომეო:-)

განა ეს სასაცილო არ არის?

თქვენს გახარებას, არ დაიწყოთ : დედა, რა ცოდოაო.. ისე კარგად ”ვხალისობდით” ხოლმე მერე ამეებზე, რამე რო ხდებოდა ”ისეთი” – ამბობდა : ნუ, ასე რომ არ მომხდარიყო, ეს გამიკვირდებოდაო:-)

თამო, არ მეჩხუბო ამ პოსტზე რააა:-)))
მარტო ჩემი იდეა არ ყოფილა – სამივეს გვეკუთვნოდა:-P

 
8 Comments

Posted by on დეკემბერი 1, 2009 დუიმი ღია რადიო

 

გენდერული დისბალანსი თუ დეფიციტი?!

მოკლედ, დავტრენინგდი…

სიმართლე რომ ვთქვა, პირველი დღე უფრო მომეწონა, მაგრამ შაბათსაც არაუშავდა;)) ნუ, ბევრი რამ ვერ მოესწრო, ”რედისონის”  პროექტორის გამო ერთ ფილმს ვერ ვუყურეთ, ხმა არ ჰქონდა:-(

მეორე დღეს ძირითად ოჯახურ ძალადობაზე, და მედიაში გენდერულ დისბალანსზე ვისაუბრეთ. რაღაც დავალებებიც გავაკეთეთ, მაგალითად, დავთვალეთ, გაზეთში ქალის და მამაკაცის ფოტოები 🙂

ხოდა, ალბათ,  გენდერულად უფრო მგრძნობიარე გავხდი:-) მაგალითად, რეკლამებს და ფოტოებს მეტ ყურადღებას ვაქცევ – სექსისიტური არ იყოს:-) მაგრამ ერთი რამე მაინც ვერ გავითავისე. ანუ ის, რომ როცა მასალას ამზადებ , უნდა იფიქრო, რომ გენდერული დისბალანსი არ იყოს ანუ თანაბარი რაოდენობით გყავდეს ქალებიც და კაცებიცო. კააარგით რაა:-))

მე რომ სტატიას ვწერ, იმაზე როგორ ვიფიქრო, რომ უი, ეს რესპონდენტი უკვე კაცი მყავს და ეს მეორე კაცი ძაან მაგარ რამეს კი ამბობს, მაგრამ უნდა გავცხრილო, რადგან აქ ქალი მჭირდება იმის მიუხედავად – კომპეტენტური იქნება თუ არა და იტყვის თუ არა იმას, რაც ჩემი სტატიის შინაარსს პასუხობს. (ან პირიქით, არის თემები, სადაც ქალები დომინანტობენ რაოდენობით). ხოდა, ვაწვები, რომ გააჩნია თემას.

იქ ამბობდნენ, რომ ყველა თემაში შესაძლებელია ქალის პოვნაო, კი, ბატონო, შესაძლებელი არის, მაგრამ თუ ის კაცი (ან პირიქით) უფრო შესაფერია კონკრეტული მასალისთვის, რატომ უნდა ვიქაჩო??? არის სფეროები, მაგალითად, პოლიტიკა, სადაც ქალების მართლა დეფიციტია.. თან ყველაფერი კონკრეტულ მასალაზეა დამოკიდებული.

რადიოსიუჟეტებს რომ ვაკეთებდი, ყოველთვის პრობლემა მქონდა კაცების – განათლებაში ქალები მეტი იყვნენ, მაგრამ ამის გამო, სიუჟეტი ჩამეგდო??

კი, ბევრ რამეში მოიძებნებიან ქალებიც და კაცებიც, მაგრამ ახლა ვთქვათ, ბიუჯეტს რომ ამტკიცებს პრემიერი, ის ბიუჯეტი უბრალო ქალებს ხომ შეეხებათ და მიდი და ჩაწერეო. კი მაგრამ, უბრალო კაცს არ შეეხება??

ჩამოვიდნენ ბელორუსი დეპუტატები, არის ყველა კაცი, შეხვდნენ ბაქრაძეს, ვაშაძეს, თარგამაძეს, იაკობაშვილს – მე უნდა მოვამზადო მასალა – უბრალოდ ახალი ამბავი ( რა და როგორ მოხდა) – სად მოვძებნო ქალი..

