RSS

Tag Archives: თემატური ბლოგები

მედიის კვლევა და მაგისტრატურა

დღეს  თსუ-ში 4საათისკენ მივედი, შოთა ვნახე, ჩემი ყოფილი ჯგუფელი – შენ კარგი ფელეტონისტი იქნებოდიო – კარგად მაცინა:)

მერე კახა ვნახე. გადამკოცნა – ღია რადიოს სასტავი როგორ არისო:)) არა, ეგ კაცი გამოცვალეს მაართლა. საერთოდ აღარ ჯიჯღინებს, სულ გაღიმებულია, აღარ წუწუნებს.. აქამდე დაენიშნათ ლექტორად:)))

მერე “მედიის კვლევის მეთოდების” ლექციას დავესწარი. ბოლო პერიოდში ძალიან მინდოდა რამე გამომეკვლია.. ხოდა   გული ძალიან დამწყდა, საბაკალავროს გაუქმების ამბავი რომ გავიგე .  ნუ, საღერღელი “ჩემების”  რადიობაზრის კვლევამ ამიშალა   და ეს საგანიც ჩემს მშველელად გამოჩნდა.

ხოდა, ჯერჯერობით მხოლოდ ამ საგნით ვარ აღფრთოვანებული.. ინტერესის სფეროები ჩამოვყარეთ – რისი კლევა გვინდა.. ორი თემა მაქვს –

1) განათლების საკითხები მედიაში ანუ ერთი მხრივ, მედიის კვლევა – როგორ აშუქებს მედია განათლების საკითხებს (აქ მეტად უნდა დავკონკრეტდე) და მეორეს მხრივ, აუდიტორიის კვლევა – რა დოზით და რა სახის ინფორმაცია სურთ განათლებაზე (ესეც “დასავარცხნია”)..

2) და  ბლოგები. ბლოგოსფეროს კვლევა – თემატური ბლოგები, მათ რეიტინგს რა განაპირობებს.  აქ ვიზუალური კვლევაც შეიძლება (ანუ ბლოგის ვიზუალური მხარე რამდენად ახდენს გავლენას მკითხველის მოზიდვაზე),  ჟურნალისტი და ბლოგერი;  ქართული და უცხოური ბლოგოსფეროს შედარება. (მოკლედ, ფოკუსი აქაც მჭირდება)..

მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რომელს მივაწყდე:(

ორივე მაინტერესებს..  ბლოგებზე უფრო  სახალისო გასაკეთებელი იქნება.. მაგრამ განათლებაც მაინტერესებს. თან ეს იმ მხრივაც მინდა, რომ მაგისტრატურაში  “განათლების ადმინისტრირება” – ზე ვაპირებ ჩაბარებას და ეს კვლევა რაღაც გეზს მომცემდა. ( ესე მექნება მოსამზადებელი, გასაუბრებით კი არ არის ბიძია:))

მარა გასაუბრება ეძახე შენ და მგონი, ეგ უფრო ჩამჭრელია:)) ამ  “განათლების ადმინისტრირებასთან”  ერთად, ვაპირებ ილიაუნის ჟურნალისტიკაზეც. (აბა, ესეში რო ჩავიჭრა?:)) მარა, ახლა ვფიქრობ, იქ უფრო არ ჩავიჭრა🙂

აბა, “რომელი ჟურნალისტი და რატომ მოგწონს” –  ალბათ, ვერ ვუპასუხებ:)) ან ვუპასუხებ – არც ერთი მეთქი:))

ხოდა, მე “განათლების ადმინისტრირებაზე”  ვლაპარაკობდი.  ამიტომ მინდა უფრო ამ განათლების მხრივ კვლევა, რომ რაღაცაში  წამადგება.

ისე, ნინო ჟიჟილაშვილს უნდა ვკითხო – არ შეიძლება ორივე რომ გავაკეთო?:))

ნუ, შეფასებით ერთი შემიფასოს და მეორეს ჩემთვის გავაკეთებ, ოღონდ გეზი მომცეს:))

ალბათ, არც ისე ადვილი იქნება ორი კვლევის ჩატარება, მითუმეტეს, ჩემი დღის განრიგის გადამკიდე – კვირის შვიდივე დღე ისე მაქვს გამოტენილი, ნემსი არ ვარდება:)) შაბათსაც კი ვსწავლობ და კვირასაც კი ვმუშაობ”:))

მაგრამ მაინტერესებს:)

ლექციის მერე რამდენიმე წუთს დარბაზში დავსხედით მეი, ინგა და თამუნა. კახამ რო გამოიარა, თავში შემოირტყა ხელები (სიცილით:)) – თქვენ 80 წლისები რომ იქნებით, მაინც აქ მოხვალთ და ილაპარაკებთ. მაგრები ხართ “ღია რადიოვო”:))

ხოდა ასე.. ის მედიის კვლევა კი ძილშიც ჩამყვება ახლა:))

ხვალ დილით დევნილთა სამ დასახლებაში – კოდა, ხურვალეთი და წეროვანი – მივდივარ. “24საათისთვის” სტატია უნდა დავწერო დევნილთა ყოფაზე.  ძალიან მიმიხარია. ასეთი ჟურნალისტიკა უფრო მიყვარს..საბლოგე  რეპორტაჟსაც  და საგაზეთო სტატიასაც დავდებ ბლოგზე, რა თქმა უნდა:))

 
10 Comments

Posted by on ოქტომბერი 1, 2009 in ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , , ,