ახლა, როცა ისე მესიკვიდილება რამის გაკეთება (არადა, თავზე მაყრია იმდენი მაქვს ეკონომიკაზე საძიებელ-სასწავლი), წიგნიც აღარ მაქვს, რომ წავიკითხო (მესამე წრეზე ვეღარ წავალ:-) და მოზრდილი პოსტის დაწერაც მეზარება (რეპორტაჟს ავტობუსიდან ვერ დავადგი საშველი):-) კიდევ რამდენიმე მოზრდილი პოსტის იოდეა მაქვს, მარა დამეძინება სანამ იმას დავწერ. ხოდა, blogroll.ge -ზე დავბოდიალობდი, სხვების ბლოგებს ვკითხულობდი და ჰექსეს ბლოგზე პოსტს ”გადავაწყდი” – ”ბავშვობაში მეშინოდა ტოპ ხუთეული”. ხოდა, რაკი იქ ეწერა ”ვთაგავ ყველას ვისაც ბავშვობის შიშების გახსენება მოესურვება” – ო და მეც რაღაც ”წამომეხალისა”, დავწერ:
1. ”სოჩიკის” (ახლა ანელი გამლანძღავს ორი რამისთვის: ა ) სოჩიკი რა ქართულია, მრიცხველიო და ბ) რა სულ ჩემზე უნდა წერო. ეს არის შენი ბლოგი ჩემზეო:-) , ხოდა, ძალიან მეშინოდა დენის შავი მრიცხველები რომ იყო ხოლმე. კორიდორში ვერ გავდიოდი შიშით, რომ ვხედავდი, მეგონა იმ ორ (არ ვიცი რა დავარქვა, თვალებივით რაღაც ქონდა – სახურავებივით:) რაღაცას მოიხსნიდა, თვალებს დააჭყეტდა და გამომეკიდებოდა.
2. გუდიანი კაცის – ოღონდ ამ გუდიან კაცს ვეძახდი ძველად რაღაც შენობები რომ იყო – ერთსართულიანი, მგონი შუქის რაღაც იყო, ხოდა მუდამ ხმაური გამოდიოდა. სადაც კი მხვდებოდა, (ერთი ჩემს კორპუსთან იყო) – შეშინებული გავრბოდი. ზოგჯერ სიმამაცე შემომიტევდა ხოლმე, მივიპარებოდი ამ შენობასთან, დავიყვირებდი – ”გუდიანო კაცო, გამოდი” და თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი:)
3. მამაჩემის – ძალიან უზრდელი ბავშვი ვიყავი. ყველა ბიჭს ვჯობდი გინებაში. ხოდა, მერე მამაჩემი მასილაქებდა ხოლმე. რამეს რომ დავაშავებდი, ეგრევე საწოლის ქვეშ ვიმალებოდი – ვერ მომძებნის მეთქი.
4. შავკოსტუმიანების – შიო გვეტაძის ”მონანიება” რომ წავიკითხე პირველ კლასში ვიყავი , ხოდა სულ მეშინოდა შავკოსტუმიანები მოვლენ , ჩემს მშობლებს წაიყვანენ და აღარასოდეს მოიყვანენ , ხოდა მე და ჩემი და მარტო დავრჩებით მეთქი, მერე წარმოვიდგენდი ჩემს დას ფილტვების ანთება როგორ ემართებოდა და კვდებოდა, მე ”ის რუბენა” ჩამიგდებდა ხელში და გავხდებოდი – ”საშკა ჩერქეზი”, ”ჩარგიევი’ და ა.შ:-)
5. დაბადების დღის – ვაი და წიგნი არ მაჩუქონ მეთქი:-)) 15წლამდე ჩემს დაბადების დღეზე უწიგნოდ ვერ მოვიდოდნენ. ან ფულს მჩუქნიდნენ და მერე მე დავრბოდი წიგნების საყიდლად:-)
ეჰ, ბავშვობა, ბავშვობა:))