დანარჩენი გასაგები და მისაღები იყო ჩემთვის, ნუ, სტერეოტიპული მიდგომები არც აქამდე მაწუხებდა მაინცდამაინც და ახლა საერთოდ. ასე, რომ მათი გამოუყენებლობა გულს ვერ დამწყვეტს:-) ხოდა,  სექსისტური მასალის დამწერიც არა ვარ 😉

ისე,  ამდენი ”საზოგადოების აზრის მფორმირებელი” და  ”ობიექტური”  ჟურნალისტი თუ გვყავდა არ ვიცოდი:))  

”კაცოვო, ჩვენი ფუნქციაა საზოგადოების აღზრდაო’ – ერთმა.

”ხო უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რისთვის ვაკეთებთ, მარტო ფაქტები კი არ უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ეს ცუდიაო” – მეორემ.

ჩვენ არ უნდა დავიდეთ მკითხველის დონემდე, ის უნდა ამოვიყვანოთ ჩვენამდეო” – მესამემ.

ბეეჩა, მე რა დამმართნია, ჩამოვრჩენილვარ ცხოვრებას მეთქი.

საღამოს ოფიციალური მიღება გაიმართა. რუსუდან კერვალიშვილმა მონაწილეობის დიპლომები გადმოგვცა. ჩემსას აწერია :  ”CERTIFICATE    SUCCESSFULLY    COMPLETED     THE     TRAINING    FOR    MEDIA     PROFESSIONALS ON    GENDER    &    GENDER    REPORTING     Ms. Mariam (მარიამ:-) Akhsiashvili”. სულ იმას ვბუზღუნებოდი დედაჩემს – მარინე როგორ დამარქვი მეთქი:-) სანამ პირადობას ავიღებდი, ყველგან სხვადასხვა სახელით ვეწერე – სკოლაში მარინა და მარიამი. სამედიცინო ანკეტაში – მარიანა.  მეძახდნენ – მარიკას და ა.შ. და უცებ, აღმოვაჩინე, რომ მარინე ვყოფილვარ:-) ხოდა, აქ რომ მარიამი ვნახე – ძალიან მეუცხოვა;-) ეგ არაფერი თუ მოხდა სასწაული და ვინმე შემომედავა, ვეტყვი – ნათლობის სახელია მეთქი:-)

 

 
3 Comments

Posted by on ნოემბერი 23, 2009 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , ,

გენდერი და მედია

მოკლედ, დღეს ტრენინგზე ვიყავი (ჩემი პირველი ტრენინგია – მომილოცეთ:))) – ”გაეროს მოსახლეობის ფონდი” აწყობს ორდღიან ტრენინგს ”პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის” სასტუმრო  ”რედისონში”:)) ნუ, ახლა ჩემი პროფესიონალიზმი რა ხარისხისაა, არ ვიცი, მაგრამ ”თხა თხაზე ნაკლებიო” თუ რაღაც:)) თამუნა ნასყიდაშვილმა (”24საათის”  სარეკლამო სამსახურში, მარკეტინგში თუ რაღაც მაგდაგვარშია, საიტზეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია) დამირეკა ამასწინ და როგორც ”სოციალურ თემებზე მომუშავე” – მინდა, რომ შენც ”დატრენინგდეო”:)

ხოდა, მივედი დღეს. მოკლედ,  ძალიან მომეწონა;)) ბევრი რამ გავიგე გენდერის შესახებ, თან ძალიან სახალისო მაგალითები და დავალებები გვქონდა. ე.წ ”ბრეისტორმინგს” რომ ეძახიან (თუ არასწორად გამოვთქვი, სორრი, უცხო ტერმინებზე რატომრაც აცრილი ვარ:)  მასეთებს ვაკეთებდით ჯგუფებში, ბევრი ვიკამათეთ, რაღაცებზე ვჯერდებოდით, რაღაცებზე ვერა:) რაღაც ტექსტებიც დავწერეთ. ნუ, რვა საათი ძალიან მალე და სახალისოდ გავიდა. ერთ-ერთი ბოლო დავალება იყო ძალიან საინტერესო. მოცემული იყო პირობა და ჩვენ უნდა დაგვეწერა იმ ლიდის მიხედვით რაღაც ამბავი, ოღონდ ჩვენს ჯგუფს ეს ძალიან სექსისტურად უნდა დაგვეწერა, სხვას პირიქით. კარგი რამ გამოვიდა – ”ოჯახის ქალი ქუჩაში”;)  ნუ, პირობაც მაგარი იყო: ”20ქალმა მიტინგი გამართა მოთხოვნით – დიასახლისობაში ხელფასი გადაგვიხადეთ” და ამაზე სექსისტური ნიუსი როგორი გამოვიდოდა, კაი წარმოსადგენია:))  ყველანაირი სტერეოტიპი გავიხსენეთ და ა.შ:))

მოკლედ, გენდერულ საკითხებთან არასდროს არ მქონია შეხება და დღეს ბევრი რამ გავიგე. ბევრი მაგალითი ჩამოვყარეთ. ერთი მომეწონა:  სადღაც ისეთი კანონი ყოფილა, გაუპატიურებაზე სარჩელი რომ შეგაქვს, თუ ექვსი მოწმე არ მიიყვანე, არ გცნობენ დაზარალებულად, ასე რომ თუ მაინცდამაინც მიტინგზე არ გაგაუპატიურეს, მოძალადეებს უგულავიათ რაა..

სტერეოტიპებზე ვიმსჯელეთ, რაც გენდერულ უთანასწორობას და ძალადობასაც (თუნდაც ფსიქოლოგიურს ) წარმოშობს. ოჯახური ძალადობა განვიხილეთ.

ორდღიანი ტრენინგია და ხვალაც იქნება, ხოდა მოუთმენლად ველი გათენებას:) თან ხვალ უფრო საინტერესო დავალებებია, უფრო ჟურნალისტური – ქუჩის გამოკითხვები უნდა ჩავატაროთ და რაღაცებიც დავწეროთ. 6-ის ნახევარზე კი რაღაც ოფიციალური მიღებაა ჟურნალისტებისთვის.  (16დღიანი კამპანია იწყება ამ  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და..)..

ასე, რომ ხვალინდელი რვა საათიც ძალიან საინტერესოდ მესახება:)

 
4 Comments

Posted by on ნოემბერი 20, 2009 დუიმი ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , ,

naec.ge – მ შობა:-)

დღეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამაგისტრო გრანტების პასუხები დადო და ამოვისუნთქე, ამოვისუნთქე სოფოს (ჩემი დეიდაშვილის), ჩემი სანათესაოს, ჩემი მეგობრების ნაცვლად. ალბათ ჩემთან ერთად და ჩემზე მეტად ამოისუნთქეს იმ ადამიანებმა, ვისაც პირადად ეხებოდა სამაგისტრო გამოცდები, მათმა ნათესავებმა და ა.შ.

saerTo samagistro gamocda

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი პასუხი გავიგე, აქედან სამი დადებითი, ორზე გული დამწყდა, მართალია, თავადაც არ ჰქონდათ დაფინანსების იმედი, მაგრამ მაინც.. ანელი გოდებს ახლა – რატომ ავიღე გრანტიო. ინგას გაუხარდა. სოფოს (ჩემს დეიდაშვილს) კი გაუხარდა, მაგრამ – ოთხი თვის ლოდინის მერე გაფერმკრთალდაო 🙂

თან ჟურნალისტიკაზე დააფინანსეს ილიაუნიში, თავად ტურიზმი აქვს დამთავრებული და ტურიზმზეც ჰქონდა შეტანილი საბუთები, მაგრამ უნივერსიტეტში რაღაც აირია და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მარტო ”ჟურნალისტიკის სიაში მყოფი” გადაუგზავნეს. ხოდა, ”შეეტენა” ეს ჟურნალისტიკა:))) მარა, როგორც თვითონ თქვა – ახალი სფეროა, საინტერესოც იქნება, მარა თუ გავყვები, ვნახოთო;-))

თამოებზე დამწყდა გული ძალიან, მარა…

ხოდა, კიდევ ერთხელ მომინდა მაგისტრატურის გამოცდები წელს მეც ჩამებარებინა დედაჩემს დავუწყე – სულ შენი ბრალია, ნორმალურ დროს რატომ არ შემიყვანე სკოლაში, ხო დამთავრებული მექნებოდა ახლა უნი მეთქი. (ექვსის შემიყვანეს, 7 – ის გავხდი 6ოქტომბერს, ხოდა ბევრ ჩემს კურსელზე უფროსი ვარ).  ხოდა, წელს ძალიან ატეხილი ვიყავი – უნარები მომენატრა;-) pic

მაგრამ არაუშავს, მეტი დრო მექნება გადავწყვიტო – ”განათლების ადმინისტრირება” თუ ჟურნალისტიკა:-D

ან იქნებ გაისად რამე უკეთესი პროგრამაც გამოჩნდეს ილიაუნიში.

(  ეს მაინც ვიცი , სად უნდა ჩავაბარო:-D)

ხოოოდა, მათემატიკასა და ანალიტიკურ წერაში მომიწევს გაწაფვა:-)

ანე, მათემატიკაში მამეცადინე რააა:-P

 
12 Comments

Posted by on ნოემბერი 14, 2009 დუიმი სხვადასხვა

 

ტეგები: , , , , , ,