RSS

ჩაწერა ქართულად

30 აგვისტო

ეჰ, ეს გუშინ დავწერე , მაგრამ მერე სისულელედ მომეჩვენა, აღარ მომეწონა და აღარ ავტვირთე, ახლა მაინც ვდებ (თუმცა, ისევ არ მომწონს).

დღეს ფინანსთა სამინისტროში ვიყავი.. მწვანე ტალღაში მითხრეს, პოლიტიკაზე იაქტიურეო და მეც..
პოლიტიკისგან ვცდილობდი ცოოოტა შორს ვყოფილიყავი, გააჩნია პოლიტიკასაც, საკნების თვლა და აქციებზე სიარული როგორც ჟურნალისტს, ძალიანაც მომწონს, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ იქ “ჩვეულებრივ” ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა… კი, უპოლიტიკოდ ცხოვრება და მით უფრო , ჟურნალისტიკა არ არსებობს:)) მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური სიუჟეტი არ გამიკეთებია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ გაკეთება არ ვიცი:)
mikro

ფინანსთა სამინისტროში პირველად ვიყავი , ასეთ “უწყებებში” მხოლოდ განათლების სამინისტროში ვარ ნამყოფი. ხო, კანცელარიაში გამიშვეს კიდევ “24საათიდან” იაკობაშვილის და პიერ მორელის შეხვედრაზე..

ჯერ ძლივს მივაგენი:) ორთაჭალა ძალიან ცუდად ვიცი:)ვისთან ერთადაც ვიყავი, დააგვიანდა ცოტა და ძლივს შევაშვებინე დაცვას თავი:)

ჩეხეთის დელეგაცია იყო ჩამოსული , იანოტამ და ბაინდურაშვილმა ინვესტიციების ურთიერთდაცვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი..
მოკლედ, იმ ხელშეკრულების შინაარსზე არაფრის დაწერას არ ვაპირებს, ისედაც კარგად გეცოდინებათ ყველას:)
ჟურნალისტებზე მინდა ცოტა დავწერო, როგორ მუშაობენ ( როგორ ვმუშაობთ ქართველი ჟურნალისტები)..

tv
ნუ, ტელევიზიებისთვის დაგვიანება რომ ჩვეულებრივი ამბავია, ეს ყველამ იცის ალბათ , მერე პრესსამსახურთან ზარები, რომ აი – რუსთავს დაელოდე, იმედს დაელოდე, კავკასიას და ა.შ.
მერე იწყება რადიოების სიფხიზლის ერა.. არ უნდა გამოეპაროთ არც ერთი გადაღება, არც ერთი კომენტარი, ოღონდ არა იმის გასაგებად, რა თქვა, (ის პრესრელიზშიც ეწერება) ძირითადად იმისთვის, რომ მიკროფონები გამოჩნდეს.. თუ მოჭრილებს იღებენ. მაშინ ეჰჰ..

radio

რამდენიმე სააგენტო სხვადასახვა მედიასაშუალეაბასთან კითხვა-კითხვით უცებ წერს ნიუსს და ტელეფონით აწვდის პროდიუსერს.

saagento

მოკლედ, შეხვედრა კაბინეტში მომდინარეობდა და დასრულების შემდეგ უნდა შესულიყვნენ კადრების ასაღებად და ჩასაწერად..
diiiqto
პრესსამსახური რომ გამოვიდა და თქვა – დადგებიან და ჩაწერთო, რუსთავი 2 -ის კორესპონდენტმა (მგონი, ნათია ბანძელაძე იყო, ნუ , ბანძელაძე ნამდვილად იყი და ნათია იყო თუ არა, არ ვიცი) ასეთი რამ ჰკითხა პრესსამსახურს – ჩაწერა ქართულად?
კახა ქართულად და ის ალბათ ინგლისურად..,
ეგ კი არა, როგორც ვიცით მივარდნით და პირში მიკროფონის თხრით, ანუ ქართულად?
ეგ არის რა…
ვისი კამერა უკეთ დგას, ვისი მიკროფონი უკეთ ჩანს, ვისი უფრო ახლოს არის პირთან, ვინ უკეთ ჩასცხებს თავში…

გუშინვე ფინანსთა სამინისტროდან ეკონომიკისაში გადავედით (ავტობუსით “გადავირბინეთ”:)) ეკონომიკის მინისტრსაც ხვდებოდა ეს იანოტა, ხოდა იქაც ვიყავით.. წინასწარ ჩასაწერად გამოიყვანეს ეს ახალი მინისტრი (ბევრი “ლ” ურევია და არ ვიტყვი გვარს:) პოლოლიკაშვილი:) ჯერ რუსთავთან გააკეთა კომენტარი (ისეთი გაოცებული ჩანდა – ხან უკან რომ დასწევდნენ და ხან წინ:) მისმა პრესსამსახურმაც ისე საყვარლად გაიხედა კამერაში – აბა, ხო კარგად ჩანსო:)
მერე პირველ არხს და თუ არ ვცდები, აჭარას უნდა გადაეღოთ.. ოპერატორები ვერ შეთანხნდნენ, პირველი არხი გაიბუტა და განზე გადგა, უცებ ეს ფილარმონია მინისიტრი არ გაიქცა და გაუჩინარდა?
მისმა პრესსამსახურმა-მონისტრი კაცია სამი დღეა, დიპლომატი იყო, არ არის დაჩვეული ასეთებს, რო დაიწყეთ პატარა ბავშვებივით ჩხუბიო.. მიეჩვევა კაცოვო – დაამშვიდეს..
გაბუტული აღარ გამოვიდა, შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტ-ოპერატორები ჯერ შეშფოთდნენ, მერე აღშფოთდნენ და ბოლოს დაგმეს მისი საქციელი – მერე ერთს კალამი უნდოდა და მოლაპარაკების მაგიდაზე დელეგაციისთვის განკუთვნილ ფანქარს წამოავლო ხელი, მეორემ დავუწეროთ -გაქცევა ვაჟკაცობა არ არის ბიჭო, მხოლოდ კურდღლები გარბიან და ა.შ…
ჩართვაც გააკეთეს – დასრულდა უკვე შეხვედრაო, არადა, ჯერ დაწყებულიც არ იყო:)) რა უნდოდათ, სინქრონი ხომ ჰქონდათ:))
მერე აღარაფერი:) უბრალოდ, ნათია ბანძელაძის სიტყვები სულ მემახსოვრება – ჩაწერა ქართულად:) – ისე, სხვაგანაც ასე მიცვენით არ იციან ხოლმე?

 
6 Comments

Posted by on აგვისტო 30, 2009 დუიმი ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , ,

6 responses to “ჩაწერა ქართულად

  1. ნინო

    სექტემბერი 2, 2009 at 6:42 AM

    აუ მეც გამახსენდა რადიოდან კორესპონდენტებს რომ დავყვებოდი ხოლმე პრესკონფერენციებზე, მაგრად ვერთობოდი ჟურნალისტების ყურებაში 🙂 პირველად სახალხო ბანკის ახალი გენერალური დირექტორის პრესკონფერენციაზე წავედით და ამდენი ჟურნალისტი (პრესა, ტვ, რადიო) ერთ ოთახში და ერთ ხმაში მოყაყანე რო დავინახე კინაღამ თავბრუ დამეხვა. 🙂

     
  2. tatusi

    სექტემბერი 19, 2009 at 6:46 PM

    radioSi მუშაობა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ან ნატვრაა, არ ვიცირ ა დავაქრვა
    და კიდევ საკუთარი რადიო მინდა, არაპოლიტიკური რასაკვირველია

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 19, 2009 at 6:52 PM

      რადიო?
      მე მხოლოდ საკუთარ რადიოზე ვოცნებობ:)
      ჩემი “საგამოძიებო” ჯგუფი ჩემი რადიოშნიკები არიან:)))
      მათთან ერთად დაუვიწყარი სიამოვნება განვიცადე რადიოგადაცემების კეთებისას. ოთხი ორსაათიანი და ერთი თექვსმეტსაათიანი პროგრამა ჩვენს სახელზეა:))) და ამას დათო პაიჭაძისგან ასი ქულაც მოყვა:))
      მე მიწერია რამდენიმე პოსტი – ღია რადიოს კატეგორიებში, – ღია რადიოს მუშაობის პროცესზე. მართლა დაუვიწყარი იყო რა… რადიო ჩემი ცხოვრების სიყვარულია:)))

       
      • tatusi

        სექტემბერი 20, 2009 at 6:00 AM

        მმმმმ მიყვარს რადიო, საკუთარირ ადიო მეც მიინდა, გავერთიანდეთ და ერთად შევქმნათ :))))

         
    • მარი ახსიაშვილი

      სექტემბერი 20, 2009 at 6:31 AM

      გავერთიანდეთ:)))))))
      აუ, რადიო მართლა უმაგრესი რაღაც არის რაა…

      წუხელ ჩემი ჯგუფის საგამოცდო (თექვსმეტსაათიან) პროგრამას ვუსმენდი და “სიამაყე მკლავდა”:)))))

       
      • tatusi

        სექტემბერი 20, 2009 at 12:08 PM

        sakutari radios qona chemi udidesi ocnebaa

         

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: