არ ვიცი, ამ პოსტს რატომ ვდებ, საკუთარ სისუსტეებზე ლაპარაკი არც ისე სახარბიელოა, მაგრამ..
რაც ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, ჩემი და ჩვენს ყოველ მორიგ კამათზე დაცინვით მეუბნება – შენ რა ჟურნალისტი უნდა იყო, ცრემლები მოგდის სულ – ო.
სწორედ ამაშია საქმე.. ვერაფრით ვერ დავძლიე ეს “ჩვევა” თუ რაც არის, უბრალო რაღაცაზეც კი, ვთქვათ და ვკამათობთ რაღაცას და მე ჩემს აზრს ვამტკიცებ, ვინმე თავისას, უცებ მიკანკალდება ხმა და შეიძლება პატარა ბავშვივით ამოვუშვა “ღრიალი”.. მაგრამ ჩემი ეს ჩვევა, განსაკუთრებით პარასკევს (8მაისს) გამოვამჟღავნე.. როდესაც აღმოჩნდა, რომ ბრახ, გადაცემა არ აიტვირთება:-) ახლა მეცინება ჩემს რეაქციაზე, მაშინაც მეცინებოდა, ოღონდ ცრემლებით.. ლექტორს რომ ველაპარაკებოდი, ერთსღა ვფიქრობდი – ახლა არ შემეტყოს ოღონდ და ყველაფერს ჯანდაბამდე გზა ჰქონია მეთქი.. ხოდა, ერთ სიტყვას “კარგი, კარგისღა” ვიმეორებდი:-)
სამაგიეროდ მერე? ჯგუფელებს ვუყვებოდი ამ ამბავს, ანელი იცინოდა – ხომ ვამბობდი, ვერ დავიწყებთ და უბრალოდ შეფასებად ჩაგვითვლის თქო – ო.. თქვენც ხართ რა, რა ყველაფერს იჯერებთო.. (არა, ისე ეს გოგო ნამდვილი გულთმისანია):-) ახლა ამაზე მეტყოდა – ამას რა გულთმისნობა უნდა, ეგრეა რააო..
მოკლედ და კონკრეტულად, შუა მელიქიშვილზე მოვრთე ტირილი:-) თან მეცინებოდა ჩემს თავზე და თან თეატრალურამდე გზა ცრემლების ღვარღვარში გავატარე..მერე გამიტკბა და მეტყველების ლექციაზეც გავაგრძელე:-)
აი, სეთი ჟურნალისტიღა უნდა ქვეყანას, მეტი არაფერი გვაკლია:-)
🙂
aneli
მაისი 15, 2009 at 1:51 PM
შე მართლა მტირალა ;-);-);-).
არ დამავიწყდება შენი სახე. მეტყველების ლექციაზეც სულ გამოთიშული იყავი…… შენი ცემა მინდოდა მაშინ. ოღონდ მართლა 🙂
mariakhsiashvili
მაისი 18, 2009 at 5:47 AM
მეც მინდოდა ჩემი თავის ცემა:-)
თან ჩემს სულელურ მდგომარეობაზე მეცინებოდა, თან ტყუილად დაკარგული ხუთშაბათი მენანებოდა:-)
თან ნიუს ჯგუფი მეცოდებოდა.. არც მე დამავიწყდება შენი სახე, როცა გაგახსენდა, რომ თამუნა თეატრალურში გველოდა და არაფერი იცოდა – ვაიმე, ახლა იმას რა გაუძლებსო:-) რო მივედით და რო მიმართე – სრულიად სოციალურ და [პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნატანჯ-ნაღებო საზოგადოებავ..
მეეერე თამუნას კითხვაზე – რა ხდებაო და – მე წავედი, მარი შენ უთხარიოოოოო:-)
მეც მეტი რა მინდოდა:-) ოღონდ რამე მომაყოლე და:-)