RSS

რა მინდა გამოვიდე

14 მაისი

გუშინ ღამე, სახლში გვიან მისული პირდაპირ დაძინებას ვაპირებდი, როდესაც მეზობელმა დარეკა – მარიკა სახლში თუა , ბექას თემა დააწერინოსო..

რაღას იზამ, ამოვიდეს მეთქი, “დავრთე ნება”..

თემა იყო ასეთი – რა მინდა გამოვიდე? და მე – 6კლასელი ბიჭისთვის უნდა დამეწერა მე..
ხან იქით მოვედე, ხან აქეთ – მე როგორ დავუწერო, მე ჩემზე დავწერდი მეთქი და ამის მე რა ვიცი, რასაც თავად ფიქრობს და რაც უნდა, ის დაწეროს მეთქი..  – “არა, ვერ დაწერა, რამე დაუწერე და მერე იმის მიხედვით დავწერთო”..

ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი და დავწერე თემა ჩემს თავზე. მერე როლებში ისე შევიჭერი, რომ ვეღარ შევჩერდი:-)

ახლა ვიცი (ჯერ-ჯერობით, რა უნდა გამოვიდე და ისიც, რომ მინდა, ეს  გამოვიდე), მაგრამ ჯერ კიდევ შარშან,  არაფერში არ ვიყავი დარწმუნებული.. ბავშვობაში ბევრი რამ მინდოდა – ექიმობა – ჩემი საცოდავი სათამაშოები “ოპერაციებისგან” “გარდაიცვალნენ”. ბალიშებს ვუკეთებდი ნემსებს და საკუთარ თავზე ცდებს ვატარებდი 🙂

ღმერთმა ყველა ოჯახი დაიფაროს ისეთი ბავშვისგან, მე რომ ვიყავი. იმდენად მინდოდა ცუდად გახდომა, საკუთარი თავისთვის რომ “მემკურნალა” – სახლში მარტო მყოფი ზამთარში ცივ წყალში ვყოფდი თავს – ეგებ გავცივდე მეთქი, მაგრამ ამაოდ..

ჩემი ექიმობის მცდელობა მე –5 კლასში დამთავრდა და პოეტობის და მწერლობის სურვილმა შემიპყრო. ლექსები სამშობლოზე, სალ კლდეებზე, დედაზე,  მშობლიურ ენაზე, მასწავლებლებსა თუ “კერძო პირებზე”:-)

თუუმცა, მალევე გადამიარა გიჟპოეტობამ.

მერე ადვოკატობა მომინდა, შემოვიკრიბე მეზობლები და “იურისტთა სართული” დავაფუძნე. დედაჩემი სამსახურში წავიდოდა თუ არა, ეგრევე შევიკრიბებოდით, გამოვათრევდი მრგვალ მაგიდას და წავიდოდა სასამართლო პროცესი თავისი ეჭვმიტანილით, პროკურორით, მოსამართლით და, რა თქმა უნდა, მოწმეებით.. ადვოკატი მე ვიყავი და “ჩემი სამხილებით”, ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდებოდა:-)
ადვოკატობაც მომბეზრდა. ამასობაში მე – 7 კლასში გადავედი და ქიმიის “შესწავლა” დავიწყე.  სამიოდ თვე ქიმიკოსობა იყო ჩემი ჰობი. სპირტქურა მქონდა, ვყიდულობდი მშრალ სპირტს და ვატარებდი რაღაც უბედურ ცდებს.. ხან მცენარეებს ვურევდი ერთმანეთში, ხან წამლებს და ნემსებს.. მერე რაღაც საშინელი სუნის მქონე “სამსალა” მივიღე და ამასაც მივანებე თავი..

უცებ, ჰოიდა ჟურნალისტობა მომინდა.. “ახალგაზრდა იურისტთა სართული” “ახალგაზრდა ჟურნალისტთა სართულად” გადაკეთდა და წავიდა მუშაობა. 2000 წლის 15აპრილს გამოვიდა ჟურნალ “თომას” პირველი ნომერი. “თომა” – ჩემი და ჩემი მეზობელი თორნიკეს სახელების პირველი ასოების აბრევიატურა.. ჟურნალში იბეჭდებოდა უბნის მართალი ამბები და “პოლიტიკური” ტყუილები. მაგალითად, სააკაშვილი ვნახეთ ტვ – ში რაღაცაზე გაბრაზებული და ხელად “გამოვაცხვეთ” ნიუსი ..
“სააკაშვილმა და მიხეილ მაჭავარიანმა იჩხუბეს. ინციდენტის მიზეზი შემდეგია. სააკაშვილი გლდანში მარშრუტკას ელოდა, ამ დროს მიხეილ მაჭავარიანმა მას მანქანით ჩაუქროლა და სააკაშვილის ფეხებთან დადებულ პამიდვრიან პარკს გადაუარა. პამიდვრის წვენმა სააკაშვილს თეთრი შარვალი დაუსვარა. პოლიტიკოსების სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა”..
და ასე შემდეგ:-)

ანეგდოტებს და კროსვორდებს ვიგონებდით. გულახდილ საუბრებში უბნის ბავშვებს ვალაპარაკებდით.. ნუ, ერთი კარგი “სარკე” თუ “თბილისელები” ვიყავით.

მერე “გავიზარდე”..

აბიტურიენტობის ჟამს აააზრზე არ ვიყავი, რა მინდოდა.. წინა წელს ჩემმა  დეიდაშვილმა ტურიზმზე ჩააბარა და მეც “მომინდა”. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, ჩემს კლასში თითქმის ყველა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წერდა, მეც ეგ ჩავწერე პირველი და დანარჩენი ექვსი  – ტურიზმები.. , ხოდა, ბრახ და მოვხვდი სოც – პოლიტ – ზე.. აი, მაშინ უნდა გენახათ, სად მივწყდომოდი აღარ ვიცოდი..
“საერთაშორისო ურთიერთობები” – თაფლი;
ფსიქოლოგია – კაია რა;
თუ ჟურნალისტიკა..
ჩემი საახლობლო ერთხმად “მაწვებოდა” – საერთაშორისო, საერთაშორისო – ო.. საბოლოოდ “არჩეული” ჟურნალისტიკაც წელიწადნახევარი “მაწვა გულზე ლოდად” , არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა.. მაგრამ ზუსტად ერთი წლის წინ, გაზაფხულზე, მე მივხვდი , რომ “ის ის არის და მე მე ვარ”.

მივხვდი, რომ “რეპორტინგი” სიამოვნებას მანიჭებდა, მიყვარდა, მინდოდა, მსურდა..

მე მინდა, ჟურნალისტი  “გამოვიდე”…

 
11 Comments

Posted by on მაისი 14, 2009 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , ,

11 responses to “რა მინდა გამოვიდე

  1. aneli

    მაისი 14, 2009 at 1:38 PM

    მარი, შენ შესახებ იმდენი რამ ვიცოდი, მეგონა გიცნობდი. შენ რა მაგარი ტიპი ყოფილხარ :-). ის რატომ არ დაწერე, ბავშვობაში თოვლს რომ ჭამდი შაქრით და გახეხილი თხილით?
    მარი, მიხარია, უკვე რომ ნამდვილად იცი, რა გინდა ცხოვრებაში !!!!!!!!
    მშურს მასეთი ადამიანების (ნუ, თეთრი შურით, რა თქმა უნდა 🙂 ). მე ახლაც ვერ გამიგია, რა მინდა

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 15, 2009 at 6:21 AM

      ანელიიიიიიიიიიიიიიიიიიიი:-)
      როგორ გამომაჭენე ჰა? რაღაცა არ დამამალვინო:-):-)
      ცივი იმდენად მიყვარს, თან სიცივეში.. როცა ძაან ცივა და ცუდი ამინდია, მაშინ უფრო მინდება ცივი სასმელები და ნაყინი.. ზამთარში ნაყინს ვერ ვშოულობდი და ვიპოვე გამოსავალი:-)
      კიდე საყინულეში “კუბიკებს” ვაკეთებდი და N რაოდენობით ვჭამდი.. ჩემი ყელი როგორ ცოცხლობს ამდენი “დარტყმისგან” მე არ ვიცი:-)

       
  2. g.khubuluri

    მაისი 14, 2009 at 1:58 PM

    მთავარია კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ის “მუზა”,რომელიც უკვე მერამდენედ შეგაცვლევინებს “პროფესიას”… ))

    პ.ს. ნაცნობს მაგონებ …

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 15, 2009 at 6:24 AM

      შენს ნაცნობსაც ასეთი “მუზა” ჰქონდა?:-)
      იმედია, აღარ მომივა:-)
      ალბათ აღარ, იმიტომ, რომ ასეთი ” ხანგრძლივობით” ანუ ერთი წლით არ მქონია ხოლმე გატაცება , მალევე გადამივლიდა ხოლმე:-)

       
  3. nino

    მაისი 14, 2009 at 2:17 PM

    🙂 🙂 🙂

    no comment… with pleasure… nice blog 🙂

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 15, 2009 at 6:28 AM

      ჩემი ინგლისურის “ხელში” რა შეიძლება გითხრა? thank you, nino:-)

       
  4. უსახელო

    მაისი 14, 2009 at 7:18 PM

    ამასობაში კი საინტერესო ბლოგერი ხარ გამოსული 🙂

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 15, 2009 at 6:26 AM

      სულ შემთხვევით ხო? ესეც უცებ ამეკვიატა:-)
      მომინდა ბლოგერობა მარტის ბოლოს.. აპრილის დასაწყისში გავხსენი, შუა რიცხვებში პირველი პოსტი დავდე და ამასობაში გამიტკბასავით:-)

       
  5. Sophie Golden

    მაისი 18, 2009 at 1:00 PM

    კარგი პოსტი იყო, საკაიფო. ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, როგორც მე ვიტყოდი 😀 სხვა რამეც რომ მოგინდეს, რა პრობლემაა, მთავარია ყველაგან მოახდინო ინდივიდუალური იყო და კარგად გააკეთო, რასაც აკეთებ.

     
  6. ჭიკARTი

    ივნისი 24, 2014 at 3:03 PM

    როგორ მიხარია რომ მიხვდი რა გინდა გამოხვიდე.. ^_^ მე უკვე მეოთხე კურსზე ვარ და ამ წუთას დავგუგლეე ფრაზა ,,რა მინდა გამოვიდე” იმიტომ რომ ის რაც ავირჩიე.. უფრო სწორად ამარჩევინეს სასტიკად არ მხიბლავს არ მინდა და ა.შ.. ალბათ მთელი ცხოვრება ვინანებ რომ თავის დროზე მშობლებს ვერ შევეწინააღმდეგეეე წასულია ჩემი საქმე.. :))

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: