RSS

Tag Archives: დათო პაიჭაძე

და დამთავრდა..

დღეს, ბოლოჯერ ვიყავი მეექვსე კორპუსში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი. დედა, გული მიფრიალებს და რა მეშველება მეთქი – არა, თუმცა, ცოტა მაინც დავნაღვლიანდი, დავნაღვლიანდი იმიტომ, რომ ოთხმა წელმა რაღაც თვალისდახამხამებაში გაიარა.
ნუ, იმის მიუხედავად, რომ უბრალო რაღაცებზე ვტირი ხოლმე, სენტიმენტები მაინც მძულს, ხოდა, ვეცდები ცრემლების ღვარღვარის გარეშე შევაჯამო უნივერსიტეტული ოთხი წელი.

”ცოდნის ტაძარში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2006 წელს, ყველაზე ”პრესტიჟული” სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ყველაზე ”პრესტიჟულ” ფაკულტეტს, ბევრი აბიტურიენტი ეტანებოდა – ვერ ჩავაბარებ, ვერ ჩავაბარებ, ისე მაინც მეწეროს პირველიო. ასეთებს შორის, მეც ერთერთი მათგანი ვიყავი. 09-ს ოპერატორის სიტყვებმა -ჩაირიცხეთ პირველი პრიორიტეტით, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გამაოგნა.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გული დამწყდა, ტურიზმი ”მინდოდასავით” და დანარჩენ ჩამონათვალთა უმრავლესობაში, სწორედ ეს სპეციალობა მქონდა მითითებული. ნუ, რაღას ვიზამდი და 2006 წლის ”1 სექტემბრის” წვიმიან დილას, ( არადა, 1 ოქტომბერი იყო) თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ”მღელვარებით აღსავსე” და და ”გულანთებული” ვუსმენდი თსუ-ს ჰიმნს – ”დედა უნივერსიტეტს” …

განსაკუთრებულად კარგად კი, მეორე დღე მახსოვს, როდესაც ფაკულტეტის ”დეკნები” შეგვხვდნენ, მერე კი ამირან ბერძენიშვილის თუ სოსო სალუქვაძის კაბინეტთან ”ვჩოჩქოლებდით” და ”ბრძოლითა ჩვენითა ვიპოვებდით ცხრილსა ჩვენსას”. გივი, ახლა რომ მეექვსე კორპუსის აკვარიუმში იწონებს თავს, მაშინ სწორედ იქ ედო ბინა და გამოცუნცულდებოდა, შეცუნცულდებოდა – ნუ ხმაურობთო.

ახლა ცარიელია, აი, ყოველ ”1 სექტემბერს” უნდა ნახოთ, როგორ არის სტუდენტობა მიჯრილი ამ დაფებთან :))

პირველ კურსზე მეტისმეტი არეულობა იყო, დეპარტამენტიდან დეპარტამენტში სირბილი, გაურკვევლობა ცხრილებზე, ახლად დანერგილი ელექტრონული სისტემა, სპეციალობის არჩევისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი და წლის ბოლოს, სამუდამოდ დატოვებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და ჟურნალისტების ცისფერი და საყვარელი, ყოფილი მონკავშირის შენობის ”ბინად” არჩევა..

აქედან სულ მიყვარდა ხოლმე გადმოდგომა და შენობაში შემომსვლელთა დაზვერვა :))))

ოთხი წლის მანძილზე ბევრი საგანი ვისწავლე, დაახლოებით 40 ან ცოტა მეტი, დაახლოებით, ამდენივე ლექტორი მყავდა. არიან პროფესორები, ვინც საერთოდ აღარ მახსოვს და არის საგნები, სადაც აბსოლუტურად ტყუილად დავკარგე დრო და მე არაფერი მისწავლია, მაგალითად, აკადემიური წერა, სტატისტიკა, პოლიტიკური კულტურა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა… ყველას ვერ ჩამოთვლი და ცხადია, საგნის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
მაგრამ უფრო მეტი ვისწავლე. იმ საგნებს თუ ლექტორებს შორის, ვინც მართლა მომცა ცოდნა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელის და მნიშვნელოვანის გამოყოფა შეიძლება.

პირველ რიგში, დათო პაიჭაძე რომ არ ვახსენო, ჩემი ნაცნობები არაგულწრფელად ჩამთვლიან, მე კი, ასეთი არ ვარ 🙂 სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შემაყვარა ჟურნალისტიკა, მის დავალებებს ყოველთვის აზარტით ვასრულებდი და დაღლა ფაქტობრივად, არ მიგრძვნია, მხოლოდ მსიამოვნებდა და ახლაც, დრო თუ გამომიჩნდა ხოლმე, ბლოგისთვის ”ვურეპოტინგებ” ხოლმე ;))

მისი რამდენიმე ფრაზა ლექციიდან კი სულ მახსოვს :

”ჟურნალისტიკა თხზვა არ არის”, ”საკმაო არ გამაგონოთ”, ”არ იფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც უყურებთ, ”,  ”ჟურნალისტიკა კონკრეტიკაა”, ”არ იგრძნოთ თავი ვალდებულად, თუ ისინი თავის საქმეში არიან სპეცები, თქვენ ჟურნალისტიკაში ხართ მხეცები” – და სხვა ;)))ვგრძნობდი რომ მას ჩვენი, სტუდენტების გაკეთებული ”საქმე ” აინტერესებდა და მიფუჩეჩება არასოდეს უცდია, სტუდენტისთვის კი, მოტივაციისთვის ბევრი არაფერია საჭირო 😉 როდესაც ვხედავ, რომ თავს დავახლი, რაღაცას დავწერ, ლექტორი კი არც კითხულობს და ისე მიწერს უმაღლეს ქულას, საერთოდ ვანებებ მისი საგნის სწავლას თავს.

აქვე მოვაყოლებ, ”ღია რადიოს”, რომელიც უკვე ”გამოტირებული” მყავს ;)) ის პერიოდი ( შარშან ამ დროს), მუდამ დარჩება ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად. ეს იყო, ჩვენი, სტუდენტი ჟურნალისტების პირველი მცდელობა რაღაცის შექმნისა. მაშინ ვიყავით ყველაზე დამოუკიდებლები და თავისუფლები, ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა და ამით სიამოვნებას ვიღებდით. მაშინ გამოვცადე კარგ ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება – თამუნა შეყილაძე, ანელი ედიშერაშვილი, ინგა ბაჯელიძე, თამუნა ლემონჯავა – ეს ოთხი ადამიანი სწორედ იქ გავიცანი და ჩემი საუკეთესო მეგობრები და კოლეგები გახდნენ. ეს იყო ერთი, ”ღია რადიოს” იდეით გაერთიანებული გუნდი, რომელიც უსიტყვოდ უგებდა ერთმანეთს მუშაობის პროცესში, ღია რადიოთი ”სუნთქავდა” და აზროვნებდა ( 😀 დედა, ეს რა პათოსი და სენტიმენტებია, ეს ერთხელ მაპატიეთ ;)). თუმცა, დამთავრდა ”ღია რადიო” და დიდი მეგობრობა კი დარჩა 🙂

მაგრამ… მთელ მეექვსეში, ყველაზე მეტად, ეს ოთახები მიყვარდა ♥

ხოდა, ღია რადიო, დღეს, სწავლის დასრულების დღეს არ დამთავრებულა, უკვე ერთი წელია, მენატრება რადიოს სამონტაჟო ოთახები და სტუდია – თავისი ოპერატორებით, კახას ჯუჯღუნი, ავთოს – ”დაამახსოვრებინეთ გოგონებო, ვიკეტებით”. სხვადასხვა სტუდენტის გაოცებული შეძახილი – თქვენ ისევ აქ ხართ? რემონტს როდის იწყებთ?

მომენატრება დარბაზი, სადაც მუდმივად სიძველის განცდა და სუნია, თითქოს რაღაც მისტიკური, საღამოს თათბირების ადგილი იყო ხოლმე ;))

ლექტორებით დავიწყე, გადავუხვიე და ამიტომ უკან დავუბრუნდები. როგორ შეიძლება, მეექვსეკორპუსელ ლექტორებში რომ არ გამოყო ირა ღვინერია, უძალიანმაგრესი იუმორის მქონე ადამიანი, რომელმაც სულ სიცილ-სიცილით დაგვიწერა დაბალი ქულები ;))) რომელთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა, საგნის რა ვთქვა 😀

ასევე, ნინო ჭალაგანიძე, რომელსაც მეორე კურსზე რატომღაც ვერ გავუგე, მეოთხეზე კი – მის გამო ავირჩიე ” ბავშვთა საკითხები”.:-))))

უკარგესი, უადამიანესი და უჰუმანურესი გიორგი კალანდაძე, რომელიც მეოთხე კურსზე იყო ჩემი ლექტორი, ძალიან მწყდება გული, რომ მისი ლექციების ხშირად გაცდენა მიწევდა.

ნინო ჟიჟილაშვილი და მისი ორი საგანი. ”კონფლიქტების გაშუქების” გამოცდა და სტუმრობა ხურვალეთში არასოდეს დამავიწყდება.

კობა ლიკლიკაძე და მისი საველე ამბები, რა უნდა გააკეთოს/არ გააკეთოს ომის დროს ჟურნალისტმა.

ასევე, ( რაღა ასევე) თამაზ ჯოლოგუა, ადამიანი, რომლის დახვეწილი ქართულით წაიკითხული ლექციის მოსმენას არაფერი სჯობდა. ძალიან განათლებული და საყვარელი ადამიანი – მალხაზ მაცაბერიძე, რომლის ”მეგობრებო” პირველი კურსის შემდეგ, მახსოვრობაში დამრჩა. .. და ფსიქოლოგების ზურაბ მხეიძის თავისუფალი და ძალზე საინტერესო საუბარი ზოგად ფსიქოლოგიაზე.

ანტიკური ლიტერატურის სემინარის ლექტორის, თინა გიორგობიანის დღევანდელი სიტყვები – ”ჩემთვის მთავარი ის არ იყო, რომ სემინარებზე არ აქტიურობდი, შენმა კოლოკვიუმებმა და ნაწერებმა დამანახა, რომ აქ მსხდომ, 80 აქტიურ, კლასიკური მიმართულების სტუდენტზე უკეთ იცი ანტიკური ლიტერატურა და ამის მიხედვით გაფასებო” – მუდამ მემახსოვრება.

მომენატრება გაჭირვების ტალ-კვესი ნაირა მახაშვილი, ჩვენი ბიბლიოთეკარი ლია ( რომელიც აღარ არის ჩვენი ანუ მეექვსეს ”კუთვნილება”, მომენატრება კომპიუტეროლოგი ზაზა… და ალბათ, სხვებიც ;)))

მახსოვს, პირველი ორი წელი, ”მეექვსე” საშინლად მიყვარდა, სულ აქეთ ( რაღა აქეთ :/ მომიწევდა გული, სწავლის დაწყებაც სულ მიხაროდა ხოლმე, მესამე კურსზე, უნივერსიტეტის ”არაჯანსაღმა მიდგომამ” და მეექვსე კორპუსში დატრიალებულმა სკანდალებმა კი, ცოტა არ იყოს და, გული ამიცრუა, თუმცა, ღია რადიომ მაინც ”გამომიყვანა”.

მეოთხე კურსზე კი, მეექვსე კორპუსში კვირაში სულ თითზე დასათვლელ საათს ვატარებდი, სამსახურის გამო, ვერც ვახერხებდი იქ ყოფნას, ასე, რომ მე უკვე ”გამონატრებული” მყავს მეექვსე კორპუსი, მე თითქოს, შარშან დავამთავრე.

წელს, იმ რამდენიმე საათის შერბენის შემდეგ, ვხედავდი რომ სულ რაღაც იცვლებოდა, ეს ის მეექვსე აღარ იყო, მე რომ ვიცნობდი ;)))
და მაინც.. მე მიყვარს მეექვსე კორპუსი. ის პატარა, ცისფერი შენობა ჩემი ცხოვრების ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება. ( დავიღვარე რა :-D)

 

ტეგები: , , , , , , , ,

დაგვიანებული პოსტი

დღეს მაილზე ძველ გზავნილებს ვათვალიერებდი და უცებ დამხვდა – თამუნას წერილი – სადაც მიგზავნიდა ვორდის დოკუმენტს განმარტებით, რომ ეს იქნებოდა “პატარა რეკლამა – ანონსივით რაღაც” – და აგვეტვირთა საიტზე ან ბლოგზე.. იმ დღეს გავიგეთ, რომ რადიო აღარ იქნებოდა და სადღა ავტვირთავდით, მერე დავიწყებას მიეცა საერთოდ და ახლა ვტვირთავ, მაინც:)))

 

ყოველ პარასკევს თქვენ უსმენთ :

1)

დღის შემაჯამებელი

საინფორმაციო გამოშვება:

pg48_microphone_713                 

        2)      ,,აისბერგის პრინციპი “

                                გადაცემა   განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ.  (ამ გადაცემას ჯერ ერქვა “განათლების რეფორმა”, მერე ვფიქრობდით: “ისმინე სწავლის მძებნელო”-ს ან “სწავლის ძირი მწარე არის”:))))

books

 

 

3 .   

  ,, ექსლიბრისი “_ გაგაცნობთ ახალ წიგნებს (წიგნის ჭია უნდა დაგვერქმია, მაგრამ მგონი ანელის არ მოსწონდა – წიგნის ჭიით შემოგიერთდებოთ, ცუდად ჟღერსო. მერე დათო პაიჭაძემ “მოიფიქრა”, მარა მთელი ლექცია გვიხსნიდა, რას ნიშნავდა. ანელიმ თქვა – პირველი გადაცემა სათაურის განმარტებაზე გავაკეთოთო:)

untitledk

 

4)

ღია მიკროფონი _

ჟურნალისტები თქვენთვის უცნობ ისტორიებს იხსენებენ.  (ამასაც ჰქონდა ბევრი სათაური, პირველი – ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (პრომოს ჩაწერინება დალი ჩიკვილაძისთვის გვინდოდა, ვისი თუ არა მისი ხმა უნდა გაფონვოდა უახლესი ჟურნალისტიკის ისტორიას:) მაგრამ, თამუნამ არ “მოისურვილა” ეს სახელი და დაარქვა ჯერ “ჟურნალისტის დღიური”, რაც “მიგვიბლოკეს” – ჰქვია უკვე გადაცემასო.. მერე გვინდოდა რაღაც ისტორიებთან დაკავშირებული, შემოგვთავაზეს “ნაცნობი ისტორია”, მაგრამ უცნობი რომ მოყვეს თქო? საბოლოოდ, შერჩა ღია მიკროფონი, თუმცა მერე გავიგეთ, რომ რაღაც სხვა გადაცემას რქმევია.. ასეა რა, ჯერ არ მოგიფიქრებია, რომ უკვე გაფცქვნიან:)

RadioStudio-Microphone

 

5)    გადაცემა ,,მწვანე ვაშლი” _ ჯანსაღი ცხოვრების  წესის შესახებ.  უჰ, აქ უნდა გენახათ, რა იდეების წამოვიდა – თავიდან ადამიანური სახელებს გვაწოდებდნენ – ვიტამინი ცე (მაგრამ , დემ რა დაგიშავათო?), ექიმი ჰაუსი და მასეთები უკვე “აფცქვნილი” დაგვხვდა.

მერე რო ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრეთ , შემოგვთავაზეს შარდის ბუშტი:-) ლათინურად:) მერე ირაკლი ხვადაგიანმა თევზის ქონიო..

მშვენიერია – ახლა ბითლზებს მოუსმინეთ, მას შემდეგ კი მე შარდის ბუშტით დაგიბრუნდებით:)

ან – თევზის ქონი დღეს ამით გემშვიდობებათ…

b09e7db74247c2a6

 

6)    ,,კვირის თემა”_ ქართული პრესა კვირის თემის შესახებ.  ნუ , ამის სათაური რაც იყო, ის დარჩა:))

Newspapers

7)

,,სპორტსმენთა პორტრეტები” – შინაარსი გასაგებია ალბათ, ამის სახელწოდებაც როგორც მონათლა ანელიმ, ის შერჩა:)

8532-sport-weetjes-sportlocaties

8)

,,ჩემი მუსიკა” _ ღია რადიოს ჟურნალისტები თავიანთ საყვარელ მუსიკასა და შემსრულებლებს წარმოგიდგენენ.  სულ ოთხი გადაცემა მოესწრო, შესაბამისად ინგას და თამუნა ლემონჯავას “ოჩერედი” ვერ დადგა:) ამის სახელწოდებაც ათამაშეს ბევრჯერ, პრინციპში, ეს სულ სხვა გადაცემა იყო და სხვა გადაცემის სახელს კი არქმევდნენ:)

music%20notes

ესაა რა:)

ყურადღება!!!

საავტორო უფლებები დაცულია:)))

 
7 Comments

Posted by on აგვისტო 27, 2009 დუიმი ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , , ,