RSS

Tag Archives: მაგისტრატურა

“ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”

ხვალ მაგისტრატურაზე სწავლა მეწყება და პირველკლასელივით ვარ. 1 სექტემბერი მგონია. ის მახსენდება, სკოლაში რომ უნდა წავსულიყავი და გახსნაზე მოსაყოლ ლექსს რომ ვიმეორებდი,  მასწავლებლისთვის მისატან ყვავილებს და „ბანბანერკას“ ( ოღჩ – რა მარაზმი იყო) მაგიდაზე რომ დავაწყობდი, სკამზე „ზიზიებს“ ( რომელსაც მაქსიმუმ,  ერთი კვირისთვის ვყიდულობდით )  და  ჩანთას რომ მოვათავსებდი და ძილშიც ნერვიულობას რომ განვაგრძობდი.

ნუ, ნერვიულობა რა, უბრალოდ, აგერ უკვე ერთი სემესტრი გავიდა , არაფერი მისწავლია. გადავეჩვიე ლექციის ფორმატში ცხოვრებას, ის კი არა, უნივერსიტეტშიც, ბოლო წელი ძალიან მიჭირდა აუდიტორიაში გაჩერება. ( ნუ, მაშინ  მიზეზები მქონდა.). ახლა  ვნერვიულობ იმაზეც, რომ სრულიად ახალი პროფესიის შესწავლას ვიწყებ ახალ უნივერსიტეტში ( ორი წელი ვოცნებობდი  ილიაუნის სტუდენტობაზე :D)

„პოლიტიკის ანთროპოლოგია“ – ყოველი ხუთიდან, ვისაც კი ეს სახელწოდება ესმის, ოთხი მისი შინაარსის ახსნას მთხოვს. მეც ვიწყებ, რომ აქ შევისწავლი  პოლიტიკის აგებულებას, ძალაუფლების ფორმირების პროცესებს, ძალაუფლებისა და კულტურის, ძალაუფლებისა და რელიგიის ურთიერთმიმართებას  და ატც.

– ააა, მერე სად უნდა იმუშაო? რა უნდა გამოხვიდე?

ნუ, არ ვიცი. ჯერჯერობით, ჟურნალისტიკის მიტოვებას არ ვაპირებ. ისე კი, ამ პროფესიით მაქვს შანსი  ( იდეაში) დავსაქმდე „საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში“.

პრინციპში, ეს სამაგისტრო პროგრამა უმეტესად ზოგადი/დამატებითი განათლებისთვის+კარგი ლექტორები – ავირჩიე და არა პროფესიის შესაცვლელად. თუმცა, გამორიცხული ცხოვრებაში ხომ არაფერია. (იქნება, ორი დიპლომით მეც დავიწყო ტაქსაობა).

ამ სემესტრში სიამოვნებით ვიწავლი „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს“, „ქრისტიანულ ეკლესიას და ევროპის დაბადებას“, „ანტიკურ თეტრსა და მის რეცეფციას“, „სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს“  და…  დამტანჯავს სტატისტიკა. [ბაკალავრიატის გამოცდილება].

განსაკუთრებით კი, კარგი ლექტორები მიხარია. ახლა ნოდარ ლადარია, ზურაბ კიკნაძე და ქეთი გურჩიანი მეყოლება. ამბობენ, რომ თამარ ბრეგვაძე და ნიკა მაღლაფერიძეც კარგები არიან. შევხედოთ, ამას რა სჯობს :დ

ჰო, სხვა რამეზეც  ვნერვიულობ. სამსახური – უნივერსიტეტის შეწყობა-ვერშეწყობისდა გამო. პრინციპში, მე ხომ ყველაფერზე ვნერვიულობ. ოდნავი საბაბი და უკვე პანიკას ვტეხ. ცოტათი,  ჩემი თანამშრომელი და ყოფილი კურსელი, მაგდა მამშვიდებს ხოლმე – მასაც ხვალ ეწყება სწავლა და მასაც მაგისტრატურაზე – მოვასწრებთ  „ხსუნაო“, ( :D) ამბობს ხოლმე და გულს ეფონება :D.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხვალიდან „ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება იქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ტეგები: , , , , , ,

უფეისბუქობის მეექვსე დღე – ჰეი, თქვენ, იუზერებო!!!

ჩემი შიმშილობა კვლავ გრძელდება. ნუ, ისე გამწარებული ვეღარ ვარ, ალბათ სწორედ ამ შიმშილობამ დამასუსტა და აღარაფრის თავი არ მაქვს. მაგრამ მაინც მედგრად ( “სიმედგრენერვიულობისგან უძილობა, ნაეკის გახსენებაზე მუცლის ტკივილი, ათასნაირი სტატისტიკის შედგენა -საკუთარი შანსის გამოსათვლელად” –  ახსიაშვილი.მ; ” სიტყვის ტონა”; 2010. ) ველი პასუხების გამოქვეყნებას.

ფორუმზე როგორც ეწერა – დღეს ცხელ ხაზს “უთქვამს” –  “ამ დღეებში იქნებაო” ( ნუ, “ეს დღეები” – 20 დღეა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე მინისტრთან არის გადაგზავნილიო).  კი გავიოცეთ, რამდენიმე დღე რად უნდა ხელის მოწერას თქო, მაგრამ კაცი ხომ უნდა გაეცნოს დოკუმენტს, სიებს, ასე წაუკითხავად ხომ არ მოაწერს ხელს :-D)  ახლა ხუმრობის გარეშე ( აქ ჩნდება კითხვა – სად და ვინ იხუმრა?  კარგი, კარგი, როგორც ლალი ამბობს ხოლმე – თქვენ არ გითქვამთ ზოგჯერ სისულელე?), ახლახან მითხრეს – შაშკინი კახეთშია მთელი კვირაო ( გადაუმოწმებელი ინფორმაციაა) და აპა ქე დასჭირდება “ეს დღეები”. ხოდა, ჩემი ფეისბუქში დაბრუნება “ამ დღეების” გასვლამდე იწელება.
არადა, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მომენატრა კაცო. განსაკუთრებით, რამდენჯერმე, როდესაც  notify.ge-ს გამოყენება დამჭირდა.   ვეცი ამაოდ ტელეფონს და წამის მეოთხედში გაბიაბრუებული შევდექი.
1) მინდოდა დამეწერა, რომ ერთი და იგივე წამალი ერთ აფთიაქში 177 ლარი დამიფასეს და მეორეში – 20 ლარად ვიყიდე.

2) მინდოდა მეთქვა, რომ უცხელი ქერათმიანი კაცი იხვეწებოდა მეტროში ჩამიშვითო. აბა, სად ჰქონდა მაგას “მეტრომანი”.

3) მინდოდა შუქის ჩაქრობისას მეწუწუნა და “შემეღაღადა”  მთელი ფეისბუქისთვის, რომ რას გვიშვება ეს სააკაშვილი.

4) მინდოდა, “ერთიოდე”  ნოუთი დამეწერა , მაგრამ სად ამეტვირთა ( ბლოგი არც გამხსენებია, ვაი 😀

5) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ფრენდები მომენატრნენ კაცო.

ჰეი, თქვენ, იუზერებო,  შორს ხართ და მავსებთ ნდომითა,

თქვენს სტატუსებზე მოსვლა და დალაიქება მომინდა.
მაგრამ მე ხომ “სიტყვის გოგო” ვარ. რა – კვირის ბოლომდე ( ვიტოვებ უზარმაზარ იმედს, რომ არაუმეტეს) ვერ გავძლებ?:- D  ხოდა, ასევე, იმედია, მალე დავუბრუნდები “დედაფეისბუქს”  და ვცოცხლობ იმ იმედით, რომ უკვე როგორც  –  სრულფასოვანგრანტიანიილიაუნელი.

 
5 Comments

Posted by on ნოემბერი 30, 2010 დუიმი მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , , , ,

სასწორის პინა – დარჩა 45 დღე

მაგისტრატურა – ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ “ცნებას” ჩემთვის “მცნების” ადგილი ეკავა. შარშან, ილიაუნიმ მარიოტში რომ პროგრამების პრეზენტაცია გამართა, მაშინ საერთოდ გადარეული ვიყავი. ადგილის შეცვლა მინდოდა, სიახლე მინდოდა, რაღაცის სწავლა მინდოდა (წინა სემესტრში სასწავლი არაფერი არ მქონდა და…)…..

წელს კი, როდესაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიღება გამოაცხადა, მთელი წლის “ნაგროვები გზნება” უცაბედად დამიცხრა. ვცდილობდი, საბუთების შეტანა ბოლოსკენ წამეჩოჩებინა – ხან იმას ვფიქრობდი-მაინც ვეღარ ჩავაბარებ მეთქი, ხან – რაზე ჩავაბარო მეთქი, ხანაც – დუგლასის სიტყვები მეფინებოდა “ყურწინ” – რათ გინდა ჯერ მაგისტრატურა, ცოტა ხანს იმუშავე, უცხო ენაში გაიწაფე, როცა ჩამოყალიბდები და გეცოდინება, რაც გინდა, უამრავი პროგრამაა უცხოეთში და იქ გააკეთე მაგისტრატურაო.. კი ვეკამათებოდი, ვცდი, ჩემი რა მიდის და უგრანტოდ სწავლას არ გავაგრძელებ მეთქი. აღმოჩნდა, რომ არა..

საბუთები შევიტანე სადღაც, აპრილის შუა რიცხვებში. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ამ “საქციელის” გამო, საშინელი “სინანული” დამეწყო. მგონია, რომ ამის “ჩადენით”, საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე. არადა, თითქოს არც ახლაა გვიან და შემიძლია, რომ გამოცდაზე გასვლაზე უარი ვთქვა, მაგრამ აქ უკვე არის რამდენიმე მიზეზი. ერთი – ჩემი 50 ლარი:-D:-D:-D რომელიც შეტანისას გადავიხადე და როგორ შეიძლება ეს ტყუილად გადამეგდო მეთქი. მეორე – ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, დედაჩემი, რომელიც “გამგლეჯს” 😀 არადა, კი მითხრა ადრე, რომ ვყოყმანობდი შეტანაზე-თუ გინდა, მოიცადე ერთი წელიო, მაგრამ ახლა გაბრაზდება 😉 და სხვა ხალხიც. თან მეც საკუთარ თავზე ვბრაზობ-რატომ დროზე ვერ მოვიფიქრე და ახლა უკან რატომ უნდა დავიხიო მეთქი.

მაგრამ როგორ არ უნდა დავიხიო, როცა არ მაქვს გარანტია, რომ მეც “სხვების” მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები. ერთი, რომ მეშინია, მოვხვდები იმ პროგრამაზე, სადაც სწავლა არ მინდა. წინა სემესტრში რომ ვნატრობდი თეორიებს, ვიცი, რომ ახლა არ შემიძლია, რადგან ესპანეთის ისტორიის და ანტიკური ლიტერატურის ისტორიის ზუთხვამ ამ უდროობის ჟამს, ძალიან დამღალა. ანტიკური ლიტერატურა სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა, გაშინაარსებულ მოყოლაზე რა მოგახსენოთ. “ილიადის” თუ “ენეიდას” მოკლე შინაარსის თხრობა მართლა არ მსიამოვნებს და არც ვყვები , ხელი ავიღე სემინარის 30 ქულაზე, თუმცა, ეს სხვა საკითხია. მთავარი არის ის, რომ ვერც “შუასაუკუნეების კვლევაზე”, ვერც “პოლიტიკის ანთროპოლოგიაზე” და მითუმეტეს, ვერც “ქრისტიანულ თეოლოგიაზე”, მე ვერ გავქაჩავ. ვერ წარმომიდგენია, ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან და რა ვიცი კიდე , ვისთან ერთად ჯდომა ლექციაზე. ვიცი, რომ მათ ვერ “დავეწევი”, ბეგრაუნდი აუცილებლად დამჭირდება. ამის სულ მარტივი მაგალითი ჩემი დეიდაშვილია, რომელიც არჩევით საგნად გადის პოლიტიკურ თეოლოგიას, და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე ფილოსოფია გავლილი აქვს, მაინც ძალიან უჭირს გარკვევა. ამ პრობლემას კიდევ მოვაგვარებდი, გულით რომ მინდოდეს ამ სპეციალობებზე სწავლა. არ მინდა, რომ მაგისტრატურაში გაუცნობიერებლად ჩავაბარო.

მეორე პრობლემა არის საშინელი დაღლილობა. მთელი სემესტრი არც ერთი თავისუფალი დღე არ მაქვს, ექვსი დღე “24 საათი” და ლექციები, შაბათს დილის 9-დან ლექციები და “იბერია”. მინდა, რომ ცოტა ხანს, ცოტათი დავისვენო. ალბათ, დიდი პროცენტით, სწორედ ამიტომ ვიტყვი უარს “განათლების ადმინისტრირების” სამაგისტრო პროგრამაზე, რომელზე სწავლაც ოქტომბერში იწყება და არა მარტში. ( ნუ, ესეც ის მიზეზია, რომ გულლლლით არც მანდ არ მინდა).

და კიდევ ერთი, მთავარი პრობლემა: არ მინდა, მაგისტრატურაში ჩავაბარო და ლექციების 4/5 გამიცდეს ლექტორების თუ ჯგუფელების უპასუხისმგებლობის თუ ზარმაცობის გამო. რასაც სხვებზე დაკვირვებისას წავაწყდი.

გამოცდამდე კი დარჩა მაქსიმუმ 45 დღე…

 

ტეგები: , , , ,

“წარმატებულ კარიერას სჭირდება ახალი და თანამედროვე ცოდნა” – 1 სექტემბრის განათლების სამი ეპიზოდი..

1სექტემბერს სწავლის დაწყების თუ არა, სწავლის გემოს მაინც ვგრძნობ ხოლმე და ახლაც კი იმ თორმეტფურცლიანი, ცუდი მწვანე (ანუ მწვანე არ იყო კარგი მწვანე) რვეულები მახსენდება ხოლმე..

ხოდა, ხოდა რა…
დღეს 11სააათზე თბილისი მარიოტში ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია რომ უნდა გამართულიყო, ილიაუნიმაც გამომიგზავნა ფეიქბუქზე.. ჩემი დეიდაშვილი აბარებს ჭავჭავაძეში და მთელი მაგათი საიტი ზეპირად ვიცი, მაინც მინდოდა მისვლა და რაოდენ გამიხარდა, როდესაც მწვანე ტალღღიდან მე გამიშვეს..
გიგი ატარებდა , თევზაძე .. რამდენიმე პროფესორთან ერთად.. კარგი ბროშურაც იყო – პროგრამების აღწერილობით..
მოკლედ, მაგისტრატურაში სწავლა მომინდა სასწაულად:)) რაღაც კვლევების გაკეთებაც კი:))
მაგრამ ვერ მოვიფიქრე რაზე .. გია ნოდიას კავკასიოლოგია მომინდა (მაგრამ უცხო ენაზეა და გამომერიცხა), ძალაუფლება და კულტურაც მინდა, რეგიონული კვლევებიც, ქრისტიანული თეოლოგიაც, ის კი არადა, ეკოლოგია და კონსერვაციული ბილოოგიაც კი:)
ამავდროულად “ნდომაში” დამრჩა აქამდე ნაფიქრი – განათლების ადმინისტრირება, იმედია, წინასწარ მომზადებულ ესეს მოვაბავ თავს..
და გულის ერთი ნაწილი ისევ ჟურნალისტიკისკენაც მეწევა..
ვაიმე, გაისად რა მელის? არჩევანის გაკეთებას ვგულისხმობ..
მალე დამთავრდა, პრესსამსახური ამბობდა – რა ცუდია, რომ ჟურნალისტებს შეკითხვები არ უჩნდებათო. რა გაგიჩნდებოდა, გიგიმ ყველაფერი თვითონ თქვა:)
თან ბროშურაშიც ყველაფერი დაწვრილებით ეწერა.. თან მაგის საიტი ზეპირად ვიცოდი ისედაც:))
ისეთ სულელურ შეკითხვებს კიდევ ვერ ვიტან (იმის გამო რომ სვამენ, რომ შეკითხვაში ჩაეთვალოთ), მაგალითად, რა ღირს პროგრამები – ხელში რომ გიჭირავს ის “წიგნაკი” – ჩახედე რა:) და სხვა და სხვა..
დათო პაიჭაძესთან ვილაპარაკე ცოტა რადიოზე და წამოვედი.

იმ პრეზენტაციის მერე პირველ საათზე ლეიბორისტმა ძაგანიამ “განათლებაზე” გამართა პრესეკონფერენცია. ზუსტად 42წამში ხელისუფლება ეთნოსაგანმანათლებლო გენოციდში დაადანაშაულა – ოკუპირებულ ტერიტორიებს დაფინანსება შეუწყვიტაო, მასწავლებლები უხელაფსოდ დატოვაო, სკოლები დაიხურაო და ასეე..
“ჩემი საგამანათლებლო დღე” ნიკა გვარამიას ბრიფინგით დასრულდა. მასწავლებლებისთვის ხელფასი მოუმატებიათ 35ლარით (დამრიგებლებისთვის 70ლარით) და გვამცნო… საბუნებისმეტყველო საგნების საათები გაიზარდაო და შესაბამისად გაიზარდა ხელფასებიცო..
ეს ვერ გავიგე ცოტა, ანუ ხელფასის ამბავი კი გავიგე, მაგრამ ტრიმესტრულად სწავლება ხომ გაუქმდა და ანუ ამის მიუხედავად მაინც უფრო ინტენსიური იქნება ამ მიმართულების სწავლება?

არა, ძალიან მინდა მაგისტრატურა…

 
8 Comments

Posted by on სექტემბერი 1, 2009 დუიმი ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , ,

მზეს ველოდეეეეეეები…

ძალიან რომ არ დამიძველდეს, გუშინდელ გასეირნებას (ყარაბახში არა) ვაკის პარკში მივპოსტავ ცოტას.
შევხვდით მე, თამუნა და ანელი.. უნდა გენახათ, 23აგვისტოსთვის რა შესაფერისად გვეცვა.

Photo-0146

თამუნას ზამთარში რომ აცვია ხოლმე ისე – თხელი კოსტუმი და ყელსახვევი. მე გრძელსახელოიანი და კაპიშონიანი ზედა.. აი ანელის – სპორტული ეცვა გრძელსახელოიანი და კიდე ხელზე გადაკიდებული დუტის “ბუშლატა” მოჰქონდა;-)
ჰმ, რა მაცინებს, კარგად კი მოვიხვიეთ მუხლებზე? აბა, “ჯანი” ხომ უნდა გაგვეთბო.

Photo-0145

დავსხედით, ვეძებდით მზიან სკამს.. აჰ, სად იპოვნიდი?
ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლებოდა ლაპარაკი – თსუ-ს და ილიაუნის მაგისტრატურაზე, მიმინოშვილსა და მის შვილზე, იბერზე, კოვაჩსა და როზენსტილზე, ნაირაზე, დონა ენრიკეტაზე 🙂 ნაპოლეონზე და რომის პაპებზეც კი..მოვყევით სიზმრები და ა.შ..
მერე ანელი და თამუნა ციყვებს დასდევდნენ სურათის გადასაღებად , მე კიდე ანელის და თამუნას..
მერე გამოიარა ერთმა ყმაწვილმა, “სიმპატიჩნიო” რო იტყვიან – ისეთმა. ჯერ იკითხა – საათი გაქვთო? -არა თქო.. (მართლა არ გვქონდა, მობილური კიდე არ უკითხავს, საათი უნდოდა).
მერე მიუბრუნდა ანელის – შუაში იჯდა) და – ამას გავიცნობ რააო? (თამუნასკენ მიუთითა).
– მე რას მეკითხები, ამას ჰკითხეო – ანელიმ.
– გაგიცნობ რაა – მიუბრუნდა თამუნას.
– არა, რატომ?
– გაგიცნობთ, სადმე დაგპატიჟებ ხოლმე და პატივს გცემ:-)
– არა, არ მინდა.
– რატომ არ გინდა?
-ჰყავს უკვე ადამიანი, ვინც პატიჟებს ხოლმე – (ეს ანელი ჩაერთო)
-აააა, საქმრო ჰყავს?
– არა, ქმარი..
– ქმარი? გილოცავ
და წავიდა..
ჭეშმარიტი ქრისტიანი არ იყო ახლა ის ყმაწვილი?
შემდეგ თამუნამ განაცხადა – ახლა ასე თბილად რო არ გვეცვას, ზაგარს მივიღებდითო.
-სად მივიღებდით, სად არის მზე? – აღშფოთდა ანელი.
-აი, ხო ანათებს.
-ნათებით ნათურაც ანათებს სახლში, დაჯექი და მიიღე აბა?:-))))

გასხივოსმებული “მე”:-)

Photo-0137

Photo-0134გათბა ჯანი, გათბა, უჰ, უჰ, უჰ, უჰ (ანუ, ანელი დუტი მუხლებზე:-)

იმის მერე კი სულ ვიყინებოდით და ვიყინებოდით..

 
10 Comments

Posted by on აგვისტო 24, 2009 დუიმი ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , ,